დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 235 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616012, 16/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.016395 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №235
2011 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-5 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე:
ა) იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში;
ბ) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან;
გ) საწარმოებიდან, რომლებიც აღიარებულია ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მიერ, ან რომლებსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოების შესაბამისი აკრედიტაციის მქონე მასერტიფიცირებელი ორგანოების მიერ დანერგილი აქვთ სურსათის უვნებლობის ხარისხის მართვის სისტემა.“.
2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, მხოლოდ ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები