„საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927008, 28/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.016515
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
355
23/09/2011
ვებგვერდი, 110927008, 28/09/2011
240090000.10.003.016515
„საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (28/09/2011 - 21/10/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 355

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 11/01/2011) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საწყობისდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საწყობისდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქცია დანართებთან ერთად..

2. ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ინსტრუქცია საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საწყობისდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, სანებართვო პირობებსა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, ასევე საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების ფორმებს.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორია წარმოადგენს კონტროლის ზონას.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) საწყობის საქმიანობა – საწყობში ნებისმიერი პირის:

ი.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში;

ი.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია;

ი.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გათავსება, რომლებიც იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;“;

გ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3

1. ნებართვა გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ი ან „ლ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის ან ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, საწყობის საქმიანობისთვის – განუსაზღვრელი ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისთვის – 5 წლის ვადით.

3. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს.

4. აკრძალულია ნებართვის გაცემა პირზე, რომელსაც სანებართვო პირობების დარღვევის გამო ჩამოერთვა საწყობის საქმიანობის ნებართვა, ან რომელიც ასრულებდა ასეთი საწყობის ხელმძღვანელის მოვალეობას. 

5. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა, მათ შორის:

ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;

ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.“;

 ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის:

ა) საწყობის შემთხვევაში – საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ ქვეპუნქტითა და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.“;

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობისათვის დადგენილი ოდენობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) საწყობისათვის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

) დოკუმენტური ინფორმაცია:

.ა) საწყობის საქმიანობის შემთხვევაში – საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) (ქაღალდზე ამობეჭდილი ან ელექტრონული);

.ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

) „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შესაბამისი საქმიანობისათვის გაანგარიშებული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია.“;

ზ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-7  და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საგადასახადო ორგანოების მოთხოვნები;

ბ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას;

გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის უკანონოდ განკარგვის შესაძლებლობა;

დ) აწარმოოს საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული და დროებით დასაწყობებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით (დანართი №4) და უზრუნველყოს ინფორმაციის მიმდინარე რეჟიმში ხელმისაწვდომობა შემოსავლების სამსახურისათვის;

) საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ამ საქონლის მოქცევისას.

    მუხლი 8

1. საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:

ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა;

ბ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3. შემოსავლების სამსახური  რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას და განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღეში იღებს  გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ ან განცხადებითა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის ან არასაკმარისი ინფორმაციის თაობაზე. იმავე ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

4. ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, არის თუ არა სამუშაო დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებული საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება (საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს  საფირმო სახელწოდების სრულ შეცვლასთან).“;

ი) თავი III ამოღებულ იქნეს;

კ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22

1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საგადასახადო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო ორგანო ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა ნებართვის მფლობელის საწყობში. სხვა ნებართვის მფლობელის საწყობში საქონლის გადატანის შემთხვევაში დამსაწყობებელს (საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს) უფლება აქვ საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საწყობის მფლობელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საგადასახადო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა ნებართვის მფლობელის საწყობში გადატანის ან შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვას.

4. საწყობში არსებულ კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ – დამსაწყობებელს.

5. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებსა და დამხმარე სათავსებში, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაადგილებას პუნქტის საწყობში. საგადასახადო ორგანოს მიერ პუნქტის საწყობში არსებული საქონლის ინვენტარიზაციის დასრულებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში პუნქტის საწყობიდან უცხოური საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნეს სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პუნქტის საწყობში ან საწყობში. პუნქტის საწყობში (გარდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პუნქტის საწყობისა) ხორციელდება ამ საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის გაუქმებიდან 30 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვ.

6. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ნებართვის ყოფილი მფლობელი ვალდებულია წარადგინოს საგადასახადო ორგანოში ანგარიშგება პუნქტის საწყობში მოთავსებულ საქონელზე №9 დანართში მოცემული ფორმის თანახმად.

7. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს გასვლითი შემოწმება და საქონლის ინვენტარიზაცია.“.

ლ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

მ) დანართი №2 ამოღებულ იქნეს;

ნ) დანართი №5 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ. გილაური

 

„დანართი

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

შემოსავლების სამსახური

საწყობის  საქმიანობის

სანებართვო მოწმობა N000000

სანებართვო მოწმობის მფლობელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                 (საწარმოს სრული დასახელება, სარეგისტრაციო მონაცემები)

 

საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი –––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; საწყობის მისამართი; საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)

 

სანებართვო მოწმობა გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის

შემოსავლების სამსახურის –––––––––––––––––––––––––––––––––––––

20 ..... წლის ......... .......................... ის       ბრძანების საფუძველზე.

გაცემის თარიღი      ........ ............................ 20 წ.                     

მოქმედების ვადა      ........ ............................ 20 წ.                    

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

შემოსავლების სამსახურის  უფლებამოსილი პირის

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                     ბ.ა.

დამამზადებელი: 

დამკვეთი:        

 სფს-ს რეგისტრაციის №   .“;

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.