„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 5679
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/08/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110902002, 02/09/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016014
  • Word
5679
01/08/2011
ვებგვერდი, 110902002, 02/09/2011
000000000.00.00.016014
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №5679

2011 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის   დეპარტამენტის დებულების (დანართი 10):

ა) მე-5 მუხლში:

ა.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადებას და მოხსნას;“.

.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;“.

.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს   საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.“.

) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  7. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;

) მონიტორინგის სამმართველო;

) თბილისის სამმართველო;

) ქვემო ქართლის სამმართველო;

) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

) კახეთის სამმართველო;

) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;

) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;

) გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;

) აჭარის სამმართველო;

) მიმდინარე კონტროლის სამმართველო;

) სასაქონლო-მატერიალური მარაგების ექსპერტიზის განყოფილება.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

) ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო:

.) ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება;

.) სამართლებრივ საკითხთა განყოფილება.

) თბილისის სამმართველო:

.) გლდანი-ნაძალადევის სექტორი;

.) დიდუბე-ჩუღურეთის სექტორი;

.) ძველი თბილისისა და დიდგორის სექტორი;

.) ვაკე-საბურთალოს სექტორი;

.) ისანი-სამგორის სექტორი;

.) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილება.

) მიმდინარე კონტროლის სამმართველო:

.) პირველი განყოფილება;

.) მეორე განყოფილება.“.

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

1. ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია:

) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი;

) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება;

) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადასახადის გადამხდელთა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების შემუშავება და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია;

) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:

) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;

) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. მონიტორინგის სამმართველო

1. მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

) ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “-„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი;

ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “-„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას მათი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91თბილისის სამმართველო

1. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისისა და დიდგორისვაკე-საბურთალოს და  ისანი-სამგორის სექტორების ფუნქციებია:

) გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;

) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება;

) საგადასახადო/ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;

) მიმდინარე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;

) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილების ფუნქციებია:

) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში წარსადგენად;

) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;

) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;

) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. თბილისის სამმართველოს სამოქმედოდ განესაზღვროს ქ. თბილისის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

) გლდანი-ნაძალადევის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) დიდუბე-ჩუღურეთის სექტორის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) ძველი თბილისისა და დიდგორის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონისა და დიდგორის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) ვაკე-საბურთალოს სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ისანი-სამგორის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ვ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.

ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის,   კახეთის,  სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის,  გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოები

1. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთისსამცხე-ჯავახეთისიმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების ფუნქციებია:

) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისსამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში წარსადგენად;

) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;

) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;

) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება

2. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის,   კახეთისსამცხე-ჯავახეთისიმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისგურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

) ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, . ცხინვალის, ქურთას, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის, ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) კახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯანის, ლაგოდეხის, და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის და წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ფოთის და ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

) აჭარის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის და ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.

) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება, ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში წარსადგენად;“.

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

     „მუხლი 12.  სასაქონლო-მატერიალური მარაგების ექსპერტიზის განყოფილება  

სასაქონლო-მატერიალური მარაგების ექსპერტიზის განყოფილების ფუნქციებია:

მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება – საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

ჯ. ებანოიძე

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.