„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7309
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/09/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110907003, 08/09/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016015
  • Word
7309
01/09/2011
ვებგვერდი, 110907003, 08/09/2011
000000000.00.00.016015
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №7309

2011 წლის  1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის   დეპარტამენტის დებულების (დანართი 10):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) შიდა ქართლის სამმართველო;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

„ა.გ) მედიაციის განყოფილება.“;

ა.გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე1“ ქვეპუნქტი:

„ბ.1) მცხეთა-მთიანეთის სექტორი;“;

ბ) მე-8 მუხლში:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მედიაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების  შედეგებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის წინასწარი განხილვის ორგანიზება;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება/მოხსნა.“;

დ) 91 მუხლის:

დ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები „1. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისისა და დიდგორის, ვაკე-საბურთალოს და ისანი-სამგორის სექტორების ფუნქციებია:“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისისა და დიდგორისვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, მცხეთა-მთიანეთის სექტორების ფუნქციებია:“;

დ.ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „3. თბილისის სამმართველოს სამოქმედოდ განესაზღვროს ქ. თბილისის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თბილისის სამმართველოს სამოქმედოდ განესაზღვროს შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:“;

დ.გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1)  მცხეთა-მთიანეთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;“;

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოები;

ე.ბ)  პირველ პუნქტში სიტყვები „1. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების ფუნქციებია:“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისიმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების ფუნქციებია:“;

ე.გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „2. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთისსამცხე-ჯავახეთისიმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისგურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:“;

ე.დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) შიდა ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მუნიციპალიტეტების, . ცხინვალის, ქურთას, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის, ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

. ებანოიძე