„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1885
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 17/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.001.001.184
  • Word
1885
25/12/2002
სსმ, 3, 17/01/2003
140.080.000.05.001.001.184
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.“.

2. კანონს მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:

ა) საკონტრაქტო;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;

გ) კადრის.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაციული სისტემა და სტრუქტურა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულები, თავის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ცენტრალიზებულ სისტემას.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში:

ა) „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამხედრო“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სამხედრო“ შეიცვალოს სიტყვით „სპეციალური“.

5. კანონს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თავისი ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნოს სამსახურის ოფიცერი სამსახურის კადრში დატოვებით.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება სამსახურის ამოცანების განხორციელებას.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „როგორც წესი, სამხედრო მოსამსახურედ მიიღება საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლამდე რიგითად, სერჟანტად, ზემდეგად“ შეიცვალოს სიტყვებით „უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე მიიღება საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლამდე,“;

გ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამხედრო“, ხოლო სიტყვები „განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება“ შეიცვალოს სიტყვებით „განსაზღვრავს ეს კანონი.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 პუნქტში სიტყვას „განსაკუთრებულ“ წინ დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება „პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო ოფიცრის შესაბამის თანამდებობაზე – კადრის ოფიცრად.“;

3) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამხედრო აღრიცხვიდან იხსნება და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში.“.

7. კანონს მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101–105 მუხლები:

    მუხლი 101. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ზღვრული ასაკი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 45 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

გ) პოლკოვნიკისათვის – 55 წელი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი.

2. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების (პოლკოვნიკამდე) მქონე პირთათვის სამსახურის ზღვრული ასაკი სამსახურის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

3. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის სამსახურის ზღვრული ასაკი სამსახურის უფროსის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელება დაიშვება მხოლოდ ერთხელ.

    მუხლი 102. სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელ პირთა შერჩევისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება დებულებით „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა მიერ სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ, საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

    მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს. ტანსაცმლის ფორმა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 104. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი

1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, პირი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

2. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღების შემდეგ, პირი დებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 105. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული გადამზადების კურსები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდების მიღებამდე გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის გავლის წესი და ვადები განისაზღვრება სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადით გადის პროფესიული გადამზადების კურსებს.“.

8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში სიტყვა „ხელშეკრულებით“ შეიცვალოს სიტყვით „კონტრაქტით“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტში სიტყვების „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სპეციალური“;

გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ლ) მხარეთა შეთანხმებით;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას.“.

9. კანონს მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

    მუხლი 111. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე, სამსახურის რეორგანიზაციის, შტატების შემცირების, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევისა და პირადი პატაკის საფუძველზე შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს პირველი ორი თვის მანძილზე ეძლევა შრომის ანაზღაურება.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვლება ნამსახურეობის სტაჟში.“.

10. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამსახურის მოსამსახურეებზე“, ხოლო სიტყვები „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ამოღებულ იქნეს.

11. კანონს მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151-154 მუხლები:

     „მუხლი 151. სამსახურის გავლისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამსახურის გავლის, იარაღის ექსპლუატაციისა და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა ეკისრება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელს.

    მუხლი 152. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულების სავალდებულოობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

    მუხლი 153. წახალისება სამსახურში წარმატებისათვის

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის, გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 154. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა მსჯავრდებულებისაგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წესდებით.“.

12. კანონს IV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაცია

    მუხლი 155. ატესტაცია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ატესტაცია არის კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების მიზნით, მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

    მუხლი 156. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1. ატესტაციას ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე:

ა) 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე, რომელიც:

ა) პრეზიდენტის მიერ არის დანიშნული;

ბ) იმყოფება საკონტრაქტო ან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

    მუხლი 157. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. მოსამსახურე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ კალენდარულ წელს.

    მუხლი 158. საატესტაციო კომისია

1. მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს სამსახურის საატესტაციო კომისია.

2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული შემადგენლობა.

    მუხლი 159. კომისიის თავმჯდომარე

1. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

2. საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში, მის თავმჯდომარეს ნიშნავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 1510. კომისიის შემადგენლობა

1. საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე (მოწვეული) პირები.

2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.

3. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს მის ატესტაციას.

    მუხლი 1511. კომისიის საქმიანობა

საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და კომისიის რეგლამენტით.“.

13. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე სახელმწიფო მოხელე, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რაც დაკავშირებულია მისსავე სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

6. ბრძანების მიღებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ბრძანება. მას უფლება აქვს კანონსაწინააღმდეგო ბრძანება გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან მასში მონაწილეობა, შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ ეს არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.“.

14. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი და სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო.“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა.

13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

     „მუხლი 171. უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაცია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე უფლების განხორციელება მას ეკრძალება საქართველოს კონსტიტუციის ან მის საფუძველზე გამოცემული საკანონმდებლო აქტით.“.

16. VII თავის სათაურში, მე-19 და 21-ე მუხლებში სიტყვების „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სპეციალური“.

17. კანონს VII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1თავი:

„თავი VII1. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მოხდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში, ჩარიცხვის დღისათვის მქონე სამხედრო წოდებით.

    მუხლი 23. კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს კანონის ამოქმედების შემდეგ მიენიჭოს სამხედრო წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.

2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა მოხდეს კანონის მიღებამდე მინიჭებული სამხედრო წოდების მინიჭების დღიდან.

    მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება:

ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე “;

გ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე“;

დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“;

ე) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება:

ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირადობის მოწმობის ნიმუშის“ დამტკიცების შესახებ“;

გ) „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პროფესიული გადამზადების კურსების გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1885–რს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.