კონვენცია საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

  • Word
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/11/2000
ძალაში შესვლის თარიღი 05/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000390
  • Word
-
11/11/1997
გაურკვეველი, -, 13/11/2000
480300000.02.002.000390
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და

გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, ხელმძღვანელობენ რა მისწრაფებით განამატკიცონ და განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული კავშირები და სურთ რა დადონ კონვენცია შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია

ეს კონვენცია გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.

    მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სახელით, მიუხედავად მათი გადახდევინების მეთოდისა.

2. შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა სახის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან შემოსავლისა და კაპიტალის ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს საერთო თანხებზე გადახდევინებული გადასახადების, აგრეთვე, კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.

3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია, კერძოდ, წარმოადგენენ:

a) საქართველოში:

(i) საწარმოთა მოგებაზე (შემოსავალზე) გადასახადი;

(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(iii) საწარმოთა ქონებაზე გადასახადი;

(iv) ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადი;

(შემდგომში წოდებული, როგორც "საქართველოს გადასახადები").

b) ყაზახეთის რესპუბლიკაში;

(i) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოსავლებზე გადასახადი;

(ii) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადი;

(შემდგომში წოდებული, როგორც "ყაზახეთის გადასახადები").

4. კონვენცია აგრეთვე გამოიყენება ნებისმიერი იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადის მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელმოწერის თარიღის შემდეგ დამატებით იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახებ.

    მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებანი

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარებს:

a) ტერმინები:

(i) ტერმინი "საქართველო", გეოგრაფიული შინაარსით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას და მოიცავს შიდა და ტერიტორიულ წყლებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ, საერთაშორისო სამართლისა და ნაციონალური კანონმდებლობის თანახმად, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა:

(ii) ტერმინი "ყაზახეთი" ნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკას და გეოგრაფიული შინაარსით გამოყენებისას ტერმინი "ყაზახეთი" მოიცავს ტერიტორიულ წყლებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელზეც ყაზახეთს შეუძლია განსაზღვრული მიზნებისათვის განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და რომლებშიც გამოიყენება ყაზახეთის გადასახადების მარეგულირებელი კანონები;

b) ტერმინი "პირი" მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

c) ტერმინი "კომპანია" ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ გაერთიანებას ან ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ ერთეულს, რომელიც განიხილება, როგორც კორპორაციული გაერთიანება გადასახადით დაბეგვრის მიზნით;

d) ტერმინი "ხელშემკვრელი სახელმწიფო" და „სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფო" კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს საქართველოს ან ყაზახეთს;

e) ტერმინი "ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო" და "სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო" ნიშნავს შესაბამის საწარმოს, რომელიც იმართება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომელიც იმართება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

f) ტერმინი "საერთაშორისო გადაზიდვა" ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გადაზიდვა ხდება უშუალოდ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

g) ტერმინი "კომპეტენტური ორგანო" ნიშნავს:

(i) საქართველოში: ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

(ii) ყაზახეთში: ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

h) ტერმინი "ნაციონალური პირი" ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

i) ტერმინი "კაპიტალი" 23-ე მუხლის (კაპიტალი) მიზნებისათვის ნიშნავს მოძრავ და უძრავ ქონებას და მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ამით) ნაღდ ფულად საშუალებებს, აქციებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ მესაკუთრის უფლებას, თამასუქებს, ობლიგაციებს ან სხვა სავალო ვალდებულებებს, აგრეთვე პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს ან სხვა მსგავს უფლებებს ან საკუთრებას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ დროს კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას გააჩნია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული საგადასახადო კანონმდებლობის ნებისმიერი განსაზღვრება აღემატება იმ განსაზღვრებას, რომელიც ტერმინს ენიჭება ამ სახელმწიფოს სხვა კანონების მიხედვით.

    მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი "ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი" ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, რეზიდენტობის, ფაქტობრივი მართვის ორგანოს ადგილსამყოფლის ან შექმნის ადგილის ან ნებისმიერი სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე.

ტერმინი ასევე მოიცავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, მის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა ეს ტერმინი არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან ან მასში მყოფ კაპიტალთან მიმართებაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა საფუძველზე ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მას გააჩნია მის მფლობელობაში მქონე მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას გააჩნია მის მფლობელობაში მქონე მუდმივი საცხოვრებელი ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, რომელშიც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან, თუ არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია მას მის მფლობელობაში არსებული მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არც ერთ მათგანში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს;

d) თუ რეზიდენტის სტატუსი არ შეიძლება იყოს განსაზღვრული a) - c) ქვეპუნქტების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა მიზეზით პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ორგანოს ადგილი.

    მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი "მუდმივი დაწესებულება" ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს სამეწარმეო საქმიანობა.

2. ტერმინი "მუდმივი დაწესებულება", კერძოდ, მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს, და

f) მაღაროს, საბადოს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დამუშავების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. ტერმინი "მუდმივი დაწესებულება" აგრეთვე მოიცავს:

a) სამშენებლო მოედანს ან სამშენებლო, სამონტაჟო, ან საამწყობო ობიექტს ან მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ამ სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოედანი ან ობიექტი არსებობს 6 თვეზე მეტ ხანს, ან ასეთი მომსახურება გაეწევათ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; და

b) მოწყობილობა ან აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დაზვერვისათვის ან მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ამ სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობასთან, ან საბურღი მოწყობილობა ან ხომალდი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დაზვერვისათვის, თუ ასეთი გამოყენება გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს, ან ასეთი მომსახურება გაეწევათ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; და

c) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, გაწეული რეზიდენტების მიერ თანამშრომლების ან სხვა პერსონალის საშუალებით, დაქირავებულთ რეზიდენტის მიერ ამ მიზნებისათვის, მაგრამ თუ ასეთი საქმიანობა (ასეთი ან მასთან დაკავშირებული პროექტისათვის) გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს.

4. ამ მუხლის წინამდებარე დებულების მიუხედავად, ტერმინი "მუდმივი დაწესებულება" არ მოიცავს:

a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;

b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომელიც წარმოადგენს საწარმოს კუთვნილებას მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას,მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას მხოლოდ ამ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას მხოლოდ საწარმოსათვის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით:f) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას a) - f) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად იმ პირობით, რომ ასეთი კომბინაციის შედეგად საქმიანობის მუდმივი ადგილიდან წარმოებულ ერთობლივ საქმიანობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

 5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირს, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომლის მიმართაც გამოიყენება მე-6 პუნქტი, მოქმედებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი წარმომადგენლობის მქონე პირველ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ეს პირი ახორციელებს საწარმოსათვის, თუ ამ პირს:

     a) გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ამ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტი საწარმოს სახელით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად არ გადააქცევს ამ საქმიანობის მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად; ან

b) არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ საწარმოს სახელით ჩვეულებრივ ინახავს მოხსენიებულ სახელმწიფოში საქონლისა და ნაკეთობების მარაგს.

6. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოში სამეწარმეო საქმიანობას იგი ახორციელებს მხოლოდ ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. თუმცა, თუ ასეთი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად მიმართულია ამ საწარმოს საქმიანობისათვის, მაშინ მოცემული პუნქტის საზღვრებში ის არ იქნება განხილული, როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი.

7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულებად.

    მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალს (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლის ჩათვლით) მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს "უძრავი ქონება" უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სოფლის და სატყეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საერთო სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადახდებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური რესურსების, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; საზღვაო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო საშუალებები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

     3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომელიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირ გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე და შემოსავალზე უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევისათვის.

    მუხლი 7

მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს ან არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ახორციელებდა ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ისე, როგორც ზემოთაა ნახსენები. მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება:

a) ასეთ მუდმივ დაწესებულებას;

b) საქონლის ან ნაკეთობათა გაყიდვებს ამ მეორე სახელმწიფოში, რომლებიც ემთხვევა ან მსგავსია საქონლისა ან ნაკეთობების, რომლებიც იყიდება მუდმივი დაწესებულების საშუალებით; ან

c) სხვა სამეწარმეო საქმიანობას, განხორციელებულს ამ მეორე სახელმწიფოში, რომელიც თავისი ხასიათით ემთხვევა ან მსგავსია ასეთი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისა.

2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, როცა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს ან ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და ცალკე საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული, იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივი დაწესებულებასაც იგი წარმოდგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისაგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან სხვა ადგილას.

არ დაიშვება მუდმივი დაწესებულებისათვის იმ თანხის გამოქვითვა, რომელიც გადახდილია მისი სათავო ოფისისათვის ან რეზიდენტის სხვა ნებისმიერი ოფისისათვის როიალტის გადახდის გზით, ჰონორარების, ან სხვა მსგავსი გადახდების დაბრუნებაში პატენტებისა, ან სხვა უფლებების გამოყენებისათვის, ან საკომისიო გადახდების გზით კონკრეტული მომსახურების გაწევისათვის, ან მენეჯმენტისათვის, ან პროცენტის გადახდის გზით თანხაზე,რომელიც სესხად მიეცა მუდმივ დაწესებულებას.

4. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ ხელშეკრულების სხვა მუხლებში, მაშინ იმ მუხლის დებულებებს არ შეეხება ამ მუხლის დებულებები.

6. წინამდებარე პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება ამ წესის შესაცვლელად.

    მუხლი 8

საერთაშორისო გადაზიდვები

1. საზღვაო და საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო გადაზიდვებში ექსლუატაციიდან მიღებული მოგება გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ორგანო.

2. პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე პულში, ერთობლივ საწარმოებში ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების მიმართ.

    მუხლი 9

ასოცირებული საწარმოები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში; ან

 b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში;

და თითოეულ შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო მას არ დაერიცხა. შეიძლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და, შესაბამისად, დაიბეგროს გადასახადით.

2. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს მოგებას, რომელთაც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაიბეგრა ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოზე, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქმნებოდა იგივე პირობები. როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის თანხის შესაბამისი კორექტირება. ასეთი კორექტირების განსაზღვრის შემთხვევაში სათანადო წესით იქნება განხილული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ჩაატარებენ კონსულტაციტებს.

    მუხლი 10

დივიდენდები

1. დივიდენდები, რომლებსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია უხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ასეთი დივიდენდი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით ამოღებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 15 პროცენტს.

ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგების მიმართ, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი "დივიდენდები" ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს და იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთსავე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გამანაწილებელი კომპანია.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) და მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) მუხლების დებულებები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია არ ამოიღოს ნებისმიერი გადასახადი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დივიდენდები გადაიხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტზე ან ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში მიღებული შემოსავლებისაგან.

6. არაფერი ამ კონვენციაში არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ხელშემშლელი ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, დაბეგროს კომპანიის მოგება, რომელიც ეკუთვნის ამ სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას, დამატებითი გადასახადით, რაც დაერიცხებოდა კომპანიის მოგებას, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს ნაციონალურ პირს, იმ პირობით, რომ ასეთი სახით დარიცხული ნებისმიერი დამატებითი გადასახადი არ გადააჭარბებს ასეთი მოგების საერთო თანხის 5 პროცენტს, რომელიც არ დაექვემდებარა ამგვარ დამატებით დაბეგვრას წინა საგადასახადო წლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის მოგება განისაზღვრება მისგან ყველა გადასახადების გამორიცხვის შემდეგ, რომელიც განსხვავებულია, ვიდრე ამ პუნქტში ნახსენები დამატებითი გადასახადი და, რომელიც გადახდილია ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.

    მუხლი 11

პროცენტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ასეთი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ მიმღები ან პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო თანხის 10 პროცენტს.

3. მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად:

a) ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტები, რომელიც გადაიხდება ობლიგაციებზე, სავალე ვალდებულებებზე ან სხვა მსგავს ვალდებულებებზე ამ სახელმწიფოს მთავრობისათვის, ამ სახელმწიფოს ცენტრალური ბანკისათვის, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ქვედანაყოფისათვის, ან ადგილობრივი ორგანოსათვის, განთავისუფლდება გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში;

b) ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტები, რომელიც გადაიხდება ობლიგაციებზე, სავალე ვალდებულებეზე ან სხვა მსგავს ვალდებულებებზე მეორე სახელმწიფოს მთავრობისათვის, მეორე სახელმწიფოს ცენტრალური ბანკისათვის, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ქვედანაყოფისათვის, ან ადგილობრივი ორგანოსათვის, განთავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

4. ტერმინი "პროცენტი"ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე ვადებულებიდან, გირაოთი უზრუნველყოფისა თუ არაუზრუნველყოფის და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის თუ არარსებობის მიუხედავად და, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და ობლიგაციების ან სავალე ვალდებულებებიდან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან მიღებული პრემიებისა და მოგებათა ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისათვის ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტი.

5. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ორომელშიც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად ეკუთვნის ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) მუხლის ან მე-14 (დამოუკიდებელ პირადი მომსახურება) მუხლის დებულებები, მდგომარეობისდა მიხედვით.

6. ითვლება, რომ პროცენტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვით ეს სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომელთა დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი და ასეთი პროცენტი გადაიხდება ასეთ მუდმივი დაწესებულების ან მუდმივი ბაზის მიერ, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

7. თუ პროცენტების გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალე მოთხოვნაზე განკუთვნილი პროცენტული თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

8. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის, რომელიც დაკავშირებულია სავალე მოთხოვნის შექმნასთან ან გადაცემასთან, რომელთა მიმართაც გადაიხდება პროცენტები, ძირითად ან ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა ამ მუხლიდან სარგებლის მიღება ასეთი სავალე მოთხოვნის შექმნის გადაცემის გზით.

    მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი როიალტები ასევე შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნებიან, და შესაბამისად ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა, და თუ მიმღები და ფაქტობრივი მფლობელი როიალტისა წარმოადგენს რეზიდენტს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსი, გადასახადი ამოღებული ასეთი სახით არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს როიალტის საერთო თანხისა.

3. ტერმინი "როიალტი" ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, მიღებულთ ანაზღაურების სახით. ლიტერატურული ნაწარმოების, ხელოვნების ან მეცნიერების, პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მინიჭებისათვის.

4. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება,თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქნა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის მიმართაც გადაიხდება როიალტი ნამდვილად დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) ან მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) მუხლების დებულებები.

5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვით ეს სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მაგრამ თუ როიალტის გადამხდელი პირი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და თუ როიალტის გადამხდელ პირს გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომელთა დაკავშირებითაც წარმოიქმნა როიალტი გადახდის აუცილებლობა და ასეთი როიალტი დაკავშირებულია ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც განლაგებულია მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

6. თუ განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და როიალტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ, ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის ძირითად ან ერთ-ერთ ძირითად მიზანს, დაკავშირებულს უფლების შექმნასთან ან გადაცემასთან, რომელთა მიმართაც გადაიხდება როიალტი, წარმოადგენდა სარგებლის მიღება ამ მუხლიდან, უფლების ასეთი შექმნის ან გადაცემის გზით.

    მუხლი 13

კაპიტალის ნამეტი ღირებულება

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე იმ უძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც გასაზღვრულია მე-6 (შემოსავლები უძრავი ქონებიდან) მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

     2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები:

     a) აქციები, განსხვავებით იმ აქციებისა, რომლებითაც ვაჭრობენ არსებულ და რეგულარულ საფუძველზე ოფიციალურად აღიარებულ ბირჟებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებენ უძრავი ქონებიდან ღირებულებას ან ღირებულების დიდ ნაწილს და, რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან

     b) წილი პარტნიორობიდან ან ტრასტიდან, ქონება, რომელიც შედგება ძირითადად უძრავი ქონებიდან, რომლიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან აქციებიდან, რომელიც მოხსენებულია ზემოთ აღნიშნულ (a) ქვეპუნქტში შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

     3. შემოსავლები მიღებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების სამეწარმეო ქონებით ნაწილს ან შემოსავლები მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.     

4. შემოსავლები, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით გასხვისებიდან, ექსპლუატირებულთ საერთაშორისო გადაზიდვებში ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება, გადასახადით იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

 5. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია წინა პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

    მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ასეთი მომსახურება არ გაიწევა ან არ გაწეულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში; და

     a) შემოსავალი მიეკუთვნება მუდმივ ბაზას, რომელიც რეგულარულ საფუძველზე ფიზიკურ პირს გააჩნია ან გააჩნდა მეორე სახელმწიფოში, ან

     b) ასეთი ფიზიკური პირი, პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, საერთო ჯამში, იმყოფება ან იმყოფებოდა ამ მეორე სახელმწიფოში, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში 183 დღეზე მეტ ხანს და, რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის საგადასახადო წელიწადში.

ასეთ შემთხვევაში მომსახურებასთან დაკავშირებული შემოსავალი გადასახადით შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) მუხლში მითითებული ანალოგიური პრინციპების შესაბამისად. მუდმივი დაწესებულებისათვის მიკუთვნებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების და მოგების თანხის განსაზღვრისათვის.

     2. ტერმინი "პროფესიონალური მომსახურება", კერძოდ, მოიცავს დამოუკიდებელი სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, იურისტების, ინჟინრების, არქტიტექტორების, სტომატოლოგების, ბუღალტრების და აუდიტორების დამოუკიდებელ საქმიანობას.

    მუხლი 15

დამოკიდებული პირადი მომსახურება

1. მე-16 (დირექტორთა ჰონორარები), მე-18 (პენსიები) და მე-19 (სახელმწიფო სამსახური) მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუკი დაქირავებული შრომა ხორციელდება ასეთი სახით, ასეთი ანაზღაურებანი შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

     2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a) მიმღები იმყოფება ამ მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში,რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის საგადასახადო წელს, და

     b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c) გასამრჯელო არ გაიცემა მუდმივი დაწესებულების ან მუდმივი ბაზის მიერ, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

     3. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, ან საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან, შეიძლება გადასახადით დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საწარმო, რომელიც ეწევა ასეთი სახის ტრანსპორტის ექსპლუატაციას.

    მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი გადახდები, რომლებსაც მიიღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფში.

    მუხლი 17

მსახიობები და სპორტსმენები

1. მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) და მე-15 (დამოკიდებული პირადი მომსახურება) მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მის მიერ მეორე სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. თუ შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი (სწორედ, როგორც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი), დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მიუხედავად ამ ხელშეკრულების მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან), მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) და მე-15 (დამოკიდებული პირადი მომსახურება) მუხლების დებულებებისა, გადასახადით იბეგრება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის და სპორტსმენის საქმიანობა.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ეხება შემოსავალს, რომელიც მიიღება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკების ან სპორტსმენების მიერ განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამ სახელმწიფოს დასწრება ხორციელდება კულტურული ან სპორტული გაცვლის შესახებ შეთანხმების საზღვრებში და (ან) მთლიანად ფინანსირდება ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოების საზოგადოებრივი ფონდებიდან, მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი გადასახადით იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოცემული ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.

    მუხლი 18

პენსიები და სხვა გადახდები

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა (სახელმწიფო სამსახური) შესაბამისად, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გადაეხდება წარსულში განხორციელბული სამუშაოსათვის და ნებისმიერი ანუიტეტი, რომელიც გადაეხდება ასეთ რეზიდენტს, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

     2. ტერმინი "ანუიტეტი" ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელიც პერიოდულად გადაეხდება ფიზიკურ პირს დადგენილ ვადებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან დროის განსაზღვრულ ან დადგენილ პერიოდში შესაბამისად მიღებული ვალდებულებებისა, აწარმოონ ასეთი გადახდები ეკვივალენტური და მთლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ ფულით ან ფულადი სახით.

3. ალიმენტები და სხვა მსგავსი თანხები (ბავშვების შენახვაზე გადახდების ჩათვლით), რომელიც წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში და გადაიხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

    მუხლი 19

სახელმწიფო სამსახური

1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, გარდა პენსიისა, ამ სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული მომსახურებისათვის, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი გასამრჯელო ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

 (i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის. ან ხელლისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი პენსია გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.

3. ამ კონვენციის მე-15 (დამოკიდებული პირადი მომსახურება), მე-16 (დირექტორების ჰონორარები) და მე-18 (პენსიები და სხვა გადახდები) მუხლის დებულებები გამოიყენება გასამრჯელოს, ხელფასების და სხვა მსგავსი გადახდების და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 20

სტუდენტები

სტუდენტების ან პირების მიერ მიღებული ანაზღაურებანი, რომლებიც გადიან პროფესიონალურ სწავლებას და, რომლებიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყვნენ ან არიან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და აღნიშნულ პირველ სახელმწიფოში იმყოფებიან მხოლოდ განათლების მიღების ან სწავლების მიზნით და ეს ანაზღაურება განკუთვნილია ცხოვრებისათვის, განათლების მისაღებად ან სწავლების მიზნით, არ დაიბეგრება გადასახადით ამ სახელმწიფოში,იმ პირობით, თუ ანაზღაურების წყარო წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

    მუხლი 21

პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები

1. ანაზღაურებები, რომელსაც იღებს პროფესორები, მასწავლებლები, მეცნიერ-მუშაკები, რომლებიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყვნენ ან არიან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები და იმყოფებიან პირველ აღნიშნულ სახელმწიფოში პედაგოგიური საქმიანობის ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, არა უმეტეს ორი წლისა უნივერსიტეტში, კოლეჯში ან სხვა სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის დაწესებულებაში. არ დაიბეგრება გადასახადით პირველად აღნიშნულ სახელმწიფოში, თუ ამ გადასახადების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება კვლევით სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლის მიმართ, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ განსაზღვრული პირისა ან პირების კერძო სარგებლის მიღების მიზნით.

    მუხლი 22

სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომელიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, გარდა უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, განსაზღვრული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით (შემოსავლები უძრავი ქონებიდან), თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მოხდა შემოსავლის გადახდა, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებისდა მიხედვით გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) ან მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) მუხლების დებულებები.

    მუხლი 23

კაპიტალი

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კუთვნილი, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე კაპიტალი, წარმოდგენილი უძრავი ქონების სახით, მოხსენიებული მე-6 მუხლში (შემოსავალი უძრავი ქონებიდან) შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების სამეწარმეო ქონების ნაწილს, რომელიც სახლმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში და მოძრავი ქონებით, დაკავშირებული მათ ექსპლუატაციასთან, დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

    მუხლი 24

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება

1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც თანახმად ამ კონვენციის დებულებებისა შეიძლება დაიბეგროს გადასახადით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაშინ პირველი ხსენებული სახელმწიფო:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან გამოქვითავს თანხას, რომელიც ტოლია ამ მეორე სახელმწიფოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადისა;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან გამოქვითავს თანხას, რომელიც ტოლია ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადისა.

ეს გამოქვითვები ყველა შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც იმ შემოსავალსა ან კაპიტალზე მიკუთვნებულ გამოქვითვის წარდგენამდე იყო გაანგარიშებული, რომელიც გარემოებისდა მიხედვით შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

    მუხლი 25

არადისკრიმინაცია

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, მათ შორის, რეზიდენტობასთან დაკავშირებით. ეს დებულება 1-ლი (პირები, რომლის მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია) მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვედებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში.

3. მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და ფასდაკლებები დაბეგვრაში მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის (ასოცირებული საწარმოები), მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის (პროცენტები) ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის (როიალტი) დებულებები, პროცენტი, როიალტი და სხვა გადახდები, რომლებსაც აწარმოებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტზე. ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებარონ გამოქვითვებს იმავე პირობით, მათი გადახდა რომ ხდებოდეს პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტზე. ანალოგიურად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, რომელიც განსხვავებული ან უფრო დამამძიმებელია, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარება ან შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

    მუხლი 26

ურთიერთშესათანხმებელი პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ნაციონალური კანომდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში,რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და, თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე დროებითი შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ისწრაფვიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომელიც წარმოიშობა კონვენციის განმარტებით ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრით თავიდან აცილების მიზნით კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტების გაგებაში თანხმობით მიღწევის მიზნით. თუ თანხმობის მისაღწევად მიზანშეწონილი იქნება აზრთა ზეპირი გაცვლის ორგანიზება, ასეთი გაცვლა შეიძლება შედგეს იმ კომისიის სხდომის ჩარჩოებში, რომელსაც შეადგენენ ხელმომწერ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები.

    მუხლი 27

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის შესრულებისათვის გადასახადებზე, რომლებზედაც კონვენცია ვრცელდება იმ ზომით, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ ასეთი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა ღია სასამართლოს სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. არც ერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის :

     a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანომდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

     b) წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) წარადგინონ ინფორმაცია, რომელიც გახსნიდა რაიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციულ ან პროფესიონალურ საიდუმლოებას, ან სავაჭრო პროცესს, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც შეეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

    მუხლი 28

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ეხება დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების წევრების საგადასახადო პრივილეგიებს, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე.

    მუხლი 29

ძალაში შესვლა

ეს კონვენცია ძალაში შედის ხელშემკვრკელი სახელმწიფოების მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან, რაც აუცილებელია მისი ძალაში შესვლისათვის და კონვენციის დებულებები გამოყენებული იქნება:

a) გადასახადების მიმართ, რომლებიც დაკავებულია წყაროსთან იმ თანხასთან მიმართებაში, რომელიც გადაიხდევინება ან ჩაითვლება კონვენციის ძალაში შესვლის წლიდან, მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან; და

 b) სხვა გადასახადების მიმართ, დაბეგვრის პერიოდთან მიმართებაში, რომელიც იწყება კონვენციის ძალაში შესვლის წლიდან, მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან.

    მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, სანამ ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება, დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კონვენციის ძალაში შესვლის ხუთწლიანი პერიოდის მომდევნო ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე, სულ მცირე, 3 თვით ადრე. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს თავის მოქმედებას:    

a) გადასახადებთან მიმართებაში, რომლებიც დაკავებულია გადახდის წყაროსთან, თანხის მიხედვით, რომელიც გადაიხდება ან ჩაითვლება მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიცემის წლის, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან: და

b) სხვა გადასახადებთან მიმართებაში, დასაბეგრი პერიოდის მიხედვით, რომელიც იწყება მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიცემის წლის, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის 11 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის განსხვავების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 საქართველოს მთავრობის                                 ყაზახეთის რესპუბლიკის

           სახელით                                                      მთავრობის სახელით

ხელმოწერილია                                              ხელმოწერილია

 

 

 

 

 

 

 

ო ქ მ ი

შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის ხელმოწერის დროს ქვემორეხელის მომწერნი შეთანხმდნენ შემდეგ დებულებაზე, რომელიც წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

 მე-8 მუხლთან მიმართებაში:

"მმართველი ფიზიკური ორგანო" განიხილება როგორც ორგანო, რომელიც ახორციელებს ყოველდღიურ მართვას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ სად ხორციელდება ქვედანაყოფის საქმიანობის უმაღლესი კონტროლი, რომელიც ამ კონვენციის შინაარსით არ არის მუდმივი დაწესებულება.

შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის "11" ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა, ტექსტებს შორის განსხვავების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 საქართველოს მთავრობის                             ყაზახეთის რესპუბლიკის

           სახელით                                                   მთავრობის სახელით

ხელმოწერილია                                            ხელმოწერილია