„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7960
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 15/09/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110921001, 22/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016016
  • Word
7960
15/09/2011
ვებგვერდი, 110921001, 22/09/2011
000000000.00.00.016016
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №7960

2011 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების (დანართი №8):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ა.ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ალტერნატიული აუდიტის მართვის სამმართველო;“.

ა.გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ხარისხის კონტროლის სამმართველო;

ზ) აუდიტის განვითარების სამმართველო;

თ) საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო.“.

ა.დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. ალტერნატიული აუდიტის მართვის სამმართველო

ალტერნატიული აუდიტის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პირისათვის (აუდიტორის კანდიდატისათვის) ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;   

ბ) საგადასახადო კონტროლის უფლებამოსილების მქონე ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირების მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა და ამ ფორმით შესამოწმებელ გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;

გ) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განსახორციელებელი საგადასახადო შემოწმებების პროცესის მართვა და კოორდინაცია;

დ) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განხორციელებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების ანალიზი;

ე) ექსპერტთა ჯგუფთან ერთობლივად ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნა, სიტუაციური სახელმძღვანელოების მომზადება და შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოწვევის უზრუნველყოფა;

ზ) ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;

თ) ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა;

ი) ალტერნატიული აუდიტის პროცესის სრულყოფის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

დ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13, მე-14 და მე-15 მუხლები:

     „მუხლი 13. ხარისხის კონტროლის სამმართველო

ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგებზე შედგენილი აქტის/ოქმის პროექტებთან დაკავშირებით დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის წინასწარი განხილვის ორგანიზება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტებიდან რისკების მართვის სამმართველოს მიერ ,,შემთხვევითობის პრინციპით“ შერჩეული და მოწოდებული აქტების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) საგადასახადო შემოწმებების განმახორციელებელ პირთათვის სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებზე მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და დავების განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ვ) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა, გამოვლენილი ხარვეზების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 14. აუდიტის განვითარების სამმართველო

1. აუდიტის განვითარების სამმართველოს უფროსი უზრუნველყოფს:

ა) დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასისტენტებისთვის სათანადო დოკუმენტაციის გაცნობას, თუ აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის პროცედურებში ასისტენტების მონაწილეობის და დეპარტამენტის უფროსის მიერ ასისტენტებზე დაკისრებული ყველა დავალების დადგენილ ვადაში შესრულების ხელშეწყობას;

გ) ასისტენტების საქმიანობის კოორდინირებას და გაკონტროლებას, მათთვის სასწავლო თემატიკის და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადის განსაზღვრას;

დ) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენას და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას.

2. ასისტენტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალებების შესრულებას.

3. ასისტენტის მიერ ყოველი დავალების შესრულება აისახება მის ანგარიშში.

    მუხლი 15. საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო

საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის შესაძლო რისკების გამოვლენისას, აგრეთვე სხვა სათანადო ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე საგადასახადო საგუშაგოს შემოღების მიზნით გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაბამისი ობიექტების შერჩევა;

ბ) გადასახადის გადამხდელთა მიმართ დათვალიერების პროცედურის ჩატარების, აგრეთვე საგადასახადო საგუშაგოების შემოღების თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;

გ) გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე საგადასახადო საგუშაგოების შემოღების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის კოორდინირება;

დ) საგადასახადო საგუშაგოს ფუნქციონირების „დაკვირვების პროგრამის“ მომზადება, თითოეული ობიექტის მიხედვით საგუშაგოს შემოღების თარიღის, ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის, გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელი საქმიანობის სახ(ეებ)ის, საგუშაგოს ტიპის, საგუშაგოს განთავსების კონკრეტული ადგილის ან/და საკონტროლო პერიმეტრის/მოძრაობის მარშრუტისა და განრიგის განსაზღვრა;

ე) საგადასახადო საგუშაგოებზე მონაცემთა აღრიცხვის ფორმების შემუშავება, საგადასახადო საგუშაგოების უზრუნველყოფის ორგანიზება ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალებებით;

ვ) საგადასახადო საგუშაგოების ფუნქციონირებისას, მოპოვებული ინფორმაციის შესწავლა და შედეგების გამოყვანა, მოპოვებული ინფორმაციისა და მასალების აღრიცხვა-სისტემატიზაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე