დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4754-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110628015, 28/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016349 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.“ .
2. 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ პირისათვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ჩაბარება ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, შემოსავლების სამსახურის უფროსს/მის მოადგილეს ან ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისათვის ჩაბარებულად ითვლება შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან და ინფორმაციის სხვა საშუალებებით შეტყობინებიდან მე-20 დღეს.“.
3. 48-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.“.
4. 63-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ზედმეტად გადახდილ თანხას ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში;“.
5. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.“.
6. 132-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი როიალტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 15-პროცენტიანი განაკვეთით.
2. ფიზიკური პირის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) მიღებული როიალტი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.“.
7. 133-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა, გარდა ლიზინგის შემთხვევისა, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 15-პროცენტიანი განაკვეთით.
2. ფიზიკური პირის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) მიღებული საიჯარო მომსახურების თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.“.
8. 147-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4 . ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ.“.
9. 153-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31 . ფიზიკურ პირს (სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), უფლება აქვს, არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაცია. ამ შემთხვევაში მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი შესწორებულ დეკლარაციად ჩაითვლება.“;
ბ) მე -5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5 . პირი ვალდებულია , ყოველ საანგარიშო პერიოდზე , არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ . საანგარიშო პერიოდად განისაზღვროს :
ა) კვარტალი − იმ გადასახადის გადამხდელებისათვის , რომლებიც ამ კოდექსის 309 -ე მუხლის მე -7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებასა და გადასახადის გადახდაზე ;
ბ) კალენდარული თვე − იმ გადასახადის გადამხდელებისათვის , რომლებიც ამ კოდექსის 309 -ე მუხლის მე -7 ნაწილის შესაბამისად არ გადავლენ კვარტალურ დეკლარირებასა და გადასახადის გადახდაზე .“.
10 . 154-ე მუხლის მე -4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4 . ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია , ამ კოდექსის 153 -ე მუხლის მე -5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე , არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით .“.
11 . 161-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ ა.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ.ა) არა უგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა;“;
ბ) „ ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტი:
„ა.ბ.გ) არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად ;“.
12. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის იმპორტისა;“.
13. 169-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;“.
14. 174-ე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქონლის დანაკარგზე.“.
15. 190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქციზის საანგარიშო პერიოდია:
ა) კვარტალი − იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებასა და გადასახადის გადახდაზე;
ბ) კალენდარული თვე − იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად არ გადავლენ კვარტალურ დეკლარირებასა და გადასახადის გადახდაზე.“.
16 . 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი;“ ;
ბ) „ ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 400 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში იმპორტირებული თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაცია საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა.“ .
17 . 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის:
ა) „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ბ1 “ ქვეპუნქტი:
„ ბ1 ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;“;
გ ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„ შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ ბ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“.
18 . 199-ე მუხლის:
ა) „ დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06− 12, 15− 21 ჯგუფებისა და 0302− 0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;“ ;
ბ) „ დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;“ ;
გ) „ დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;“;
დ) „ ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;“;
ე) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ მუხლის „დ.ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“.
19. 202-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.“.
20. 215-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:
„11. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“.
21 . 218-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. თუ იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება (გარდა ამ კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ) ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში, დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ჯარიმის დაკისრების გარეშე:
ა) საქონლის გაშვებამდე, თუ შემოსავლების სამსახურს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ სასაქონლო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
ბ) საქონლის გაშვების შემდეგ, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.“ .
22. 223-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონელი (გარდა გადამუშავებული საქონლისა), მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში, იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. გადამუშავებულ საქონელზე, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემდეგ გატანილ იქნა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, იმპორტის გადასახდელების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
23. 235-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადამუშავებული საქონლის შემთხვევაში – გამოსავლიანობის შესაბამისად ამ საქონლის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და სატარიფო ღირებულების საფუძველზე, საქონლის იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი .“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დროებით გატანილი და საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავებული საქონლის ან/და ნარჩენის დაბრუნებისას შიდა გადამუშავების სასაქონლო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სატარიფო ღირებულებას უნდა დაემატოს გატანილი და დაბრუნებული საქონლის სატარიფო ღირებულებებს შორის სხვაობა.“ .
24 . 236-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. შემცვლელი საქონლის შემოტანისას მის მიმართ განისაზღვრება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია იმ ვადით, რომელი ც საჭიროა გადამუშავებული საქონლის შემოსატანად. აღნიშნული ვადის გასვლამდე შემცვლელი საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
8. საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებულ შემცვლელ საქონელზე ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება შემცვლელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, სატარიფო ღირებულებისა და ვალდებულების წარმოშობის დღეს მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით .“ .
25. 248-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის სხვა სახეები.“ .
26 . 251 -ე მუხლი ს პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის წარდგენის, გამოყენების და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევები და საგარანტიო თანხის ოდენობა .“ .
27. 261-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის ოქმში.“.
28. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-10 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან საგადასახადო კანონმდებლობის სწავლება.“.
29. 271-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11 . ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6−მე-10, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებენ, განიხილავენ და მასზე გადაწყვეტილებას იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.“.
30. 275-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
31. 286-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 3. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სარეალიზაციოდ/მისაწოდებლად განკუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) საბაზრო ღირებულების ოდენობით.“;
ბ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 8. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან:
ა) ამ კოდექსით განსაზღვრული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) დანაკლისის გამოვლენა −
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მათზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევ პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება;
ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა ( გარდა ამ ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) 2 პროცენტს;
ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, რომლის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.“ ;
გ ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 ნაწილები:
„10. ამ მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მზა პროდუქციის) საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.“.
32 . 289-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 ნაწილებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა.
3. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 000 ლარისა.“ ;
ბ ) მე-3 ნაწილი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„ 31 . ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 100 პროცენტის ოდენობით.“ ;
გ ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
დ ) მე-6 და მე-7 ნაწილებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის 7 3 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით , საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.“ ;
ე) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 , 72 და 73 ნაწილები:
„7 1 . საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
7 2 . საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
73 . საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 40 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.“ ;
ვ ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის დადგენილი მარშრუტიდან გადახვევა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – 2 000 ლარის ოდენობით.“;
ზ) მე-11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ არასწორი მონაცემის არსებობა დადგინდა საქონლის გაშვებამდე.“.
33. 309-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 14 ივნისი.
№4754 –Iს
დოკუმენტის კომენტარები