საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714013, 14/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.016438
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 04.04.2014, №275)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 27 8

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები.

  მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №410 დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”.

  მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი          . გილაური

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები

    მუხლი 1 . ზოგადი დებულებანი

1 . გადასახადის გადამხდელსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში შემოსავლების სამსახური ) შორის საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე , ამ წესისა და პირობების (შემდგომში – წესი) შესაბამისად .

2 . გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია , რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში , წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39 - მუხლის მოთხოვნები .

3 . ამ წესში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს იგივე მნიშვნელობა , რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში .

    მუხლი 2 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობები

1 . გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს :

ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით;

) გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის სახეებზე მითითებით;

) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით;

დ) სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში – სსზ) სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით.

2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, აგრეთვე ამ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და საურავზე, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

3 . არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე .

4 . მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით განცხადებით მიმართვის უფლება აქვს პირს , რომელიც ახორციელებს უძრავი ქონების შექმნას , მართვას ან რეალიზაციას , აგრეთვე სხვა საქმიანობას მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში საქმიანობის ამ ნაწილში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების მიმართ .

5 . მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების დაწყებამ დე.

6. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების დაწყებამდე .

7 . მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს მიმდინარე საგადასახადო პერიოდის დასრულებამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება წარედგინება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ თარიღამდე არსებულ პერიოდზე, რომელიც დასრულებულია განცხადების შემოტანამდე.

9. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არის კალენდარული წელი , გარდა ქონების გადასახადისა .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 17 . 02 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

    მუხლი 3 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების წარდგენა

1 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელი წერილობითი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს .

2 . განცხადება უნდა შეიცავდეს წინადადებას საგადასახადო შეთანხმების შესახებ და ასახავდეს შემდეგ მონაცემებს :

) გადასახადის გადამხდელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს ან სახელს , გვარს და პირად ნომერს , ასევე იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს;

ბ) გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვას შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

3 . ამ მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა , განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს :

ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში შესამცირებელი გადასახადისა და სანქციის თანხების ოდენობას, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ან/და სანქციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობას; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას;

ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას;

გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასავადებელი თანხის გადახდის ვადას , ასევე საგადასახადო ვალდებულების შესრულების 3 წელზე მეტით გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში – შემოთავაზებული წლიური სარგებლის ოდენობას;

დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრულ ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით შესათანხმებელი პერიოდის მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას .

4 . განცხადებას უნდა დაერთოს ხელმომწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი .

5. შემოსავლების სამსახური რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება გონივრული ვადა.

7. ხარვეზის დადგენის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობება წერილობითი ფორმით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ხარვეზი აღმოფხვრას შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

8. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

9. თუ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის მითითებულ ხარვეზს ან/და არ წარადგენს დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, წარდგენილი განცხადება აღარ განიხილება. გადასახადის გადამხდელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 17 . 02 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

    მუხლი 4. გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ

1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;

გ) (ამოღებულია – 19.11.2012, №451);

2 .  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღე­ბულ დოკუმენტაციას (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდარ­თული მასალებით)  წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგა­დასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს სა­ქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შე­თანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე, რომე­ლიც ფორმდება განკარგულების სახით.

31. (ამოღებულია – 19.11.2012, №451);

4 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების პირობების (გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა ) განსაზღვრის მიზნით .

5 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება :

) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა;

ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი /პერიოდები , გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა;

გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი /პერიოდები , გადასავადებელი თანხის ოდენობა, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადა, წლიური სარგებლის ოდენობა ;

დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო შეთანხმების პირობები, მათ შორის, შესამცირებელი გადასახადის სახე , საგადასახადო პერიოდი /პერიოდები შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრული ოდენობა;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, შესათანხმებელი პერიოდი, გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა .

6 . ცალკეულ პირთან მიმართებაში , საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით , მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით , საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება .

7. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახა­დის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემო­სავ­ლების სამსახურს.

8 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში , გადასახადის გადამხდელს , მისი მოთხოვნის თანახმად , უბრუნდება განცხადება თანდართული მასალებით .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19  ნოემბრის დადგენილება №451 - ვებგვერდი, 20.11.2012წ.   

საქართველოს მთავრობის 2013 წლის  7 თებერვლის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 11.02.2013 წ.

    მუხლი 5 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

1 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად , შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს , რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან .

2 . საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად , რომლებსაც ხელს აწერენ , ერთი მხრივ , შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე და , მეორე მხრივ , გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი . ამასთან , ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს , ხოლო მეორე – რჩება შემოსავლების სამსახურს .

3 . საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს :

) გადასახადის გადამხდელის დასახელება , საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი , პირადი ნომერი , ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში ) ;

) საგადასახადო შეთანხმების შინაარსი , პირობები და შეწყვეტის საფუძვლები;

) საგადასახადო შეთანხმების აქტის გასაჩივრების ვადა და წესი .

    მუხლი 6 . საგადასახადო შეთანხმების შესრულება

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.

2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.

3 . გადასახადის გადამხდელის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში , შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს :

) თავდებს/გარანტს მოსთხოვოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების სრული მოცულობით დაფარვა;

) გადახდევინების მიზნით თავდების/გარანტის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

    მუხლი 7 . გადასახადის ან/და სანქციის თანხის შემცირება

1 . საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელს უმცირებს გადასახადების ან/და სანქციების თანხას .

2 . გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი გადასახადების ან/და სანქციების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით .

    მუხლი 8 . არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო პერიოდი ს/პერიოდების მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებ ის ოდენობას.

2 . გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

    მუხლი 9 . მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადება

1 . შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმების აქტი გადასახადის გადამხდელს გადაუვადებს მის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად .

2 . საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადებისას , გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე .

3 . მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადებისას , საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადის დეკლარირებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში , გადასახადის თანხას სარგებელი არ ერიცხება .

    მუხლი 91. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სსზ-ის სტატუსის მქონე პირს შეუმცირებს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დეკლარირებ ლ საგადასახადო ვალდებულებ ას, ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. საგადასახადო ვალდებულების შემცირებისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

    მუხლი 92. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდი ს მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებ ის ოდენობას.

2. გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა მის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

    მუხლი 10 . საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების აქტი შეიძლება გაასაჩივროს , თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ .

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.