„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1751
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 10/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.001.001.148
  • Word
1751
19/11/2002
სსმ, 31, 10/12/2002
360.160.000.05.001.001.148
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №18, მუხ. 368) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უზრუნველყოს სუბალპური და ალპური მდელოების დაცვის გზით მაღალმთიანი რეგიონების ენდემური მცენარეულობისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენარჩუნება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტს სიტყვის „განხორციელება;“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა და მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვების აკრძალვა, საძოვართა მორიგეობის, ე.წ. როტაციის დამკვიდრება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტს სიტყვის „რეკულტივაცია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვება, რაც იწვევს ეროზიულ პროცესებს;

ნ) მაღალმთიან რეგიონებში დეკასა და გადაშენების პირას მისული სხვა სუბალპური და ალპური მცენარეულობის საწვავად და სხვა მიზნით მოსახმარებლად მოპოვება.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დარღვევისა და დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვებით გამოწვეული ნიადაგის გაუვარგისებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15–19 პუნქტები:

„15. მაღალმთიანი რეგიონები – ტერიტორიები, რომლებიც მოქცეულია იმ სოფლების, თემებისა და დაბების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

16. ნახირი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

17. ფარა – წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი, თხა).

18. მაღალმთიანი საძოვრები – მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები.

19. ვერტიკალური ძოვება – ნახირისა და ფარის ძოვება ჰიფსომეტრული სიმაღლის მიხედვით სხვადასხვა ზონებში.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

     „მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის საფუძველზე მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ძოვებისას და გადაადგილებისას მათი რიცხოვნობის ზღვრული რაოდენობების დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის და საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდის დამტკიცების შესახებ“;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში საწვავად და სხვა მიზნით მოხმარებისათვის აკრძალული სუბალპური და ალპური მცენარეულობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“;

ე) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უბნების იდენტიფიკაციის, მათი სამიწათმოწყობო და მიწის საბალანსო დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე დატანის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი      ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 19 ნოემბერი.

№1751–Iს