„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4953-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711034, 11/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.016380
  • Word
4953-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110711034, 11/07/2011
140080000.05.001.016380
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 საქართველოს კანონი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონში  (პარლამენტის უწყებანი, 002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-4 მუხლის:

 ა)პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე)წესრიგი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე  თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.აკრძალულია სახელმწიფო  დაცვის  სპეციალურ  სამსახურ და მის თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;

გ) „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ  პირებს;

დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს.“.

3. 51 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამოქალაქო.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს;

გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებებს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს, ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და დაცვითი ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო რეჟიმს, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის;“.

5. მე-8 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საკუთარი ამოცანების შესრულების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტები:

 „დ)კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით  სამსახურის თანამშრომლისთვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა,  შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დოკუმენტების  დროებით  ჩამორთმევა;

ვ)დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და საშუალებები;            ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა განხორციელებისას ხელ­შეკ­რულე­ბის ან ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორ­გა­ნი­ზა­ციების, აგ­რეთ­ვე კერ­ძო პირების საც­ხოვ­რე­ბელი და არა­საც­ხოვ­რე­ბელი სად­გო­მები, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ი და სხვა ქო­ნე­ბა; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსას­ყიდ­ლო ან სას­ყიდ­ლი­ან             სა­ფუძ­ველ­ზე დამ­ყა­რებული კონფიდენციალური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. აკრძალულია კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის  გამოყენება.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირების მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში და დაცვის ობიექტებზე, ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)განსაკუთრებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დასაცავი პირები და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;“.

 7. მე-10−102 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან:

ა) საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას  შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები−პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;

გ) კადრის მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალებისა) და სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით;

დ) სამოქალაქო პირებიპირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან მასთან შეთანხმებით;

ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.

4. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე – კადრის ოფიცრად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია−შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში.

7. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი, აგრეთვე  ისეთი დასახიჩრების ან  დაავადების, ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარებული პირი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი;

ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე.

    მუხლი 101. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი სპეციალური  წოდებები:

ა) საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი. ამასთანავე, პირებს, რომლებიც სამხედრო ვალდებულებას იხდიან საკონტრაქტო სამსახურის სახით, შეიძლება მიენიჭოთ საშუალო სპეციალური წოდებებიც;

გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს:

გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია:

ა) „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის  –  45 წელი;

ბ) „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკამდე –  50 წელი;

გ) „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის  –  55 წელი;

დ) „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი.

3. თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური  წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

5. თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადას.

6. „სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 102. სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევის, მომზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.

4. წვევამდელის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“.

8. 105  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 105. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები

1. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლის და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან  სამსახურის  უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 106 მუხლი:

     „მუხლი 106. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს სტაჟიორთა მიღება.

2. სტაჟიორთა შერჩევის, მათ მიერ სტაჟირების გავლის და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ დებულებით.“.

10. მე-11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;

ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;

დ) თანამშრომლის გარდაცვალება.

2. თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:

ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;

ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;

გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ზ) შტატების შემცირებისას;

თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;

ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;

კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;

ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;

ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.“.

11. 111 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.  თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.“.

12. 153  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153. წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის ჯილდოდ გადაცემა;

) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;

) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურის უფროსმა შეიძლება წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით, წახალისების სახით შეიძლება დამატებით დაწესდეს უწყებრივი ჯილდოები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახეები სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის შეიძლება აგრეთვე შესაბამისად გამოყენებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

13. 156  მუხლის:

ა)პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის, გარდა საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურიდან კადრის სამსახურში გადასვლისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან მასთან შეთანხმებით;“.

14. 159  და 1510 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 159. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე

1. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს თავისი მოადგილე.

2. საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 1510. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მოწვეული პირები.

2. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. სამსახურის თანამშრომელი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს მის ატესტაციას.“.

15. მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან სხვა სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მაში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელმწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.“.

16. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით. ზარალ, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებ სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაინვალიდების ან/და დასახიჩრების, ტრავმის მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას /ა დაინვალიდებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას  –  2 000 (ორი ათასი) ლარი;

დ) გარდაცვალებისას − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების, კანონო ქმედები ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს:

ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;

ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;

გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;

დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;

ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს;

ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტი დაფარვის ხარჯებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31.სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:

ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;

) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება;

) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა;

) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა;

) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა;

) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება;

ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლისა)  ან ინტერნირებულად ყოფნა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების  დაცვა;

ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;

კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ  საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად ცნო;

ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.“; 

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ მიღებულ სამოქალაქო პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

17. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;“; 

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

 „ბ1) „სახელმწიფო  დაცვის სპეციალურ  სამსახურში  საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო  სამსახურის  გავლის  წესის  შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;“;       

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ზ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ.“.

 მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4953-რს