დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1957 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 19/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.000.000.05.001.001.209 |
საქართველოს კანონი
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონს მიკუთვნებულ დასახლებულ პუნქტებში განლაგებული განათლების სახელმწიფო დაწესებულებების პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მუშაკებს ეძლევათ ხელფასზე დანამატი 50 პროცენტის ოდენობით.“.
2. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. სახელმწიფოს ხარჯით საშუალო განათლების უზრუნველყოფაზე გადასვლის ვადა
ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით თავისი ხარჯით საშუალო განათლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს ეტაპობრივად – 2003 წლის 1 სექტემბრამდე; მანამდე საშუალო განათლების მიღების ფარგლებს განსაზღვრავს საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაკვეთა, წესს კი – კონკურსი, რომლის პირობებს ადგენს საქართველოს განათლების სამინისტრო.“.
3. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:
ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;
ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;
გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 29 იანვარი.
№1957–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები