დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არასამხედრო, ალტერნატიული შრმითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1468 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/05/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 03/06/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.05.001.001.083 |
საქართველოს კანონი
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა:
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის – 18 თვე;
ბ) უმაღლესი განათლების არმქონე პირისათვის – 24 თვე.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი
1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებას უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
2. დეპარტამენტი არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის ძირითადი სფერო განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებითა და დეპარტამენტის დებულებით.“.
3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დეპარტამენტი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის დასაქმების თაობაზე ხელშეკრულებას დებს დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 18 მაისი.
№1468-რს
დოკუმენტის კომენტარები