„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628012, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016209
  • Word
367
28/06/2011
ვებგვერდი, 110628012, 29/06/2011
040030000.22.033.016209
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 367

2011 წლი28 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის              303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამსახურის მისამართია: . თბილისი, . გორგასლის . 16 და . ქუთაისი, ჯავახიშვილის . 5..

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისასსამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით..

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;.

4. მე-16 მუხლის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. საწყობების (ღია ან/და დახურული), თავისუფალი საწყობის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, ოქროს სიისმონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;.

5. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

მუხლი 2

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 2 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე