„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1813
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 20/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.05.001.001.164
  • Word
1813
03/12/2002
სსმ, 32, 20/12/2002
280.050.000.05.001.001.164
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

 „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, 30-ე მუხლში და 32-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.

2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 32-ე მუხლის სათაურში, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 38-ე მუხლის მე-ა6 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში“.

4. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“.

5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის“.

6. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს“.

7. 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა“.

8. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტში და მე-40 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1813_Iს