დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1531 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/06/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 12/07/2002 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.000.05.001.001.094 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/07/2002 - 07/05/2003)
საქართველოს კანონი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ
��� მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის, �მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ� და �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონების თანახმად განსაზღვრავს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს.
��� მუხლი 2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის ცნება
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის �დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის.
��� მუხლი 3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადამხდელი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადამხდელია 18-დან 27 წლამდე პირი, რომელიც �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და სურს გადაივადოს გაწვევა.
��� მუხლი 4. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება
1. ამ კანონით დადგენილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდა არის წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი.
2. წვევამდელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას მის პირად საქმეში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
��� მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის შეადგენს ყოველწლიურად 200 (ორას) ლარს ან ერთიანად � 2000 (ორი ათას) ლარს.
��� მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 20% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 80% � სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე.
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი გადაიხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პერიოდის დასრულებამდე.
��� მუხლი 7. სადავო საკითხების განხილვის წესი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო.
��� მუხლი 8. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი��� ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1531�IIს
დოკუმენტის კომენტარები