დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 432 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110810002, 10/08/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016228 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/08/2011 - 23/08/2011)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №432
2011 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი), ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) და ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III1-1 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა.“.
2. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III1-1).“.
3. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სსაფ, ნსაფ-ისა და ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა) ფორმების (შემდგომში – ფორმები) წარმოების ორგანიზებას და ამ ფორმებით საგადასახადო ორგანოების მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ მუხლის შესაბამისად.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:
„თავი XIV1
ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის მოძრაობის აღრიცხვა
მუხლი 621. ამ თავის რეგულირების სფერო
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (შემდგომში – ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები.
2. ამ თავით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება:
ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე;
ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-ტყის ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას;
გ) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა.
მუხლი 622. ტერმინთა განმარტება
1. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (რეალიზაცია) ან რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.
2. სახერხი საამქრო – მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი.
3. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, რომელიც მიიღება ხე-ტყის გადამუშავების შედეგად, ასევე დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა.
4. მრგვალი ხე-ტყე (მორი) − ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.
5. ფიცარი – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.
6. ძელი – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი, ხოლო ფორმის მიხედვით მახვილ და ბლაგვკუთხიანი.
7. ძელაკი – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო სიგანე არ აღემატება ორმაგ სისქეს.
8. შპალი – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის მშენებლობისთვის რკინიგზის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი.
9. საპარკეტე ფრიზა – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი.
10. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაცემული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ხე-ტყის ან ხე-მცენარეების ტრანსპორტირება და რომელიც ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ამ მიზნებისათვის უთანაბრდება სასაქონლო ზედნადებს.
11. სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.
12. ხე-მცენარეები – სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, წაბლისა და თუთის სახეობები, გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა.
მუხლი 623. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
1. პირის მიერ ხე-მცენარეების, ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიწოდება/ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, გარდა 621 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება 4 ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის გადამხდელისათვის წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამ თავით დადგენილი წესით გამოიწერება:
ა) პირის მიერ ხე-მცენარეების, ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას (მათ შორის, მის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.);
ბ) პირის მიერ ხე-მცენარეების, ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიწოდებისას;
გ) თუ პირის მიერ ხდება დასაბეგრი ოპერაციის (მიწოდებული ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის) კორექტირება.
4. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაიცემა საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განმახორციელებელ პირებზე.
მუხლი 624. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის გაცემა
1. პირი, რომელიც ახორციელებს 623 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს, ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მისაღებად უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს განაცხადით (დანართი №III1-2).
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა გასცეს ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმები ან უარი განაცხადოს ამ ფორმების გაცემაზე, რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს პირს უარის თქმის საფუძველი.
3. განაცხადში პირი ვალდებულია მიუთითოს ხე-ტყის მოპოვებისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენის (მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) ხე-ტყის პირველადი გასხვისების შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ხოლო სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების გასხვისების შემთხვევაში – მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ხე-მცენარეებისა და ხე-ტყის (გარდა პირველადი გასხვისების შემთხვევისა) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის გასხვისების შემთხვევაში – შესაბამისი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის გასხსვისებისას – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები.
4. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;
ბ) განაცხადი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 625. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმების შევსების ზოგადი მოთხოვნები
1. ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიწოდებისას პირი ვალდებულია სწორად შეავსოს ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმით გათვალისწინებული რეკვიზიტები.
2. ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას პირი ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის პირველი და მე-3 ეგზემპლარები.
3. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელზე გაცემული ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმების სხვა პირისათვის გადაცემა.
მუხლი 626. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსება
1. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა პირის მიერ გამოიწერება 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი და მესამე ეგზემპლარები ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე ეგზემპლარები რჩება გამყიდველს (მიმწოდებელს). პირი ვალდებულია ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაცემისას შეავსოს მისი ფორმით (დანართი №III1-1) გათვალისწინებული რეკვიზიტები დადგენილი წესის შესაბამისად;
2. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის შევსება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) გრაფა ,,2”- ში მიეთითება მოქმედების განხორციელების რიცხვი ციფრებით, მოქმედების განხორციელების თვე სიტყვიერად, ხოლო წელი ციფრებით;
ბ) გრაფა ,,3”-ში მიეთითება ამ ინსტრუქციის 624 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები:
ბ.ა) თვითმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების პირველადი გასხვისების ან/და ტრანსპორტირების შემთხვევაში – თვითმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეებზე გაცემული შესაბამისი საქონლის ადგილწარმოშობის ცნობა, ნომერი, გაცემის თარიღი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი; სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების პირველადი გასხვისების ან/და ტრანსპორტირების შემთხვევაში – მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი;
ბ.ბ) ხე-ტყის პირველადი გასხვისების შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი;
ბ.გ) ხე-მცენარეებისა და ხე-ტყის (გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა) მიწოდების შემთხვევაში – შესაბამისი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თარიღი და ნომერი ან/და სპეციალური ფირნიშის ნომერ(ებ)ი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მარკირებას დაუქვემდებარებელი ხე-ტყის მიწოდებისას – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტ(ებ)ის ნომერი და გაცემის თარიღი;
ბ.დ) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში – შესაბამისი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, გამოწერის თარიღი ან/და მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერ(ებ)ი;
ბ.ე) ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;
ბ.ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ნომერი და მიღების თარიღი;
ბ.ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის გასხვისების შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები და მისი რეკვიზიტები; ხოლო მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და მისი მარკირების სპეციალური ფირნიშის ნომერი;
გ) გრაფა ,,4”-ში მიეთითება გამყიდველის დასახელება, ხოლო თუ იგი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;
დ) გრაფა ,,5”- ში მიეთითება გამყიდველის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ე) გრაფა ,,6”-ში მითითება მყიდველის დასახელება, ხოლო თუ იგი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;
ვ) გრაფა ,,7”-ში მიეთითება მყიდველის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ზ) გრაფა ,,8”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების ადგილი, მისამართი – (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ქუჩა, ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) გრაფა ,,9”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დამათავრების ადგილი, მისამართი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ქუჩა, ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) გრაფა ,,10”-ში მიეთითება ტვირთის გადამზიდველის გვარი და სახელი;
კ) გრაფა ,,11”-ში მიეთითება გადამზიდველის პირადი ნომერი;
ლ) გრაფა ,,12”-ში მიეთითება ტრანსპორტის სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა);
მ) გრაფა ,,13”-ში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (ვაგონის ნომერი);
ნ) გრაფა ,,14”-ში მიეთითება კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურის რეკვიზიტები;
ო) გრაფა ,,15”-ში მიეთითება მონაცემები ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ:
ო.ა) პირველ სვეტში მარკირებას დაუქვემდებარებელი ხე-ტყის შემთხვევაში მიეთითება – „ხე-ტყე“, ხოლო მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში სპეციალური ფირნიშის ნომრები. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – მისი სორტიმენტების შესახებ (ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა);
ო.ბ) მეორე სვეტში მიეთითება ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახეობა (ჯიში);
ო.გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა მ3-ში არაბული ციფრებით;
ო.დ) მეოთხე სვეტში მიეთითება საქონლის მთლიანი ღირებულება დღგ-ის ჩათვლით;
ო.ე) მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის დღგ-ის თანხა (თუ გამომწერი არ არის დღგ-ის გადამხდელი, აღნიშნული სვეტი არ ივსება);
ო.ვ) მეექვსე, მეშვიდე და მერვე სვეტებში აისახება ტვირთის მოცულობის, ღირებულებისა და დღგ-ის თანხის ჯამი (თუ გამომწერი არ არის დღგ-ის გადამხდელი, მე-8 სვეტი არ ივსება ).
პ) გრაფა ,,16”-ში მიეთითება მე-15 გრაფის პირველ სვეტში მითითებული ფირნიშების რაოდენობა;
ჟ) გრაფა ,,17”-ში მიეთითება გამყიდველის ხელმოწერა და ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რ) გრაფა ,,18”-ში მიეთითება მყიდველის ხელმოწერა და ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ს) გრაფა ,,19”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების დრო.
3. ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-6 და მე-7 გრაფებში ჩაიწერება მე-4 და მე-5 გრაფების მონაცემები.
4. ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საკმარისი არ არის ხე-ტყის ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გამოიყენება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი, დანართის შესაბამის გრაფებში ჩაიწერება იმ ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად. შესაბამისად, მათი შევსების თარიღი ემთხვევა. საქონელზე (ტვირთზე) ინფორმაცია დანართში შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ანგარიშ-ფაქტურის ფორმაში. იგი დამოწმდება გამომწერის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). დანართის VI, VII და VIII სვეტებში ასახული ჯამი სავალდებულო წესით ჩაიწერება ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და საქონლის დასახელების ამსახველ სტრიქონზე კეთდება ჩანაწერი – „ამ ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად მიეწოდება . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით”. მხოლოდ ამის შემდეგ ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები დაჯამდება და შედეგი აისახება ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის VI, VII და VIII სვეტებში. თუ ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-3 გრაფაში სიმრავლიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის, ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი რეკვიზიტების მითითება, დარჩენილი ნაწილი მიეთითება დანართის მე-3 გრაფაში, სხვა შემთხვევაში დანართის მე-3 გრაფაში მიეთითება X.
5. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებასა (სარკინიგზო გადაზიდვებისას გამოიწერება თითოეულ ვაგონზე) და თითოეულ დანიშნულების ადგილზე ცალ-ცალკე.
6. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში რეკვიზიტის (რეკვიზიტების) არასწორად შევსების ან/და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, მისი ოთხივე ეგზემპლარი ყოველი თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა გაუქმების მიზნით წარედგინება საგადასახადო ორგანოს. აკრძალულია არასწორად შევსებული ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენება.
7. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართის გამოყენებისას, მასზე მოქმედებს იგივე მოთხოვნები, რაც ამ თავით გათვალისწინებულია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის მიმართ.
მუხლი 627. ანგარიშგების წესი
1. დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ, რომელიც ახორციელებს 623 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს, გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემები აისახება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
2. დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს 623 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს, ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ საგადასახადო ორგანოს ყოველი თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა წარუდგენს ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრს (დანართი №III1-3).
3. შეუვსებელი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკარგვის შემთხვევაში პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს ამ ფორმების გაუქმების მიზნით.
4. შევსებული (გამოწერილი) ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის დაკარგვის შემთხვევაში იგივე ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერია და ნომერი. ამასთან, ახალი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკარგვის შესახებ გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის და მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ გამყიდველი დაკარგავს ამ ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მასთან დარჩენილ ეგზემპლარებს, მას უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მისი ეგზემპლარები, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
5. თუ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელისაგან მოითხოვა იმ ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენა, რომლებიც მისგან ამოღებულია საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შესაბამისი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების ოქმი.
დანართი №III1-1 ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა N 000 000 000
(რიცხვი, თვე – სიტყვიერად, წელი) 3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის (შეძენის, იმპორტის) დოკუმენტის სახე, გაცემის თარიღი და ნომერი, --------------------------------------------------------------------------------------------------------------- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში _ მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომრები --------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. ---------------------------------- 5. --------------------------------------- გამყიდველის დასახელება ან გვარი და სახელი საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი 6. --------------------------------------- 7. ---------------------------------------- მყიდველის დასახელება ან გვარი და სახელი საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი 8. ---------------------------------------- 9. ----------------------------------------- ტრანსპორტირების დაწყების ადგილი, მისამართი ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი, მისამართი 10. --------------------------------------- 11 ---------------------------------------- ტვირთის გადამზიდველის გვარი და სახელი პირადი ნომერი 12. ---------------------------------------. 13. ------------------------------------------ ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო/სარკინიგზო/სხვა) სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (ვაგონის ნომერი) 14.---------------------------------------------------------------------- კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურის რეკვიზიტები
15. მონაცემები ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ
16. ---------------------------- ფირნიშების რაოდენობა 17. ჩააბარა _______________ 18. მიიღო _______________ 19. --------- სთ ---------წთ (გამყიდველის ხელმოწერა) (მყიდველის ხელმოწერა) ( ტრანსპორტირების დაწყების დრო) b.a. b.a. შენიშვნა: ა) პირველი და მესამე ეგზემპლარები გადაეცემა მყიდველს, მეორე და მეოთხე ეგზემპლარები რჩება გამყიდველს; ბ) მე-17 და მე-18 პუნქტებში მითითებულ ადგილებზე ბეჭდის გამოყენება სავალდებულოა მათი არსებობის შემთხვევაში; გ) დადგენილ შემთხვევებში დოკუმენტში შეუვსებელი გრაფა აღინიშნება X-ით. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს–ს რეგისტრაციის № | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი
(რიცხვი, თვე – სიტყვიერად, წელი) 3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის (შეძენის, იმპორტის) დოკუმენტის სახე, გაცემის თარიღი და ნომერი, ------------------------------------------------------------------------------------------------------------- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში _ მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის ) სპეციალური ფირნიშის ნომრები ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. მონაცემები ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ
5. ჩააბარა _______________ 6. მიიღო ______________ (გამყიდველის ხელმოწერა) (მყიდველის ხელმოწერა) ბ.ა. ბ.ა. |
|
დანართი №III1-2
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შესაბამისი საგადასახადო ორგანოს დასახელება)
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებაზე
1.პირის დასახელება/ სახელი და გვარი _____________________________________________________
2. პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი _________________________________________________
3. ____________________________________________________________________________________
(პირის იურიდიული მისამართი)
4. იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის მოპოვებას ან/და ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენას (მიღებას):
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია
პირის ხელმოწერა ------------------------
რიცხვი, თვე, წელი -------------------------
დანართი №III1-3
ხე-ტყის და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი
წარდგენის წელი და თვე ––––––––––––––––––
პირველადი ––––––––––––––––––
დაზუსტებული –––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის დასახელება ––––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი ––––––––––––––––––
ნაწილი I
გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარი-ფაქტურები
|
| |||||
ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა | მყიდველის ს/ნ ან პ/ ნ | ხე-ტყე (ჯიში), ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება და სახეობა (ჯიში) | რაოდენობა (მ3) | საქონლის ღირებულება |
| |
N | თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი II
შეძენილ ხე-ტყეზე ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახეობაზე გამოწერილი ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები
ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა | გამყიდველის ს/ნ ან პ/ ნ | ხე-ტყე (ჯიში), ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომერი ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასახელება და სახეობა (ჯიში) | რაოდენობა (მ3) | საქონლის ღირებულება | |
N | თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე შეძენილ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტზე ხე-ტყის მოპოვების ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენის (მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 624 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულისა, შეიძლება იყოს სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის კანონიერების ან წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 3. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსებისას გრაფა ,,3”-ში შესაძლებელია მიეთითოს სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის კანონიერების ან წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები.
მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები