უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 671
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 23/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.010765
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
671
15/08/2007
სსმ, 119, 23/08/2007
430030000.22.022.010765
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/08/2007 - 30/01/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.765

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №671

2007 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვის წესის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვის წესი 1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს სტუდენტთა რაოდენობის ფორმულა და ფორმულის განმარტება 2 დანართის შესაბამისად.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

დანართი 1

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. წესის მიზანი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზანია უზრუნველყოს აკრედიტებული დაწესებულების შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან, აგრეთვე დაწესებულებისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის სამართლიანი დადგენა და განაწილება როგორც აკადემიური უმაღლესი, ასევე პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.

    მუხლი 2. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრის პირობებს აკრედიტებული, აგრეთვე ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებებისათვის როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

თავი II

სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის წესი

    მუხლი 3. სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის პრინციპები

1. დაწესებულებისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს სტუდენტთა მაქსიმალური ტევადობის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს სტუდენტთა მიღება აკადემიური უმაღლესი და პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.

2. დაწესებულებისათვის სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრას ახორციელებს ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო), ბრძანების 2 დანართით დამტკიცებული სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრის ფორმულის შესაბამისად.

3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვა და მუდმივი კონტროლი. ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება წარმოადგენს დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების საფუძველს.

    მუხლი 4. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძვლები

სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრება:

ა) დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებისას;

ბ) დაწესებულების მიერ ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში;

გ) დაწესებულების მიერ ცენტრში სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში.

    მუხლი 5. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებისას

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს და მას მიენიჭება ინსტიტუციური აკრედიტაცია, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტების ადგილების რაოდენობას აკრედიტაციის ვადით.

    მუხლი 6. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრა ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში

1. ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრი განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

2. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებისათვის სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრა ხდება ლიცენზიის მისაღებად და ფლობისათვის დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო, დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ცენტრს წარუდგენს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს.

    მუხლი 7. დაწესებულებისათვის ადგილების სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა

1. ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე დაწესებულების მიერ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტების ადგილების რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

2. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულება სტუდენტების ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადით მიმართავს ცენტრს. ამ შემთხვევაში ცენტრის მიერ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა ხორციელდება სამინისტროდან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი ინფორმაციისა და დამოწმებული სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ.

    მუხლი 8. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის რეგისტრაციის წესი

1. დაწესებულებისათვის ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს წარუდგენს:

ა) მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას:

ა.ა) აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ა.ბ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ბ) გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების რაოდენობას.

ბ.ა) აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ.ბ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები შეესაბამება ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტების ადგილების რაოდენობას ცენტრი არეგისტრირებს წარმოდგენილ მონაცემებს და აღნიშნულ ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

3. მომავალ წელს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება დაწესებულების სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღები/მიღებული და დამამთავრებელ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია – კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.

    მუხლი 9. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისათვის სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა

ცენტრის ინიციატივით დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის 223 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

თავი III

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის მიერ გამოცემული მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი მაქსიმალური კონტინგენტი წარმოადგენს დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში, გარდა დაწესებულებისათვის სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის ან ცენტრის ინიციატივით შეცვლის შემთხვევებისა.

2. დაწესებულება, რომელსაც ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა 2007-2008 სასწავლო წლიდან, აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში მხოლოდ 2007-2008 სასწავლო წელს.

3. 2008-2009 სასწავლო წლიდან დაწესებულებას უფლება ექნება მიიღოს სტუდენტთა ის რაოდენობა, რაც დარეგისტრირდება ცენტრში დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში.

 

 

 

 

 

დანართი 2

სტუდენტთა რაოდენობის ფორმულა და ფორმულის განმარტება

    მუხლი 1. სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის ფორმულა

1. სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის ფორმულა ადგენს აკრედიტებული დაწესებულების სტუდენტთა მაქსიმალურ ტევადობას, რომლის ფარგლებშიც დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს სტუდენტთა მიღება.

2. სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის ფორმულა მოიცავს ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების ნუსხას, ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების შესატან გრაფებს, აგრეთვე ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის დადგენილ ნორმატივებს თითოეული მახასიათებლის მიხედვით და ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმატივების თანაფარდობით მიღებულ მოცულობათა შესატან გრაფებს.

    მუხლი 2. სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის ფორმულის გრაფების განმარტება

დაწესებულებისათვის სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის ფორმულა მოიცავს შემდეგ გრაფებს:

1. A ვერტიკალი – ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების ნუსხა:

ა) A2 გრაფა – სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართი;

ბ) A3 გრაფა – აკადემიური უმაღლესი განათლებისთვის – აკადემიური პერსონალი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტპროფესორი), ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისთვის – აგრეთვე მასწავლებელთა პერსონალი (მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი);

გ) A4 გრაფა – სტუდენტები;

დ) A5 გრაფა – კომპიუტერები;

ე) A6 გრაფა – სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულები.

2. B ვერტიკალი – ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების შესატანი გრაფები:

ა) B2 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართი;

ბ) B3 – დაწესებულებაში არსებული აკადემიური პერსონალის (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი), აგრეთვე – მასწავლებელთა პერსონალის (მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი) რაოდენობა;

გ) B4 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სტუდენტების რაოდენობა;

დ) B5 გრაფა – დაწესებულებაში არსებული კომპიუტერების რაოდენობა;

ე) B6 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულების რაოდენობა.

3. C ვერტიკალი – ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმატივები თითოეული მახასიათებლის მიხედვით:

ა) C2 გრაფა – სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართის მინიმალური ოდენობა 1 სტუდენტთან მიმართებაში;

ბ) C3 გრაფა – სტუდენტების რაოდენობა 1 პროფესორთან ან მასწავლებელთან მიმართებაში;

გ) C5 გრაფა – სტუდენტების რაოდენობა 1 კომპიუტერთან მიმართებაში;

დ) C6 გრაფა – სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულების მინიმალური რაოდენობა 1 სტუდენტთან მიმართებაში.

4. D ვერტიკალი – ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმატივების თანაფარდობით მიღებულ მოცულობათა შესატანი გრაფები:

ა) D2 გრაფა – სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი არსებული ფართობისა და 1 სტუდენტთან მიმართებით სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართის მინიმალური ოდენობის თანაფარდობა ( B2:C2);

ბ) D3 გრაფა – არსებული აკადემიური პერსონალის ან/და მასწავლებელთა პერსონალის და სტუდენტების რაოდენობასთან მიმართებით 1 პროფესორის ან მასწავლებლის თანაფარდობა (B3:C3);

გ) D5 გრაფა – არსებული კომპიუტერებისა და სტუდენტთა რაოდენობასთან მიმართებით 1 კომპიუტერის თანაფარდობა (B5:C5);

დ) D6 გრაფა – არსებული სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულებისა და 1 სტუდენტთან მიმართებით სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულების მინიმალური რაოდენობის თანაფარდობა (B6:C6).

5. E ვერტიკალი – სტუდენტთა რაოდენობა:

E7 გრაფა – სტუდენტთა რაოდენობა: D2, D3, D5 და D6 გრაფების მონაცემებს შორის უმცირესი მონაცემი ტოლია დაწესებულების სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობისა.

 

სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის ფორმულა

 

A

B

C

D

E

1

 

 

 

 

ინსტიტუციური აკრედიტაციის

მახასიათებლების ნუსხა

 

ფაქტობრივი მონაცემები ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ

ნსტიტუციური აკრედიტაციისთვის დადგენილი ნორმატივები

ინსტიტუციური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმატივების თანაფარდობა

სტუდენტთა რაოდენობა

2

სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის განკუთვნილი ფართი

 

 

 

 

 

B2:C2

 

3

აკადემიური ან/და მასწავლებელთა პერსონალი

 

 

 

B3xC3

 

4

სტუდენტები

 

 

 

 

5

კომპიუტერები

 

 

B5xC5

 

6

სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულები

 

 

B6:C6

 

7

 

 

 

 

D2, D3, D5,

D6 გრაფების მონაცემებს შორის უმცირესი მონაცემი