დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/09/1989 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 20/04/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/05/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000317 |
ბაზელის კონვენცია
სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ
წინამდებარე კონვენციის მხარეები,
მხედველობაში იღებენ რა სახიფათო და სხვა ნარჩენებით და მათი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზარალის მიყენების რისკს,
აცნობიერებენ რა წარმოების ზრდის, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვისა და მათი რთული შემადგენლობის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მზარდ საფრთხეს,
აცნობიერებენ რა აგრეთვე, რომ ამგვარი ნარჩენების მიერ შექმნილი საფრთხისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ყველაზე ეექტური ხერხია მათი რაოდენობის და ან სახიფათო პოტენციალის თვალსაზრისით მათი წარმოები მინიმუმამდე დაყვანა,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ სახელმწიფოთა მიერ უნდა მიღებულ იქნეს აუცილებელი ზომები უზრუნველსაყოფად იმისა, რომ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა მართვა, მათი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვებისა და განთავსების ჩათვლით, თავსებადი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვასთან, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა,
აღნიშნავენ რა, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სახიფათო ნარჩენების მწარმოებელზე ვალდებულებების დაკისრება მათი გადაზიდვისა და განთავსების მიზნით, გარემოს დაცვასთან თავსებადი წესების შესაბამისად, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა,
აღიარებენ რა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აკრძალოს სხვა სახელმწიფოს სახიფათაო და სხვა სახის ნარჩენების შეტანა ან განთავსება თავის ტერიტორიაზე,
აღიარებენ ასევე რა მზარდ სურვილს სახიფათო ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვებისა და მათი განთავსებისა სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება მათ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ და ეფექტურ მართვას, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენები უნდა იქნენ განთავსებულნი მათ მწარმოებელ სახელმწიფოში,
აცნობიერებენ რა, რომ მსგავსი ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვები მათი მწარმოებელი სახელმწიფოდან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში უნდა ნებადართული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხორციელდება იმგვარ პირობებში, რომლებიც არ შეუქმნიან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს და იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამებიან წინამდებარე კონვენციის დებულებებს,
თვლიან რა, რომ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების გაუმჯობესებული კონტროლი იქნება პირობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი გამართლებული მართვისა და მათი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების რაოდენობის შემცირებისა,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები ამ სახელმწიფოებიდან ან სახელმწიფოებში სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების სათანადო კონტროლისა და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლისათვის,
აღნიშნავენ რა, რომ მთელ რიგ საერთაშორისო და რეგიონულ შეთანხმებებში ყურადღება მიექცა სახიფათო ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებულ გარემოსდაცვისა და შენარჩუნების საკითხს,
მხედველობაში იღებენ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის „გარემო ადამიანისათვის“ (სტოკჰოლმი, 1972წ.) დეკლარაციას, ქაიროს სახელმძღვანელო პრინციპებს და სახიფათო ნარჩენთა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვის პრინციპებს, მიღებულს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის მმართველთა საბჭოს (UNEP) 1987 წლის 14 ივნისის 14/30 გადაწყვეტილებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახიფათო ტვირთგადაზიდვების ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციებს, ჩამოყალიბებულს 1957 წელს და განახლებადს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ), სხვა შესაბამის რეკომენდაციებს, დეკლარაციებს, დოკუმენტებსა და წესებს, მიღებულს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში და აგრეთვე სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში ჩატარებულ სამუშაოებსა და გამოკვლევებს,
ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ოცდამეჩვიმდეტე სესიაზე (1982წ.) ადამიანის გარემომცველი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით ქცევის წესებად მიღებული „ბუნების მსოფლიოს ქარტიის“ სულისკვეთებას, პრინციპებს, მიზნებს და ამოცანებს,
ადასტურებენ რა, რომ სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო მოვალეობების შესრულებაზე დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე, გარემოს დაცვასა და მის კონსერვაციაზე და პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,
აღიარებენ რა, რომ წინამდებარე კონვენციის ან მისი ნებისმიერი ოქმის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო კანონი ხელშეკრულებათა შესახებ,
ითვალისწინებენ რა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მცირენარჩენიანი ტექნოლოგიების, რეციკლირების საშუალებების, კარგი მეურნეობისა და მართვის სისტემების განვითარებისა და მათი დანერგვის აგრძელების საჭიროებას სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,
ითვალისწინებენ რა აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებისლ მზარდ შეშფოთებას სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა საზღვარგადამკვეთ გადაზიდვებზე კონტროლის გაძლიეერების აუცილებლობასთან დაკავშირებით, და აგერთვე მსგავსი გადაზიდვების შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობას,
შეშფოთებულნი არიან რა სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების უკანონო საზღვარგადამკვეთი ბრუნვის პრობლემით,
მხედველობაში იღებენ რა აგრეთვე განვითარებადი ქვეყნების შეზღუდულ შესაძლებლობებს სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების რაციონალურ მართვაში,
აღიარებენ რა ტექნოლოგიების გადაცემის გაფართოების აუცილებლობას, ადგილობრივად წარმოქმნილი სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების (გამართლებული) მართვისათვის, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში ქაიროს სახელმძღვანელო დებულებებისა და გადაწყვეტილებებისა და გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამის UNEF-ის მმართველთა საბჭოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გადაცემის გაფართოების შესახებ 14/16 გადაწყვეტილების მიხედვით,
აგრეთვე აღიარებენ, რომ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენები უნდა იქნეს გადაზიდული შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და რეკომენდაციების მიხედვით,
დარწმუნებულნი არიან რა აგრეთვე იმაში, რომ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა უნდა ნებადართული იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ამგვარი ნარჩენების გადაზიდვა და მისი საბოლოო განთავსება ხორციელდება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მკაცრი კონტროლის მეშვეობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა დამღუპველი ზემოქედებისაგან, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების დაგროვებითა და მართვით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
პარაგრაფი 1. კონვენციის მოქმედების სფერო
1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის „სახიფათო ნარჩენებად“ ითვლება საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის ობიექტად მყოფი შემდეგი ნარჩენები:
ა) I დანართში ნაჩვენებ ნებისმიერ კატეგორიაშე შემავალი ნარჩენები, თუ მათ არ გააჩნიათ III დანართში ჩამოთვლილი რაიმე თვისებები;
ბ) ნარჩენები, რომლებიც არ არიან მოცულნი პუნქტი (ა)-თი, მაგრამ განისაზღვრებიან ან ითვლებიან სახიფათოდ შინაგანი კანონმდებლობის მიხედვით ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის სახელმწიფოში.
2. II დანართში ნაჩვენებ ნებისმიერ კატეგორიაში შემავალი ნარჩენები, რომლებიც საზღვარგადამკვეთ გადაზიდვას ექვემდებარებიან, ითვლებიან ამ კონვენციის მიზნებისათვის „სხვა სახის ნარჩენებად“.
3. ნარჩენები, რომლებიც მათი რადიაქტივობის გამო ექცევიან კონტროლის სხვა საერთაშორისო სისტემის სფეროში, მ .შ. რადიაქტიული ნივთიერებისადმი სპეციალურად გამოყენებადი საერთაშორისო შეთანხმებებისა, გამოირიცხებიან წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროდან.
4. ნარჩენები, რომლებიც წარმოქმნილია საზღვაო ხომალდების ნორმალური ფუნქციონირების შედეგად და რომელთა გარემოში ჩაშვება ექცევა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების სფეროში, გამოირიცხებიან წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროდან.
პარაგრაფი 2. განსაზღვრებანი
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
1. „ნარჩენები წარმოადგენენ ნივთიერებებს ან საგნებს, რმოლებიც განთავსდებიან, გათვალსწინებული არიან განსათავსებლად ან უნდა იქნენ განთავსებულნი ეროვნული კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად;
2. „მართვა“ ნიშნავს სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და მათ განთავსებას, განთავსებულის შემდგომი კონტროლის ჩათვლით;
3. „საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა“ ნიშნავს სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების ნებისმიერ გადაადგილებას ერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე ან ტერიტორიაზე გავლით, ან ისეთ ტერიტორიაში/ტერიტორიაზე გავლით, რომელიც არ იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს იურისდიქციაში, იმ პირობით, რმო მსგავის გადაზიდვა ეხება არანაკლებ ორ სახელმწიფოს;
4. „განთავსება“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის IV დანართში განსაზღვრულ ნებისმიერ ოპერაციას;
5. „სანქცირებული ადგილი ან ობიექტი“ ნიშნავს სახიფათო ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს ან ობიექტს, რომელთა მიმართაც მიღებულია ნებართვა ან ლიცენზია იმ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსაგან, რომლის ტერიტორიაზეც ეს ადგილი ან ობიექტი მდებარეობს;
6. „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს სახელმწიფო ორგანოს, მხარის მიერ დანიშნულს იმ გეოგარფიული რაიონების ფარგლებში, რომლებსაც მხარე ჩათვლის საჭიროდ, პასუხისმგებლობის მატარებლად სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების შესახებ განაცხადისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისა და ამ განაცხადზე პასუხისათვის პარაგრაფ 6-ის შესაბამისად;
7. „პასუხისმგებელი პირი (Focal Point) ნიშნავს მე-5 პუნქტში ნახსენებ, მხარის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხს აგებ ინფორმაციის მიღებასა და გაცემაზე მე-13 და მე-16 პარაგრაფების შესაბამისად;
8. „სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვა“ ნიშნავს ყველა პრაქტიკულად შესაძლებელი ზომის მიღებას იმისათვის, რომ მათი მართვის მიერ განხორციელებული ქმედებანი არ უქმნიან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და არ ახდენენ უარყოფით ზეგავლენას გარემოზე;
9. „სახელმწიფოს ეროვნული იურიდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორია“ ნიშნავს ხმელეთის ან ზღვის ნებისმიერ ტერიტორიას ან საჰაერო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის თანახმად აკისრია ადმინისტრაციული და ნორმატიული პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაზე.
10. „ექსპორტის სახელმწიფო“ნიშნავს ნებისმიერ მხარეს, რომლისგანაც დაგეგმილია დაიწყოს უკვე დაწყებულია სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა;
11. „იმპორტის სახელმწიფო“ ნიშნავს მხარეს, რომლის მიმართაც სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა დაგეგმილია ან ადგილი აქვს მასში განთავსების ან გადმოტვირთვის მიზნი მის საბოლოო განთავსებამდე ტერიტორიაზე, რომელიც არ იმყოფება რომელიმე ქვეყნის ეროვნული იურისდიქციის გავრცელების ქვეშ;
12. „ტრანზიტის სახელმწიფო“ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ექსპორტის ან იმპორტის სახელმწიფო და რომელზეც დაგეგმილია ან განხორციელების პროცესშია სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების გადაზიდვა;
13. „დაინტერესებული სახელმწიფოები“ ნიშნავს მხარეებს, რომლებიც არიან ექსპორტის ან იმპორტის სახელმწიფოები, ანდა ტრანზიტის სახელმწიფოები მიუხედავად იმისა, ისინი მხარეები არიან, თუ არა;
14. „პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
15. „ექსპორტიორი“ ნიშნავს ექსპორტის სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა ექსპორტს;
16. „იმპორტიორი“ ნიშნავს იმპორტის სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს, რომელიც ორგანიზაციას უწევს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა იმპორტს.
17. „გადამზიდი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ახორციელებს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა გადაზიდვას;
18. „მწარმოებელი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, ვისი ქმედებაც წარმოქმნის სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენებს, ან, თუ ეს პირი უცნობია, მაშინ პირს, ვინც ფლობს ამ ნარჩენებს და ან აკონტროლებს მათ;
19. „განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც ეგზავნება სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენები და რომელიც ახორციელებს მათ განთავსებას;
20. „პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია“ ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოებისაგან შემდგარ ორგანიზაციას, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს კომპეტენცია ამ კონვენციის მიერ რეგულირებად საკითხებზე და რომელიც თავისი შინა პროცედურების შესაბამისად უფლებამოსილია კონვენციის ხელმოწერაზე, რატიფიკაციაზე, მის მიღებაზე, მოწონებაზე, ოფიციალურ დადასტურებასა და მიერთების საკითხზე.
21. „უკანონო ბრუნვა“ ნიშნავს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ნებისმიერ საზღვარ-გადამკვეთ გადაზიდვას განსაზღვრულს მე-9 პარაგრაფში.
პარაგრაფი 3. სახიფათო ნარჩენთა ეროვნული განსაზღვრებანი
1. ყოველი მხარე მას შემდეგ, რაც იგი გახდება წინამდებარე კონვენციის მხარე ექვსი თვის განმავლობაში აცნობებს კონვენციის სამდივნოს იმ ნარჩენთა შესახებ, რომლებიც განსხვავდებიან 1 და 2 დანართებში დასახელებულთაგან და ითვლებიან ან განისაზღვრებიან, როგორც სახიფათო ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ან ამგვარი სახის ნარჩენებზე გავრცელებული ნებისმიერი მოთხოვნის თანახმად, რომელიც ეხება საზღვარგადამკვეთ გადაზიდვებს.
2. შემდგომში ყოველი მხარე აცნობებს სამდივნოს 1 პუნქტის თანახმად წარმოდგენილი ინფორმაციის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ.
3. სამდივნო დაუყოვნებლივ აწვლდის მიღებულ ინფორმაციას ყველა მხარეს 1 და 2 პუნქტების თანახმად.
4. მხარეები პასუხს აგებენ ინფორმაციის გადაცემაზე იმათთვის, სამდივნოს საშუალებით მე-3 პუნქტის თანახმად, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ექსპორტიორებისათვის.
პარაგრაფი 4. ზოგადი ვალდებულებანი
ა) მხარეები, სარგებლობენ რა თავიანთი უფლებებით სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა განთავსების მიზნით იმპორტის აკრძალვის შესახებ, აცნობებენ სხვა მხარეებს თავიანთ გადაწყვეტილებას მე-13 პარაგრაფის თანახმად;
ბ) მხარეები კრძალავენ ან ნებას არ რთავენ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების ექსპორტზე იმ მხარეთა მიმართ, რომელთაც შემოიღეს აკრძალვა ამგვარი ნარჩენების იმპორტზე, თუ ამის შესახებ მიღებულია ცნობა (ა) პუნქტის შესაბამისად;
გ) მხარეები კრძალავენ ან არ რთავენ ნებას სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ექსპორტს, თუ იმპორტის სახელმწიფო არ იძლევა წერილობით თანხმობას კონკრეტულ იმპორტზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ იმპორტიორ სახელმწიფოს არ აქვს აკრძალული ამ სახის ნარჩენების იმპორტი.
2. ყოველი მხარე იღებს საჭირო ზომებს, რათა:
ა) უზრუნველყოს თავის ფარგლებში სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების წარმოების მინიმუმამდე დაყვანა. სოციალური, ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით;
ბ) უზრუნველყოს შესატყვისი განსათავსებელი ობიექტების არსებობა სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვისათვის, მათი განთავსების ადგილის მიუხედავად. ეს ობიექტი; შეძლებისდაგვარად, მისსავე ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული;
გ) იმ პირებმა რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების მართვის სფეროში ახორციელებენ ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, რომლებიც წარმოიქმნება სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების მართვის პროცესში, იმ მიზეზით, რომ, თუ ასეთ დაბინძურებას აქვს ადგილი, მათი ზეგავლენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;
დ) უზრუნველყოს, სახიფათო და სხვა სახის ნარჩყენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების მინიმუმამდე დაყვანა მათი გარემოსდაცვით თვალსაზრისით გამართლებული და ეფექტური მართვის გამოყენებით და ის ხორციელდება იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაცულია მათგან უარყოფითი ზეგავლენისაგან, რაც შეიძლება ასეთი გადაზიდვებით იყოს გამოწვეული;
ე) არ იქნეს დაშვებული სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ექსპორტი სახელმწიფოში ან სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლებიც მიეკუთვნებიან ეკონომიკური და/ან პოლიტიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას და არიან მხარეები, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყვნები, რომელთაც არსებული კანონმდებლობის თანახმად აკრძალული აქვთ ყველა სახის იმპორტი, ან, თუ არსებობს მოსაზრება, რომ ნარჩენები არ დაექვემდებარა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართულ მართვის პროცესებს იმ კრიტერიუმების თანახმად, რომლებიც განსაზღვრულნი არიან მხარეების პირველი შეხვედრის დროს;
ე) მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელმწიფოებისათვის სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა შემოთავაზებული საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შესახებ, V დანართის თანახმად, რომელშიც ცხადად იქნება ასახული ზეგავლენა, შემოთავაზებული გადაზიდვების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;
ზ) არ დაუშვას სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა იმპორტი, თუ არის საფუძველი იმისა, რომ ამ სახის ნარჩენთა გამოყენება არ მოხდება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით;
ი) ითანამშრომლოს, ზომების მიღების თვალსაზრისით, სხვა მხარეებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან უშუალოდ ან სამდივნოს მეშვეობით, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების გადაზიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ჩათვლით, ასეთი ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვის სრულყოფისა და მათი უკანონო ბრუნვის თავიდან აცილების მიზნით.
3. მხარები სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების უკანონო ბრუნვას მიიჩნევენ სისხლის სამართლის დანაშაულად.
4. ყველა მხარე იღებს შესაბამის სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა სახის ზომებს წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესასრულებლად და მათი ცხოვრებაში გასატარებლად, მათ შორის კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილებისა და სასჯელის მიყენების მიზნით.
5. მხარემ არ გასცეს ნებართვა სახიფათო ან სხვა ნარჩენების ექსპორტზე სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს კონვენციის მხარეს, ან მათ იმპორტზე სახელმწიფოდან, რომელიც არ წარმოადგენს კოვენციის მხარეს.
6. მხარეები შეთანხმდნენ, რათა არ დაუშვან სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა ექსპორტის განთავსებისათვის სამხრეთ განედის 600-ის სამხრეთ რაიონში მიუხედავად იმისა, არის, თუ არა ასეთი ნარჩენები საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის ობიექტი.
7. გარდა ამისა, ყოველი მხარე:
ა) უკრძალავს თავის ეროვნულ იურისდიქციაში მყოფ ყველა პირს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების გადაზიდვას ან განთავსებას, თუ ამ პირებს არ მიუღიათ ნებართვა ან თანხმობა ასეთი ოპერაციების ჩატარებაზე;
ბ) მოითხოვოს, რომ სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის ობიექტებია შეფუთული, მარკირებული და გადაზიდული იქნეს საყოველთაოდ მიღებული და ცნობილი საერთაშორისო წესებისა და ნორმების თანახმად შეფუთვის, მარკირების და გადაზიდვის თვალსაზრისით, რომ იქნეს გათვალისწინებული შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილება;
გ) მოითხოვს, რათა სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენებს ერთოდეს სახიფათო ნარჩენთა გადაზიდვის დოკუმენტი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის საწყისი პუნქტიდან მისი განთავსების ადგილამდე.
8. ყოველი მხარე მოითხოვს ექსპორტირებული სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ მართვას იმპორტის ან სხვა სახელმწიფოში. ტექნიკური ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპებს ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დასაბუთებული მართვის შესახებ შეიმუშავებენ წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროში მყოფი მხარეები თავიანთ პირველ შეხვედრაზე.
9. მხარეები იღებენ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა დაიშვას მხოლოდ მაშინ, თუ:
ა) ექსპორტის სახელმწიფოს არ გააჩნია ამ სახის ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული და ეფექტური გზით განსათავსებელი ტექნიკური შესაძლებლობები და შესატყვისი ობიექტები, სიმძლავრეები ან გამოსადეგი ადგილები; ან
ბ) ამ სახის ნარჩენები აუცილებელია იმპორტის სახელმწიფოსათვის, როგორც ნედლეული რეციკლირებითი ან აღდგენითი მრეწველობისათვის; ან
გ) ასეთი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა პასუხობს მხარეთა მიერ განსაზღვრულ სხვა კრიტერიუმებს, იმ პირობით, რომ ეს კრიტერიუმები არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე კონვენციის მიზნებს.
10. სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების მწარმოებელი ქვეყნების ვალდებულება ამ კონვენციის წინაშე ამგვარი ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვის შესახებ არანაირი გარემოების შემთხვევაში არ შეიძლება იქნეს დაკისრებული იმპორტისა და ტრანზიტის ქვეყნებზე.
11. წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ ეწინააღმდეგება მხარის უფლებას ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის დებულებებს და ეთანხმება საერთაშორისო კანონმდებლობის წესებს.
12. წინამდებარე კონვენციამ არ უნდა იქონიოს რაიმე გავლენა ქვეყნების სუვერენიტეტზე ტერიტორიულ წყლებზე, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, და სუვერენულ უფლებებზე და იურისდიქციაზე იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები და კონტინენტური შელფი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, და გემებითა და თვითმფრინავებით სწავლების სანავიგაციო უფლება და თავისუფლება, როგორც დაწესებული საერთაშორისო კანონმდებლობით ასახული საერთაშორისო დოკუმენტებში.
13. მხარეები იღებენ ვალდებულებას პერიოდულად ჩაატარონ შესაძლებლობათა მიმოხილვა სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების მოცულობის და/ან დაბინძურების პოტენციალის შემცირებაზე, რომლებიც გადაიზიდება სხვა სახელმწიფოებში, კერძოდ განვითარებად ქვეყნებში.
პარაგრაფი 5. კომპეტენტური ორგანოებისა და პასუხისმგებელი პირის დანიშვნა
წინამდებარე კონვენციის განხორციელების ხელშესაწყობად მხარეები:
1. ნიშნავენ ან აფუძნებენ ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოსა და ერთ პასუხისმგებელ პირს. ერთი კომპეტენტური ორგანო ინიშნება ტრანზიტის შემთხვევაში ცნობის მიღების მიზნით;
2. მათთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში აცნობებენ სამდივნოს მათ მიერ პასუხისმგებელი პირის და კომპეტენტურ ორგანოებად დანიშნული ერთეულების შესახებ;
3. გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობებენ სამდივნოს მე-2 პუნქტის თანახმად ნებისმიერ ცვლილებაზე მათ მიერ განხორციელებული დანიშვნების ირგვლივ.
პარაგრაფი 6. მხარეთა შორის საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა
1. ექსპორტის სახელმწიფო აცნობებს ან მოითხოვს მწარმოებლის ან ექსპორტიორისაგან,წერილობით აცნობონ ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ნებისმიერი განზრახული საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შესახებ. ამგვარ ცნობაში უნდა იყოს VA დანართში გათვალისწინებული განაცხადები და ინფორმაცია იმპორტის სახელმწიფოსათვის მისაღებ ენაზე. საკმარისია თითო ცნობა გაეგზავნოს ყოველ დაინტერესებულ სახელმწიფოს.
2. იმპორტის სახელმწიფო განმცხადებელს უგზავნის წერილობით პასუხს განაცხადის მიღების შესახებ, რომელიც მოიცავს გადაზიდვაზე თანხმობას გარკვეული პირობებით ან მათ გარეშე, გადაზიდვის ნებართვაზე უარის თქმას ან მოთხოვნას დამატებითი იფნორმაციის მიწოდებაზე. იმპორტის სახელმწიფოს საბოლოო პასუხის ასლი ეგზავნება კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესებული ქვეყნებისა, რომლებიც მხარეებს წარმოადგენენ.
3. ექსპორტის სახელმწიფო მწარმოებელს ან ექსპორტიორს არ რთავს საზღვარგადამკვეთი გადაკვეთის დაწყების ნებას მანამ, სანამ არ მიიღებს წერილობით დასტურს მასზედ, რომ:
ა) განმცხადებელმა იმპორტის სახელმწიფოსაგან მიიღო წერილობითი თანხმობა:
ბ) განმცხადებელმა იმპორტის სახელმწიფოსაგან მიიღო დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ექსპორტიორსა და ნარჩენთა განმათავსებელს შორის არსებობს კონტრაქტი, რომელშიც ხაზგასმულია ამ ნარჩენთა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვა.
4. ტრანზიტის ყოველი სახელმწიფო, რომელიც მხარეს წარმოადგენს, დაუყოვნებლივ უდასტურებს განმცხადებელს განაცხადის მიღებას. მას 60 დღის განმავლობაში შეუძლია განმცხადებელს გაუგზავნოს წერილობითი პასუხი, რომელიც მოიცავს გადაზიდვაზე თანხმობას გარკვეული პირობებით ან პირობის გარეშე. გადაზიდვის ნებართვაზე უარის თქმას ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას. ექსპორტის სახელმწიფო არ რთავს ნებას საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის განხორციელებაზე, სანამ არ მიიღებს წერილობით თანხმობას ტრანზიტის სახელმწიფოსაგან, თუმცა, თუ ნებისმიერ დროს მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის მიმართ წინასწარი თანხმობა საზოგადოდ, ან გარკვეული პირობების შესრულების მიზნით, ან შეცვლის თავის მოთხოვნებს ამ მხრივ, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა მხარეებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მე-13 პარაგრაფის თანახმად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, თუ 60 დღის განმავლობაში პასუხი არ იქნება მიღებული ექსპორტიორი სახელმწიფოდან ტრანზიტის სახელმწიფოს მიერ, ექსპორტის სახელმწიფოს შეუძლია ნება დართოს ექსპორტს ტრანზიტის სახელმწიფოზე გავლით.
5. ნარჩენთა საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შემთხვევაში, როდესაც ამ სახის ნარჩენები კანონის თანახმად განისაზღვრება ან ითვლება სახიფათოდ მხოლოდ;
ა) ექსპორტის სახელმწიფოს მიერ, ამ პარაგრაფის მე-9 პუნქტის მოთხოვნები იმპორტის ან განთავსებაზე პასუხისმგებელი ერთეულის მიმართ და იმპორტის სახელმწიფოს მიმართ გამოიყენება mutates mutandis შესაბამისად ექსპორტიორისა და ექსპორტის სახელმწიფოს მიმართ;
ბ) იმპორტის სახელმწიფოს ან იმპორტის და ტრანზიტის სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც არიან მხარეები, პარაგარფი 1, 3, 4 და 6 თავის მოთხოვნებს ექსპორტიორისადმი და ექსპორტის სახელმწიფოსადმი გამოიყენებიან mutates mutandis იმპორტიორისა, განთავსებაზე პასუხისმგებელი ერთეულისა და იმპორტის სახელმწიფოს მიმართ; ანდა
გ) წინამდებარე კონვენციის მხარე ტრანზიტის სახელმწიფოსადმი გამოყენება მე-4 პუნქტის დებულება.
6. ექსპორტის სახელმწიფოს შეუძლია დაინტერესებულ სახელმწიფოთა წერილობითი თანხმობის არსებობის პირობებში ნება დართოს მწარმოებელს ან ექსპორტიორს საერთო განაცხადის გამოყენებისა, თუ გადაზიდვები რეგულარულად მიმდინარეობს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების განთავსებაზე პასუხისმგებელი ერთი და იმავე ერთეულის მიმართ, ერთი და იმავე ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტების გავლით ექსპორტის სახელმწიფოდან გატანისას და ერთი და იმავე საბაჟო პუნქტების გავლით იმპორტის სახელმწიფოში შეტანისას, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ერთი და იმავე საბაჟო პუნქტების გავლით ტრანზიტის სახელმწიფოში ან სახელმწიფოებში შეტანა-გატანისას.
7. დაინტერესებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ წერილობით გამოხატონ თავიანთი თანხმობა მე-6 პუნქტში აღწერილი საერთო განაცხადის პროცედურის მიმართ, გარკვეული ინფორმაციის წარდგენის პირობით, როგორიცაა გადასაზიდი სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ზუსტი რაოდენობა ან პერიოდული სიები.
8. მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული საერთო განაცხადი და წერილობითი თანხმობა შეიძლება მოიცავდეს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების მრავალჯერად გადაზიდვებს მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში.
9. მხარეები მოითხოვენ, რომ ყოველმა სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთ გადაზდიდვის მწარმოებელმა, ხელი მოაწეროს გადაზიდვის შესახებ დოკუმენტს ამ ნარჩენთა ჩატანის ან მიღებსიას. ისინი მოითხოვენ აგრეთვე, რომ განთავსებაზე პასუხისმგებელმა პირმა აცნობოს, როგორც ექსპორტიორს, ასევე ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, მის მიერ ამ სახის ნარჩენების მიღების შესახებ და თავის დროზე განთავსების დასრულების შესახებ ისე, როგორც ეს განაცხადშია ნაჩვენები., თუ ექსპორტი სახელმწიფო არ იღებს ასეთ ინფორმაციას, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ან ექსპორტიორი აცნობებს ამის შესახებ იმპორტის სახელმწიფოს.
10. წინამდებარე პარაგრაფის თანახმად, მოთხოვნილი განაცხადი და მასზედ პასუხი ეგზავნება დაინტერესებულ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს ან სახელმწიფოს შესაბამის სამთავრობო ორგანოს, რომელიც მხარეს არ წარმოადგენს.
11. სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა ნებისმიერი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა დაზღვეული უნდა იქნეს გირაოთი ან სხვა გარანტიით იმპორტის ან ტრანზიტის სახელმწიფოს მოთხოვნით, რომელიც მხარეს წარმოადგენს.
პარაგრაფი 7. საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა მხარე-სახელმწიფოდან არამხარე სახელმწიფოების გავლით
კონვენციის მე-6 პარაგრაფის პუნქტი 1 გამოიყენება matatus mitantis სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა საზღვარგადამკვეთი გადაზიდვისას სახელმწიფოდან, რომელიც მხარეს წარმოადგენს, იმ სახელმწიფოთა გავლით, რომლებიც მხარეს არ წარმოადგენენ.
პარაგრაფი 8. რეიმპორტის განხორციელების ვალდებულება
როდესაც სახიფათო ან სხვა საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა, რომელზეც წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად გაცემულია თანხმობა დაინტერესებული მხარეების მიერ, არ შეიძლება კონტრაქტის პირობების თანახმად იქნეს დასრულებული, მაშინ ექსპორტის სახელმწიფო უზრუნველყოფს ესქპორტიორის მიერ ამ ნარჩენების ექსპორტის სახელმწიფოში დაბრუნებას, თუ ნარჩენთა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით განთავსების სხვა შესაძლებლობა ვერ მოიძებნა იმპორტის სახელმწიფოს მიერ ექსპორტის სახელმწიფოსა და სამდივნოს ინფორმირების მომენტიდან 90 დღის, ან სხვა პერიოდის განმავლობაში, რომელზეც დაინტერესებული სახელმწფიოები შეთანხმდებიან. ამ მიზნით ექსპორტის სახელმწიფო და ნებისმიერი მხარე, რომელიც ტრანზიტის სახელმწიფოს წარმოადგენს, არ უშლის ხელს და არ ეწინააღმდეგება ამ ნარჩენთა ექსპორტის სახელმწიფოში დაბრუნებას.
პარაგრაფი 9. უკანონო ბრუნვა
1.წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა ნებისმიერი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვა:
ა)წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ცნობის მიწოდების გარეშე; ან
ბ) წინამდებარე კონვენციის დებულების შესაბამისად დაინტერესებული სახელმწიფოს თანხმობის გარეშე; ან
გ) დაინტერესებული სახელმწიფოსაგან ფალსიფიკაციის, შეცდომაში შეყვანისა ან მოტყუების გზით თანხმობის მიღების შემთხვევაში, ან
დ) რომელიც არსებითად არ შეესაბამება დოკუმენტებს; ან
ე) რომელიც წინასწარგაზრახვით ახდენს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა განთავსებას (მაგ., გადაყრას) წინამდებარე კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების დარღვევით, ითვლება უკანონო ბრუნვად.
2. სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენთა ისეთ საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შემთხვევაში, რომელიც მიაჩნია უკანონო ბრუნვად ექსპორტიორის ან მწარმოებლის ქმედების საფუძველზე, ექსპორტის სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს ნარჩენები:
ა) დაბრუნებულ იქნეს უკან ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ, ან აუცილებლობის შემთხვევაში, თვით ექსპორტის სახელმწიფოს მიერ, ან, თუ ეს პრაქტიკულად არაა მიზანშეწონილი;
ბ) იქნეს სხვაგვარად განთავსებული წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად, უკანონო ბრუნვის შესახებ ექსპორტის სახელმწიფოს ინფორმირებიდან 30 დღის ან სხვა პერიოდის განმავლობაში, რომლის შესახებაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ. ამ მიზნით დაინტერესებული მხარეები არ უარყოფენ, არ უშლიან ხელს ან არ ეწინააღმდეგებიან ამ ნარჩენთა დაბრუნებას ექსპორტის სახელმწიფოში.
3. სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ისეთი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შემთხვევაში, რომელიც მიჩნეულია უკანონო ბრუნვად იმპორტიორის ან განთავსებაზე პასუხისმგებელი ერთეულის ქმედების საფუძველზე, იმპორტის სახელმწიფო უზრუნველყოფს, რათა ეს ნარჩენები განთავსებულ იქნეს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით იმპორტიორის ან განთავსებაზე პასუხისმგებელი ერთეულის მიერ, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, თვით იმპორტის სახელმწიფოს მიერ, უკანონო ბრუნვის შესახებ იმპორტის სახელმწიფოს ინფორმირებიდან 30 დღის ან სხვა ისეთი პერიოდის განმავლობაში, რომლის შესახებაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ. ამ მიზნით, დაინტერესებული მხარეები შეძლებისდაგვარად თანამშრომლობენ ნარჩენთა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით განთავსებაში.
4. იმ შემთხვევებში, როცა უკანონო ბრუნვაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს ექსპორტიორს ან მწარმოებელს, ანდა იმპორტიორს ან განთავსებაზე პასუხისმგებელ ერთეულს, დაინტერესებული მხარეები, ან, აუცილებლობის მიხედვით, სხვა მხარეები, თანამშრომლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ ამ ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით განთავსებას, შესაბამისად, ექსპორტის სახელმწიფოში, იმპორტის სახელმწიფოში ან სხვა ადგილას.
5. ყოველი მხარე იღებს შესაბამის ეროვნულ/შინაგან კანონმდებლობას უკანონო ბრუნვის თავიდან ასაცილებლად და მის დასასჯელად. მხარეები ურთიერთთანამშრომლობენ წინამდებარე პარაგრაფის მიზნების მისაღწევად.
პარაგრაფი 10. საერთაშორისო თანამშრომლობა
1. მხარეები ურთიერთთანამშრომლობენ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვის მიღწევის მიზნით.
2. ამ მიზნით მხარეები:
ა) მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე იმ თვალსაზრისით, რომ სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენებს ხელი შეეწყოს მათ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ მართვას, მათ შორის ახდენენ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების სათანადო გამოყენების ტექნიკური ნორმებისა და პრაქტიკის უნიფიცირებას;
ბ) თანამშრომლობენ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით სახიფათო ნარჩენების მართვის შედეგების მონიტორინგის დარგში;
გ) თავიანთი ეროვნული კანონების, წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად თანამშრომლობენ ახალი, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული, მცირენარჩენიანი ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებაში, არსებული ტექნოლოგიების სრულყოფაში, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების წარმოების შეძლებისდაგვარად ლიკვიდაციის და მათი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით მართვის უზრუნველსაყოფად უფრო ეფექტური და ქმედითი მეთოდების მიღწევის მიზნით, მათ შორის ამგვარი ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების შესწავლაში;
დ) თავიანთ ეროვნული კანონების, წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად აქტიურად თანამშრომლობენ სახიფათო და სხვა სახის ნარჩენთა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ ტექნოლოგიებისა და მართვის სისტემების გადაცემაში. ასევე თანამშრომლობენ მხარეთა ტექნიკური პოტენციალის გაფართოებაში, განსაკუთრებით, იმათი, რომლებიც საჭიროებენ და ითხოვენ ამ დარგში ტექნიკურ დახმარებას;
ე) თანამშრომლობენ შესაბამისი ტექნიკური სახელმძღვანელო პრინციპების და/ან ქცევის კოდექსების შემუშავებაში.
3.მხარეები იღებენ შესაბამის ზომებს თანამშრომლობის მიზნით განვითარებალდი ქვეყნების დასახმარებლად მე-4 პარაგრაფის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაში.
4.განვითარებადი ქვეყნების საჭიროებათა გათვალისწინებით, მხარეებსა და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შედეგად წახალისებული უნდა იქნეს, intel alia, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახიფათო და სხვა ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული მართვის განვითარება და ახალი მცირენარჩენიანი ტექნოლოგიების დანერგვა.
პარაგრაფი 11. ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონული შეთანხმებანი
1. მე-4 პარაგრაფის მე-5 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, მხარეებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი, მრავალმხრივი ან რეგიონული შეთანხმებანი ან ხელშეკრულებანი სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების შესახებ მხარეებთან ან სახელმწიფოებთან, რომლებიც მხარეებს არ წარმოადგენენ, იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებანი ან ხელშეკრულებანი არ ეწინააღმდეგება სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზისით გამართლებული მართვის მოთხოვნებს, რომლებიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალსწინებული. ამ შეთანხმებათა ან ხელშეკრულებათა დებულებები გარემოსდაცვითი თვალსაზარისით გამართლებული მართვის შესახებ არ უნდა იყვნენ ნაკლებად მომთხოვნნი, ვიდრე ისინი, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, კერძოდ, განვითარებადი ქვეყნების ინტერესების მხედველობაში მიღებით.
2. მხარეები აცნობებენ სამდივნოს ორმხრივი, მრავალმხრივი ან რეგიონული შეთანხმებების ან ხელშეკრულების შესახებ, რომლებზეც ლაპარაკია პუნქტ 1-ში და იმათ შესახება, რომლებიც დადებულ იქნა მათთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების ისეთ საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის კონტროლის მიზნით, რომელიც მხოლოდ ამ შეთანხმებათა მხარეებს შორის ხორციელდება, წინამდებარე კონვენციის დებულებანი არ ეხება ამგვარი შეთანხმებების თანახმად მიმდინარე საზღვარგადამკვეთ გადაზიდვებს, იმ პირობით, რომ ამგვარი შეთანხმებები არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნას სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ მართვას.
პარაგრაფი 12. კონსულტაციები პასუხისმგებლობის შესახებ
მხარეები თანამშრომლობენ, რათა შეძლებისდაგვარად მალე იქნეს მიღებული ოქმი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების შედეგად მიყენებული ზარალისათვის პასუხისმგებლობის, კომპეტენციისა მათი განთავსების საკითხებს.
პარაგრაფი 13. ინფორმაციის გადაცემა
1. მხარეები, მიიღებენ რა ცნობებს სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვებისას ან მათი განთავსებისას მომხდარი ავარიის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსათვის, სხვა სახელმწიფოებში, უზრუნველყოფენ ამ სახელმწიფოთა დაუყოვნებლივ ინფორმირებას ამის შესახებ.
2. მხარეები სამდივნოს მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს:
ა) მომხდარ ცვლილებათა შესახებ, რომლებიც ეხება მე-5 პარაგრაფის თანახმად კომპეტენტური ორგანოებისა და/ან პასუხისმგებელი პირის დანიშვნას;
ბ) მე-3 პარაგრაფის თანახმად სახიფათო ნარჩენების ეროვნულ განსაზღვრაში ცვლილებათა შეტანის შესახებ;
და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აცნობებენ:
გ) მათ ეროვნულ იურისდიქციაში მყოფი რაიონის ფარგლებში სახიფათო ან სხვა ნარჩენების განთავსებისათვის იმპორტზე სრული ან ნაწილობრივი უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
დ) სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ექსპორტის შეზღუდვის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
ე) ამ პარაგრაფის მე-4 პუნქტის თანახმად სხვა შესაბამისი ინფორმაციის შესახებ.
3. ეროვნული კანონებისა და წესების შესაბამისად მხარეები სამდივნოს მეშვეობით მხარეთა კონფერენციას მე-15 პარაგრაფის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე გადასცემენ მოხსენებას წინა კალენდარული წლის შესახებ, რომელიც, კერძოდ მოიცავს:
ა)ინფორმაციას მე-5 პარაგრაფის შესაბამისად მათ მიერ დანიშნული კომპეტენტური ორგანოებისა და პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ბ)ინფორმაციას სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ნებისმიერი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების შესახებ, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ, მათ შორის:
I) ექსპორტირებული სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების მოცულობას, კატეგორიას, ხასიათს, დანიშნულების ადგილს, ტრანზიტის სახელმწიფოსა და განაცხადის პასუხში მითითებულ განთავსების მეთოდს;
II) იმპორტირებული სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების მოცულობას, კატეგორიას, დახასიათებას; წარმოშობასა და განთავსების მეთოდს;
III) განთავსების ოპერაციებს, რომლებიც არ წარიმართა გათვალსწინებულებისამებრ;
IV) საზღვარგარადმკვეთი გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების მოცულობის შემცირების მიზნით მიღებულ ზომებს;
გ) ინფორმაციას მათ მიერ წინამდებარე კონვენციის მოთხოვნათა შესრულებისათვის მიღებული ზომების შესახებ;
დ) ინფორმაციას არსებულ შესაბამისი სტატისტიკურ მონაცემებზე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების წარმოქმნის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ზემოქმედების შესახებ;
ე)ინფორმაციას წინამდებარე კონვენციის მე-12 პარაგრაფის თანახმად დადებული ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონალური შეთანხმების და ხელშეკრულებების შესახებ;
ვ) ინფორმაციას სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საღზვარგადამკვეთი გადაზიდვისას და განთავსებისას მომხდარი ავარიებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების შესახებ;
ზ) ინფორმაციას განთავსების მიზნით განსახორციელებელი ზომების შესახებ მათ ეროვნულ იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე;
თ) ინფორმაციას სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების წარმოქმნის შესამცირებლად და/ან სალიკვიდაციოდ განსაზღვრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის მიღებული ზომების შესახებ;
ი) იმ სხვა საკითხებს, რომელთაც მხარეთა კონფერენცია ჩათვლის საჭიროდ.
4. ეროვნული კანონებისა და წესების შესაბამისად მხარეები უზრუნველყოფენ სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ნებისმიერი მოცემული საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შესახებ განაცხადისა და მასზე პასუხის ასლების გადაგზავნას სამდივნოში,თუ ამას ითხოვს მხარე, ვის გარემოსაც შეიძლება ჰქონდეს მიყენებული ზარალი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შედეგად, რომელიც მოთხოვნის თანახმად უნდა იქნეს განხორციელებული.
პარაგრაფი 14. ფინანსური ასპექტები
1. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სხვადასხვა რეგიონებისა და სუბრეგიონის კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად იქმნება რეგიონული და სუბრეგიონული ცენტრები სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების მართვისა და მათი წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანის საკითხში, კადრების მომზადებისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიზნით. მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით საფუძველზე ფინანსირების შესაბამისი მექანიზმების შექმნის შესახებ.
2. მხარეები განიხილავენ საკითხს განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევაში დროებით საფუძველზე დახმარების აღმომჩენი საბრუნავი ფონდის შექმნის, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთ გადაზიდვის ან მათი განთავსების შედეგად მომხდარი ავარიებისაგან მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
პარაგრაფი 15. მხარეთა კონფერენცია
1. ამასთანავე ფუძნდება მხარეთა კონვენცია, მისი პირველი თათბირი მოწვეული იქნება გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამის UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. შემდგომში მხარეთა კონფერენციის მორიგი თათბირები მოიწვევა იმ პერიოდულობით, რომელსაც დაადგენს კონფერენცია თავის პირველ თათბირზე.
2. კონვენციის მხარეთა რიგგარეშე თათბირები მოწვეულ იქნება მაშინ, როდესაც კონფერენცია ჩათვლის ამას საჭიროდ, ან ერთ-ერთი მხარის წერილობითი თხოვნით, იმ პირობით, რომ სამდივნოს მიერ მათდამი ამ მოთხოვნის გადაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეთა არანაკლებ მესამედი დაუჭერს მხარს მას.
3. მხარეთა კონფერენცია კონსენსუსით ათანხმებს და იღებს როგორც თავის, ასევე თავისგან დაარსებული ნებისმიერი დამხმარე ორგანოს პროცედურის წესებს, აგრეთვე ფინანსურ წესებს, კერძოდ, ამ კოვნენციის ფარგლებში მხარეთა ფინანსური მონაწლეობის განსაზღვრის მიზნით.
4. თავიანთ პირველ თათბირზე მხარეები განიხილავენ ნებისმიერ დამატებით ზომებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მათ წინამდებარე კონვენციის კონტექტსში საზღვაო სივრცის დაცვისა და შენარჩუნების საკითხში მათი ვალდებულებების შესრულებაში.
5. მხარეთა კონფერენცია მუდმივად ადევნებს თვალყურს წინამდაბარე კონვენციის ეფექტურ შესრულებას და გარდა ამისა:
ა) ხელს უწყობს შესაბამისი ზომების მიღებას სტრატეგიისა და პოლიტიკის გატარებას ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსადმი სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების მიერ მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
ბ) განიხილავს და აუცილებლობის შემთხვევაში იღებს წინამდებარე კონვენციისა და მისი დამატებების შესწორებებს; ითვალისწინებს რა inter alia, არსებულ სამეცნიერო, ტექნიკურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი სახის ინფორმაციას;
გ) განიხილავს და იღებს ნებისმიერ დამატებით ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო აღმოჩდნენ წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად, გამომდინარე მისი შესრულებისას დაგროვილი გამოცდილებიდან, ასევე მე-11 პარაგრაფში გათვალისწინებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულების შესრულებისას;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში განიხილავს და იღებს ოქმებს;
ე) აარსებს ისეთ დამხმარე ორგანოებს (ფილიალებს), რომელთა დაარსებასაც საჭიროდ ჩათვლის წინამდებარე კონვენციის მოთხოვნების შესრულების მიზნით.
6. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი სპეციალიზირებული დაწესებულებები, ასევე ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს, შეიძლება წარმოდგენილი იქნენ მხარეთა კონვენციის თათბირებზე მეთვალყურის სტატუსით. ნებისმიერი სხვა ეროვნული, თუ საერთაშორისო, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანოები და დაწესებულებები, სახიფათო და სხვა ნარჩენების საკითხებში კომპეტენციის მქონე, რომელთაც ამცნეს სამდივნოს მხარეთა კონფერენცისი თათბირზე თავიანთი მეთვალყურედ ყოფნის სურვილი, შეიძლება დაშვებულ იქნენ მასში მონაწილეობის მისაღებად, თუ ამის წინააღმდეგ არ გამოდის წარმოდგენილ მხარეთა მესამედი მაინც. მეთვალყურეთა დაშვება მონაწილეობის მისაღებად რეგულირდება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული პროცედურების შესაბამისად.
7.მხარეთა კონფერენცია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ, მის შემდეგ ექვს წელიწადში ერთხელ მაინც, ატარებს მისი ეფექტურობის შეფასებას და, თუ ჩათვლის აუცილებლად, განიხილავს სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვის შესაძლებლობას უკანასკნელი სამეცნიერო, გარემოსდაცვითი, ტექნიკური და ეკონომიკური ინფორმაციის გათვალისწინებით.
პარაგრაფი 16. სამდივნო
1. სამდივნოს ეკისრება შემდეგი ფუნქციები:
ა) თათბირების ორგანიზაცია და მომსახურება, თანახმად მე-15 და მე-17 პარაგრაფებისა;
ბ) მომზადება და გადაცემა მოხსენებებისა, რომლებიც ემყარებიან მე-3, 4, 6, 11 და 13 პარაგრაფების შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას, ისევე როგორც მე-15 პარაგრაფის თანახმად დაარსებული დამხმარე ორგანოების თათბირებიდან მიღებულ ინფორმაციას, აგერთვე, რამდენადაც ეს ხელსაყრელია, შესაბამისი სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას;
გ) მოხსენებათა მომზადება წინამდებარე კონვენციის შესაბამისად საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად მის მიერ წარმოებული საქმიანობის შესახებ და მისი წარდგენა მხარეთა კონფერენციაზე;
დ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი საქმიანობის აუცილებელი კოორდინაციის უზრუნველყოფა და, კერძოდ, ისეთი ადმინისტრაციული და შეთანხმებითი ხელშეკრულებების დადება, რომლებიც საჭირო გახდება მისი ფუნქციების ეფექუტრი შესრულებისათვის;
ე) წინამდებარე კონვენციის მე-5 სტატიის შესაბამისად მხარეთა მიერ დანიშნულ პასუხისმგებელ პირსა და კომპეტენტურ ორგანოებთან კავშირის ქონა;
ვ) ინფორმაციის კომფილაცია (დაგროვება) მხარეთა მიერ დამტკიცებული ეროვნული ადგილებისა და ობიექტების შესახებ, რომლებიც მათი სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების განთავსებისათვის შეიძლება იქნენ გამოყენებულნი და ამ ინფორმაციის გავრცელება მხარეთა შორის;
ზ) მხარეთაგან ინფორმაციის მიღება და მათი გადაგზავნა:
- ტენიკური ხელშეწყობისა და კადრების მომზადების წყაროებზე;
- არსებული სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეებისა და გამოცდილების შესახებ;
- რჩევებისა და გამოცდილებების მიღების წყაროებზე;
- არსებული დახმარების წყაროების შესახებ, მათი მოთხოვნისთანავე, იმ დარგებში, როგორებიცაა:
- წინამდებარე კონვენციის ფარგლებში განაცხადების სისტემის გამოყენება;
- სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების მართვა;
- გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული ტექნოლოგიები, სახიფათო განაცხადის განხილვადა სხვა სახის ნარჩენებისათვის, როგორებიცაა მცირე და უნარჩენო ტექნოლოგიები;
- განთავსების შესაძლებლობათა და ამ დანიშნულების ადგილთა შეფასება;
- სახიფათო და სხვა სახის ნარჩეების მონიტორინგი; და
- ზომების მიღება განსაკუთრებულ შემთხვევებში;
თ) მხარეთა თხოვნის საფუძველზე მათი უზრუნველყოფა ინფორმაციით ამ დარგში შესატყვისი ტექნიკური კომპეტენციის მქონე კონსულტანტების ან საკონსულტაციო ფირმების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ ხელის შეწყობა საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის შესაბამის განხილვაში მიღებულ განაცხადთან და/ან იმ ფაქტის განხილვაში, აქვთ, თუ არა სახიფათო ნარჩენთა განმათავსებელ ობიექტებს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული შესაძლებლობები, თუკი არსებობს მოცემული ნარჩენების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ მართვაზე ეჭვის საფუძველი. ნებისმიერი მსგავსი საკითხის განხილვა ხდება არა სამდივნოს ხარჯებით;
ი) მხარეთა თხოვნის საფუძველზე მათთვის დახმარების აღმოჩენა უკანონო ბრუნვის შესახებ სამდივნოში შემოსული ნებისმიერი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებაში მხარეთა შორის;
კ) მხარეებთან და შესაბამის კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაწესაბულებებთან თანამშრომლობა განსაკუთრებული სიტუაციების წარმოქმნის სახელმწიფოსადმი ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით ექსპერტთა უზრუნველყოფის და მოწყობილობის გადაცემაში; და
ლ) წინამდებარე კონვენციის მიზნებთან დაკავშირებული ისეთი სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც შეიძლება იქნეს განსაზღვრული მხარეთა კონფერენციის მიერ.
2. სამდივნოს ფუნქციებს დროებით ასრულებს „გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამა“ UNEP-ი, მხარეთა კონფერენციის მე-15 პარაგრაფის თანახმად მოწვეული პირველი თათბირის დასრულებამდე.
3. თავის პირველ თათბირზე მხარეთა კონფერენცია აფუძნებს სამდივნოს იმ არსებული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების რიცხვიდან, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა სამდივნოს ფუნქციების წინამდებარე კონვენციის შესაბამისად შესრულებისათვის, ამ თათბირზე მხარეთა კონფერენცია აგერთვე შეაფასებს დროებითი სამდივნოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, ზემოთ მოყვანილი 1-ლი პუნქტის ფარგლებში, და მიიღებს ამ ფუნქციების შესრულებისათვის გადაწყვეტილებას აუცილებელი მექანიზმების შესახებ.
პარაგრაფი 17. შესწორებები კონვენციაში
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შესთავაზოს შესწორებანი წინამდებარე კონვენციაში და ნებისმიერი პროტოკოლის მხარეს შეუძლია შესთავაზოს შესწორება პროტოკოლში. ასეთ შესწორებებში უნდა იქნეს სათანადოდ გათვალისწინებული, inter alia, შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური მოსაზრებანი.
2. წინამდებარე კონვენციის შესწორებები მიიღება მხარეთა კონვენციის თათბირზე. ნებისმიერი ოქმის შესწორებები მიიღება შესაბამისი ოქმის მხარეთა თათბირზე. წინამდებარე კონვენციისა და ნებისმიერი ოქმისათვის შეთავაზებული ნებისმიერი შესწორების ტექსტი მხარეებს სამდივნოს მიერ ეცნობებათ არანაკლებ 6 თვით ადრე. იმ თათბირის ჩატარებამდე, რომელზეც ეს შესწორება უნდა იქნეს მიღებული. სამდივნო მიაწვდის შეთავაზებული შესწორებების ტექსტს, კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს ინფორმაციის მიზნით.
3. მხარეები ხმარობენ ყოველ ღონეს წინამდებარე კონვენციაში შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორების თაობაზე თანხმობის მისაღწევად კონსენსუსის გზით., თუ კონსენსუსის ყველა შესაძლებლობა ამოიწურა, თანხმობა კი არ იქნა მიღწეული, მაშინ უკანასკნელი ზომის სახით შესწორება მიღებული იქნება თათბირზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა სამი მეოთხედის უმრავლესობით. დეპოზიტარის მიერ იგი ეგზავნება ყველა მხარეს რატიფიკაციის, მოწონების, ოფიციალური დასტურის ან მიღების მიზნით.
4. ზემოთ მოყვანილ მე-3 პუნქტში ასახული პროცედურა გამოიყენება ნებისმიერი ოქმის შესწორების მიმართ იმ განსხვავებით, რომ მათ მისაღებად საკმარისია თათბირზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობა.
5. დოკუმენტების შესწორებების, რატიფიცირების, დამტკიცების, ფორმალური დადასტურების ან მიღების შესახებ გადაეცემა დეპოზიტორს, მე-3 და მე-4 პარაგრაფების მიედვით. მიღებული შესწორებები ძალაში შევა იმ მხარეებისათვის, რომლებმაც მიიღეს იგი ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან როდესაც დეპოზიტორს გადაეცა მათი რატიფიცირების, დამტკიცების, ფორმალური დადასტურების ან მიღების შესახებ სულ მცირე მხარეთა ორი მესამედის მიერ, რომლებმაც მიიღეს ოქმის შესახებ შესწორებები, იმ შემთხვევაში თუ ოქმში არ არის მითითებული სხვაგვარად. ნებისმიერი სხვა მხარეებისათვის შესწორებები ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს, იმ დღიდან, როდესაც ეს მხარე გადასცემს შესანახად დოკუმენტებს შესწორებების რატიფიცირების, დამტკიცების, ფორმალური დადასტურების ან მიღების შესახებ.
6. ამ პარაგრაფის მიზნებისათვის ტერმინი „დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები“, გულისხმობს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და აძლევენ „მომხრე“ ან „მოწინააღმდეგე“ ხმას.
პარაგრაფი 18. დანართების მიღება და მათში შესწორებათა შეტანა
1. წინამდებარე კონვენციისა და ნებისმიერი ოქმის დანართები შეადგენს შესაბამისად ამ კონვენციის ან ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს და, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ წინამდებარე კონვენციაზე ან მის ოქმებზე მითითება ამავე დროს წარმოადგენს მათ ნებისმიერ დანართებზე მითითებას. ასეთი დანართები შემოიფარგლება სამეცნიერო-ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხებით.
2. თუ რომელიმე ოქმში სხვაგვარად არ არის მითითებული მისი დანართების შესახებ, შემოთავაზებული წინადადებებზე გამოყენებულ იქნება შემდეგი პროცედურები, მიღება და ძალაში შესვლა წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართებისა ან ოქმის დანართებისა:
ა) დამატებანი წინამდებარე კონვენციაში და მის ოქმებში უნდა იყოს შეთავაზებული და მიღებული თავი 17 და პარაგრაფების: 2, 3 და 4-ში გათვალისწინებული პროცედურების თანახმად;
ბ) ნებისმიერი მხარე, რომელიც არ თვლის შესაძლებლად მიიღოს დანართი წინამდებარე კონვენციაში და წინამდებარე კონვენციის ოქმში, რომლის მხარესაც ის წარმოადგენს, წერილობით განუცხადებს დეპოზიტორს ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ; რაც დეპოზდიტორი აცნობებს შესწორების მიღების შესახებ. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა მხარეს ნებისმიერი ასეთი განაცხადის შესახებ, ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დრსო შეუძლია თავისი გამოგზავნილი უარყოფის განაცხადი შეცვალოს მიღების განაცხადით, რის შემდეგაც დანართები ძალაში შედიან ამ მხარისთვისაც;
გ) დეპოზიტარის მიერ ცნობათა დაგზავნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ დანართი შეის ძალაში ამ კონვენციის, ან ნებისმიერი შესაბამისი ოქმის ყველა მხარისათვის, რომელთაც არ წარადგინეს განაცხადი ზემოთ მოყვანილი (ბ) ქვეპუნექტის შესაბამისად.
3. წინამდებარე კონვენციის ან ნებისმიერი ოქმის შესწორებების შეთავაზება, მიღება და ძალაში შესვლა რეგულირდება ისეთივე პროცედურით, რომელიც დადგენილია კონვენციის ან მისი რომელიმე ოქმის მიმართ დანართების შეთავაზების, წინადადაბების წარდგენის, მიღების და ძალაში შესვლისათვის. დანართები და მისი შესწორებები სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული inter alia, შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური მოსაზრებანი.
4. თუ დამატებითი დანართი ან შესწორება დანართში იწვევს შესწორებას წინამდებარე კონვენციაში ან მის რომელიმე ოქმში, მაშინ დამატებითი დანართი ან შესწორებული დანართი არ შედის ძალაში მანამ სანამ შესწორება წინამდებარე კონვენციაში ან მის ოქმში ძალაში არ იქნება შესული.
პარაგრაფი 19. დამოწმება (დასტური)
ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საფუძველი იფიქროს, რომ სხვა მხარე მოქმედებს ან მოქმედებდა წინამდებარე კონვენციისადმი თავისი ვალდებულებების დარღვევით. შეუძლია აცნობოს ამის შესახებ სამდივნოს; ამ შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ, უშუალოდ ან სამდივნოს მეშვეობით, უნდა აცნობოს მხარეს, რომელიც ეჭვმიტანილია დარღვევაში, ამ შემთხვევაში სამდივნო სათანადო ინფორმაციას გადასცემს მხარეებს.
პარაგრაფი 20. დავის მოწესრიგება
1. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის წამოიჭრა დავა წინამდებარე კონვენციის ან მისი ნებისმიერი ოქმის განმარტების, გამოყენების, ან დაცვის გამო, მხარეები ესწრაფვიან დავის მოწესრიგებას მოლაპარაკებით ან ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი გზით.
2. თუ დაინტერესებული მხარეები ვერ შეძლებენ წინა პუნქტის შესაბამისი გზით დავის მოწესრიგებას, დავა ორმხრივი შეთანხმებით გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს ან არბიტრაჟს შესაბამისად იმ პირობებისა, რომლებიც განსაზღვრულია VI დანართში არბიტრაჟის შესახებ. საერთაშორისო სასამართლოში ან არბიტრაჟში დავის გადაცემის შესახებ ურთიერთშეთანხმების მიღწევის შეუძლებლობა არ ათავისუფლებს მხარეებს მისი მოწესრიგების 15 პუნქტში მითითებული გზების ძიების ვალდებულებებისაგან.
3. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, ოფიციალური დასტურის ან მიერთების მომენტში; ან ნებისმიერ მომენტში ამის შემდგომ, ნებისმიერ სახელმწიფოს ან პოლიტიკურ და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას შეუძლია განაცხადოს, რომ ipso facto სავალდებულოა ოფიციალური შეთანხმების გარეშე და აღიარებს სავალდებულოდ ნებისმიერი მხარის მიმართ, რომელმაც ასეთივე ვალდებულებები იკისრა:
ა) საერთაშორისო სასამართლოში დავის გადაცემას; და/ან
ბ) VI დანართში დადგენილი პროცედურების შესაბამისად არბიტრაჟზე დავის გადაცემას.
ასეთი განცხადების შესახებ ცნობა წერილობითი ფორმით ეგზავნება სამდივნოს, რომელიც გადასცემს მას მხარეებს.
პარაგრაფი 21. ხელის მოწერა
წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელის მოსაწერად სახელმწიფოების, გაეროს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ნამიბიისა და პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ ბაზელში 1989 წლის 22 მარტს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტში ბერნში, 1989 წლის 23 მარტიდან 30 ივნისამდე და გაეროს ცენტრალურ დაწესებულებაში ნიუ-იორკში 1989 წლის 1 ივლისიდან 1990 წლის 22 მარტამდე.
პარაგრაფი 22. რატიფიკაცია, მიღება, ოფიციალური დასტური ან დამტკიცება
1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას სახელმწიფოებისა და გაეროს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ნამიბიის მხრიდან და ოფიციალურ დასტურს ან დამტკიცებას და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მხრივ. სარატიფიკაციო სიგელები დ დოკუმენტები მიღების, ოფიციალური დასტურის ან დამტკიცების შესახებ ინახება დეპოზიტორთან.
2. ზემოთ 1 პუნქტში მითითებული ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ხდება წინამდებარე კონვენციის მხარე და ამავე დროს არცერთი მისი წევრი სახელმწიფო არ წარმოადგენს მხარეს; კისრულობს კონვენციიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფო წარმოადგენს კონვენციის მხარეს, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას თვიანთი ვალდებულების შესრულების საკითხში მოვალეობათა შესახებ. ასეთ შემთხვევებში ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები კონვენციიდან გამომდინარე უფლებებს პარალელურად ვერ განახორციელებენ.
3. ზემოთ 1 პუნქტში მითითებული ორგანიზაციები ოფიციალური დასტურის ან მოწონების შესახებ თავიანთ დოკუმენტებში განაცხადებენ კონვენციით რეგულირებად საკითხებში საკუთარი კომპეტენციის საზღვრების შესახებ. ეს ორგანიზაციები აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის საზღვრების ნებისმიერი არსებითი ცვლილების თაობაზე აცნობებენ დეპოზიტორს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს მხარეებს.
პარაგრაფი 23. მიერთება
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა, სახელმწიფოების მასთან მიერთების თვალსაზრისით, გაეროს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ნამიბიისა და პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისათვის კონვენციაზე ხელის მოწერის შეწყვეტის თარიღის შემდგომი დღიდან. მიერთების დოკუმენტები შეანახად გადაეცემა დეპოზიტორს.
2. მიერთების შესახებ თავიანთ დოკუმენტებში ზემოთ 1 პუნქტში მითითებული ორგანიზაციები განაცხადებენ კონვენციის მიერ რეგულირებად საკითხებში თავიანთი კომპეტენციის საზღვრების შესახებ. ეს ორგანიზაციები აგრეთვე აცნოებებნ დეპოზიტორს თავიანთი კომპეტენციის საზვრების ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ.
3. 22 პარაგრაფის მე-2 პუნქტის დებულებები გამოიყენება პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მიურთდებიან წინამდებარე კონვენციას.
პარაგრაფი 24. ხმის უფლება
1.წინამდებარე კონვენციის ყოველ ხელშემკვრელ მხარეს აქვს ერთი ხმის, გარდა ქვემოთ მე-2 პუნქტში გათვალისწინებული პირობებისა.
2.პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები მათი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებში 22-ე პარაგრაფის მე-3 პუნქტისა და 23-ე პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახორციელებენ თავის ხმის უფლებას, აქვთ რა ხმათა ის რაოდენობა, რომელიც უდრის რაოდენობას მათი წევრი სახელმწიფოებისა, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე კონვენციის ან შესაბამისი ოქმის მხარეებს. ასეთი ორგანიზაციები კარგავენ ხმის უფლებას, თუ მათი წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ ხმის უფლებას და პირიქით.
პარაგრაფი 25. ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ჩაბარების ან დოკუმენტის მიღების შემდეგ, ოფიციალური დასტურის, მოწონების ან მიერთების შესახებ.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის ან პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციისათვის, რომელიც რატიფიკაციას უკეთებს, იღებს, იწონებს ან ოფიციალურად ადასტურებს წინამდებარე კონვენციას ან უერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიღების, მოწონების, ოფიციალური დასტურის ან მიერთების დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს ან პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის მიერ სარატიფიკაციო სიგელის მიღების, მოწონების, ოფიციალური დასტურის ან მიერთების დოკუმენტის ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
3. 1 და 2 პუნქტების მიზნებისათვის ნებისმიერი დოკუმენტი, ჩაბარებული პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის მიერ, არ განიხილება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ჩაბარებული დოკუმენტების დამატებად.
პარაგრაფი 26. დამატებითი პირობები და განცხადებები
1. წინამდებარე კონვენციაში ჯავშანი და გამონაკლისის დაშვება არ დაიშვება.
2. წინამდებარე პარაგრაფის 1 პუნქტი არ ეწინააღმდეგება არცერთ სახელმწიფოს ან პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას კონვენციაზე ხელის მოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და ოფიციალური დასტურის ან მასთან მიერთების შემდეგ გამოვდიდეს დეკლარაციებით ან განცხადებებით ნებისმიერი ფორმულირებით და ნებისმიერი სახელწოდებით inter alia თავისი კანონებისა და წესების წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იმ პირობით, რომ ასეთი დეკლარაციები ან განცხადებები არ ითვალისწინებენ გამონაკლისებს ან წინამდებარე კონვენციის დებულებათა იურიდიული ქმედების ცვლილებებს მათი გამოყენებისას ამ სახელმწიფოსადმი.
პარაგრაფი 27. გამოსვლა
1.წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი მხარისათვის მასში შესვლის თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მხარეს შეუძლია გამოვიდეს კონვენციიდან, გაუგზავნოს რა დეპოზიტორს წერილობითი განაცხადი ამის თაობაზე.
2.გამოსვლა ძალაში შედის დეპოზიტორის მიერ განაცხადის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ან უფრო დიდი ვადისა, რომელიც შეიძლება განსაზღვრული იყოს განაცხადში.
პარაგრაფი 28. დეპოზიტარი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის ამ კონვენციისა და წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი ოქმის დეპოზიტარი.
პარაგრაფი 29. ავთენტური ტექსტები
წინამდებარე კონვენციის ტექსტების დედნები არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე თანაბრად ავთენტურია.
ამის დასამოწმებლად, ქვემოთ მოყვანილი წარმომადგენლები, ამაზედ სათანადო უფლებამოსილნი, ხელს ვაწერთ წინამდებარე კონვენციას.
შესრულდა ----დღეს ------ 1989 წელს.
დანართი I
კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიები
ნარჩენების ნაკადი
Y1. ჰოსპიტლების, სამედიცინო ცენტრებისა და კლინიკების კლინიკური ნარჩენები;
Y2. ფარმაცევტული პროდუქციის მომზადებისა და წარმოების ნარჩენები;
Y3. ფარმაცევტული საქონლის, წამლებისა და პრეპარატების ნარჩენები;
Y4. ბიოციდებისა და ფიტოფარმაცევტული პრეპარატების წარმოების, მიღებისა და გამოყენების ნარჩენები;
Y5. ხის მასალების კონსერვანტების წარმოების, მიღებისა და გამოყენების ნარჩენები;
Y6. ორგანული გამხსნელების წარმოების, მიღებისა და გამოყენების ნარჩენები;
Y7. ციანიდშემცველი მასალების თერმული დამუშავებისა და გაკეთილშობილების ნარჩენები;
Y8. პირველადი დანიშნულებისათვის გამოსაყენებლად გამოუსადეგარი მინერალური ზეთების ნარჩენები;
Y9. ზეთები/წყალი, ნახშირწყალბადები/წყალი ნარევები და ემულსიების ნარჩენები;
Y10. პოლიქოლორირებული ბიფენილების (PCBs) და ან პოლიქლორირებული ტერფენილების (PCT) და/ან პოლიბრომირებული ბიფენილების (PBB) შემცველი ან მათ მიერ დაბინძურებული ნივთიერებებისა და პროდუქციის ნარჩენები;
Y11. გადადენის, დისტილირებისა და ნებისმიერი პიროლიზური დამუშავების ფისოვანი ნარჩენები;
Y12. მელნის, საღებრების, პიგმენტების, საღებავების, ლაკების, გამხსნელების წარმოების, მიღებისა და გამოყენების ნარჩენები.
Y13. რეზინების, ლატექსების, პლასტიფიკატორების, წებოების /შემკვრელი მასალების წარმოების, მიღებისა და გამოყენების ნარჩენები.
Y14. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ან სწავლების პროცესის შედეგად მიღებული ქიმიური ნივთიერებების ნარჩენები, რომელთა ბუნება უცნობია და/ან არიან ახლები და მათი ზემოქმედება ადამიანებზე და/ან გარემოზე უცნობია;
Y15. ფეთქებადი ბუნების ნარჩენები, რომლებიც არ რეგულირდება სხვა კანონმდებლობით;
Y16. ფოტოქიმიური და დამამუშავებელი რეაქტივების წარმოების, მიღებისა და გამოყენების ნარჩენები;
Y17. მეტალებისა და პლასტმასების ზედაპირული დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები;
Y18. საწარმოო ნარჩენების განთავსებისას წარმოქმნილი ნარჩენები;
ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ:
Y19. ლითონთა კარბონილები
Y20. ბერილიუმს, ბერილიუმის ნაერთებს
Y21. ექვსვალენტინი ქრომის ნაერთებს
Y22. სპილენძის ნაერთებს
Y23. თუთის ნაერთებს
Y24. დარიშხანს, დარიშხანის ნაერთებს
Y25. სელენს; სელენის ნაერთებს
Y26. კადმიუმს, კადმიუმის ნაერთებს
Y27. ანთიმონს, ანთიმონის ნაერთებს
Y28. ტელურს; ტელურის ნაერთებს
Y29. ვერცხლისწყალს, ვერცხლისწყლის ნაერთებს
Y30. თალიუმს, თალიუმის ნაერთებს
Y31. ტყვიას, ტყვიის ნაერთებს
Y32. ფტორის არაორგანულ ნაერთებს, გარდა კალციუმის ფტორიდისა
Y33. არაორგანულ ციანიდებს
Y34. მჟავური ხსნარებს ან მყარი სახის მჟავეებს
Y35. ფუძე ხსნარებს ან მყარი სახის ფუძეებს
Y36. აზბესტს (მტვერი და ბოჭკოები)
Y37. ფოსფორის ორგანულ ნაერთებს
Y38. ორგანულ ციანიდებს
Y39. ფენოლებს; ფენოლის ნაერთებს, მათ შორის ქლორფენოლებს
Y40. ეთერებს
Y41. ჰალოგენიზირებულ ორგანულ გამხსნელებს
Y42. ორგანულ გამხსნელებს, გარდა ჰალოგენიზირებული გამხსნელებისა
Y43. ნებისმიერ პოლიქლორირებულ დიბენზო-ფურანს
Y44. ნებისმიერ პოლიქლორირებულ დიბენზო-პი-დოქსინს
Y45. ორგანო ჰალოგენიზირებულ ნაერთებს, გარდა ამ დანართში ჩამოთვლილისა ( Y39, Y41, Y42, Y43, Y44).
დანართი II
კატეგორიები ნარჩენებისა, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ განხილვას
Y46.საყოფაცხოვრებო ნარჩენები
Y47.საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვის (ინსინირების) შედეგად მიღებული ნარჩენები
დანართი III
სახიფათო ნარჩენების ჩამონათვალი
კლასი* გაერთიანებული ერების კლასიფიკაციით
1. H1 ფეთქებადი ნივთიერებები
ფეთქებადი ნივთიერება ან ნარჩენი არის მყარი ან თხევადი ნივთიერება ან ნარჩენი (ან ნივთიერებების ან ნარჩენების ნარევი), რომელიც თავისთავად შედის ქიმიურ რეაქციაში ისეთი ტემპერატურისა და წნევის გაზის გამოყოფით და ისეთი სიჩქარით, რომ იწვევს გარემომცველი არეს დაზდიანებას.
3. H3 აალებადი სითხეები
„აალებადი“ ნიშნავს იგივეს, რასაც „ადვილად აალებადი“, აალებადი სითხეები არიან სითხეები ან სითხეების ნარევები, ან სითხეები, რომლებიც შეიცავენ მყარ კომპონენტებს ან სუსპენზიები (მაგალითად, საღებავები, ლაკები და სხვა, გარდა ნივთიერებებისა ან ნარჩენებისა, რომლებიც კლასიფიცირებულნი არიან სხვაგვარად, თავიანთი სახიფათო თვისებების შესაბამისად), რომლებიც გამოყოფენ აალებად ორთქლს, რომლის ტემპერატურა არ აღემატება 60.50С თავდახურულ ჭურჭელში ან არ აღემატება 65.6 გრადსს. თავღია ჭურჭელში.(რადგან თავდახურული და თავღია ჭურჭლისათვის შედეგები არ არის შედარებადი და მაშინაც კი, როდესაც შედეგები ერთი და იმავე მეთოდით არის მიღებული, ხშირად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, წესები, რომელთა მიხედვით ციფრები განსხვავებულია ზემოთ მოყვანილისაგან, რჩება იგივე, ამ განსაზღვრებათა ფარგლებში).
4.1. H1 აალებადი მყარი ნივთიერებები
მყარი ნივთიერებები, ან მყვარი ნარჩენები, გარდა ფეთქებად ნივთიერებად კლასიფიცირებულებისა, რომლებიც ტრანსპორტირების პროცესის თანმხლებ პირობებში არიან ადვილად აალებადი ან ხახუნის დროს შეუძლიათ გამოიწვიონ ან გააძლიერონ ხანძარი.
4.2. H 4.2 თვითააღლებადი ნივთიერებები ან ნარჩენები
ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებსაც ტრანსპორტირების ჩვეულებრივ პირობებში უნარი აქვთ თვითგახურებისან ან ჰაერთან გახურებისა, ხოლო შემდეგ თვითაალებისა.
4.3. H 4.3.ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც წყალთან შეხებისას გამოყფენ აალებად გაზებს (აირებს)
ნივთიერებები ან ნაერთები, რომლებიც წყალთან რეაგირებით ხდებიან აალებადი ან გამოყოფენ სახიფათო რეაოდენობის აალებად გაზებს ().
5.1. H 5.1.დამჟანგავი ნივთიერებები
ნივთიერებები ან ნარჩენები, არააუცილებლად წვადი მაგრამ, რომლებიც ჟანგბადის გამოყოფის ხარჯზე იწვევენ ან ხელს უწყობენ სხვა ნივთიერებების წვას.
5.2 H 5.2 ორგანული ზეჟანგები
ორგანული ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ბივალენტურ 00 ჯგუფს, და წარმოადგენენ თერმულად არამდგრად ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება განიცადონ ეგზოთერმული თვითდაჩქარებადი დაშლა
6.1.H6.1. შხამები (მწვავე)
ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც იწვევენ სიკვდილს ან მნიშვნელოვან ზიანს ან ვნებენ ადამიანის ჯანმრთელობას მათი გადაყლაპვის ან შესუნთქვის ან კანთან შეხების დროს.
6.2. H6.2 მაინფიცირებელი ნივთიერებები
სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების ან მათი ტოქსინების შემცველი ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც, როგორც ცნობილია ან ივარაუდება, იწვევენ ავადმყოფობებს ადამიანებსა და ცხოველებში
8 H8 კოროზიული ნივთიერებები
ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც ქიმიური ზემოქმედების შედეგად იწვევენ ცოცხალი ქსოვილების მნიშვნელოვან დაზიანებას ან გაჟონვის ან დაშლის შედეგად აზიანებენ სხვა საგნებს ან სატრანსპორტო საშუალებებს, მათ აგრეთვე შეუძლიათ გამოიწვიონ სხვა სახის საშიშროება.
9.H10 წყალთან ან ჰაერთან შეხებისას ტოქსიკური გაზების (აირების) გამოყოფა
ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც ჰაერთან ან წყალთან ურთერთქმედებისას გამოყოფენ სახიფათო რაოდენობის ტოქსიკურ გაზებს (აირებს)
9.H11 ტოქსიკური ნივთიერებები (დაყოვნებული ან ქრონიკული)
ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც ჩასუნთქვისას ან გადაყლაპვისას ან კანიდან შეწოვისას იწვევენ დაყოვნებულ ან ქრონიკულ შედეგებს მათ შორის კანცეროგენულსაც.
9.H12 ეკოტოქსიკური ნივთიერებები
ნივთიერებები ან ნარჩენები, რომლებიც გარემოში მოხვედრისას მომენტალურად ან დაყოვნებით შეუქცევადი ზემოქმედებენ გარემოზე ბიოაკუმულირების გზით და/ან ტოქსიკური ზემოქმედებით ბიოტენურ სისტემაზე.
9.H13 შესაძლებლობა, ნებისმიერი საშუალებით, განთავსების შემდეგ სხვა ნივთიერების წარმოქმნისა, მაგალთიად ნაჟონის სახით, რომელიც ხასიათდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თვისებით.
* შეესაბამება სახიფათო ნივთიერებების კლასიფიცირების სისტემას, რომელიც არის საშიში ტვირტების ტრანსპორტირების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციებში (ST/ SG/ AC.10/1 Rev. 5, United Nations, New York, 1998).
ტესტები
ჯერჯერობით სრულად დოკუმენტირებული არ არის ის პოტენციური საშიშროება, რაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ტიპის ნარჩენებმა, არ არსებობს ტესტები ამ საშიშროების რაოდენობრივი შეფასებისათვის, აუცილებელია შემდგომი კვლევები იმ საშუალებათა შემუშავებისათვის, რომლებიც დაახასიათებენ ამ ნარჩენების შესაძლო მავნე ზემოქმედებას ადამიანებსა და/ან გარემოზე. სტანდარტიზებული ტესტები შემუშავებულია სუფთა ნივთიერებებისა და მასალებისათვის. მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა ეროვნული ტესტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატება 1-ში დასახელებული ნივთიერებებისთვის, იმისათვის, რომ განსაზღვრულ იქნეს, ახასიათებთ, თუ არა ამ ნივთიერებებს ამ დამატებაში ჩამოთვლილი რომელიმე თვისება.
დანართი IV
განთავსება
A. ოპერაციები, რომლებიც არ გულისხმობენ რესურსები აღდგენა, რაციკლირების, რეგენერაციის, უშუალო გამოყენების ან ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობას.
ნაწილი A მოიცავს განთავსების ყველა იმ ოპერაციებს, რომლებიც გვხვდება პრაქტიკაში.
D1. განთავსება მიწაში ან მიწაზე (მაგალითად, ნაგავსაყრელზე, და ა.შ.)
D2. ნიადაგის დამუშავება (მაგალითად, ნიადაგის თხევადი ან შლამისმაგვარი ნარჩენებით ბიოდეგრადაცია და ა.შ.
D3. სიღრმეების გაჟღენთვა (მაგალითად; ჭაბურღილის ნაქაჩი ნარჩენებით გაჟღენთვა მარილის გუმბათები ან ბუნებრივი წარმოშობის რეზერვუარები და ა.შ.)
D4. ზედაპირულ წყალსატევებში განთავსება (მაგალითად, თხევადი და შლამისმაგვარი ნარჩენების ტბორებში, გუბურებში ან ლაგუნებში და ა.შ).
D5. სპეციალურად მოწყობილი ნაგავსაყრელები (მაგალითად, ერთმანეთისაგან და გარემოსაგან იზოლირებული, განცალკევებულ რიგებად განლაგებული უჯრედები და ა.შ.)
D6. ჩაშვება წყალში გარდა ზღვისა/ოკეანისა
D7. ჩაშვება ზღვაში/ოკეანეში, ასევე მათ ფსკერზეც
D8. ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დამატებაში, რასაც შედეგად მოყვება იმ საბოლოო კომპონენტების ან ნარევების წარევების წარმოქმნა, რომელიც შემდგომ განთავსდება ნაწილ A-ში ჩამოთვლილი რომელიმე ხერხით.
D9. ფიზიკო-ქიმიური დამუშავება, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დამატებაში, რასაც შედეგად მოყვება იმ საბოლოო კომპონენტების ან ნარევების წარმოქმნა, რომელიც შემდგომ განთავსდება ნაწილ A-ში ჩამოთვლილი რომელიმე ხერხით (მაგალითად; აორთქლება, გამოშრობა, გამოწვა, ნეიტრალიზაცია, დალექვა და ა.შ.
D10 მიწაზე დაწვა (ინსინირება)
D11. ზღვაზე დაწვა (ინსინირება)
D12. მუდმივი შენახვა (მაგალითად, კონტეინერების მაღაროებში განთავსება და ა.შ.)
D13. ნაწილ A-ში ჩამოთვლილ ნებისმიერ ოპერაციამდე ერთგვაროვანი ან არაერთგვაროვანი ნარევების მიღება
D14. ხელახალი შეფუთვა ნაწილ A-ში ჩამოთვლილ ნებისმიერ ოპერაციამდე
D15. დაყოვნება ნაწილ A-ში ჩამოთვლილ ნებისმიერ ოპერაციამდე
B. ოპერაციები, რომლებიც გულისხმობენ რესურსების შეგროვების, რეციკლირების, აღდგენის ,უშუალო გამოყენების ან ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობას.
ნაწილი B მოიცავს ოპერაციებს ყველა იმ სახიფათო ნივთიერებებთან, რომლებიც იურიდიულად განსაზღვრულნი არიან ან ივლებიან ასეთებად და რომლებსაც წინააღმდეგ შემთხვევაში განაკუთვნებდნენ ნაწილ A-ში ჩამოთვლილი ოპერაციებისათვის.
R1. საწვავად (განსხვავებული უშუალო დაწვისაგან) ან სხვაგვარად ენერგიის მისაღებად გამოყენება
R2. გამხსნელების აღდგენა/რეგენერაცია
R3. იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ წარმოადგენენ გამხსენელებს
R4. ლითონებისა და ლითონთა ნაერთების რეციკლირება/აღდგენა;
R5. სხვა არაორგანული ნაერთების რეციკლირება/აღდგენა
R6. მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია
R7. დაბინძურების შემცირებისათვის გამოყენებული კომპონენტების აღდგენა
R8. კატალიზატორების კომპონენტების აღდგენა
R9. ნახმარი ზეთის ხელახალი გამოხდა ან მათი სხვაგვარად გამოყენება
R10. ნიადაგის დამუშავება სასოფლო-სამეურნეო ან
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
R11. R1- R10-ში ჩამოთვლილი ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება
R12. ნარჩენების გაცვლა R1- R11-ში ჩამოთვლილი ოპერაციების განსახორციელებლად
R13. ნაწილ B-ს ოპერაციებისათვის ნივთიერებების დაგროვება (აკუმულირება)
დანართი V A
შეტყობინებისას მოწოდებული ინფორმაცია
1.ნარჩენების ექსპორტის მიზეზი
2. ნარჩენების ექსპორტიორი/1
3. ნარჩენების წარმომქმნელი (წარმომქმნელნი) და წარმოქმნის ადგილი/1
4. ნარჩენების განმთავსებელი და განთავსების ზუსტი ადგილი/1
5. ნარჩენების სავარაუდო გადამტანი (გადამტანნი) ან მათი მფლობელნი, თუ ცნობილია/1
6. ნარჩენების ექსპორტის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო/2
7. მოსალოდნელი ტრანზიტის ქვეყნების კომპეტენტური ორგანო/2
8. ნარჩენების იმპორტის ქვეყნოს კომპეტენტური ორგანო/2
9. მრავალჯერადი ან ერთჯერადი დასტური
10. გადაზიდვის (გადაზიდვების) დაგეგმილი თარიღი და ვადები, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ნარჩენების ექსპორტი, და შემოთავაზებული მარშრუტი (შემოტანისა და გატანის პუნქტების ჩათვლით)
11. გათვალისწინებული ტრანსპორტის საშუალებანი (გზა, რკინიგზა, ზღვა, ჰაერი, შიდა წყლები)
12. ინფორმაცია დაზღვევაზე/4
13. ნარჩენების განსაზღვრება და ფიზიკური დახასიათება, რომელიც მოიცავს Y ნომერს და გაერთიანებული ერების ნომერს, და მათი შედგენილობისა /5 და ინფორმაცია მათთან მოპყრობის მოთხოვნილებების თაობაზე საგანგებო ვითარების ჩათვლით, უბედური შემთხვევის დროს
14. შეფუთვის გათვალისწინებული სახე (მაგალითად, შეფუთვის გარეშე, კასრებით, ტანკერით)
15. წონის/მოცულობის/6 შეფასებული რაოდენობა
16. პროცესი, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ნარჩენი
17. წინამდებარე კონვენციის დანართ 1-ში ჩამოთვლილი ნარჩენები სახიფათობის კლასიფიცირება დანართი 2-ის თანახმად: სახიფათო თვისებების, H ნომერი და გაერთინებული ერების კლასი
18. განთავსების მეთოდი დანართი 4-ის თანახმად
19. წარმომქმნელისა და ექსპორტიორის განაცხადი, რომ ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს
20. ნარჩენების განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ ექსპორტიორსა და წარმომქმნელისადმი მიწოდებული ინფორმაცია (საწარმოს ტექნიკური აღწერის ჩათვლით), რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი დაასკვნის, რომ შემოთავაზებული განთავსება განხორციელდება ეკოლოგიურად გამართლებული გზით და იმ იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობისა და ნორმების შესაბამისად.
21. ინფორმაცია ექსპორტიორსა და განმათავსებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ
შენიშვნები
1. სრული დასახელება და მისამართი, ტელეფონი ან ტელექსის ან ტელეფაქსის ნომერი ორგანიზაციისა, აგრეთვე სახელი, მისამართი, ტელეფონი ან ტელექსი ან ტელეფაქსის ნომერი პირისა, რომელსაც უნდა მიმართო.
2. სრული დასახელება და მისამართი, ტელფონი, ტელექსის ან ტელეფაქსის ნომრები.
3. საერთო შეტყობინების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე გადაზიდვას, საჭიროა ინფორმაცია ან ყოველი გადაზიდვის შესაძლო ვადების შესახებ, ან თუ კი ეს უცნობია გადაზიდვათა მოსალოდნელ პერიოსულობის შესახებ.
4. წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამის სადაზღვევო მოთხოვნათა თაობაზე და იმაზე, თუ როგორ არის ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული ექსპორტიორის, გადამზიდის და განმათავსებლის მიერ.
5. ტოქსიკურობისა და სხვა საშიშროების თვალსაზრისით უფრო მეტად სახიფათო კომპონენტების ბუნება და კონცენტრაცია, როგორსაც წარმოადგენენ ნარჩენები მათთან მოპყრობის ან მათი შესაძლებელი გზით განთავსების შემთხვევაში.
6. საერთო შეტყობინების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე გადაზიდვას, საჭიროა ინფორმაცია როგორც შეფასებულ საერთო მოცულობაზე, ასევე ყოველი ცალკეული გადაზიდვის შეფასებულ მოსულობაზე.
7. იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია საშიშროებისა და განთავსების შესაძლებელი ოპერაციების სათანადოობის განსაზღვრისათვის.
დანართი V B
ბრუნვის დოკუმენტზე მოწოდებული ინფორმაცია
1. ნარჩენების ექსპორტიორი/1
2. ნარჩენების წარმომქმნელი (წარმომქმნელნი) და წარმოქმნის ადგილი 1
3. ნარჩენების განმათავსებელი და განთავსების ზუსტი ადგილი-1
4. ნარჩენების გადამტანი (გადამტანნი)1 ან მათი მფლობელი (მფლობელნი)
5. საერთო ან ერთჯერადი შეტყობინების საგანი
6. საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის დაწყების თარიღი და თარიღები და ხელმოწერა ნარჩენებზე პასუხისმგებელი ყოველი პირის ქვითარზე
7. გადაზიდვის საშუალებები (საავტომობილო, სარკინიგზო, შიდა წყლების, საზღვაო, საჰაერო), მათ შორის ექსპორტის, ტრანზიტის და იმპორტის ქვეყნებში, აგრეთვე შეტანის და გამოტანის პუნქტებში, თუკი ასეთები განსაზღვრულია.
8. ნარჩენების საერთო აღწერა (ფიზიკური მდგომარეობა, ტვირთის გაერთიანებული ერების შესატყვისი სახელი და კლასი, გაერთიანებული ერების ნომერი, Y ნომერი და H ნომერი)
9. ინფორმაცია განსაკუთრებული მოპყრობის მოთხოვნილებების თაობაზე საგანგებო ვითარების ჩათვლით, უბედური შეთხვევის დროს
10. შეფუთვის სახე და ნომერი
11. წონითი/მოცულობითი რაოდენობა
12. წარმომქმნელისა და ექსპორტიორის განაცხადი, რომ ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს
13 წარმომქმნელის და ექსპორტიორის განაცხადი, რომელიც მიუთითებს, რომ დაინტერესებული სახელმწიფოების, რომლებიც წარმოადგენენ მხარეებს, კომპეტენტური ორგანოების მხრივ შედავებას არა აქვს ადგილი
14. ნარჩენების განთავსებაზე პასუხისმგებლის დასტური ადგილზე ნარჩენების მიღების თაობაზე და ნარჩენების განთავსების მეთოდების აღწერა და მიახლოებითი თარიღის დასახელება.
შენიშვნები
ინფორმაცია, რომელიც მოეთხოვება დოკუმენტს გადაზიდვების შესახებ, სადაც შესაძლებელია, უნდა გაერთიანდეს ტრანსპორტირების წესების მოთხოვნების თაობაზე ინფორმაციასთან, სადაც ეს შეუძლებელია. ეს ინფორმაცია უმეტესად უნდა ავსებდეს და არა იმეორებდეს ტრანსპორტირების წესების მოთხოვნებში არსებულ ინფორმაციას. დოკუმენტი გადაზიდვების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებებს იმის თაობაზე, თუ ვინ წარმოადგენს ამ ინფორმაციას და ავსებს ნებისმიერ ფორმას.
1. სრული დასახელება და მისამართი, ტელეფონი და ტელექსის ან ტელეფაქსის ნომერი ორგანიზაციისა, აგრეთვე სახელი, მისამართი, ტელეფონი ან ტელექსის ან ტელეფაქსის ნომერი პირისა, რომელსაც უნდა მიმართო საგანგებო შემთხვევაში.
დანართი VI
არბიტრაჟი
მუხლი 1
თუ შეთანხმება არ ითვალსიწინებს სხვა ვალდებულებებს, გარდა იმისა, რაც აღნიშნულია მე-20 პარაგრაფში, არბიტრაჟული განხილვა მიმდინარეობს ქვემოთ მოყვანილი 2-10 სტატიების შესაბამისად.
მუხლი 2
მოსარჩლე-მხარე აცნობებს სამდივნოს იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმდნენ გადასცენ დავა არბიტრაჟული განხილვისათვის 20 პარაგრაფის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად, აგრეთვე შეტყობინებაში უნდა იყოს აღნიშნული კონვენციის ის პარაგარფები, რომელთა განხილვისას ან გამოყენებისას წარმოიშვა დავა. ასეთი სახის ინფორმაციას სამდივნო გადაუგზავნის კოვნენციის ყველა მხარეს.
მუხლი 3
საარბიტრაჟო სასამართლო შედგება სამი წევრისაგან. თითოეული მოდავე მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს, და ასეთი სახით დანიშნული არბიტრები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიშნავენ მესამე არბიტრს, რომელიც ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს. ეს უკანასკნელი არ შეიძლება იყოს რომელიმე მოდავე ქვეყნის მოქალაქე, სამსახურებრვად არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყნებთან და აღნიშნულ საქმესთან.
მუხლი 4
1. თუ მეორე არბიტრის დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში არ დაინიშნება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ რომელიმე მხარის მოთხოვნით გაეროს გენერალური მდივანი ნიშნავს მას შემდგომი ორი თვის განმავლობაში.
2. თუ რომელიმე მოდავე მხარე არ ნიშნავს არბიტრს თხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ამის შესახებ შეატყობინოს გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც შემდგომი ორი თვის განმავლობაში ნიშნავს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. დანიშვნის შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე იმ მხარეს, რომელმაც ჯერ კიდევ არ დანიშნა არბიტრი, მიმართავს თხოვნით ორი თვის განმავლობაში დანიშნოს იგი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მხარე შესაბამის ინფორმაციას აწვდის გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც შემდეგი ორი თვის განმავლობაში თავად დანიშნავს არბიტრს.
მუხლი 5
1. საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და წინამდებარე კონვენციის გათვალისწინებით.
2. ნებისმიერი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დანიშნულია წინამდებარე კონვენციის დამატებების მიხედვით, შეიმუშავებს საკუთარ წესებს პროცედურასთან დაკავშირებით.
მუხლი 6
1. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, მიიღება მისი წევრების ხმათა უმრავლესობით.
2. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული საშუალებები ფაქტების დასადგენად. მას შეუძლია რომელიმე მხარის მოთხოვნით რეკომენდაცია გაუწიოს დაცვის აუცილებელ დროებითი ღონისძიებების მიღებას.
3. მოდავე მხარეები უზრუნველყოფენ ყველა შესაძლო პირობებს, იმისათვის რომ გარჩევის პროცედურა ეფექტურად წარიმართოს.
4. სასამართლოზე რომელიმე მოდავე მხარის არ გამოცხადება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გარჩევის მსვლელობაზე.
მუხლი 7
სასამართლოს შეუძლია მოისმინოს და გადაწყვიტოს სარჩელები, რომლებიც წარმოიქმნენ პირდაპირ ამ დავის არსიდან და გამოაქვს გადაწყვეტილება მათ თაობაზე.
მუხლი 8
გამომდინარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან, სასამართლო ხარჯებს, რომელიც მოიცავს სასამართლოს წევრების მომსახურების ანაზღაურებას, მოდავე მხარეები ინაწილებენ თანაბრად. სასამართლო ახდენს ყველა საკუთარი გასავლების რეგისტრაციას და წარუდგენს მხარეებს საბოლოო ხარჯთაღრიცხვას (ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სასამართლომ არ მიიღო სხვა სახის გადაწყვეტილება).
მუხლი 9
ნებისმიერ მხარეს, რომელსაც სადავო საკითხის ობიექტში გააჩნია სამართლებრივი ხასიათის ინტერესი, რომელიც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით იგნორირებულ იყოს, უფლება აქვს სასამართლოზე გამოსვლისა, მასთან შეთანხმებით.
მუხლი 10
1. ტრიბუნალს გამოაქვს განაჩენი ხუთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ის წარდგენილ იყო გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თვლის საჭიროდ დროის გაგრძელებას, რომელმაც არ უნდა გადააჭარბოს ხუთ თვეს.
2. საარბიტრაჟო ტრიბუნალის განაჩენს თან ერთვის სარჩელის საფუძველი. განაჩენი არის საბოლოო და სავალდებულო მოსარჩელე მხარეთათვის.
3. განაჩენის ინტერპრეტაციასთან ან შესრულებასთან დაკავშირებული მხარეთა შორის წარმოქმნილი ყოველი კამათი ნებისმიერი მხარის მიერ გადაეცემა ამ განაჩენის გამომტან საარბიტრაჟო ტრიბუნალს ან, თუ მასთან დაკავშირება შეუძლებელია, სხვა ტრიბუნალს, რომელიც შეიქმნება ამ მიზნით ისეთივე წესით, როგორც წინა.
დოკუმენტის კომენტარები