დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 239 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616016, 16/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.016399 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №239
2011 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების:
ა) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის პირობების შემოწმების მიზნით ინსპექტირების განხორციელებისას უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესით, შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და/ან გზამკვლევების (გაიდლაინების) მიღება/აღიარებამდე.“;
ბ) მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირების განხორციელების პროცესში უფლებამოსილია, ჰიგიენის ზოგადი წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ გასცეს მხოლოდ რეკომენდაციები:
ა) „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირში ექსპორტიორი სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2011 წლის 1 ივლისამდე;
ბ) „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2012 წლის 3 იანვრამდე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) მე‑3 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.
შესაბამისად, დანართის მთელ ტექსტში სიტყვა: „სამსახური“ შეიცვალოს სიტყვით: „სააგენტო“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი №2):
ა) თავი I‑ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროები“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს: სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის), ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის, ასევე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებები), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.“;
გ) მე‑2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო)“.
შესაბამისად, დანართის მთელ ტექსტში სიტყვა: „სამსახური“ შეიცვალოს სიტყვით: „სააგენტო“;
დ) №№ 2.1, 2.2, 2.3, 2.4 დანართებში სიტყვები: „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „სურსათის ეროვნული სააგენტო“, ხოლო სიტყვა: „სამსახური“ – სიტყვით: „სააგენტო“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები