დაფინანსების ხელშეკრულება (საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II)

  • Word
დაფინანსების ხელშეკრულება (საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II)
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 20/07/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 480170000.03.030.000728
  • Word
01/06/2009
გაურკვეველი, -, 20/07/2009
480170000.03.030.000728
დაფინანსების ხელშეკრულება (საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დაფინანსების ხელშეკრულება

განსაკუთრებული პირობები

ევროპის გაერთიანება, შემდგომში წოდებული „გაერთიანებად“, რომელიც წარმოდგენილია ევროპის გაერთიანებათა კომისიის სახით და შემდგომში მოიხსენება როგორც „კომისია“,

ერთი მხრივ, და

საქართველოს მთავრობა, შემდგომში მოხსენიებული როგორც „ბენეფიციარი“, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით

მეორე მხრივ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ოპერაციის არსი და მიზანი

1.1. გაერთიანება დააფინანსებს შემდეგ პროგრამას:

 

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა:

2008 ნაწილი II

შემდგომში წოდებული როგორც „პროგრამა“ და რომელიც აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II).

1.2. პროგრამა განხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებისა და შემდგომი დანართების თანახმად: ზოგადი პირობები (დანართი I) და ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები (დანართი II).

    მუხლი 2. გაერთიანების ფინანსური წვლილი

2.1. მთლიანი პროგრამის ღირებულება შეადგენს 51.5 მილიონ ევროს.

იგი მოიცავს შემდგომ კომპონენტებს:

2.1.1. საბიუჯეტო მხარდაჭერა:

უდრის 50.7 მილიონ ევროს

2.1.2. დამატებითი მხარდაჭერა (ტექნიკური დახმარება):

უდრის 0.8 მილიონ ევროს

2.2. გაერთიანება თავის თავზე იღებს მაქსიმუმ 51.5 მილიონი ევროს დაფინანსებას. გაერთიანების დაფინანსების განაწილება ნაჩვენებია საბიუჯეტო მიმართულებებში, რაც მოცემულია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართ II).

    მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი

3.1. ბენეფიციარის წვლილი პროგრამაში უდრის ნულ ევროს.

3.2. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ არაფინანსური წვლილის შეტანა გახდება საჭირო, დეტალური ინსტრუქციები ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში იქნება ჩამოყალიბებული (დანართი II).

    მუხლი 4. შესრულების ვადა

დაფინანსების ხელშეკრულების ვადა, როგორც ეს ზოგადი პირობების მე-4 მუხლშია მოყვანილი, დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე იწყება და ამ თარიღიდან 48 თვის შემდეგ დასრულდება.

    მუხლი 5. მისამართები

დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა სახის კომუნიკაცია წერილობითი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, საკუთრივ პროგრამას უნდა ეხებოდეს და შემდგომ მისამართებზე უნდა იყოს გამოგზავნილი:

ა) გაერთაინებისათვის განკუთვნილი:

ბ-ნი პერ ეკლუნდი, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, ნინო ჩხეიძის 38, 1020 თბილისი, საქართველო, ფაქსი: +995 32 94 37 68

ბ) ბენეფიციარისათვის განკუთვნილი:

ბ-ნი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გორგასლის 16, 0114, თბილისი, საქართველო, ფაქსი: +995 32 457443

    მუხლი 6. დანართები

6.1. ამ ხელშეკრულებაზე შემდეგი დოკუმენტები იქნება დართული და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:

დანართი I. ზოგადი პირობები;

დანართი II. ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები.

6.2. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წარმოიჭრება დანართების პირობებსა და დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს შორის, განსაკუთრებული პირობების დებულებებს უპირატესობა მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგ წამოიჭრება დანართი I-ისა და დანართ II-ის დებულებებს შორის, უპირატესობა დანართი I-ის დებულებებს მიენიჭება.

    მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები

7.1. საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაციის არსიდან გამომდინარე, ზოგადი პირობების შემდეგი დებულებები არ იქნება გამოყენებული იმ თანხის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული პირობების 2.1.1. მუხლშია მითითებული (ბიუჯეტის მხარდაჭერა): მუხლები 2, 4.2-ის პირველი წინადადება, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12.2 და 13.2.

7.2. წინამდებარე განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლში (ბიუჯეტის მხარდაჭერა) მითითებული თანხისთვის, ზოგადი პირობების ქვემორე დებულებები უნდა შეიცვალოს შემდეგით:

7.2.1. 3.1. მუხლთან მიმართებაში: პროექტი/პროგრამა კომისიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ეს გულისხმობს თანხის გადახდის პირობებისადმი შესაბამისობის დადგენას და თანხების გადახდას თითოეული ტრანშის იმ პირობების თანახმად, რაც დაფინანსების ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული.

7.2.2. მე-10 მუხლთან დაკავშირებით: ბენეფიციარი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტის გაცვლითი რეგულაციები არადისკრიმინაციულად გავრცელდება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდების მიმართ. უცხოური ვალუტის ტრანსფერები უნდა განთავსდეს ცენტრალურ ბანკში ამ მიზნისათვის გახსნილ ანგარიშზე შეტყობინების მიღების დღეს. გაცვლითი კურსი იქნება თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღების დღეს ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადგენილი საშუალო კურსი.

7.3. ამ განსაკუთრებული პირობების 2.1.1. მუხლში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით (ბიუჯეტის მხარდაჭერა), ზოგადი პირობების 4.1. მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი: ყოველგვარი გადახდის მოთხოვნები, რომლებსაც ბენეფიციარი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II) გაწერილი დებულებების შესაბამისად წარადგენს, გაერთიანების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ადექვატური უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოთხოვნები ბენეფიციარის მიერ განხორციელების (იმპლიმენტაციის) სამოქმედო ფაზაში იქნება წარდგენილი.

7.4. ზოგადი პირობების 14.3. მუხლი გამოყენებულ უნდა იქნას mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში, რამაც ოპერაციის იმპლიმენტაციის პროცესში შეიძლება იჩინოს თავი.

    მუხლი 8. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა

დაფინანსების ხელშეკრულება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მას ბოლო დარჩენილი მხარე მოაწერს ხელს.

შესრულებულია 2 ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე, აქედან 1 პირი გადაეცემა კომისიას და ერთი - ბენეფიციარს.

კომისიის სახელით - მარკუს კორნარო, დირექტორი, ევროპის დახმარების თანამშრომლობის ოფისი,  ევროპის კომისია

ხელმოწერა, თარიღი

ბენფიციარის სახელით - კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ხელმოწერა, თარიღი

 

 

დაფინანსების ხელშეკრულების - დანართი I - ზოგადი პირობები - ბიუჯეტი (ცენტრალიზებული)

 

დანართი I

ზოგადი პირობები

თავი I - პროექტის/პროგრამის დაფინანსება

    მუხლი 1. ზოგადი პრინციპები

1.1. გაერთიანების ფინანსური დახმარება განისაზღვრება დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული ოდენობით.

1.2. გაერთიანების მიერ დაფინანსების გამოყოფის პირობას წარმოადგენს წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულებით ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

    მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა

2.1. შესაძლებელია განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების რეალოკაცია ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბებისათვის წინამდებარე ზოგადი პირობების მე-17 მუხლის შესაბამისად.

2.2. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, კომისია უფლებამოსილია შეამციროს პროექტი/პროგრამა ან გადააკისროს ბენეფიციარს მისი უზრუნველყოფა საკუთარი ან სხვა არა გაერთიანების სახსრებით.

2.3. თუ პროექტი/პროგრამის შემცირება შეუძლებელია, ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთრი ან სხვა სახსრებით, კომისია უფლებამოსილია გამოყოს დამატებითი დაფინანსება. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება გაერთიანების შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.

თავი II. განხორციელება

    მუხლი 3. ზოგადი პრინციპები

3.1. კომისიის მიერ პროექტი/პროგრამა ხორციელდება ბენეფიციარისათვის და მისი სახელით.

3.2. ბენეფიციარის სახელმწიფოში კომისია წარმოდგენილი უნდა იქნას მისი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ.

    მუხლი 4. შესრულების პერიოდი

4.1. დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან:

- საოპერციო შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ძირითადი ღონისძიებები. ამ ფაზის განხორციელება იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და მთავრდება განხორციელების პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 24 თვით ადრე.

- დასკვნითი ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ფინანსური აუდიტი და შეფასება და დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული კონტრაქტების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. ეს ფაზა ძალაში შედის საოპერაციო შესრულების ფაზის დამთავრების თარიღის მომდევნო დღეს და მთავრდება ამ დღიდან არაუგვიანეს 24 თვეში.

4.2. ძირითად ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ექვემდებარება გაერთიანების მიერ დაფინანსებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაწეულ იქნა საოპერაციო შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტთან, შეფასებასთან და დახურვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებისათვის.

4.3. გაერთიანების წვლილიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდიდან ექვსი თვის შემდეგ.

4.4. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს საოპერაციო შესრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ან უკანასკნელ თარიღამდე.

4.5. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, და საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულების შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

თავი III. კონტრაქტების დადება და გრანტის მინიჭება

    მუხლი 5. ზოგადი პრინციპი

დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებელი ნებისმიერი კონტრაქტი იდება და ხორციელდება, საგარეო ოპერაციების განსახორციელებლად კომისიის მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული წესებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ღონისძიებების დაწყების მომენტისათვის.

    მუხლი 6. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის საბოლოო ვადა

6.1. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელ კონტრაქტებს ხელი უნდა მოეწეროს ორივე მხარის მიერ დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის მანძილზე, რაც ნიშნავს სამი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბოლო ხელმომწერი მხარის მიერ. ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

6.2. ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება აუდიტორულ და შეფასების კონტრაქტებზე, რომლებსაც შეიძლება ხელი მოეწეროთ შემდგომში, ასევე უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების დამატებებზე.

6.3. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წლის ბოლოს, ნებისმიერი ნაშთი, რომელზეც კონტრაქტი არ გაფორმდება ანულირებულ იქნება.

6.4.  ზემოაღნიშნული დებულებები არ ვრცელდება გაუთვალისწინებელი  ხარჯების ნაშთზე.

6.5. კონტრაქტი, რომლის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რაიმე გადახდა, ავტომატურად შეწყდება და ანულირებული იქნება მისი დაფინანსება.

    მუხლი 7. უფლებამოსილება

7.1. სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მოწვევა და მონაწილეობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი გაერთიანების წევრი ქვეყნების ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების განსაკუთებული დებულებების შესაბამისად, ბენეფიციარი მესამე ქვეყნების ან იმ მესამე ქვეყნების, რომლებიც პირდაპირ ნახსენებია ამ აქტში ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის.

7.2. თანამშროლობის სექტორის მარეგულირებელ აქტებში მოცემული განსაკუთრებული პირობების საფუძველზე, შეიძლება გადაწყდეს, რომ ტენდერში მონაწილეობა შეთავაზებულ იქნას იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.

7.3. გაერთიანების მიერ დაფინანსებული საქონელი და მიწოდება, რომელიც საჭიროა სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების კონტრაქტების შესრულებისათვის და დაფინანსებულ ღონისძიებათა შესასრულებლად საჭირო გრანტის ბენეფიციარების შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ორი პუნქტის პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ძირითად აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი IV. კონტრაქტების შესრულების წესები

    მუხლი 8. დამკვიდრებისა და ბინადრობის უფლება

8.1. კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ ბენეფიციარი ქვეყნის დამკვიდრების და ბინადრობის დროებითი უფლებით. ეს უფლება ძალაშია კონტრაქტის დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

8.2. იმ კონტრაქტორების (მათ შორის, გრანტის ბენეფიციარები) და ფიზიკური პირების, რომელთა მომსახურებაც საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, ოჯახის წევრები ისარგებლებენ იგივე უფლებებით პროექტის/პროგრამის განხორციელების განმავლობაში.

    მუხლი 9. საგადასახადო და საბაჟო დებულებები

9.1. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებულ პირობებში, გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა გადასახდელები (მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადი - დღგ - ან მსგავსი გადასახადები) არ უნდა დაფინანსდეს გაერთიანების თანხებით.

9.2. ბენეფიციარის სახელმწიფომ გაერთიანების მიერ დაფინანსებული შესყიდვების კონტრაქტების და გრანტების მიმართ უნდა გამოიყენოს ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო რეჟიმი, რომელსაც იგი იყენებს იმ სახელმწიფოების ან საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც იგი თანამშრომლობს.

9.3. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, უნდა იქნეს გამოყენებული ეს დებულებებიც.

    მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები

10.1. ბენეფიციარის სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უფლებამოსილებაზე პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი უცხოური ვალუტის შემოტანის ან შეძენის თაობაზე. იგი ასევე ვალდებულია გამოიყენოს უცხოური ვალუტის გადაცვლის ეროვნული წესები, არა დისკრიმინაციული წესით ამ ზოგადი დებულებების მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონტრაქტორების მიმართ.

10.2. როდესაც შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, ისინიც აგრეთვე გამოყენებულ იქნება.

    მუხლი 11. კვლევების მონაცემების გამოყენება

11.1. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსების ხელშეკრულება მოიცავს კვლევის დაფინანსებას, დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული ამ კვლევის კონტრაქტი, უნდა არეგულირებდეს ამ კვლევის საკუთრების საკითხს და ბენეფიციარისა და კომისიის უფლებას, გამოიყენოს კვლევაში მოცემული ინფორმაცია, გამოქვეყნოს იგი ან გააცნოს მესამე პირებს.

    მუხლი 12. კონტრაქტების ფარგლებში ამოღებული თანხების გამოყოფა

12.1. არასწორი გადახდებიდან ამოღებული თანხები, რომელიც მოიცავს წინასწარ დაფინანსებული გარანტიის ან კონტრაქტით გათვალისწინებული შესრულების გარანტიების თანხების, გამოყენებული იქნება პროექტის/პროგრამისათვის.

12.2. კონტაქტორი მხრის მიერ ფინანსური ჯამების დაკისრება კანდიდატზე ან ტენდერში მონაწილეზე შესყიდვის ტენდერიდან გასვლის შემთხვევაში, ტენდერის გარანტიების მოთხოვნა, აგრეთვე კომისიაზე მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ევროპის კომისიის ძირითადი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თავი V. ზოგადი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13. ხელმისაწვდომობა

13.1 კომისიის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი/პროგრამა წარმოადგენს შესაბამის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საგანს, რომელიც განისაზღვრება კომისიის თანხმობით.

13.2. ამგვარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა შესაბამისობაში უნდა იყოს კომისიის მიერ განსაზღვრულ და გამოქვეყნებულ ხელმისაწვდომობის და საგარეო ოპერაციების შესახებ წესებთან, რომლებიც ძალაშია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების დროისათვის.

    მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია

14.1. ბენეფიციარმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო ქმედება და თაღლითობა და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი ძიება, რათა ანაზღაურებულ იქნას არასწორად გადახდილი თანხები. ბენეფიციარმა უნდა აცნობოს კომისიას გატარებული ზომების შესახებ.

14.2. „უკანონო ქმედება“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, განმახორციელებელი კონტრაქტების ან გაერთიანების კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია რომელიმე ეკონომიკური ოპერატორის ქმედებით ან უმოქმედობით და აყენებს ან მიაყენებს ზიანს ევროპის კომისიის ძირითად ბიუჯეტს ან მათ მიერ განკარგულ ბიუჯეტს, საკუთარი რესურსების ან შემოსავლის მოკლებით ან მისი დაკარგვით, რომელიც მოპოვებულია პირდაპირ ევროპის კომისიის სახელით, ან დაუსაბუთებელი გასავლის მუხლით.

„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთაშორისო მოქმედებას ან უმოქმედობას:

- წარდგენა ტყუილი ინფორმაციის, არასწორი ან არასრული განცხადებებისა ან დოკუმენტების, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის კომისიის ბიუჯეტიდან ან მათ მიერ ან მათი სახელით განკარგული ბიუჯეტებიდან ფინანსური სახსრების არასწორ დაკავებას.

- იმავე მიზნის მისაღწევად სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ინფორმაციის დაფარვა.

- ამგვარი ფინანსური სახსრების არასწორი გამოყენება განსხვავებული მიზნებისათვის.

ბენეფიციარმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც ბადებს უკანონო ქმედების ან თაღლითობის ეჭვს.

14.3. ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, რათა გამოასწოროს აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინება, გრანტის გაცემის ან კონტრაქტის დადების ან შესაბამისი კონტრაქტების შესრულების ნებისმიერ სტადიაზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ განზრახ ქმედებას, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის სარგებელს, მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ ან იღებს ამგვარი სარგებლის პირობას, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად ან მისი ფუნქციების შესულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის გაერთიანების ფინანსურ ინტერესებს. „აქტიური კორუფცია“ ნიშნავს განზრახ ქმედებას ჩადენილს ნებისმიერი პირის მიერ, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით პირდება ან ანიჭებს თანამდებობის პირს სარგებელს მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის გაერთიანების ფინანსურ ინტერესებს.

    მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ

15.1. ბენეფიციარი თანხმობას გამოთქვამს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წინაშე, რათა მათ მიერ ჩატარებულ იქნას დოკუმენტალური და ადგილზე კონტროლი, დაფინანსების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური სახსრების გამოყენებაზე (მათ შორის კონტრაქტების დადებისა და გრანტის მინიჭების პროცედურები) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და საბოლოო ანგარიშსწორებიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩატარდეს სრული აუდიტი დამხმარე საბუღალტრო დოკუმენტებზე, საბუღალტრო დოკუმენტებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან.

15.2. ბენეფიციარი ასევე თანახმაა, რომ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებისაგან ევროპული გაერთიანების ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ გაერთიანების კანონის შესაბამისად ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს ჰქონდეს ადგილზე კონტროლის ჩატარებისა და შემოწმების უფლებამოსილება.

15.3. ამ მიზნით ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, კომისიის შესაბამის თანამდებობის პირებისათვის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსათვის და მათ უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის უზრუნველყონ იმ ადგილებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სადაც დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, მათი კომპიუტერული სისტემები, ნებისმიერი დოკუმენტები და კომპიუტერული ინფორმაცია ამ ღონისძიებათა ტექნიკური და ფინანსური მართვის შესახებ. ასევე მიმართოს ყველა შესაბამის ზომას, რომ გაადგვილოს მათი მუშაობა. ევროპის კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლების შესვლა უნდა მოხდეს მესამე პირებთან მიმართებით მკაცრად კონფიდენციალურად, კერძო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეულახავად. დოკუმენტები ხელმისაწვდომი და შევსებულ უნდა იქნეს ისეთი მარტივი გზით, რომ იძლეოდეს ადვილად შემოწმების საშუალებას, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს კომისიას, ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ზუსტი მისამართი, სადაც ინახება დოკუმენტები.

15.4. ზემოაღნიშნული კონტროლი და აუდიტი ასევე გამოიყენება კონტრაქტორების და სუბკონტრაქტორების მიმართაც, რომლებმაც მიიღეს გაერთიანების ფინანსები.

15.5. ბენეფიციარს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტროთა სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადგილზე კონტროლისათვის მივლინების შესახებ.

    მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის

16.1. ბენეფიციარი და კომისია ამ დაფინანსების ხელშეკრულების შემდგომი განხორციელების ან განმარტების შესახებ დავის წარმოშობამდე მართავენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.

16.2. კონსულტაციას შესაძლოა მოყვეს დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, დროებით შეჩერება ან შეწყვეტა.

    მუხლი 17. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა

17.1. დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობებისა და დანართ II-ზე ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების დამატებას.

17.2. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეტანის მოთხოვნა მომდინარეობს ბენეფიციარისგან, ამ უკანასკნელმა კომისიას არანაკლებ სამი თვით ადრე იმ დღიდან, როდესაც გათვალისწინებულია ცვლილების ძალაში შესვლა უნდა წარუდგინოს მოთხოვნა. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ არის შესაბამისად დასაბუთებული და თანხმობას გამოთქვამს კომისია.

17.3. საოპერაციო შესრულების ფაზისა და დასკვნითი ფაზის ვადის გაგრძელების სპეციფიკური პირობები მოცემულია ზოგად დებულებების 4(4) და 5 მუხლებში.

    მუხლი 18. დაფინანსების ხელშეკრულების დროებით შეჩერება

18.1. დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

- კომისიამ შეიძლება დროებით შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

- კომისიამ შეიძლება დროებით შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიულ პრინციპების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

- დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს ფორს-მაჟორის შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. „ფორს მაჟორი“, რაც ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და განსაკუთრებულ შემთხვევას ან შემთხვევას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერ მათგანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, რაც მათი მხრიდან არ არის გამოწვეული შეცდომით ან დაუდევრობით (ან მათი კონტრაქტორების, წარმომადგენლების და თანამშრომლების მხრიდან). მათი მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. მოწყობილობებისა და საქონლის ნაკლი ან მათი ხელმისაწვდომობის დაგვიანება, შრომითი დავები, გაფიცვები ან ფინანსური სიძნელეები არ შეიძლება ჩაითვალოს ფორს მაჟორად. მხარეს არ შეიძლება ჩაეთვალოს ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ იგი გამოწვეულია ფორს მაჟორის გამო. მხარემ, რომელიც ფორს მაჟორის წინაშეა დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარეს, პრობლემების შესახებ, სავარაუდო ხანგრძლივობა და ყველა ზომა უნდა იხმაროს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ზიანი.

    მუხლი 19. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა

19.1. თუ საკითხი, რომელიც წინ უძღვის დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტას, არ გადაიჭრება მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია ორი თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულება.

19.2. თუ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელდა რაიმე გადახდა, ან ამავე პერიოდის განმავლობაში შესასრულებელი კონტრაქტი არ იქნა დადებული, დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედება წყდება ავტომატურად.

19.3. როდესაც შეწყვეტა ეცნობება მხარეს, მიმდინარე კონტრაქტებისა და ხელმოსაწერი კონტრაქტების შესახებ შედეგებიც იქნება მასში მითითებული.

    მუხლი 20. დავების გადაწყვეტა

20.1. დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციების შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.

20.2. ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.

20.3. იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.

20.4. ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.

 

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

(დანართი 2)

1. მონაწილეობა

1.1 ამოცანები

შემოთავაზებული პროგრამის ძირითადი ამოცანები შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის კონცეფციასთან, რომელიც მიზნად ისახავს i) პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის, და ii) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისა და მათი საზოგადოებრივი მონაწილეობის მხარდაჭერას.

პროგრამის სპეციფიურ ამოცანებს წარმოადგენს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნის და ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის მეშვეობით, რათა მოხდეს მათი ნებაყოფლობითი დაბრუნება საკუთარ სახლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ან უზრუნველყოს ამ პირთა ნებაყოფლობითი დასახლება ქვეყნის სხვა ადგილზე.

1.2 მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

მოსალოდნელი შედეგები

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა მოახდინოს 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ღია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია, განსახლება, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მოქმედებები:

ა) მთავრობის მიერ განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება, რათა უზრუნველყონ ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ღია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;

ბ) 2009-2010 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებით 1990-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხანგრძლივი საცხოვრებელი და განსახლების პირობების შექმნა (კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და პრივატიზაციის ჩათვლით);

გ) მთავრობის მიერ სამართლიანი და გამჭვირვალე წესით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიური ცენტრების შერჩევის, განაწილების და გადაცემის განხორციელება, 1990-იანი სლების იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველა კატეგორიისათვის მინიმალური საერთაშორისო საცხოვრებელი სტანდარტებისა და პოტენციური ბენეფიციარებისთვის ინფორმირების საფუძველზე.

2.1. ბიუჯეტი და ვადები

წინამდებარე ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის პროექტი განხორციელებული იქნება მიზნობრივი საბიუჯეტო მხარდაჭერის მოდალობების მიხედვით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს €51.5 მილიონს, აქედან €0,8 მილიონი გამოყენებული იქნება ტექნიკური დახმარებისთვის. €50.7 მილიონამდე თანხით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის გავლით ანაზღაურება შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯები.

კომისიის C/2008/8563 გადაწყვეტილების თანახმად „აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს MDF-ის მიერ გაწეული იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკავშირებულ ხარჯების დაფინანსებას. მიუხედავად ამისა, თანხის დაახლოებით 20%-ით შეიძლება დაფინანსდეს მონიტორინგი, შეფასება და თვალსაჩინოება, ისევე როგორც გაწეული ხარჯების აუდიტი დაფინანსებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტიდან და დაკონტრაქტებული და მართული იქნება კომისიის მიერ პროგრამის საჭიროების და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შესაბამისად.

საბიუჯეტო დახმარება გადმორიცხული იქნება ტრანშებად[1] , იმ პირობით, რომ დადებითად შეფასდება გარე აუდიტის მიერ ნებადართული დანახარჯები და დაკმაყოფილდება ზოგადი პირობები (იხილეთ 2.3, 3.2 და ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართი), დაქართველოს მთავრობის მიერ გადახდის მოთხოვნის მიღების შემდეგ.

ინდიკატური საოპერაციო ვადაა 24 თვე დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

2.2. ბიუჯეტის მხარდაჭერის მოდალობები

ცენტრალიზებულად მართული პირდაპირი მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა.

საბიუჯეტო მხარდაჭერა იქნება მიზნობრივი და როგორც ასეთი, პირდაპირ იქნება მიმართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების შესაბამისად. გადარიცხვის შემდეგ თანხა გამოყენებული იქნება როგორც მთავრობის ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი საბიუჯეტო რესურსი და მისი მართვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.3. შესრულების მონიტორინგი და გადმორიცხვის კრიტერიები

2.3.1 პროგრამაზე ზედამხედველობა

პროგრამის ზედამხედველობის განხორციელება ევალება სამეთვალყურეო კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრი, როგორც ეს იყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, 2008“ პროგრამის პირველ ნაწილში.

სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები არიან წინამდებარე პროგრამის განხორციელებაში ჩართული სამინისტროებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები და ასევე წარმომადგენლები ევროკომისიიდან:

- ფინანსთა მინისტრი, თავმჯდომარე;

- ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;

- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

- სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში;

- სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრრაციის საკითხებში;

- სახელმწიფო ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

- სახაზინო სამსახურის უფროსი;

- მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;

- საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მმართველები;

- ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში.

 

კომიტეტი შეიკრიბება მინიმუმ ერთხელ თითოეული ტრანშის გამოყოფამდე და განიხილავს პროგრესს და იმსჯელებს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველანაერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე და პროგრამის განხორციელებაზე.

კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება გამჭვირვალობაზე და უზრუნველყოფს MDF-ის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ჩატარებული პირველი აუდიტის რეკომენდაციების (რომელიც ჩატარდა 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში) შეძლებისდაგვარად სწრაფად და შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გათვალისწინებას. კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს (იხ. დანართი 1, პუნქტი 2).

პროგრამის უნაკლოდ განსახორციელებლად კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს ვალდებულებები:

1. განახორციელოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის პოლიტიკის კონცეფცია და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა (ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც თანდართულია ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2008-2010 წლებში ფინანსური დახმარების გაზრდას).

2. უზრუნველყოფს დონორთა კოორდინაციას და ევროკომისიის ჩართვას მთავრობის და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციონალურ ღონისძიებაში, რომელიც გამიზნული იქნება: ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევის და ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის (MTEF) შემუშავებაზე და შესრულებაზე;

3. უზრუნველყოფს პროგრამის მიერ მხარდაჭერილი სამინისტროების და ინსტიტუტების სტრუქტურის და/ან დებულების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ევროკომისიისთვის; და

4. უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს და ყველა მხარდაჭერილი სამინისტროს და ინსტიტუტის 2009 წლის ბიუჯეტის და 2010 წლის წლიური ბიუჯეტის კანონპროექტის ევროკომისიისათვის ხელმისაწვდომობას ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე.

კომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობა მიაწვდის ევროკომისიას (ევროკომისიის დელეგაციას, აუდიტორთა ჯგუფი, მოკლევადიანი მისიები) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) საბანკო ამონაწერები, რომელიც ეხება წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1. პუნქტში აღნიშნულ ტრანშებს;

ბ) პროგრამის შესაბამისი სექტორების ხარჯების ამონაწერებს (ხაზინა);

გ) მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნულ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) შერჩეული მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;

ე) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიღებული ან პროექტის სახით არსებული კანონები, სამთავრობო აქტები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები;

ვ) Bretton Woods-ის დაწესებულებებთან დაკავშირებული ანგარიშები და შეთანხმებები; და

ზ) პროგრამის განხორციელბასთან დაკავშირებული მთავრობისა და სხვა დონორთა დოკუმენტები და ანგარისები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, როგორც პროექტის, ისე დამტკიცებული ფორმით (ზემოაღნიშნული წერილის/ერთობლივი განცხადების მე-3 პუნქტის შესაბამისად).

2.3.2. პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფის პირობები

პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი პირობების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს: მდგრად მაკრო-ეკონომიკურ ჩარჩოს, სახელმწიფო ფინანსების მართვას და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგიის განხორციელებას, სამოქმედო გეგმას და ნორმატიულ აქტებს, ასევე ხარჯების მიზანშეწონილობას, რომელსაც დაადგენს ევროკომისიის დაქირავებული დამოუკიდებელი და გარე აუდიტორი და ზოგადი პირობების შესრულების შემოწმებას.

2.4. შესყიდვები და ფინანსური პროცედურები

I. „პირდაპირი ცენტრალიზებული მენეჯმენტის“ ოფცია

პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარებისთვის შესყიდვების პროცედურები

ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწიენბული ზოგადი და განსაკუთრებული პირობების და კომისიის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველო იმყოფება გადამწყვეტ მომენტში, როგორც ეს განსაზღვრულია ფინანსური რეგულაციის შესრულების წესების 168(2)-ე მუხლში. აქედან გამომდინარე შესყიდვების კონტრაქტების ან პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმებული პროცედურები გამოყენებული იქნება შესაბამისი დებულებების თანახმად.

გადახდა

კომისიის მიერ ყველა გადარიცხვა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგადი და განსაკუთრებული პირობების, კომისიის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად.

3. შეფასება და აუდიტი

3.1. მიმოხილვა

პროგრამა განხილული იქნება, რათა შეფასდეს ტრანშების გამოყოფის პირობების დაკმაყოფილება, როგორც ეს დეტალურად მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში.

იმ შემთხვევაში, თუ პირობების ან მაჩვენებლის შესრულება ვერ მოხერხდება ფორს მაჟორული სიტუაციის გამო, შესაძლოა მოცემული პირობის ან მაჩვენებლის გაბათილება და იგი აღარ იქნება შესაბამისობის მაჩვენებელი.

3.2. აუდიტი

საბიუჯეტო დახმარება იქნება მიზნობრივი და მიმართული იქნება პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტორული ხარჯების ასანაზღაურებლად. თანხების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება ზოგადი პირობების შესრულებაზე (იხ. პუნქტი 2.3. და დანართი) და გაწეული ხარჯების გარე და დამოუკიდებელი აუდიტის დადებით შეფასებაზე.

აუდიტის მიზანია შემდეგი ღონისძიებები შესრულების შემოწმება:

I) მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, როგორც ეს ასახულია დანართ 2-ის ცხრილში და ახალი 2009 წლის ბიუჯეტის ასიგნებები (საბიუჯეტო კოდი 23 06 02 13) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დანართი 3-ის შესაბამისად;

II) მცხეთის მუნიციპალიტეტის 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, დანართი 2-ის შესაბამისად;

აუდიტი/განხილვა განხორციელდება როგორც თანხის გამოყოფის პირობა. აუდიტი ჩატარდება, რათა შემოწმდეს I) და II) პუნქტებში აღნიშნული ხარჯები (შესყიდვების პროცედურების ჩათვლით), რომლებიც გაწეულ იქნა საქართველოს 2008, 2009 და შემდგომ ფისკალურ წლებში, შემდეგი მიზნებისთვის:

ა) დადასტურდეს მიზნობრიობა (მატერიალური, იუდირიული და მარეგულირებელი კუთხით) ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების, რომელიც ანაზღაურებულ ან რეფინანსირებული იქნება ევროკომისიის მიერ მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სახით;

ბ) ჩატარდეს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება, რომლის მიხედვით ხდება საბიუჯეტო ხარჯების ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარებით ანაზღაურება ან რეფინანსირება (საჭიროებისამებრ).

გ) გასცეს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც სასარგებლო იქნება ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სათანადო განხორციელებისათვის მიზნობრივ სექტორებზე.

3.3. ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება გამოყოფილი იქნება საქართელოს მთავრობის მოთხოვნით და მასთან შეთანხმებით პროგრამის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშისა და მხარდაჭერისათვის. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ევროკომისია გაუწევს ადმინისტრირებას პროგრამისთვის გამოყოფილ ტექნიკური დახმარების თანხებს და განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას (TOR) ამ დამხარებისათვის.

პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ტექნიკური დახმარების ჯგუფის სტატუსი წინასწარ შეთანხმდება საქართველოს მთავრობასთან და დარეგულირდება დაფინანსების ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი ჩარჩო შეთანხმებით.

3.4. ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში

ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, თბილისში ზედამხედველობას გაუწევს პროგრამას.

4. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა

კომუნიკაცია და თვალსაჩინოება უზრუნველყოფილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია დონორთა კოორდინაციის საბჭო. მთავრობა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს EC-ის მონაწილეობა საბჭოს ყველა სხდომაში. პროგრამის შესრულებისას EC ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით, მოაწყობს სახალხო ღონისძიებებს, რათა ჩააყენოს საზოგადოება მოვლენების საქმის კურსში.

დანართი

1- თანხის გადახდის პირობები და ვადები

2- საქართველოს 2008 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 2008 წლის საქართველო-რუსეთის ღია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების განსახლებისათვის.

3- საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის MDF-ის ასიგნებები.

 

 

 

დანართი 1

თანხის გადახდის პირობები და ვადები

ეს დანართი მოიცავს სამ ძირითად სფეროს: (1) პასუხისმგელობები. (2) თახნის ჩამორიცხვის ინდიკატური ვადები. (3) თითოეული ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები.

1. პასუხისმგებლობები

დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩამორიცხვის პირობების საფუძველზე, ბენეფიციარი ევროკომისიას გაუგზავნის ოფიციალურ მოთხოვნას ყოველი ტრანშის ჩამორიცხვაზე ქვემოთ გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს თანხის გადახდის დასაბუთებას, თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტებით.

2. თანხის გადახდის მოდალობა

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.3.2 პუნქტის და წინამდებარე დაფინანსების შეთანხმების ორივე მხარის ხელმოწერის შესაბამისად, ევროკომისია გამოყოფს თითოეულ ტრანშს შემდეგი პირობებით:

● მთავრობისგან ოფიციალური მოთხოვნის მიღება თანხის გამოყოფაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია ზოგადი პირობების შესრულებაზე;

● დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაკეთებული დასკვნის მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების მიზანშეწონილობაზე.

● შესაბამისობა ზოგად დებულებებთან, რომელიც განსაზღვრულია ქვემოთ მე-3 პუნქტში;

ამავდროულად, მეორე და შემდგომი ტრანშების გამოყოფა დამოკიდებული იქნება MDF-ის პირველი აუდიტის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ EC-თვის მომზადებულ და წარდგენილ შესაბამის ანგარიშზე[2] .

ბოლო ტრანში გამოყოფილი იქნება პროგრამის განხორციელების დადებითად შეფასების და მისი ევროკომისიის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობა გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე გააკეთებს მოთხოვნას სამ ტრანშად, შემდეგი ინდიკატური ოდენობით და პერიოდულობით:

(1) 12.1 მლნ ევრო - 2009 წლის მე-2 კვარტალი; (2) 28.6 მლნ ევრო - 2009 წლის მე-3 კვარტალში; (3) 10.0 მლნ ევრო - 2009 წლის მე-3 კვარტალი ან 2010 წლის პირველი კვარტალი, შესაბამისად.

3. ყველა ტრანშების ჩამორიცხვის ზოგადი პირობები

(ა) ცხრილში მოცემული ზოგადი პირობები გამოყენებული იქნება ტრანშის ჩამორიცხვაზე, ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ტრანშის გამოყოფის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

ცხრილი (ა): ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

 

პირობა

კრიტერიუმი

შესრულების წყარო

ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო

მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის დადებითი შეფასება IMF-ის და EC-ის მიერ.

IMF-ის და ECFIN ანგარიშები.

ბ. სახელმწიფო ფინანსების მართვა

სტაბილური სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მენეჯმენტი

განახლებული PFM-ის სტრატეგიული ხედვის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი 2007 წლის PEFA-ს შეფასების გათვალისწინებით.

ხელმისაწვდომი ანგარიშები/ოქმები

გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ნორმატიული აქტები

იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად

შემდგომი პროგრესი შემდეგ მიმართულებებში:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგიის განხორციელება;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კონცეფცია;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა 2009-2011 წლების სამოქმედო გეგმის განახლება და დამტკიცება (ერთობლივი განცხადების/წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად)

დ) 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიურ ცენტრებში არსებული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესის დარეგულირება.

მთავრობის ხელმისაწვდომი ანგარიშები; მთავრობის, პარლამენტის ან პრეზიდენტის ბრძანებულებები; სამეთვალყურეო კომიტეტის ოქმები; UNHCR-ის ანგარიშები; EUMM-ის ანგარიშები და/ან სხვა დონორების ან მრავალმხრივი სააგენტოების ანგარიშები; სოციალური და ეკონომიკური დამოუკიდებელი კვლევები.

რომელიც ასევე მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

● კოლექტიური ცენტრების გამჭვირვალე და მოთხოვნაზე დამყარებული შერჩევის, განაწილების და კერძო საკუთრებაში გადაცემის პრინციპებს, ბენეფიციართა უფლებების ინფორმირებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყების ვალდებულების ჩათვლით.

● იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიურ ცენტრებში საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების მინიმალური საცხოვრებელ სტანდარტებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობების მოთხოვნებს.

● სამთავრობო საინფორმაციო სისტემის დანერგვა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს მიაწვდის სრულყოფილ და უტყუარ ინფორმაციას და შესაბამის მასალებს (საინფორმაციო კომპანია, ბორშურები, კონტრაქტები და სხვა).

 

დანართი 2

საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართელოს ღია კომპლექტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და დაზარალებულებისათვის

რეგიონი/მუნიციპალიტეტი

მთავრობის ბრძანებით გამოყოფილი თანხა

ბრძანება №563

ბრძანება №665

ბრძანება №503

ბრძანება №878

კახეთი

1,474.60

1,474.60

 

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

362.00

362.00

 

 

 

თელავის მუნიციპალიტეტი

489.40

489.40

 

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

623.20

623.20

 

 

 

სამეგრელო და ზემო სვანეთის მხარე

750.00

400.00

350.00

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტი

750.00

400.00

350.00

 

 

იმერეთი

3,000.00

3,000.00

 

 

 

ქუთაისი

3,000.00

3,000.00

 

 

 

შიდა ქართლი

34,023.10

17,828.60

12,814.50

2,580.00

800.00

გორის მუნიციპალიტეტი

25,081.00

12,900.00

9,181.00

2,200.00

800.00

ქარელის მუნიციპალიტეტი

6,159.40

2,225.90

3,633.50

300.00

 

კასპის მუნიციპალიტეტი

180.00

100.00

 

80.00

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი

2,602.70

2,602.70

 

 

 

ქვემო ქართლის მხარე

12,214.75

11,074.75

 

1,140.00

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი

3,660.75

3,660.75

 

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

325.00

325.00

 

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

1,683.00

1,683.00

 

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

6,546.00

5,406.00

 

1,140.00

 

მცხეთა–მთიანეთის მხარე

98,527.50

98,527.50

 

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი

96,775.00

96,775.00

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი

1,752.50

1,752.50

 

 

 

რაჭა–ლეჩხუმის მხარე

1,541.00

1,541.00

 

 

 

ონის მუნიციპალიტეტი

1,541.00

1,541.00

 

 

 

მუნიციპალურის განვითარების ფონდი

42,800.00

42,800.00

 

 

 

ჯამი (ათას ლარში)

194,331.0

176,646.5

13,164.5

3,720.0

800.0

 

ცხრილში ასახულია საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების ხარჯები და შესაბამისი მთავრობის ბრძანებები.

 

დანართი 3: საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტით MDF-ისთვის გამოყოფილი თანხები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის.

 

ორგანიზაციული კოდი

დასახელება

2009 წლის გეგმა

მ.შ. საბიუჯეტო სახსრები

მ.შ. კრედიტები და გრანტები

23 06 02

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

166,064.90

119,211.90

46,853.00

23 06 02 01

მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის II პროექტი

0.00

0

0.00

23 06 02 02

სოციალური ინვესტიციების I პროექტი

0

0

0

23 06 02 04

ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი

5,210.40

856.40

4,354.00

23 06 02 05

ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

0

0

0

23 06 02 06

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

4839

0

4839

23 06 02 07

ინკლუზიური რეგიონალური ეკონომიკის განვითარების პროექტის მეშვეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში სამშიდობო პროცესების გაძლიერება

1815

0

1815

23 06 02 08

განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამა

600

0

600

23 06 02 09

ქობულეთის წყალარინების რეაბილიტაციის პროექტი

593

0

593

23 06 02 10

ბორჯომის წყალმომარაგების სისტემის რეაბაილიტაცია

2966

0

2966

23 06 02 11

მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი (აზიის განვითარების ბანკი)

14,103.70

360.7

13,743.00

23 06 02 12

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი

14,103.70

360.7

13,743.00

23 06 02 13

დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ევროკავშირი)

117,634.10

117,634.1

0.00

23 06 02 14

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში

4,200.00

0

4,200.00

 

ცხრილში ასახულია ხარჯების ჩაშლა ათას ლარში



[1] იხილეთ დანართი 1 დაგეგმილი 3 ტრანშის წინასწარ ვადებზე.

[2] MDF-ის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით Price-Waterhouse Coopers-ის მიერ 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული პირველი აუდიტის ანგარიში.