„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4863-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110706007, 06/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.016365
  • Word
4863-რს
21/06/2011
ვებგვერდი, 110706007, 06/07/2011
360050000.05.001.016365
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 2124 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2224 პუნქტები:

22. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არუმეტეს 10 წლის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.

23. ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, აგრეთვე აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი, აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.

24. დაცულ ტერიტორიზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა..

2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის მე-12 მუხლის 2124 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში;.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) დაცულ ტერიტორიზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით, ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენები, სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები;“.

4. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3მე-5 პუნქტები:

3. 2011 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება დაცულ ტერიტორიების უძრავი ქონების (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიწისა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.

4. 2011 წლის 1 სექტემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ.

5. 2012 წლის 1 იანვრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ..

მუხლი 2. ს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 21 ივნისი.

№4863-რს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.