დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110801022, 01/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.10.003.016455 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (01/08/2011 - 02/05/2013)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №295
2011 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, რომ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) გადასცეს იდენტიფიცირებული ინფორმაცია – 1 000 ლარამდე საგადასახადო დავალიანების მქონე ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ.
მუხლი 2. სს „კრედიტინფო საქართველო“ (ს/ნ 204470740) უფლებამოსილია, რომ კომერციულ ბანკს გადასცეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გადაცემული იდენტიფიცირებული ინფორმაცია – 1 000 ლარამდე საგადასახადო დავალიანების მქონე ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები