დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუქციონის გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ნავთობსადენების სამშენებლო კომპანია" |
| მიღების თარიღი | 06/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110906003, 06/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება აუქციონის შესახებ
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის №2/8514-10 სასამართლოს სხდომის ოქმის საფუძველზე დანიშნული შპს „ნავთობის სამშენებლო კომპანიის” გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვნიშნავ 2011 წლის 19 სექტემბერს 1-ლ აუქციონს შპს „ნავთობის სამშენებლო კომპანიის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე:
1. გარდაბნის რაიონი, სოფელი გაჩიანი, სექტორი ადთაკლია, ნაკვეთის საკადასტრო კოდია №810609121, ფართით 15892 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.
2. მსუბუქი ავტომობილი ბ. მ. ვ. 5201.
3. ავტოჩამტვირთველი „ზეტელმეიერი” ზლ-4002.
4. ტატრა 815-253 (ბეტონმრევი).
5. ტატრა 815-253 (თვითმცლელი).
6. კამაზი 5511 (თვითმცლელი).
7. კავზი 3270 (საშუალო ტევადობის ავტობუსი).
8. კრაზი 256ბ1 (თვითმცლელი).
9. მაზი 5334 (სპეციალიზებული).
10. უაზი 3303-01 (ბორტიანი).
11. გაზ 53.
12. ვაზ 21213 (მსუბუქი მაღალი გამავლობის).
13. ავტოკრანი (კრაზ მკატ-40).
14. მუხლუხება ამწე რდკ.
15. ავტოკრანი ზილ 133 კს 3575 ა.
16. ტატრა თვითმცლელი.
17. კომპიუტერი.
18. ფაქსი „პანასონიკი”.
19. კომპიუტერი.
20. ბეტონის ნასოსი „ტურბოსოლ”.
21. საოფისე ავეჯი.
22. კომპიუტერი პ4/256მბ/40გბ.
23. იუპიესი 500.
24. ნოუთბუქი სიმენსი პილ 505.
25. სეიფი.
26. ძიპ პრივ 250 მბ უესბი ექსტ.
27. კომპიუტერული სისტემა სვიჩ.
28. ლამინატორი.
შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.
აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 232 352.25 ლარს.
შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარჩენილი 2/3-ის – აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არა უგვიანეს 2011 წლის 16 სექტემბრამდე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 სთ-მდე. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 19 სექტემბერს 17 საათზე ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა 37.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ნავთობსადენის სამშენებლო კომპანიის” გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს – ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. ტელეფონი: 577 73 59 03.
გამცხადებელი
შპს „ნავთობის სამშენებლო კომპანიის“
გაკოტრების მმართველი ვ. სალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები