სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/36
დოკუმენტის მიმღები სს "ქუთაისის ლითოფონის ქარხანა"
მიღების თარიღი 01/08/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802030, 02/08/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
13/36
01/08/2011
ვებგვერდი, 110802030, 02/08/2011
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს "ქუთაისის ლითოფონის ქარხანა"

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის"

 აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ 

 

2011 წლის 22 აგვისტოს, 15 საათზე, ქალაქ ქუთაისში, წერეთლის ქუჩის №192-ში, საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში, მოწვეულია სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, დღის წესრიგით:

 

1. საზოგადოების რეორგანიზაცია: მისგან ახალი მეწარმე სუბიექტის გამოყოფა;

2. საზოგადოებიდან გამოყოფილი ახალი მეწარმე სუბიექტის დაარსება;

3. საზოგადოებიდან გამოყოფის შედეგად ახალი მეწარმე სუბიექტისათვის უძრავ-მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა; 

4. რეორგანიზაციის (გაყოფა) შესაბამისად საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირება;

5. სხვადასხვა.

 

სამეთვალყურეო საბჭო და ადმინისტრაცია რეკომენდაციას აძლევ აქციონერებს დადებითად გადაწყვიტონ საზოგადოების რეორგანიზაცია, მისგან ახალი მეწარმე სუბიექტის გამოყოფით და ახალი მეწარმე სუბიექტისათვის უძრავ-მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. აქციონერებს შეუძლიათ დღის წესრიგის თითოეულ საკითხზე რეკომენდაციებს და კანონით განსაზღვრულ მათ  უფლებამოსილებებს დეტალურად გაეცნონ საზოგადოების დირექციაში.

 

აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრების მუშაობაში თავისი მონაწილეობის უფლება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრისთან“ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

 

სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის“ დირექცია