„საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე

„საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1724
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/04/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809005, 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016011
1724
01/04/2011
ვებგვერდი, 110809005, 10/08/2011
000000000.00.00.016011
„საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №1724

2011 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ’’ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე- 3 მუხლის მე- 2 პუნქტის ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ’’ მეთოდური მითითება თანდართული ფორმით.

2. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება) გამოყენების შესახებ’’ შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 მარტის 722 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე

მეთოდური მითითება

საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ

    მუხლი 68 . საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება

წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები ( ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ვადებში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები.

საგადასახადო კოდექსის 68- ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლით მინიჭებული უფლებით და გაიგრძელოს წლიური მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადების საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვადები.

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოები ელექტრონული ფორმით აწარმოებენ გადასახადის იმ გადამხდელთა რეესტრს, რომლებმაც საგადასახადო ორგანოს მიმართეს წლიური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2. რეესტრი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) გადასახადის გადამხდელის დასახელება;

) საიდენტიფიკაციო ( პირადი) ნომერი;

) განცხადების წარმოდგენის თარიღი;

) განცხადების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის თარიღი;

) გადასახადის სახე;

) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის შესახებ;

) დეკლარაციის წარდგენის ახალი გადავადებული თარიღი;

) გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა გადამხდელს ( ნომერი და თარიღი) .

3. გადასახადის გადამხდელი წერილობით ან ელექტრონული ვებგვერდის - www.rs.ge -ის საშუალებით მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე, დეკლარაციის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლამდე, რისთვისაც:

ა) გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს განცხადებას (დანართი №1) წლიური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე, გადავადების მოთხოვნის მიზეზების მითითებით ;

ბ) განცხადების ამ მეთოდური მითითების დანართი №1-ით დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, იგი არ შეიძლება გახდეს გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის XL თავით დადგენილი საგადასახადო სანქციების გამოყენების ან გადავადებაზე უარის თქმის საფუძველი.

4. საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენისას იგი ტარდება რეგისტრაციაში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელზე გაიცემა ცნობა „საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების მიღების შესახებ” (დანართი №2), რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება;

ბ) საიდენტიფიკაციო (პირადი) ნომერი;

გ) გადასახადის სახე;

დ) საგადასახადო პერიოდი .

5. საგადასახადო ორგანოს მიერ მოწმდება გადახდილია, თუ არა გადამხდელის მიერ დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების თანხები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება). თუ დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების თანხები არ იქნება გადახდილი, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადება უარყოფილი იქნება. დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების თანხების გადახდის შემთხვევაში კი – საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გაგრძელდება 3 თვით, რეესტრში დაფიქსირდება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ახალი გადავადებული თარიღი, ხოლო გადასახადის გადამხდელს ეცნობება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ახალი ვადის თაობაზე.

მაგალითი 1:

შპს „ელიტას” დასადეკლარირებელი პერიოდის (მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის) მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების თანხები, გასული 2009 საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით , გამოუანგარიშდა და შესაბამისი სავადოების მიხედვით ბარათზე დაერიცხა 25 000 ლარის ოდენობით. მოგების გადასახადის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის და თანხის ბიუჯეტში გადახდის ბოლო ვადა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია 2011 წლის 31 მარტი.

შპს „ელიტამ” 2011 წლის 31 მარტს წერილობით მიმართა საგადასახადო ორგანოს აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, მაგრამ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის თარიღისათვის საზოგადოებას სრულად არ ქონდა გადახდილი მოგების გადასახადის 2010 წლის მიმდინარე გადასახდელების თანხები და არც ზედმეტად გადახდილი თანხა ერიცხებოდა სხვა რომელიმე გადასახადში.

აღნიშნულ შემთხვევაში შპს „ელიტა”-ს წერილობითი თხოვნა 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს მიერ უარყოფილი იქნება.

მაგალითი 2:

პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ შპს „ელიტამ2010 წლის (დასადეკლარირებელი პერიოდის) მოგების მიმდინარე გადასახდელების თანხა 25 000 ლარის ბიუჯეტში გადახდა მოახდინა 2011 წლის 31 მარტს, საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი მოთხოვნის წარდგენისთანავე.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ელიტას” 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა საგადასახადო ორგანოს მიერ გაგრძელდება 3 თვით და მისი საგადასახადო ორგანოში წარდგენის ახალი ვადა განისაზღვრება 2011 წლის 1 ივლისამდე, რომლის შესახებ ეცნობება გადამხდელს, თუ განცხადებასთან ერთად გადამხდელი წარმოადგენს იმ პერიოდისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გადასახადის გადახდის დამადასტურებელ საბუთს “საგადახდო დავალებას”.

 მაგალითი 3:

პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ შპს „ელიტა”-მ 2010 წლის (დასადეკლარირებელი პერიოდის) მოგების მიმდინარე გადასახდელების თანხა 25 000 ლარი ბიუჯეტში სრულად გადაიხადა 2011 წლის 31 მარტამდე, ამასთან მას დღგ-ში ერიცხება დავალიანება 5000 ლარის ოდენობით საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის თარიღისათვის.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ელიტას” 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა საგადასახადო ორგანოს მიერ გაგრძელდება 3 თვით და მისი საგადასახადო ორგანოში წარდგენის ახალი ვადა განისაზღვრება 2011 წლის 1 ივლისამდე, რომლის შესახებ ეცნობება გადამხდელს.

6. თუ გადასახადის გადამხდელს იმ გადასახადის სახეში ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომლის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს და ამასთან, მას სხვა გადასახადების სახეში არ გააჩნია საკმარისი ზედმეტად გადახდილი თანხები აღნიშნული დავალიანების დასაფარავად, ამ შემთხვევაში საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ ხდება, სანამ არ იქნება დაფარული წარმოქმნილი სააგადასახადო დავალიანება ან არ მოხდება დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების სახით დარიცხული თანხების გადახდა.

მაგალითი 4:

შპს „ელიტა”-ს 2010 საგადასახადო წლის შედეგებით მოგების გადასახადში გააჩნია საგადასახადო დავალიანება 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან ამავე საგადასახადო წლისათვის მიმდინარე გადასახდელების სახით დარიცხული აქვს 25 000 ლარი, რომელიც საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღისათვის (2011 წლის 31 მარტი) გადახდილია სრულად. გარდა ამისა შპს „ელიტას” დღგ-ში გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხა 12 000 ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში:

შპს „ელიტას” განცხადება 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე უარყოფილი იქნება, ვინაიდან გადამხდელს დღგ–ში არსებული ზედმეტობის გათვალისწინებით გააჩნია სალდირებული საგადასახადო დავალიანება 3000 ლარის ოდენობით. (15 000 – 12 000).

7. თუ გადასახადის გადამხდელს იმ გადასახადის სახეში ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომლის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს და ამასთან, მას სხვა გადასახადების სახეებში გააჩნია საკმარისი ზედმეტად გადახდილი თანხები აღნიშნული დავალიანების დასაფარავად, ამ შემთხვევაში საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გაგრძელდება 3 თვით.

მაგალითი 5:

პირობები იგივეა, რაც მესამე მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ შპს „ელიტა”-ს 2011 წლის 31 მარტის მდგომარეობით დღგ–ში გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხა 16 000 ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში:

საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდება შპს „ელიტა”-სათვის 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება 3 თვით, ვინაიდან მას დღგ-ში გააჩნია იმაზე მეტი ზედმეტად გადახდილი თანხა (16 000 ლარი), ვიდრე მისი ამავე პერიოდისათვის მოგების გადასახადში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანება შეადგენს (15 000 ლარი).

მოგების გადასახადის 2010 წლის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადის 3 თვით გაგრძელების შემდეგ გადამხდელის მიერ უნდა განხორციელდეს დღგ -ში არსებული ზედმეტობიდან 15 000 ლარის მოგების გადასახადის გადახდის ანგარიშში ან გადატანა ან გადავადებული დეკლარაციის წარმოდგენის თარიღამდე გადამხდელს ზედმეტობა უნდა ერიცხებოდეს მიმდინარე გადასახდელების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ვადა არ ითვლება გაგრძელებულად.

8. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოქმედებს გადასახადის გადახდის დროზე და არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვას. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება არა გადაუხდელი გადასახადის თანხაზე, არამედ საგადასახადო დავალიანების თანხაზე, მისი წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან, „საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად.

9. თუ დეკლარაციის (მოგების, საშემოსავლო ან ქონების გადასახადების) წარდგენის ვადის გაგრძელების მიზნით გადასახადის გადამხდელმა იმ დროისათვის დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების გარდა დამატებით (წინსწრებით) გადაიხადა დასადეკლარირებელი პერიოდის მოსალოდნელი გადასახადის თანხა, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული უნდა ჩათვალოს სათანადო ინფორმაციად და გადამხდელის პირადი აღრიცხვის შესაბამისი გადასახადის ბარათზე უნდა მოახდინოს განცხადებაში დაფიქსირებული და ამავე დროს ბიუჯეტში დამატებით (წინსწრებით) გადახდილი მოსალოდნელი გადასახადის თანხის სავარაუდო დარიცხვა.

მაგალითი 6.

შპს „ელიტამ” 2011 წლის 30 მარტს განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე. მას სრულად აქვს გადახდილი დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების თანხები, რომელიც შეადგენს 25 000 ლარს.

გარდა აღნიშნულისა, შპს „ელიტამ” დასადეკლარირებელი პერიოდის მოგების გადასახადის ანგარიშში დამატებით (წინსწრებით) გადაიხადა 5000 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში:

საგადასახადო ორგანო შპს „ელიტას” მიერ თანხის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს ჩათვლის სათანადო ინფორმაციად და აღნიშნულის საფუძველზე ბარათზე განახორციელებს სავარაუდო დარიცხვის ოპერაციას.

10. თუ გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე და ამ პერიოდისათვის მას არ ერიცხება გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი და შესაბამისად არც დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება აქვს, მაშინ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გაგრძელდება 3 თვით.

 მაგალითი 7:

შპს „ელიტა”-მ განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციიის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე და იმავე განცხადებაში მიუთითა, რომ მოცემული პერიოდისათვის მას არ ერიცხება გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი და შესაბამისად არც დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება.

მოცემულ შემთხვევაში:

შპს „ელიტას” 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა გაუგრძელდება 3 თვით.

მაგალითი 8:

პირობები იგივეა, რაც მე-6 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ შპს ელიტა”-ს მიერ 2011 წლის 31 მაისს წარმოდგენილი 2010 წლის გადავადებული მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით ფაქტიურად დაფიქსირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი და შესაბამისად წარმოექმნა მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება. კონკრეტულად, მას მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში გადასახდელად გამოუანგარიშდა 25000 ლარი. ამასთან, შპს ელიტას” მოცემული პერიოდისათვის სალდირებული ზედმეტობა არ გააჩნია.

მოცემულ შემთხვევაში:

შპს „ელიტას” გადაუხდელ მოგების გადასახადის თანხაზე დაერიცხება საურავი 0.07%-ის ოდენობით, 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მაისისამდე პერიოდზე. თანხით - 1050 ლარის ოდენობით (25 000 X 0.07% X 60=1050).

 11. თუ გადასახადის გადამხდელი ითხოვს დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებას, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით უნდა განისაზღვროს, რომ დეკლარაციის წარდგენის ვადა არ ითვლება გაგრძელებულად, თუ წინა საგადასახადო წელს გადამხდელს მომართული ჰქონდა საგადასახადო ორგანოსათვის მიმდინარე გადასახდელების მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნის მოთხოვნით და ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მიმდინარე გადასახდელები არ ექვემდებარებოდა შემცირებას/მოხსნას.

მაგალითი 9:

შპს „ელიტამ” განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციიის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე და იმავე განცხადებაში მიუთითა, რომ დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნული გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათის განხილვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2010 წელს მოეხსნა მიმდინარე გადასახდელები მისი მოთხოვნის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში:

შპს ”ელიტას” 2010 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა გაუგრძელდება 3 თვით. თუ ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით აღმოჩნდება, რომ მიმდინარე გადასახდელები არ ექვემდებარებოდა შემცირებას/მოხსნას, ასეთ შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ვადა არ ჩაითვლება გაგრძელებულად.

12. თუ გადამხდელი ითხოვს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებას და დეკლარირებული აქვს ქონების გადასახადი მხოლოდ მიწის ნაწილში, აღნიშნულ პირობებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 3 თვით, ვინაიდან გადასადის გადამხდელს დეკლარაციის გადავადების პერიოდში მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოექმნება (დარიცხვა აისახება 15 ნოემბრის მდგომარეობით).

13. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების პერიოდში გადამხდელის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ცნობა გაიცემა, მაგრამ მასში შენიშვნის სახით მიეთითება, რომ გადამხდელს გადავადებული აქვს შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა.