„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5924
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 26/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.001.003.163
  • Word
5924
14/03/2008
სსმ, 7, 26/03/2008
190.040.000.05.001.003.163
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეგისტრაციასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომშისააგენტო) – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.“.

2. მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას სააგენტოს ზედამხედველობით.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სააგენტო შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, სააგენტო უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.“.

4. მე-8 მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება სააგენტოს. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით;“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს სააგენტოს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებშისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

5924–I