”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711013, 11/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016089
  • Word
1-1/1278
08/07/2011
ვებგვერდი, 110711013, 11/07/2011
040110030.22.024.016089
”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1278

2011 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებით (სსმ III, 06.10. 2010 წ., 128, მუხ. 1864) დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სააგენტოს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია საწარმოს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.“.

2. მე-3  მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) იმ იურიდიული პირის  დასახელებას და იურიდიულ მისამართს, რომლის აქციების ან წილების მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;”;

ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, სახელმწიფოს წილის ოდენობას საწარმოში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;”.

3. მე-3 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

7. აქციებისა და წილების ელექტრონული აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა  ხორციელდება სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების საფუძველზე.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის წესი 

1. აქციებისა და წილების პირდაპირი  გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

2. აქციებისა და წილების პირდაპირი  გადაცემის ფორმით მართვის უფლების მიღების მსურველი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

3. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება დამტკიცებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლები.

5. მე-6 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო  პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია