„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ერთი

  • Word
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ერთი
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110708004, 14/07/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016043
  • Word
0
29/09/2010
ვებგვერდი, 110708004, 14/07/2011
480610000.03.030.016043
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება ნომერი ერთი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ცვლილება ნომერი ერთი

 

ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში

 

USAID-ის დახმარების შესახებ ხელშეკრულება №AAG-114-G-10-00001

 

2010 წლის 29 სექტემბერი

 

ცვლილება ნომერი ერთი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით („USAID“) და საქართველოს, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები“) შორის 2010 წლის 25 თებერვლის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.

ვინაიდან, გრანტის მიმღებმა და USAID-მა 2010 წლის 25 თებერვალს გააფორმეს დახმარების შესახებ ხელშეკრულება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარების მიზნით, როგორც ეს აღწერილია აღნიშნული დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) დანართ 1-ში (განვრცობილი აღწერა) და

ვინაიდან, გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების მთლიანი თანხა გაიზარდოს $120,000,000-დან $123,260,000-მდე; (ბ) საქართველოს მთავრობის მონაწილეობა გაიზარდოს $39,600,000–დან $41,086,666-მდე; (გ) „სუფთა ენერგიის ინიციატივა“ და „დამხმარე ხარჯები“ დაემატოს განვრცობილ აღწერას და ფინანსურ გეგმას და (დ) USAID-ის მთლიანი მიახლოებითი კონტრიბუცია გაიზარდოს $2,260,000-ით აღნიშნული ორი პროექტის მხარდასაჭერად,

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

1. ხელშეკრულების პუნქტი 3.1–ის (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მონაწილეობა) (ა) ქვეპუნქტის პირველი წინადადება წაიშლება სრულად და შემდეგით ჩანაცვლდება:

„(ა) გრანტი. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით USAID გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ა სოცდასამ მილიონ ორას სამოცი ათას აშშ დოლარს ($123,260,000) (გრანტი).“

2. პუნქტი 3.2.-ის (ბ) ქვეპუნქტის მესამე ხაზი, აშშ დოლარში მოცემული თანხის ოდენობა „$39,600,000“ წაიშლება და ჩანაცვლდება „$41,086,666“-ით.

3. შემდეგი პირობები დაემატება დანართი 1-ის V პუნქტის (საქმიანობების/საქმიანობის ნაწილი) (გ) ქვეპუნქტის შემდეგ:

 

„(დ) „საქართველოს სუფთა ენერგიის ინიციატივა“ ($ 1.5 მილიონი). აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს კერძო სექტორზე ორიენტირებული ეფექტური სისტემით, რომელიც გულისხმობს განახლებადი ენერგიების გამოყენებას ერთიან ენერგოსისტემაზე არამიერთებულ სოფლებისათვის სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიის მისაწოდებლად. ერთიან ქსელს მიღმა დარჩენილი 29 თემისათვის ენერგიის მიწოდება გაბაპირობებს სასოფლო-სამეურნეო სექტორში ეკონომიკურ ზრდას დაავადებების დამარცხების მეშვეობით (გაყინვით, განათებით, სტერილიზაციით და ა.შ.), განათლების დონის გაუმჯობესებას  (განათების, გათბობის, კომპიუტერებისა და ინტერნეტით მომსახურების მეშვეობით), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებას (ირიგაცია, შენახვა, გადამუშავება და ა.შ.). ენერგომომსახურების უზრუნველყოფა და ეკონომიკური ზრდისათვის დამახასიათებელი პერსპექტივების დასახვა მცირე ბიზნესის საწარმოო ნიადაგს შექმნის.“

 

„(ე) პროგრამის მხარდაჭერა ($760 ათასი). აღნიშნულით დაფინანსდება ადმინისტრაციული მხარდაჭერა და პროგრამის (პროგრამების) ზედამხედველობა, რომელიც დაფინანსებულ უნდა იქნეს წინამდებარე დახმარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.“

4. პუნქტი 3.1-ის (ბ) ქვეპუნქტის მეორე წინადადებაში აშშ დოლარში მოცემული თანხის ოდენობა $124,555,000 წაიშლება და ჩანაცვლდება „$126,815,00“-ით.

5. დანართი 1-ის VI პუნქტის (ა) ქვეპუნქტის პირველ ხაზში, აშშ დოლარში მოცემული თანხის ოდენობა $124,555,000 წაიშლება და ჩანაცვლდება  „$126,815,00“-ით.

6. დანართი 1–ის, „აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური გეგმა: ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების დახმარების შესახებ ხელშეკრულება 2010–2013 წლებისათვის“ ცხრილი წაიშლება სრულად და ჩანაცვლდება შემდეგნაირად:

 

მიზანი და ღონისძიებები

ვალდებულების მთლიანი

თანხა

კონტრიბუცია ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ*

დარჩენილი თანხა, რომელზეც უნდა იქნეს აღებული ვალდებულება

მთლიანი მიახლოებითი კონტრიბუცია

ეკონომიკური ზრდის მიზანი, ინფრასტრუქტურის სფერო, თანამედროვე ენერგო მომსახურება

ელექტროგადაცემის განახლება, რეკონსტრუქცია და ოპერირება

$31,500,000

$0

$1,500,000

$33,000,000

გაზის ტრანზიტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეცვლა და რეაბილიტაცია

$81,500,000

$0

$500,000

$82,000,000

ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისება

$8,000,000

$1,510,000

$45,000

$9,555,000

საქართველოს სუფთა ენერგიის ინიციატივა

$1,500,000

$0

$0

$1,500,000

პროგრამის მხარდაჭერა

$760,000

$0

$0

$760,000

სულ

$123,260,000

$1,510,000

$2,045,000

$126,815,000

* მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული წარმოადგენს USAID-ის კონტრიბუციას ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისების პროგრამაში, რომელზეც ვალდებულება აღებულია განხორციელების ხელშეკრულებებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები არ შედის ვალდებულების თანხაში, ეს თანხები განიხილება როგორც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი კონტრიბუცია ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების მხარდასაჭერად. აღნიშნული პირდაპირ ნაკისრი კონტრიბუცია მოიცავს:

 

       NARUC $175,000

       შავი ზღვის ინიციატივა – $225,000

       SynEnergy – $180,000

       ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისება – $930,000

       სულ: $1,510,000

 

7. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.

 

რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ერთს ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ თარიღში:

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

 

სახელი, გვარი: Jonathan M. Conly

 

 

თანამდებობა: Mission Director

                           USAID/Caucasus

საქართველო

 

 

სახელი, გვარი: კახა ბაინდურაშვილი

 

 

თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

 

 

ცვლილება ნომერი ერთი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 25 თებერვლის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.