დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4963-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110630022, 30/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016361 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექს ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალი საწყობის შექმნის გარეშე ასევე შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ასეთი საწარმოსათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის მხოლოდ თავისუფალი საწყობი და მასზე ვრცელდება თავისუფალ საწყობში საწარმოს ფუნქციონირებისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.“.
2. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 41 −43 ნაწილები:
„41 . საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის სამთავრობო საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს წინადადებას საერთაშორისო საწარმოსათვის საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლების მიცემის მიზანშეწონილობის შესახებ.
42 . საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამთავრობო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე საერთაშორისო საწარმოს მისცეს საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების გარეშე. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დააწესოს ტარიფი და განსაზღვროს მისი ოდენობა.
43 . ამ მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
ბ) მე-12 ნაწილი:
„12. ამ მუხლის 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთაშორისო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის საქონლის მიწოდებით მიღებული მოგების დაბეგვრის მიზნებისათვის საერთაშორისო საწარმო ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავლიდან ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში ამ შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.“.
3. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
კ) ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს − საგადასახადო კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.“.
4. 47-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.“.
5. 63-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო 3 თვის ვადაში.“.
6. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 “ ქვეპუნქტი:
„გ1 ) ფიზიკური პირის მეწარმე ფიზიკურ პირად არსებობის ფაქტის დადგენიდან 3 დღის ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს ასეთი პირის მოქმედი ანგარიშებიდან პირველის გახსნის ან მისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის თარიღი. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადისა;“.
7. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით დაქირავებულ პირს გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.“.
8. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება, გარდა ამ კოდექსის 25-ე მუხლის 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთაშორისო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის საქონლის მიწოდებით მიღებული მოგებისა;“.
9. 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს, პირი:
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ ერთჯერადი ოპერაციის ან ერთ დღეში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.“.
10. 159-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დღგ-ის გადამხდელის, მათ შორის, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:
ა) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია;
ბ) ფიზიკური პირის გარდაცვალება;
გ) გადასახადის გადამხდელის წერილობითი მი მართვა ან საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის თან ხმობა.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ბ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის გარდაცვალების თარიღიდან;
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ გ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის წერილობითი მი მართვის/ თანხმობის მომდევ ნო თვის პირველი რიცხვიდან.“.
11 . 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ დ“ და „ ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდისა ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის მეშვეობით, თუ დაზუსტება ხორციელდება არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის დამთავრებისა). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;“.
12 . 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
17 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთანავე, ეს ნავთობი წარმოადგენს პროდუქტების ძირითად შემადგენლებს | 2710 (გარდა 2710 11 110 00 – 2710 19 490 00; 2710 19 510 00 – 2710 19 690 00; 2710 99 000 00) | 1 ტონა | 400 |
13. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე) და საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დამაგრებულია უძრავი ქონება, იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე;“.
14. 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, რომელზედაც დამაგრებულია ამავე ფიზიკური პირის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება;“.
15. 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.“.
16. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
17. 238-ე მუხლის მე-7−მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის, შემოსავლების სამსახურის უფროსის ან ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით.
8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არა უმეტეს ერთი წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით არ ჩერდება საურავის დარიცხვა.
9. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გადასახადის გადამხდელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადები და პირობები.
10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.“.
18. 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;“.
19. 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმავე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
20. 252-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციას საგადასახადო დავალიანება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება ჩამოეწეროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.
21. 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო დავის პერიოდში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
2. საგადასახადო დავის პერიოდში პირის მიმართ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გამოიყენება და უკვე გამოყენებული უქმდება, თუ:
ა) საგადასახადო დავის პერიოდში პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი;
ბ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.“.
22. 257-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ქრონომეტრაჟის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან/და კონტროლს დაქვემდებარებული ოპერაციის შესრულების ვადით.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქრონომეტრაჟის ჩატარებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვევა ექსპერტი/სპეციალისტი.“.
23 . 271-ე მუხლის:
ა) პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან ამ კოდექსის 49- ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11 . ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6−მე-10, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.“.
24. 272-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის:
ა) იმპორტის გადასახდელებზე − ვალდებულების წარმოქმნის მე-4 დღიდან;
ბ) ყველა სხვა შემთხვევაში − შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნის მომდევნო დღიდან.“.
25. 283-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 ნაწილი:
„41 . ბანკის მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა −
იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.“.
26. 287-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
27. 293-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის/გადასახადების სახეებზე დაუშვებელია მაკონტროლებელი/ სამართალდამცავი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).“.
28. 309-ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2012 წლის 1 ივლისამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“;
ბ) 32-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე ნაწილი:
„33. ფიზიკურ პირებს ამ კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამ კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.“;
გ) 33-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე ნაწილი:
„34. 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი).“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-13, მე-14 და მე-16 ნაწილებისა და 28-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13, მე- 14 და მე-16 ნაწილები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის 28-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის, მე-12 ნაწილისა და 28-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№ 4963-რს
დოკუმენტის კომენტარები