საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 13/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.010601
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
204
13/07/2007
სსმ, 100, 13/07/2007
040030000.22.027.010601
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2007 - 16/06/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.601

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №204

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

დანართი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“, ,,ადვოკატთა შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით.

3. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სამასახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0146, რუსთაველის გამზირი №30.

თავი II

სამსახურის მიზნები და ამოცანები

    მუხლი 2

სამსახურის მიზანია:

ა) უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარების განხორციელება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.

    მუხლი 3

1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურებას უწევს:

ა) საქართველოს მოქალაქეებს;

ბ) მოქალაქეობის არმქონე პირებს;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

2. მომსახურება ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე.

3. მომსახურება მოიცავს:

ა) იურიდიულ კონსულტაციებს;

ბ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაცვას სისხლის სამართალწარმოების ყველა სტადიაზე;

გ) დაზარალებულის დაცვას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში;

დ) სასამართლო წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დამცველის დანიშვნის შემთხვევებში.

4. მომსახურება წარმოებს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

თავი III

სამსახურის მართვა

    მუხლი 4

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის დირექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.

3. დირექტორის ფუნქციები განისაზღვრება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 5

1. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომელთაც) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.

2. დირექტორის მოადგილე:

ა) დირექტორის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში უძღვება სამსახურის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას;

გ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 6

სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის აპარატი, რომელსაც ქმნის და ხელმძღვანელობს დირექტორი.

თავი IV

სამსახურის ტერიტორიული ბიუროების ორგანიზაცია და ფუნქციონირება

    მუხლი 7

1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის ტერიტორიული ბიუროების მეშვეობით.

2. სამსახურის ტერიტორიული ბიურო შედგება ბიუროს უფროსის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისაგან.

3. სამსახურის ფარგლებში იქმნება საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი).

4. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი საქმიანობას განახორციელებს დირექტორის ან ბიურის უფროსის მიმართვის საფუძველზე.

    მუხლი 8

1. ტერიტორიული ბიუროს უფროსის, ადვოკატებისა და კონსულტანტების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გზით.

2. დირექტორის გადაწყვეტილებით სამსახურში მიღებისას კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს ტერიტორიულ ბიუროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობებზეც.

3. დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება კონკურსი ჩაუტარდეთ რეესტრში დარეგისტრირების მსურველ კანდიდატებსაც.

4. სამსახურში კონკურსის ჩატარების პირობებსა და წესს განსაზღვრავს დირექტორი.

    მუხლი 9

1. ტერიტორიული ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის ტერიტორიულ ბიუროს;

ბ) ანაწილებს საქმეებს ტერიტორიული ბიუროს ადვოკატებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებს და დავალებებს, აკონტროლებს ადვოკატთა და კონსულტანტთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

გ) იხილავს ადვოკატთა მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საჩივრებს;

დ) ყოველთვიურ ანგარიშს წარუდგენს დირექტორს.

2. ტერიტორიული ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

    მუხლი 10

1. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა ხორციელდება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

    მუხლი 11

1. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, უფლება აქვს პირადად, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის მეშვეობით მიმართოს სამსახურის ტერიტორიულ ბიუროს მომსახურების გაწევის შესახებ განცხადებით.

2. კონსულტანტი განუმარტავს მოქალაქეს ბიუროს ფარგლებში მომსახურების პირობებს, არკვევს მისი პრობლემის ხასიათს და აღრიცხავს მოქალაქეთა მიღების ჟურნალში.

3. სამართლებრივი დახმარების მიღებამდე მოქალაქემ უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.

4. თუ საქმის გარემოებები არ მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას, ბიუროს უფროსი ფორმას განიხილავს მისი ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე ნიშნავს მორიგე ადვოკატს.

5. თუ ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით ბიუროს მიმართავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ან სასამართლო, ბიუროს უფროსი მოთხოვნისთანავე ნიშნავს ადვოკატს. დასაცავმა პირმა ადვოკატთან პირველივე შეხვედრისას უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.

6. იურიდიული დახმარების სამსახურსა და დასაცავ პირს შორის იდება ხელშეკრულება მომსახურების შესახებ.

    მუხლი 12

1. პირს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ:

ა) ტერიტორიული ბიუროს ადვოკატი იმავე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარმოადგენს საწინააღმდეგო ინტერესების მქონე ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს;

ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულს, დაზარალებულს ჰყავს ადვოკატი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ბიუროს უფროსი წერილობით გასცემს დასაბუთებულ უარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბიუროს უფროსი მიმართვას უგზავნის უფასო იურიდიული მომსახურების ალტერნატიულ მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც სამსახურთან დადებული შეთანხმების ფარგლებში განახორციელებს განმცხადებლის ინტერესების დაცვას და ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურის დაცვით მიიღებს საქმეს წარმოებაში.

4. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მომსახურებაზე უარის შესახებ, აგრეთვე, მოქალაქის მიერ შევსებული ანკეტის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება დირექტორს.

5. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი გასაჩივრდება დირექტორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V

სამსახურის ქონება

    მუხლი 13

სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14

1. სამსახურის ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.