„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809021, 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.016466
  • Word
306
04/08/2011
ვებგვერდი, 110809021, 09/08/2011
240140000.10.003.016466
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 306

2011 წლის 4 აგვისტო

. თბილისი

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზესაქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის 174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე20 მუხლის მე4 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზესაქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის 174 დადგენილებაში (სსმ, 15.04.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით განსაზღვრული დებულების მე-2 მუხლის:

1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარ უგზავნის:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან და ამ საწარმოს დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) შესაბამისი სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან შეთანხმებით.“.

2. მე‑6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება მოიცავს საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგების ან წმინდა მოგების ნაწილის საწარმოს განკარგულებაში დატოვების აუცილებლობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საწარმოს განკარგულებაში დასატოვებელი წმინდა მოგების ან მისი ნაწილის მიზნობრიობის დასაბუთებას და მისი ხარჯვის გეგმას.

62. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს შესაბამისი საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური და სხვა დოკუმენტაცია.“.

3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკითხებს საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ კომისიის სხდომაზე წარსადგენად ამზადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი/ერთეულ(ებ)ი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და შესაბამისი სამინისტრო(ები)ს მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით.“.

4. მე-13, მე‑14 და მე‑15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კომისიის სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამის სამინისტროებს, რომელთა მართვაში არსებული საწარმოების წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების საკითხებიც განიხილა კომისიამ.

14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმოსაწერად წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უნდა უზრუნველყონ კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინონ ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  . გილაური