„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110928003, 30/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016010
  • Word
8
23/09/2011
ვებგვერდი, 110928003, 30/09/2011
320110000.17.010.016010
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის                             №3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006 წ. №39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

5. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების კომერციულ რეკლამასა და ტელეშოფინგში:

ა) გამოყენებული ტექსტის სიმბოლოს სიმაღლე არ უნდა იყოს სატელევიზიო კადრის სიმაღლის 4%-ზე ნაკლები;

ბ) ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ტექსტის მოცულობა 1 წუთში 140 სიტყვაზე მეტის წაკითვას არ საჭიროებდეს; ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რიცხვებს და სხვა აღნიშვნებს შეესაბამებათ იმდენი სიტყვა, რამდენიც მათ წარმოსათქმელად არის საჭირო; ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტ-გვერდის მისამართი ითვლება ერთ სიტყვად“.

ბ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

”3. ინდივიდუალური (არასტანდარტული) პირობებით გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის, ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე მომსახურების მიმწოდებლის არა უმეტეს 1 თვით ადრე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის, მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ხელშეკრულებით მიწოდებული მთლიანი მომსახურების საფასურის საშუალო თვიური მაჩვენებლის 20%-ს.”;

) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. მომხმარებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ყველა იმ ხარჯის სრული ანაზღაურება, რომელიც მან გასწია კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მისაწოდებლად დამატებით ჩატარებულ სამუშაოებზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ასახულია ხელშეკრულების პირობებში. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურულია და ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელებულია ახალი ვადით, ამ კატეგორიის ხარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ხელშეკრულების მოქმედების ახალი ვადის განმავლობაში ხელშეკრულების შეწყვეტისას. მომხმარებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის არ შეიძლება დადგინდეს სხვა დამაბრკოლებელი პირობები.“;

) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები.“.

2. დადგენილებამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 კომისიის წევრები                ს.ბრიტანჩუკი

                                                  კ.კვიტაიშვილი

                                                  ა.სიხარულიძე

                                                  ი.მოსეშვილი