„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4786
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/07/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725003, 25/07/2011
ძალაში შესვლის თარიღი 22/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016005
  • Word
4786
21/07/2011
ვებგვერდი, 110725003, 25/07/2011
000000000.00.00.016005
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №4786

2011 წლის 21 ივისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. პორტალი „თბილისის აეროპორტის“ ექსპერტიზის განყოფილება

პორტალი „თბილისის აეროპორტის“ ექსპერტიზის განყოფილება ახორციელებს:

ა) პორტალში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით;

ბ) სასაქონლო დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, გაფორმების დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის დათვალიერებას შესაბამისი აქტის გაფორმებით;

გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასაქონლო ექსპერტიზას, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 22 ივლისიდან.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი   ლ. გოთუა