დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/1197 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110706023, 07/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.016087 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1197
2011 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 150211 15/02/2011) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში” და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი ორგანო, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი ორგანოს ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩაითვალოს დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნებულად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დოკუმენტის კომენტარები