„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110907023, 07/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016310
  • Word
496
07/09/2011
ვებგვერდი, 110907023, 07/09/2011
010210040.08.002.016310
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №496

2011 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ მოქალაქეობის და“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს მოქალაქეობის,“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი