„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4828-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628022, 28/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.016356
  • Word
4828-Iს
17/06/2011
ვებგვერდი, 110628022, 28/06/2011
240140000.05.001.016356
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.   მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), რომელსაც სასამართლო უგზავნის განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და აცნობებს მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი)  თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.“;

გ) მე-3მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს  გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. მეურვეს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.

5. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, სასამართლოს  მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის წარმომადგენლის აცილების შესახებ. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს კრედიტორის ან მოვალის მიერ მეურვის წარმომადგენლის აცილების შესახებ განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 37-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში საწარმოს დირექტორს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება.

2. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, მაშინ გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“;  

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული   აღსრულების ეროვნული ბიუროს  მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.“.

3. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონზე სამეურვეო ქონების გაყიდვას კრედიტორთა ინტერესების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22  პუნქტები:

„21. თუ გაკოტრების მმართველი არ არის აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა მიერ შერჩეული გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით და წარუდგენს სასამართლოს მიერ დამოწმებულ სააუქციონო დოკუმენტაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს ზუსტ ინფორმაციას მოვალის, კრედიტორებისა და მათი მოთხოვნების, სარეალიზაციო ქონების და მისი საბაზრო ღირებულების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის. სააუქციონო დოკუმენტაციის სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე.

22. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.  მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.“;

გ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელების შემთხვევაში ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 

4. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის ჩატარების შესახებ და უზრუნველყოფს აუქციონის დაწყებამდე 14 დღით ადრე აუქციონის დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

5. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო (აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები);

ბ) მოვალის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

გ) სამეურვეო ქონების ადგილმდებარეობა და მისი მაქსიმალურად შესაძლებელი აღწერილობა;

დ) სამეურვეო ქონების საწყისი ფასი;

ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობა;

) აუქციონის  სხვა პირობები.“;

დ) მე-7−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი.

8. აუქციონი ტარდება იმ წესითა და პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესისა.

9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან ან დანიშვნიდან 30 დღის შემდეგ, სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ით. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად შეაფასოს სამეურვეო ქონება და განსაზღვროს მისი საბაზრო ღირებულება ან მოიწვიოს კომპეტენტური პირი ამ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, მაშინ პირველი აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის  ვადაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 25%-ს.“;

ვ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-12 და 121 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო  ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.

121. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში, რის შეთავაზებასაც უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი. ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღებაზე უარი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს შორის ქონებ ნატურით განაწილება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში. საპროცესო ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.“;

თ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის  შედეგები.

17. აუქციონის შედეგების შესახებ ცნობა ქვეყნდება დაუყოვნებლივ, ინფორმაციის იმავე საშუალებაში, სადაც გამოქვეყნდა ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ.“.

4. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური;“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „41. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია კრედიტორთა წინასწარი წერილობითი თანხმობით, სამეურვეო ქონების რეალიზაციამდეც ან ამ ქონების რეალიზაციის პროცესშიც დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები საერთო წესების დაცვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში არსებული ან/და სამეურვეო ქონების მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თანხებიდან.  ასეთ შემთხვევაში უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული საპროცესო ხარჯები, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური და  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება.“.

5. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე. დარჩენილი თანხის ნაწილი შეინახება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 3 თვის ვადით.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოებული გადახდისუუნარობის საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 ივნისი.

№4828–I