დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4964-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110630023, 30/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.05.001.016362 |
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ ის საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№4964-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები