„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4940-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714018, 14/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.016398
  • Word
4940-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110714018, 14/07/2011
320110000.05.001.016398
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 46) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომ სააგენტო) უფლებამოსილია აკრედიტაციის გავლის გარეშე გასცეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი.

8. სააგენტოზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით სააგენტოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და  ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4940-რს