”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის N1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის N1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/906
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110613012, 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 370030000.22.024.016083
  • Word
1-1/906
10/06/2011
ვებგვერდი, 110613012, 16/06/2011
370030000.22.024.016083
”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის N1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის N1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/906

2011 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით (სსმ 30.09.2010, №125, მუხ. 1820) დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა.”.

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების მიზნით პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის მიღების შემთხვევაში, სამინისტროს მეშვეობით საკითხი ეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომლის მიერ პრივატიზებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ახორციელებს პრივატიზებას ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.

 2. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც არ უნდა იყოს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 60 კალენდარულ დღეზე მეტი.

 3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

ბ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროს და ადგილს;

გ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის და ფართობის შესახებ;

ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყის საფასურს, უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (შემდგომში _ უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ და შეადგენს სახელმწიფო ქონების საწყისი საფასურის არანაკლებ 10% და არა უმეტეს 80%.

ვ) ბიჯის სიდიდეს;

ზ) მონაცემებს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე არსებული უძრავი ქონებისა და მრავალწლიანი ნარგავების შესახებ;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

6. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

8. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ საპრივატიზებო კომისიას (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას.”.

3. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.     სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს სამინისტრო ან საკითხის ინიციატორი.

4. როდესაც პრივატიზების ინიციირებისათვის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე მესამე პირებს სურთ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ისინი ვალდებულნი არიან:

ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის (არანაკლებ 3-ჰექტრიან) ნაკვეთებად. აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლებია;

ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და თაობაზე;

გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოში წარადგინონ განცხადება აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.”.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვის შესახებ, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, საწყისი ფასი, ლოტის ნომერი და სხვა ინფორმაცია.”.

 ბ) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში) და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( იურიდიული პირის შემთხვეაში).”

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-5 მუხლის:

ა) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება და განმცხადებელს აღარ სურს გადავადებულ აუქციონში მონაწილეობა ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.

 9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.“.

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნას.

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. საჯარო აქციონის დამთავრების შემდეგ კომისია გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას, რომლის საფუძელზეც პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველი.

13. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში.”.

8. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.     კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარს სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზვრება ორი წლით ნიშნავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

4.  კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯომარის გადაწყვეტილებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს მუშაობის რეგლამენტს.“.

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნს.

9. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური და მისი გადახდის წესი

1. საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საფასურს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.

2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც არის საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.

3.  საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბეს თანხა ეთვლება ანგარისწორებისას.

 4. 2011 წლის 1 იანვრამდე აუქციონის გზით პრივატიზებულ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადასტურდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ წერილობით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.”.

10. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის დადგენილებით გათვალისწინებული საიჯარო ვადა ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში 10 წელი გავიდა 2010 წლის 10 აგვისტომდე.“;

ბ) მე-3 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საიჯარო ხელშეკრულება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. საიჯარო ხელშეკრულების სხვა დანართების წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი.

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ”დ” ქვეპუნქტი:

„დ) გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე;“.

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში განუსაზღვროს 10-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების ან წარმოდგენილი განცხადების სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე.”.

ე) მე-9 მუხლს დაემატოს მე-15  21-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

 „15. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მოიჯარის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა არ ართმევს მას პრივატიზებაზე განცხადების განმეორებით წარდგენის უფლებას.

16. მოიჯარემ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს სრული საპრივატიზებო საფასური ან საპრივატიზებო საფასურის 50%.

 17. მოიჯარის მიერ საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენთან იდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საკუთრების უფლება. ხოლო მოიჯარის მიერ საპრივატიზებო საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც აღინიშნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში.

 18. იმ საიჯარო მიწებზე, რომელთა პრივატიზებაც განხორციელდა ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და მყიდველთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანხის გადახდას ნაწილ-ნაწილ, მყიდველი საფასურს გადაიხდი ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკით, ხოლო თანხის სრულად გადახდის შემდგომ, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რის საფუძველზეც უქმდება იპოთეკის ხელშეკრულება.

19. წარმოდგენილი განცხადების განხილვისას, თუ აღმოჩნდა, რომ საიჯარო ფართი ნაკლებია იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართზე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო მოიჯარეს უგზავნის შეტყობინებას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო გეგმაზე მითითებული ფართის შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის შესახებ, მაგრამ, თუ საიჯარო ფართი აღემატება იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართს, მაშინ მოიჯარეს უფლება აქვს პრივატიზება განახორციელოს იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართზე, რომელის მდებარეობასაც განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.

20.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საიჯარო მიწაზე, რომელზეც იჯარით გაცემის გამგეობის დადგენილება გამოცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება არ დაიშვება.

21. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების განხორციელებისას ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში ამოიწურება პრივატიზების ვადა, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს არ აქვს უფლება უარი უთხრას მოიჯარეს პრივატიზების დასრულებაზე ვადის გასვლის გამო.”.

11. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასური და მის გადახდის წესი

1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საფასურს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობი) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულბის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურად.

 2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.”.

12. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

     „მუხლი 11. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება და სარგებლობაში გადაცემა

 1. პრივატიზებას დაქვემდებარებული იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომელთა პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებაზე მიმართვა არ განხორციელდა 2011 წლის 1 მაისამდე, განიკარგება იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვისა გათვალისწინებული წესით.

 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, შეიძლება გაიცეს სარგებლობაში.”

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქობალია