საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714014, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230100.10.003.016439
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
279
12/07/2011
ვებგვერდი, 110714014, 14/07/2011
200230100.10.003.016439
საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2011 - 12/04/2022)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 279

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციი­სათ­ვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საბიუჯეტო ორგანიზაციას საგადასახადო დავალიანება შესაძ­ლებელია ჩამოეწეროს მისი განცხადების ან საჯარო სამართლის იური­დიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავ­ლების სამსახური) მიმართვის საფუძველზე, განცხადების/მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში, მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

    მუხლი 2. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გან­ცხა­დების წარდგენა

1. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე საბიუჯეტო ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

2. განცხადება უნდა ასახავდეს მონაცემებს საბიუჯეტო ორგა­ნიზაციისა და მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის მი­მართვას საგადასახადო დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ ჩა­მო­წერის შესახებ, ასევე, გადასახადის გადამხდელის ნებართვას შესა­ბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დო­კუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახუ­რებ­რივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

4. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი ინფორმაცია საბიუ­ჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ.

5. შემოსავლების სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 10 დღეში ამოწმებს განცხადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

6. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, განმცხადებელს შემოსავლების სამსახურის მიერ განესაზღვრება ვადა არა უმეტეს 10 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ხარვეზი.

7. შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე უფლება­მოსილია, განცხადება (თანდართული მასალებით) გაუგზავნოს საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით, ან მიზანშეუწონლობის მოტივით უკან დაუბრუნოს განმცხადებელს.

    მუხლი 3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ მიმართვის წარდგენა

1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საბი­უჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მიმართვა გაუგზავნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

2. შემოსავლების სამსახურის მიმართვა უნდა ასახავდეს მონა­ცემებს საბიუჯეტო ორგანიზაციისა და მისი საგადასახადო დავა­ლი­ანების შესახებ.

3. მიმართვა უნდა შეიცავდეს შემოსავლების სამსახურის პოზიციას საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე.

4. მიმართვას შესაძლებელია დაერთოს გადასახადის გადამხდე­ლის წერილობითი ნებართვა შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

5. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიმართვის მომზა­დებისა და წარდგენის მიზნით შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზა­ციიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.

    მუხლი 4. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რეგისტრაციიდან 10 დღე­ში უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მასალების (განცხადე­ბის/მიმართვის) საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხს იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ან ჩამო­წერაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება განკარგულების სახით.

3. საქართველოს მთავრობის სხდომაზე საგადასახადო დავალი­ანების ჩამოწერის საკითხის განხილვისას შესაძლებელია მიწვეულ იქნეს საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი.

4. საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების ჩამო­წერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადა­წყვეტილებით განისაზღვრება ჩამოსაწერი საგადასახადო დავალია­ნების ოდენობა, სტრუქტურა (გადასახადების ან/და სანქციების სახე­ები) და ჩამოწერის (საგადასახადო ვალდებულების შეწყვეტის) თა­რიღი.

5. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ საბი­უჯეტო ორგანიზაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს.

    მუხლი 5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

 1. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვე­ტი­ლების საფუძველზე ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციისათ­ვის დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხის ჩამოწერას.

 2. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის შესაბამისი გადასახადების ან/და სანქციების თანხის შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარა­თებზე ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულების სა­ფუძველზე.