საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 13/07/2002
ძალაში შესვლის თარიღი 27/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.110
  • Word
1586
25/06/2002
სსმ, 22, 13/07/2002
200.000.000.05.001.001.110
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ. გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა ანალოგიური წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით.“.

2. მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციები“.

3. 29-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი – ფიზიკური პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, აგრეთვე საწარმო (ორგანიზაცია) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.“;

ბ) მე-15 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა არ განიხილება საქონლის მიწოდებად.“.

4. მე-40 მუხლში სიტყვები „ან 63-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „63-ე ან 631“.

5. 43-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო სტიპენდია და სახელმწიფო დახმარება;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული მატერიალური დახმარება და ერთჯერადი განაცემი;“;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ. საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.“.

6. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„ამხანაგობები და სხვა ანალოგიური წარმონაქმნები მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად.“.

7. 45-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ქონებისა და ფულადი სახსრების სახით, გარდა განთავისუფლებული შემოსავლებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონების, ფულადი სახსრების, შესრულებული სამუშაოსა და გაწეული მომსახურების ღირებულება, გარდა მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებული შემოსავლებისა“.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

     „მუხლი 451. საწარმოს ერთობლივი შემოსავლის კორექტირება

ერთობლივ შემოსავალში არ შედის საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება ამ კოდექსის 631 მუხლის შესაბამისად.“.

9. 47-ე მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ. საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.“.

10. მე-60 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ზარალი არ კომპენსირდება.“.

11. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ეს მუხლი არ ვრცელდება ამ კოდექსის 631 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:

     „მუხლი 631. საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა

1. საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებზე სახელმწიფოს მიერ გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან, 10-პროცენტიანი განაკვეთით.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაბეგრილი შემოსავალი შემდგომ დაბეგვრას ან გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.“.

13. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. პროცენტები – 63-ე და 631 მუხლების მიხედვით;“;

ბ) „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური საწარმოს“ შეიცვალოს სიტყვებით „ფიზიკური პირების – მეწარმეების, ფიზიკური პირების, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), იურიდიული პირების, აგრეთვე საწარმოების, ორგანიზაციების და მუდმივი დაწესებულებების“.

14. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „შემთხვევაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავენ ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს)“.

 15. 73-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „შემოსავლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(მათ შორის, საჯარიმო სანქციების)“.

16. 88-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ. ფიზიკურ პირებს – მეწარმეებს, ფიზიკურ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), იურიდიულ პირებს, აგრეთვე საწარმოებს, ორგანიზაციებს და მუდმივ დაწესებულებებს, რომლებიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებენ ფიზიკურ პირს, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არის რეგისტრირებული.“;

ბ) მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ამავე განაკვეთით აკავებს საშემოსავლო გადასახადს პირი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არის რეგისტრირებული.“;

გ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

17. 89-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „საქმიანობას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას)“.

18. 90-ე მუხლს სიტყვის „ანგარიშ-ფაქტურებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საბაჟო დეკლარაციებით“.

19. 96-ე მუხლის მე-7 ნაწილს სიტყვების „114-ე მუხლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მე-3 ნაწილის“.

 20. 98-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „კომპენსაციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(მათ შორის, გადამხდელის მიერ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, მიმღებისაგან ან ნებისმიერი სხვა პირისაგან მიღებული ან მისაღები ჯარიმების და საურავების)“.

21. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 101. გადასახადისაგან განთავისუფლება

1. დღგ-ისაგან განთავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, აგრეთვე იმპორტის შემდეგი სახეები:

ა. ფინანსური მომსახურების გაწევა;

ბ. ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების მიწოდება ან/და იმპორტი;

გ. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი;

დ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური და სპეციალური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი;

ე. ჩამორთმეულ, უპატრონო ფასეულობათა, განძეულობისა და შესყიდულ ფასეულობათა, აგრეთვე სახელმწიფოსათვის მემკვიდრეობით მიღებულ ფასეულობათა მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში;

ვ. სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;

ზ. ბინის (გარდა სასტუმროსი) ქირა, უძრავი ქონების (გარდა ახალაშენებული საცხოვრებელი შენობისა) მიწოდება (ახალაშენებულად ითვლება საცხოვრებელი შენობა აშენებიდან 2 წლის განმავლობაში);

თ. სამედიცინო მომსახურება, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ი. ავადმყოფთა, ინვალიდთა და ღრმად მოხუცებულთა მოვლა-პატრონობის მომსახურება;

კ. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 121110000, 121120000, 130110000, 130120000, 150420, 151530, 1520 და 170211000 კოდებში მითითებული საქონლის, 28-ე და 29-ე ჯგუფებში წარმოდგენილი სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის, მათ შორის, ვაქცინების 391212000, 391231000, 701010000, 701094790 და 960200000 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;

ლ. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000, 9001 30 000, 9001 40, 9001 50, 9018-9022, 9025 11 910 და 9402 კოდებში აღნიშნული საქონლის, 8713 და 8714 20 000 კოდებში მითითებული ინვალიდთა ეტლების, იოდირებული მარილის, რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი;

მ. დიაბეტური კვების პროდუქტების მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;

ნ. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;

ო. წრეებში, სექციებსა და სტუდიებში ბავშვებისა და მოზარდების სწავლების მომსახურება, აგრეთვე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უპატრონო ბავშვთა სახლებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურება;

პ. სამეცნიერო ლიტერატურის, აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებთან შეთანხმებით დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოებისა და საბავშვო ლიტერატურის ბეჭდვა, მიწოდება ან/და იმპორტი;

ჟ. საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება; სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი;

რ. თეატრალური და საცირკო წარმოდგენების, კლასიკური მუსიკის კონცერტების, მუზეუმების ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება;

ს. სამეცნიერო, სახელოვნებო და მხატვრული ლიტერატურის, წიგნებისა და ჟურნალების იმპორტი, რომელთა ავტორები საქართველოს მოქალაქეები არიან, აგრეთვე უცხოეთში გამოცემული ქართული კლასიკური ლიტერატურის იმპორტი;

ტ. პერიოდული ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ლიტერატურის ბეჭდვა, მიწოდება, იმპორტი და რეალიზაციის მომსახურება;

უ. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 (რვეულები) კოდში მითითებული საქონლის მიწოდება;

ფ. საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, აგრეთვე მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურის ნუსხაში შეტანილი საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები;

ქ. დაკრძალვასთან დაკავშირებული რიტუალური (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურება;

ღ. სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, ჰუმანიტარული დახმარებისა და ქველმოქმედების მიზნით საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გადაცემული საქონლისა და გრანტების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ; სამუშაოების შესრულება კონტრაქტების საფუძველზე, რომელთაც ზემოაღნიშნული მიზნებისათვის აფინანსებს უცხოეთის ორგანიზაცია და რომელთა ერთ-ერთ მონაწილე მხარეს წარმოადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის საქონლის იმპორტის, აგრეთვე კონტრაქტებით სამუშაოების შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;

ყ. სახელმწიფო რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურება;

შ. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4406, 7208 40 100, 7209 26 900 და 7302 კოდებით, 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლის (გარდა 8414 51 900, 8414 59 300, 8414 59 500, 8414 59 900, 8415, 8418, 8419 50 900, 8419 81 910, 8419 81 990, 8419 89 950, 8421 12 000, 8421 21 900, 8421 23 900, 8421 29 900, 8421 31 900, 8422 11 000, 8422 19 000, 8423 10, 8423 81, 8431, 8450, 8469, 8470 10, 8470 21 000, 8470 29 000, 8470 30 000, 8470 90 000, 8471 10 900, 8471 41 900, 8471 49 900, 8471 50 900, 8471 60 400, 8471 60 500, 8471 60 900, 8471 70 400, 8471 70 510, 8471 70 530, 8471 70 590, 8471 70 600, 8471 70 900, 8471 80, 8472 10 000, 8472 90, 8473, 8481 80, 8481 90 000, 8482, 8507-8513, 8516-8524, 8525 20 910, 8525 30, 8525 40, 8527-8528, 8529 10 200, 8529 10 310, 8529 10 390, 8529 10 400, 8529 10 500, 8529 10 900, 8531, 8536 61, 8536 69, 8539-8540, 8544-8546, 8548, 9001 90 900, 9003-9004, 9005 10, 9006-9010, 9014 20 900 და 9016 00 კოდებში ჩამოთვლილი საქონლისა), აგრეთვე 8531 10 100, 8539 10 100, 8601-8603, 8604 00 000, 8605 00 000, 8606 10 000, 8607 19, 8702 (გარდა 20 კაცის ან ნაკლების გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით), 8704-8705, 8709, 8716 20, 8716 31, 8716 39, 8901-8902 და 8904-8906 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება;

ჩ. საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა, დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი განთავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; აგრეთვე უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი; საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; ასევე პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;

ც. საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების, აგრეთვე ტარა-შესაფუთი მასალის იმპორტი ფაქტობრივად ექსპორტირებული მზა პროდუქციის მოცულობის ფარგლებში. აღნიშნული ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და ტარა-შესაფუთი მასალის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას ხდება დღგ-ის გადახდევინება ან საბანკო გარანტიის დატოვება, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან მზა პროდუქციის გატანისას გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოს მიერ უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია ფაქტობრივად ექსპორტირებული მზა პროდუქციის მოცულობის მიხედვით;

ძ. საქონლის ტრანზიტი, რეიმპორტი, დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანასთან (გარდა საავიაციო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანისა) უშუალოდ დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება, სატვირთო ოპერაციები, ნავსადგურებში აგენტირება;

წ. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი; საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას რეექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე გადაიხდევინება დღგ ან/და საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია ან შესაბამისი ღირებულების შემოტანილი საქონელი გარანტიის სახით, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოს მიერ უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან გარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;

ჭ. ფიზიკურ პირთა მიერ საქონლის იმპორტი იმ ლიმიტზე ნაკლები ოდენობით, რომელიც დადგენილია საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლებისათვის;

ხ. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება;

ჯ. საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით;

ჰ. შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი.

2. დღგ-ისაგან განთავისუფლება ერთიანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევის დროს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ _ „ჭ“ ქვეპუნქტების მიხედვით დღგ-ისაგან განთავისუფლება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლების პირობები; ამასთან, თუ საბაჟო გადასახადის მიზნით საქართველოში შემოტანილი საქონელი ექვემდებარება დაბრუნების რეჟიმს, ან თუ საბაჟო გადასახადი ექვემდებარება გადახდას განთავისუფლების პირობების დარღვევის გამო, დღგ-ის მიმართაც გამოიყენება იგივე რეჟიმი.“.

22. 102-ე მუხლის ტექსტს სიტყვის „საქონლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა შავი და ფერადი ლითონების ჯართისა)“.

23. 107-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის:

ა) პირველი და მეორე წინადადებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. მომსახურების მიმღები პირის მიერ ამ მომსახურებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებლის ადგილი, თუ ამ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ:“;

ბ) მეორე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სარეკლამო,“.

24. 108-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ ფიზიკური პირი, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, ეწევა მომსახურებას ან ასრულებს სამუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული საგადასახადო აგენტისათვის, აღნიშნული მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება იბეგრება ამ მუხლის მიხედვით.“;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვა „ნაწილის“ შეიცვალოს სიტყვებით „და 11 ნაწილების“, ხოლო სიტყვის „არარეზიდენტისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ფიზიკური პირისათვის, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არის რეგისტრირებული“.

25. 113-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „თანხას“ შეიცვალოს სიტყვით „თანხებს“.

26. 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, იმ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საწარმოებლად გამოყენებულ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გადახდილ დღგ-ზე, რომლის მიწოდებაც განთავისუფლებულია დღგ-ისაგან, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი შემდგომი მიწოდება.“.

27. 115-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში რიცხვი „15“ შეიცვალოს რიცხვით „10“;

ბ) მე-3 ნაწილს სიტყვის „დღისა.“ შემდეგ დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ საქონლის (ელექტროენერგიის ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ან მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, აღნიშნული საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა შესრულებულად ითვლება არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს ცალკეულ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე), აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის, შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტროენერგიისა და თბოენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, მომხმარებელთა ფართო წრისთვის, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“;

დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. პირს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობისათვის ან არასწორად გამოწერისათვის ეკისრება ფინანსური სანქციები ამ კოდექსის 121-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბებისათვის – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბებად ჩაითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის უკანონოდ დამზადება, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სხვადასხვა ეგზემპლარში განსხვავებული რეკვიზიტების შეტანა, პირის მიერ იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და მყიდველისათვის წარდგენა, რომელიც საგადასახადო ორგანოების მიერ არ იყო ამ პირზე გაცემული, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში გამყიდველის შესახებ რეკვიზიტების არასწორად შეტანა და უსაქონლო და ფიქტიურ ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა.“.

28. 116-ე მუხლის პირველ ნაწილში რიცხვი „15“ შეიცვალოს რიცხვით „10“.

29. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„თუ საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელდა უსაქონლო ოპერაციები ან ფიქტიური გარიგებები, რის შედეგადაც წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით უზრუნველყოფილი არ იქნება კუთვნილი გადასახადის ბიუჯეტში გადახდა, მაშინ ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მყიდველისთვის დღგ-ის ჩათვლა უქმდება.“.

30. 123-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკური ან იურიდიული“.

31. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „შემოტანა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე მარკირების გარეშე ათი ლიტრისა და მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინისა) საცალო ქსელში მიწოდება“.

32. 143-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

33. 144-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საანგარიშო წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელები გადასახადს იხდიან მიმდინარე გადასახდელების სახით, რომლებიც გამოიანგარიშება გასული კალენდარული წლის დასაწყისისათვის და ბოლოსათვის ბალანსზე რიცხული აქტივების საშუალო წლიური ღირებულების მიხედვით და ბიუჯეტში ჩაირიცხება ყოველკვარტალურად, კვარტლის მეორე თვის 15 რიცხვისათვის, თანაბარ ნაწილებად.“.

34. 154-ე მუხლში რიცხვი „0.15“ შეიცვალოს რიცხვით „0.24“.

35. 185-ე მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. დამქირავებელი ფიზიკური პირები – მეწარმეები, ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოები, ორგანიზაციები და მუდმივი დაწესებულებები, რომლებიც შრომას უნაზღაურებენ საქართველოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს;

ბ. ფიზიკური პირები – მეწარმეები, ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოები, ორგანიზაციები და მუდმივი დაწესებულებები, რომლებიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებენ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მათ სამოქალაქო – სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, საქართველოში უსრულებენ სამუშაოს ან უწევენ მომსახურებას და საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არიან რეგისტრირებულნი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. ფიზიკური პირები – მეწარმეები, ამ კოდექსით მათთან გათანაბრებული პირები და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას.“.

36. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტია სამუშაოს შესრულებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური ან სარგებელი.“;

37. 187-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება (გათავისუფლება ეხება მხოლოდ ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას);“.

38. 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

39. 202-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვის „მიწოდებას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი აირის იმპორტს“.

40. 203-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „შემოსვლისა“ შეიცვალოს სიტყვით „შემოსვლისათვის“, ხოლო მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისათვის გადასახადის გადამხდელად, თუ იგი საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტით გაივლის“.

41. 206-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვა „შემოსვლის“ შეიცვალოს სიტყვებით „შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის“, ხოლო სიტყვები „(საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით)“ ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის აკრეფას, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონითი და გაბარიტული პარამეტრების შემოწმებას ახორციელებს:

ა. საქართველოს საბაჟო ორგანო – საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას;

ბ. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს საზღვრის შიგნით გადაადგილებისას.“.

42. 218-ე მუხლის მე-7 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები:

„ამასთან, თუ დადგინდა, რომ საშუალო დღიური ბრუნვა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ წინა ერთი თვის საშუალო დღიურ ბრუნვასთან შედარებით ხელოვნურად 20 და მეტი პროცენტით არის შემცირებული გადასახადის დამალვის მიზნით, გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა დაკვირვებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობის ორმოცდაათმაგი ოდენობით. აღნიშნული მეთოდების გამოყენებით გადამხდელთა საქმიანობაზე დაკვირვებისა და გამოკვლევის ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.

43. 223-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „არსებული“.

44. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2231 მუხლი:

     „მუხლი 2231. სპეციალური მარკები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ან შემოტანილი (იმპორტირებული) ზოგიერთი საქონელი დაუქვემდებაროს მის მიერ დადგენილი წესით სპეციალური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდების მიხედვით ადგენს სპეციალური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხასა და მარკირების წესს.

3. აკრძალულია მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის სპეციალური მარკების გარეშე მიწოდება და თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა. მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის სპეციალური მარკებით ნიშანდება ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ამ წესის დარღვევით მარკირებული საქონელი ჩაითვლება არამარკირებულად.

4. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები დადგენილი წესით ახდენენ სპეციალური მარკების გარეშე იმპორტირებული ან გასაყიდად მიღებული, მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

5. ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხრიდან სპეციალური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა, გარდა ფორსმაჟორისა) განიხილება შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად ან/და მიწოდებად და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმპორტიორის მიერ სპეციალური მარკების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში სპეციალური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში მარკები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

6. სპეციალური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები სპეციალური მარკების შეძენისას იხდიან მათ ნომინალურ ღირებულებას.“.

45. 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „მინიჭებას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „3 დღის ვადაში“, ხოლო სიტყვის „მიხედვით“ შემდეგ – სიტყვები „სანამ აღნიშნულ ინფორმაციას არ მიიღებს საგადასახადო ორგანო, აგრეთვე“.

46. 235-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „გადასახადი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და გადასახადის მიმდინარე გადასახდელები“.

47. 244-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 244. საგადასახადო გირავნობა

1. საგადასახადო გირავნობა არის სახელმწიფოს უფლება, დაიკმაყოფილოს საგადასახადო ვალდებულება გადასახადის გადამხდელის (რომელსაც ეს ვალდებულება წარმოექმნა) ქონების იმ ნაწილიდან, რომლის ლიკვიდური ღირებულებაც საკმარისია საგადასახადო ვალდებულების დაფარვისათვის.

2. საგადასახადო გირავნობის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის ჯამური საგადასახადო ვალდებულება (ჯარიმებისა და საურავების ჩათვლით) აღემატება გადამხდელის დადასტურებულ ჯამურ მოთხოვნას სახელმწიფოს მიმართ. საგადასახადო გირავნობის უფლება წარმოიშობა იმ ოდენობით, რომელიც ტოლია ზემოაღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებასა და მოთხოვნას შორის სხვაობისა.

3. საგადასახადო გირავნობა ვრცელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონების ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ნაწილზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

4. საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება მისი წარმოშობიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, აგრეთვე საჯარო რეესტრს (მარეგისტრირებელ ორგანოს) რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრი (მარეგისტრირებელი ორგანო) ვალდებულია საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 24 საათში გაატაროს რეგისტ­რაციაში ეს უფლება.

5. საგადასახადო გირავნობის უფლების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი საგადასახადო ვალდებულების წარმოქმნის დღიდან და გრძელდება:

ა. გადასახადის გადამხდელის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების მთელი ვადით;

ბ. ერთი წლით, თუ გაკოტრების საქმის წარმოებისას საგადასახადო ვალდებულების შესრულება არ ხდება.

6. საგადასახადო გირავნობის უფლება არ გამოიყენება გირავნობის უფლების იმ მფლობელის მიმართ, რომლის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის წარმოქმნამდე.

7. საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება საგადასახადო გირავნობას, უპირატესია სხვა კრედიტორებთან შედარებით (რომელთა მოთხოვნაც საგადასახადო გირავნობის წარმოქმნის შემდეგ წარმოიშვა) გაკოტრების საქმის წარმოებისას.

8. საგადასახადო გირავნობის უფლება გაუქმებულად ითვლება, თუ:

ა. გადამხდელმა დავალიანება სრულად დაფარა – დავალიანების დაფარვისთანავე;

ბ. გავიდა საგადასახადო გირავნობის უფლების ხანდაზმულობის ვადა – ამ ვადის გასვლისთანავე.

9. საგადასახადო გირავნობა გაუქმებულად ითვლება, თუ გადამხდელმა დავალიანება სრულად დაფარა, – დავალიანების დაფარვისთანავე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის უფლება ვრცელდება მის წარმოშობამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებაზეც.“.

48. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 245-ე, 246-ე და 247-ე მუხლები:

     „მუხლი 245. ქონებაზე ყადაღის დადება

1. ქონებაზე ყადაღის დადება არის გირავნობის უფლების რეალიზაცია და ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ქონების აღწერას, ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების) აკრძალვის გამოცხადებას და ქონების შესანახად გადაცემას.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადაუხდელი თანხის (რომელიც აღიარებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ან დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით) გადახდევინების მიზნით ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას წარმოქმნილი დავალიანების გირავნობის უფლების ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რის შესახებაც წერილობით უნდა შეატყობინოს მოვალეს არანაკლებ 30 დღით ადრე. ყადაღის დადება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

 3. გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა. გადასახადის გადამხდელის გვარს და სახელს (ან დასახელებას);

ბ. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს;

გ. შეტყობინების თარიღს;

დ. დაბეგვრის ობიექტს;

ე. დარიცხვის საფუძველს, დარიცხული გადასახადისა და საჯარიმო სანქციების თანხას;

ვ. გადასახადის გადახდის მოთხოვნასა და ვადებს;

ზ. გადასახადის გადახდის ადგილსა და წესს;

თ. მითითებას, რომ ქონების დაყადაღება მოხდება შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღეში;

ი. გასაჩივრების კანონით დადგენილ წესს.

4. თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, მას შეუძლია მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას წარმოქმნილი დავალიანების გირავნობის უფლების ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის გაუთვალისწინებლად. ეს გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სასამართლოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ამ ვადაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.

5. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ:

ა. გადასახადის გადამხდელი მალავს ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად;

ბ. გადასახადის გადამხდელი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ ღონისძიებას ამ მიმართულებით;

გ. გადასახადის გადამხდელი ცდილობს გამოცხადდეს გაკოტრებულად;

დ. გადასახადის გადამხდელს ერიცხება ვადაგადაცილებული დავალიანება, 4000 ლარზე მეტი აქვს მფლობელობაში და არ ახორციელებს ღონისძიებებს დავალიანების დასაფარავად.

6. ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7. საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა მოხსნილად ითვლება, თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო დავალიანება სრულად დაფარა, – დავალიანების დაფარვისთანავე.

    მუხლი 246. მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა

1. თუ გადასახადის გადამხდელს აქვს აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი საგადასახადო ვალდებულება და მისი ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, ეს პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნით შეასრულოს გადასახადის გადამხდელის წინაშე აღებული ვალდებულებები (გადასახადის გადამხდელის წინაშე ვალდებულების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობისა) სახელმწიფოს მიმართ ისევე, როგორც უნდა შეესრულებინა ისინი გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს მიმართ. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ჩაითვლება შემცირებულად საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემული ქონების ან მასზე უფლების ღირებულების ოდენობით.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალის შესახებ:

ა. გაუგზავნოს მესამე პირებს შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ საგადასახადო ორგანოსათვის იმ თანხის გადახდას, რომელიც ეკუთვნის გადასახადის გადამხდელს დებიტორისგან, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობისა, და ვალდებულია 3 დღის ვადაში აცნობოს გადასახადის გადამხდელს ამის თაობაზე;

ბ. აწარმოოს საინკასო დავალებით (განკარგულებით) კუთვნილი თანხის ჩამოწერა გადასახადის გადამხდელის დებიტორის საბანკო ანგარიშებიდან. საფინანსო დაწესებულებაში უცხოური ვალუტის ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ეს დაწესებულება ახდენს უცხოური ვალუტის კონვერტაციას ეროვნულ ვალუტაში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების გარდა, პირს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ფინანსური სანქციის სახით დამატებით ეკისრება ამავე ნაწილის მიხედვით გადახდევინებას დაქვემდებარებული თანხის 100%, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

4. პირს, რომელმაც შეასრულა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათი შესრულების მომენტიდან ეხსნება ვალდებულება გადასახადის გადამხდელის წინაშე საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემული ქონების ან მასზე უფლების ღირებულების ოდენობით და თავისუფლდება გადასახადის გადამხდელის წინაშე იმ დანაკარგებსა და ზარალთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც შეიძლება მოჰყოლოდა ამ მოთხოვნათა შესრულებას.

    მუხლი 247. დაყადაღებული ქონების რეალიზაცია

1. გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალიზებულ ღია აუქციონზე, რომლის გამართვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. ასეთივე წესით განისაზღვრება მალფუჭებადი საქონლის შენახვისა და რეალიზაციის პირობები და წესი.

2. დაყადაღებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადიდან 3 თვეზე ნაკლებია დარჩენილი.

3. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში იფარება ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, შემდეგ კი – გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხები. დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს მიერ თანხების მიღების დღიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

4. ნებისმიერი მყიდველი, რომელიც აუქციონზე შეისყიდის ჩამორთმეულ ქონებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს მის მიერ შეთავაზებული ფასის არანაკლებ ნახევარი ან 5000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, თუ აუქციონზე მიღებული იქნა მის მიერ შეთავაზებული ფასი. თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. მყიდველს თანხის მთლიანად დაფარვამდე არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.

5. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადებში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე. ასეთ შემთხვევაში ამ თანხით მოხდება იმ გადასახადების დაფარვა, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონების რეალიზაცია განხორციელდა. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების გადახდას დადგენილი წესით, სახელმწიფო უფლებამოსილია ქონება მიჰყიდოს მასზე შემოთავაზებული ფასის სიდიდის მიხედვით რიგით მეორე მყიდველს, ან სათანადო ოცდაათდღიანი შეტყობინების გავრცელების შემდეგ ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.

6. ქონების საფასურის მთლიანად გადახდის შედეგად მყიდველი მიიღებს სერტიფიკატს (მოწმობას) აღნიშნული ქონების მის სახელზე გადაფორმების შესახებ.“.

49. 251-ე მუხლს სიტყვის „თანხა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ჯარიმა გადასახადის დაუკავებელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით“.

50. 253-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯარიმა დეკლარაციისა და ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისათვის“;

ბ) პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ასეთივე ჯარიმა ეკისრება ფიზიკურ პირებს – მეწარმეებს, ფიზიკურ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოებს, ორგანიზაციებს და მუდმივ დაწესებულებებს, რომლებიც საგადასახადო ორგანოში დადგენილ ვადაში არ წარადგენენ 231-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას (გარდა იმ ფიზიკური პირისთვის გადახდილი ანაზღაურებისა, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არის რეგისტრირებული).“;

51. 254-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ამ შემთხვევებში შემოწმების მასალები გადაეგზავნება შესაბამის მომკვლევ ორგანოებს.“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „ბიუჯეტში გადასახდელი თანხის“ შეიცვალოს სიტყვით „გადასახადების“.

52. 43-ე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2551 მუხლი:

     „მუხლი 2551. ჯარიმები მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში

1. მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოები მეურნე სუბიექტებს ახდევინებენ შემდეგ ჯარიმებს:

ა. საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობისათვის ან მათი გამოუყენებლობისათვის – 500 ლარი;

ბ. ნავთობპროდუქტებით სავაჭრო ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების დროს ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობისათვის ან მათი გამოუყენებლობისათვის – 600 ლარი;

გ. მყიდველზე ჩეკის გაუცემლობისათვის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენებისათვის – 200 ლარი;

დ. ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე პირის მიერ მყიდველზე ჩეკის გაუცემლობისათვის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენებისათვის – 300 ლარი;

ე. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საქსტანდარტისა და საგადასახადო ორგანოების ორმაგი ლუქის გარეშე მუშაობისათვის – 700 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრებიდან 90 დღის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა შესაბამისი თანხის ორმაგი ოდენობით, ხოლო გაორმაგებული ჯარიმის გამოყენების შემდეგ საანგარიშო წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისათვის ცალკეულ შემთხვევაში – აღნიშნული თანხის ხუთმაგი ოდენობით.“.

53. 264-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ. აწარმოონ მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი და რეგისტრაცია;

ო. განახორციელონ კონტროლი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე და მეწარმე სუბიექტების მიერ ამონაგები თანხების სრულ აღრიცხვაზე.“.

54. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

55. 273-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-14, მე-16, 26-ე, 27-ე, 29-ე, მე-40, 41-ე, 42-ე და 43-ე ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საბაჟო გადასახადის,“ და სიტყვები „ა.ა) უცხოური მსუბუქი ავტომანქანებისა:“, აგრეთვე „ა.ბ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-13 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. ამ ნაწილის მოქმედების პერიოდში დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს.“;

დ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 47-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, 1371 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 143-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“;

ე) 61-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62-ე და 63-ე ნაწილები:

„62. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე არ გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები. ზემოაღნიშნული პროექტების განმახორციელებელი პირების ნუსხას ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ეს ნორმა ვრცელდება ამ კოდექსის მიღებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

63. 2004 წლის 1 იანვრამდე:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურის წარმოებასა და მიწოდებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგების (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო), ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით;

ბ) პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტია პურის წარმოებისათვის გამოყენებული საცხობი ღუმელი და თონე;

გ) პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი თვეში შეადგენს 320 ლარს მოქმედი ღუმელის საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე და 400 ლარს თითოეულ თონეზე;

დ) გადამხდელს უფლება აქვს საანგარიშო პერიოდის მიხედვით ნაზარდი ჯამით შეამციროს პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის თანხა ფქვილის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან შეძენილ და პურის წარმოებისათვის გამოყენებულ ან გამოყენებისათვის განკუთვნილ ფქვილზე გადახდილი დღგ-ის თანხებით, მათ შორის, 90 ლარამდე – მოქმედი ღუმელის საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე და 200 ლარამდე – თითოეულ თონეზე. ამასთან, იმ საწარმოებს, რომლებიც პურის წარმოებისათვის იყენებენ საკუთარი წარმოების ფქვილს, შეუძლიათ გადასახადის თანხა შეამცირონ ხორბლის მწარმოებელი და იმპორტიორი მიმწოდებლებისა­თვის გადახდილი დღგ-ის თანხებით;

ე) უმოქმედო ღუმელი (თონე) გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გაანგარიშების მიზნით ექვემდებარება კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში ღუმელის საცხობი ფართობი (თონე) გადასახადის გაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანა ან ამ რეჟიმის მოხსნა ხორციელდება გადამხდელის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც მან საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ღუმელი (თონე) ილუქება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ლუქით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ღუმელი (თონე) მოცემული საანგარიშო პერიოდის გადასახადის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება;

ვ) პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პურის მიწოდება მიმოქცევის არც ერთ ეტაპზე დღგ-ით არ იბეგრება.

ზ) პურის წარმოებისათვის ფიქსირებულ გადასახადს გადამხდელი იხდის ყოველთვიურად, საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, რისთვისაც შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგენს დეკლარაციას იმავე ვადაში.“.

 მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის 51-ე და 52-ე პუნქტები ამოქმედდეს „მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების ამოქმედებისთანავე.

 მუხლი 3. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის 51-ე და 52-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                   ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 ივნისი.

№1586რს