საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
ძალაში შესვლის თარიღი 04/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.440
  • Word
1666
30/10/1998
სსმ, 4, 20/11/1998
200.000.000.05.001.000.440
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 32,   1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ვ” ქვეპუნქტი, ხოლო ზ” ქვეპუნქტი ჩაითვალოს ვ” ქვეპუნქტად.

2. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები საქართველოს მოქალაქეების გარდა”.

3. 27-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის გაანგარიშების მიზნით ფასს ამ კოდექსის მე-10 კარში მოყვანილი ბუნებრივი რესურსების სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით ადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი რესურსებით სარგებლობის საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპერტო საბჭოს რეკომენდაციით”.

4. 39-ე მუხლის ბ” ქვეპუნქტის ბოლო სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სხვა სარგებელი (შემოსავლები), ხელფასის გარდა, რომლებიც ზრდიან გადასახადის გადამხდელის შემოსავლებს. ამასთან, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში, ერთობლივ შემოსავლებში შესატანი ქონებისა და სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.”.

5. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ. ფიზიკური პირისაგან ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება”.

64-ე მუხლის პირველი ნაწილის დ” ქვეპუნქტში სიტყვები კავშირგაბმულობასა და საერთაშორისო გადაზიდვებში” შეიცვალოს სიტყვებით: კავშირგაბმულობასა, საერთაშორისო გადაზიდვებში და მგზავრთა გადაყვანაში”.

7. 68-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: ამასთან, აღრიცხვის პირველად დოკუმენტებში სრულად და გარკვევით უნდა იყოს ასახული სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, საგანი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეების დასახელება. სამეურნეო ოპერაციის ნამდვილობას უნდა ადასტურებდეს მხარეთა ხელმოწერა.”;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი წინადადება:

თუ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების მიხედვით გადამხდელის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და კოდექსით დადგენილი ზღვრული ნორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრის მიზნით პირმა უნდა უზრუნველყოს გამოქვითვების საგადასახადო აღრიცხვა”.

8. 77-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა კერძოდ” შეიცვალოს სიტყვით ამასთან”.

9. 87-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე” ქვეპუნქტი:

ე. რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი აღემატება 25 ათას ლარს”.

10. 89-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულნი არიან შეიტანონ ბიუჯეტში მიმდინარე გადასახდელების თანხები წინა საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 15 მაისამდე               –   30%;

ბ) 15 აგვისტომდე        –   30%;

გ) 15 ნოემბრამდე        –   40%.”;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:

2. პირები, რომლებსაც წინა საგადასახადო წელს არ ჰქონდათ დასაბეგრი შემოსავალი, მიმდინარე გადასახდელებს იხდიან საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე, რისთვისაც საგადასახადო ინსპექციაში წარადგენენ სათანადო დეკლარაციას არა უგვიანეს კვარტალის მეორე თვის 20 რიცხვისა.

3. თუ გადასახადის გადამხდელი დაასაბუთებს, რომ მიმდინარე საგადასახადო წელს მისი მოსალოდნელი შემოსავალი სულ ცოტა 30%-ით ნაკლები იქნება წინა წლის შემოსავალთან შედარებით და მიმდინარე გადასახადელების გადახდის ვადის დადგომამდე ერთი თვით ადრე მიმართავს საგადასახადო ორგანოს მისი შემცირების თაობაზე, ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით მიმდინარე გადასახადელების თანხები მცირდება შემოსავლების შემცირების პროპორციულად, ხოლო მიმდინარე გადასახდელების შემცირების შემდეგ, შემოსავლების ზრდის პირობებში, გადამხდელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელები შემცირებული თანხის ფარგლებში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი შემოსავლის შემცირება და გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელების შემცირებული თანხები, მაშინ გადამხდელს გადახდება საურავი ამ კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის დადგენილ ვადამდე დროის მონაკვეთში.”;

გ) მე-2 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად.

11. 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად.

12. 99-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

3. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონლზე (შესრულებულ სამუშაოებზე, გაწეულ მომსახურებაზე) გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც მყიდველთან იზრდება დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამყიდველთან – მცირდება.

4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ამ კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი ფორმით, სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი წარედგინება მყიდველს, მეორე – საგადასახადო ინსპექციას დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, ხოლო მესამე რჩება გამყიდველს”.

13. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ. საფოსტო მარკების (გარდა საკოლექციოსი) და საქართველოს ფინანსთა     სამინისტროს მიერ აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი”;

ბ) ზ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება”;

გ) ი” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები და ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში ლტოლვილთა და დევნილთა მომსახურების მიწოდება”;

დ) ლ” ქვეპუნქტში სიტყვების ტესტ-სისტემების” შემდეგ დაემატოს სიტყვები გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ);”;

ე) მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ. დიაბეტური კვების იმ პროდუქტების მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;”;

ვ) პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ. სამეცნიერო ლიტერატურის, აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებთან შეთანხმებით დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოებისა და საბავშვო ლიტერატურის ბეჭდვა, მიწოდება ან/და იმპორტი;”;

ზ) რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ. თეატრალური და საცირკო წარმოდგენების, კლასიკური მუსიკის კონცერტების, მუზეუმის ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება.”;

თ) შ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) ც” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ც. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84–85-ე, 88-ე და 90-ე თავებით გათვალისწინებული საქონლის (გარდა 8509, 8513, 8517-8520, 8522, 8524, 8525 20 910, 8525 30, 8525 40, 8527, 8544, 9003, 9004, 9006-9010, 9016 00 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლისა), აგრეთვე გამწევი ავტომობილების, მისაბმელების და ნახევარმისაბმელების (კოდი 8701 20, 8716 39 300, 8716 39 510, 8716 39 590, 8716 39 800), სამგზავრო ავტობუსების (კოდი 8702), მცურავი საშუალებების (კოდი 8904 00, 8905), ხის განძელის (კოდი 4406 10 000, 4406 90 000), რელსების (კოდი 7302 10 310), სარადარო კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო აღჭურვილობის (კოდი 8525 10; 8525 20 100, 8525 20 990; 8526; 8531 10 100) იმპორტი, აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება;”;

კ) ჰ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 108-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადება ამოღებულ იქნეს, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

6. ამ მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესი გამოიყენება აგრეთვე მარწმუნებლის აგენტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. იმ შემთხვევაში, როცა მარწმუნებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, მაშინ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა ჩაითვლება აგენტის მიერ განხორციელებულად”.

15. 114-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად” შემდეგ დაემატოს სიტყვები ან გადახდილია საბაჟო დეკლარაციის მიხედვით”;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები საქონლის იმპორტისა და” შეიცვალოს სიტყვებით საქონლის იმპორტის მიხედვით გადახდილი და/ან”.

16. 115-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვები შემდეგი მონაცემებით” შეიცვალოს სიტყვებით რომლითაც დასტურდება დღგ-ის გადახდევინების ფაქტი და შეიცავს შემდეგ მონაცემებს”;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვები და მისცეს მყიდველს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისას” შეიცვალოს სიტყვებით საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისთანავე და მისცეს მყიდველს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.”.

17. 119-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს სამუშაოს ან მოსახურებას, უფლება აქვს აინაზღაუროს ამ საქონლისათვის, სამუშაოსა თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ”.

18. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ” ქვეპუნქტში რიცხვი 100” შეიცვალოს რიცხვით 50”; ამავე ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები ხოლო ანგარიშ-ფაქტურაში დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ს თანხის არასწორად ჩაწერის შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას, გადამხდელს სანქციის სახით გადახდება დღგ-ს კუთვნილი თანხის 20 პროცენტი”.

19. 126-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

4. აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საქონლის მიწოდების მომენტი”.

20. 128-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ” ქვეპუნქტი:

ვ. საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავი იმპორტისას საბაჟო ორგანოებისათვის საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე”.

21. 129-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები ჩათვლის ან დაბრუნების ანალოგიური წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტიორისაგან მიღებულ საქონელზე.”.

22. 130-ე მუხლის ცხრილის:

ა) მე-14 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

საქონლის დასახელება

საქონლის ნომენკლატურული

კოდი

ზომის ერთეული

აქციზის განაკვეთი

1

2

3

4

5

14.

თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა):

 

 

 

 

– სიგარა, სიგარები გადაჭრილი ბოლოებით და სიგარილა (წვრილი სიგარები), რომლებიც შეიცავენ თამბაქოს

 

2402 10 000

 

 

1000 ღერი

 

 

150.00 ლარი

 

 

– სიგარეტი, კლასი A  და B

2402 20

1000 ღერი

7.50 ლარი

 

– ყველა დანარჩენი სიგარეტი და პაპიროსი

2402 20

 

1000 ღერი

 

2.50 ლარი

 

 

– სხვა ნაწარმი თამბაქოსა და მისი შემცვლელებისაგან; ჰომოგენიზირებული” ან აღდგენილი” თამბაქო; თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები

 

 

 

2403

 

 

 

1 კგ

 

 

 

20.00 ლარი

                                                                                                                                                        “

ბ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს, შესაბამისად მე-19 პუნქტი ჩაითვალოს მე-18 პუნქტად და ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-19–22 პუნქტები:

 

 

საქონლის დასახელება

საქონლის ნომენკლატურული კოდი

ზომის ერთეული

აქციზის განაკვეთი

 

2

3

4

5

19.

ქვანახშირის ფისის მაღალტემპერატურული გამოხდისას მიღებული ზეთები და სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აჭარბებს არაარომატულის მასას (გარდა ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა, რომელიც გამოიყენება ნახშირბადის მისაღებად (სასაქონლო ჯგუფის 2803 კოდი)

 

 

 

 

 

 

 

2707

(გარდა

2707 40 000; 2707 99 910)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

60%

20.

ბუნებრივი გაზის კონდესატი,

გარდა მილსადენისა

2709 00 100

 

 

 

60%

21.

ნედლი ნავთობისაგან და ბითუმინოზური მინერალებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტები (გარდა მაზუთისა 2710 00 710 – 2710 00 720)

 

 

2710 00

 

 

 

60%

22.

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

2711 12; 2711 13; 2711 14 000;

2711 19 000

 

 

60%6660%

                                                                                                                                                        “.

23. 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

5. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები), აქციზური მარკის შეძენისას გადაიხდიან აქციზს სრული ოდენობით.”.

24. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 134. აქციზური მარკები

1. აქციზური მარკების სავალდებულო დართვას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი (იმპორტირებული) ალკოჰოლიანი სასმელები, მათ შორის ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.15 გრადუსს (გარდა ორმოცდაათ გრამსა და მასზე ნაკლები მოცულობის, აგრეთვე ათ ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა) და თამბაქოს ნაწარმი, მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოს გარდა. აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აქციზის ფიქსირებული განაკვეთით დაბეგვრას.

2. აკრძალულია აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და აქციზური მარკის გარეშე მიწოდება.

3. ორგანოები, რომლებიც აკონტროლებენ აქციზის გადახდას, ვალდებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ აქციზური მარკის გარეშე იმპორტირებული ან გასაყიდად მიღებული აქციზური საქონლის სახელმწიფო საკუთრებად მიქცევა.”.

25. 137-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა და”.

26. 140-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ” ქვეპუნქტი:

დ. ორგანიზაციები, რომელთა ქონება ან ამ ქონების ნაწილი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის”.

27. 141-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები: აგრეთვე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აღნიშნული ქონება.”.

28. 158-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) ა” ქვეპუნქტში სიტყვა საქმიანობით” შეიცვალოს სიტყვით საქმიანობისათვის”;

ბ) დ” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია”, ხოლო ნ” ქვეპუნქტს – სიტყვები პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ფართობებზე”;

გ) პ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ” ქვეპუნქტი:

ჟ. სამონადირეო მეურნეობები”.

29. 165-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დაბეგვრის ობიექტია საქართველოში არსებული უძრავი ქონება, რომელზედაც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა ან რომელიც გადაიცემა იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად”.

30. 166-ე მუხლის ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა. იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები ვადით”.

31. 167-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. იჯარის ან ქირავნობის შემთხვევაში დასაბეგრი თანხა გამოიანგარიშება იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელი თანხის დისკონტირების გზით”.

32. 177-ე მუხლს დაემატოს სიტყვები საქართველოში მოქმედი გადასახადის განაკვეთის ფარგლებში”.

33. 184-ე მუხლს დაემატოს სიტყვები აგრეთვე, მეწარმე ფიზიკური პირების მიერ მიღებულ შემოსავლებზე.”.

34.     185-ე მუხლის დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ. ფიზიკური პირები – მეწარმეები და ამ კოდექსით მათთან გათანაბრებული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან საქმიანობას.”.

35. 189-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ კოდექსის 185-ე მუხლის დ” ქვეპუნქტში დასახელებული ფიზიკური პირები გადასახადს იხდიან საშემოსავლო გადასახადთან ერთად. ამასთან, სოციალური გადასახადის მიმდინარე გადასახდელები განისაზღვრება ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად გასული საანგარიშო წლის დეკლარაციის მიხედვით. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა ხდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად.”;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვის სოციალური” წინ დაემატოს სიტყვები ამ კოდექსის 185-ე მუხლის ა” და ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ”.

36. 193-ე მუხლის:

ა) გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ. გარემოდან ამოღებული მცენარეული რესურსების, მათი ცხოველქმედების პროდუქტების, ნაწილებისა და დერივატების, მათ შორის სოჭის გირჩების მოცულობა (რაოდენობა)”;

ბ) ე” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები გარდა გადამფრენი ფრინველებისა, რომელთა გარემოდან ამოღებაზე წესდება ფიქსირებული გადასახადი, რომლის ოდენობა განისაზღვრება კანონით.”.

37. 194-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა. ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტყის ფონდის მიწებზე გავრცელებული ტყის მერქნიანი სახეობების, კანონმდებლობით დადგენილი სატყეო სანიხრე თანრიგებისა და მერქნული რესურსების სასაქონლო ხარისხის მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

 

ტყის მერქნის სახეობათა ჯგუფები (სახეობათა დასახელების ჩათვლით)

სანიხრე თანრიგი

გადასახადის ოდენობა ერთი მკვრივი კუბური მეტრისათვის პროცენტებში საბაზრო ფასის მიმართ

სამასალე მერქანი უქერქოდ (დიამეტრი წვრილ თავში)

საშეშე მერქანი ქერქით

მსხვილი 25 სმ და მეტი

საშუალო

13 სმ-დან

25 სმ-მდე

წვრილი

4 სმ-დან

13 სმ-მდე

1

2

3

4

5

6

I. ჯგუფი

უთხოვარი, ბზა,

ღვია, ძელქვა,

კაკალი

1

2

3

4

34

30

26

22

30

27

24

21

27

24

21

18

5

4

3

2

II. ჯგუფი

მუხა, წაბლი,

იფანი, თელა,

თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

 

1

2

3

4

 

30

26

22

18

 

26

23

20

17

 

23

20

17

14

 

5

4

3

2

III. ჯგუფი

წიფელი, რცხილა, ჯაგრცხილა,

აკაცია, ჭადარი,

უხრავი

 

1

2

3

4

 

26

22

18

14

 

22

19

16

13

 

19

16

13

10

 

5

4

3

2

IV. ჯგუფი

ფიჭვი, ნაძვი,

სოჭი, კედარი,

კვიპაროსი,

კრიპტომერია,

ტუია

 

1

2

3

4

 

22

18

14

10

 

18

15

12

9

 

15

12

9

6

 

5

4

3

2

V. ჯგუფი

ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

1

2

3

4

18

14

10

6

14

11

8

5

11

8

5

3

5

4

3

2

                                                                                                                                                        “;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გარემოდან ამოღებული მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის სოჭის გირჩებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა:

ა. საქართველოს ტერიტორიაზე გარემოდან ამოღებული მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის სოჭის გირჩების სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება 10 პროცენტით მათი საბაზრო ფასის მიმართ;

ბ. გარემოდან ამოღებული მცენარეული რესურსების, მათი ცხოველქმედების პროდუქტების, ნაწილებისა და დერივატების, მათ შორის სოჭის გირჩების საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით.”.

38. 195-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 195. გადასახადის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი გადაიხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსების გადასახადი გადაიხდება შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე. ამ ვადაშივე გადასახადის გადამხდელები თავიანთი ადგილსამყოფელის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებს წარუდგენენ გადასახადის გაანგარიშებებს დადგენილი ფორმით.

2. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის გადასახადი გადაიხდება ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მიღებამდე, რის შესახებაც გადამხდელები წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემულ ცნობას ლიცენზიის გამცემ ორგანოს.”.

39. 196-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები მოპოვებული და ამოღებული ბუნებრივი რესურსები, რომლებიც დაკავშირებულია მოვლის, დაცვისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს ტყის მერქნული რესურსებისა და სოჭის გირჩების მოპოვებასთან (ბუნებიდან ამოღებასთან). ასევე,”.

40. 197-ე მუხლის:

ა) ბ” ქვეპუნქტში სიტყვები ნავთისა და” შეიცვალოს სიტყვებით ნავთის, ბუნებრივი და”;

ბ) ბ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გ” ქვეპუნქტი:

გ. ახორციელებენ პლასტმასის ბოთლების და/ან პლასტმასის ბოთლებით საქონლის იმპორტს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე პლასტმასის ბოთლების წარმოებას.”.

41. 198-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გადამხდელების მიერ იმპორტირებული, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და მიწოდებული ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის მოცულობა”;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

3. გადამხდელების მიერ პლასტმასის ბოთლების ან პლასტმასის ბოთლებით საქონლის იმპორტი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და მიწოდებული პლასტმასის ბოთლების რაოდენობა.

4. გადასახადით არ იბეგრება ამ მუხლის მე-2–3 ნაწილებში აღნიშნული საქონლის ექსპორტი.”.

42. მე-200 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 4. გადასახადის განაკვეთები იმპორტირებული, აგრეთვე საქართველოში წარმოებული და მიწოდებული ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირისათვის განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

 

საწვავის დასახელება

ზომის ერთეული

გადასახადის განაკვეთი

ლარებში

ბენზინი

1 ლიტრი

0.03

დიზელის საწვავი

1 ლიტრი

0.03

    ნავთი

1 ლიტრი

0.02

მაზუთი

1 კილოგრამი

0.01

თხევადი აირი

1 კილოგრამი

0.01

ბუნებრივი აირი

1 კუბური მეტრი

0.005

                                                                                                                                                        “;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

5. გადასახადის განაკვეთები საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 3923 კოდში აღნიშნული პლასტმასის ბოთლების, აგრეთვე პლასტმასის ბოთლებით სასმელების ნაწარმის იმპორტზე, წარმოებაზე და მიწოდებაზე განისაზღვრება თითო ცალზე 0.03 ლარის ოდენობით”.

43. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 202. საგადასახადო დეკლარაციის შევსება და გადასახადის გადახდის წესი

1. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც სტაციონარული წყაროებიდან აბინძურებენ გარემოს, ვალდებულნი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ დამოწმებული საგადასახადო დეკლარაცია წარადგინონ საგადასახადო ორგანოში და გადაიხადონ გადასახადი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის.

2. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის იმპორტს, გადასახადს გადაიხდიან საქონლის განბაჟებამდე, რის შესახებაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს დეკლარაციას. საბაჟო ორგანოები საქონლის განბაჟებას ახდენენ მხოლოდ გადასახადის გადახდის შესახებ საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

3. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის წარმოებასა და მიწოდებას, აგრეთვე ამ კოდექსის 197-ე მუხლის გ” ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის იმპორტიორი და მწარმოებელი ფიზიკური და იურიდიული პირები გადასახადს იხდიან ყოველთვიურად, საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის, რისთვისაც საგადასახადო ორგანოებს ამავე ვადებში წარუდგენენ დეკლარაციას.”.

44. 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 210. სათამაშო ბიზნესის გადასახადი

1. სათამაშო ბიზნესის გადასახადს იხდიან ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით) და სხვა სახის სათამაშო ბიზნესით.

2. სხვა სახეობის სათამაშო ბიზნესში იგულისხმება სამეწარმეო საქმიანობა ნივთის ან ფულის მომგებიანი სათამაშო ავტომატების (სხვა საშუალებებისა და დანადგარების) გამოყენებით, აგრეთვე სანაძლეო და თამაშობები მოხერხებულობაზე (სიმარჯვეზე).

3. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადამხდელად ითვლება პირი, რომელსაც ასეთი საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული აქვს ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ მუხლში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება.

5. სათამაშო ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა. ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ტოლფასი შემოსავლები;

ბ. აზარტული თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო ავტომატები, რომლებიც განლაგებულია სპეციალურ სათამაშო ადგილებზე;

გ. სიმარჯვის თამაშების, ტოტალიზატორების და სანაძლეოს ჩამტარებელი პირების მიერ ფსონებიდან მიღებული შემოსავლები, მოთამაშის მოგების გამოკლებით;

დ. სხვა სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები.

6. გადასახადის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობიდან გამომდინარე და განისაზღვრება:

ა) შემთხვევითობის აზარტულ თამაშებზე შემდეგი ოდენობით:

ა.ა. თითოეულ სათამაშო ავტომატზე თვეში არა უმეტეს 200 ლარი;

ა.ბ. თითოეულ სათამაშო მაგიდაზე თვეში არა უმეტეს 2000 ლარი.

ბ) სხვა აზარტულ თამაშებზე შემდეგი ოდენობით:

ბ.ა. სანაძლეოზე არა უმეტეს 40 პროცენტისა;

ბ.ბ. ტოტალიზატორების მოწყობაზე არა უმეტეს 10 პროცენტისა;

ბ.გ. სიმარჯვის თამაშების მოწყობაზე არა უმეტეს 35 პროცენტისა;

ბ.დ. ლატარიების მოწყობაზე არა უმეტეს 20 პროცენტისა.

7. შემთხვევითობის თამაშების, ლატარიების და სიმარჯვის თამაშების მოწყობისას გადასახადით დაბეგვრის დროდ ითვლება კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლები.

8. სანაძლეოსა და ტოტალიზატორების მოწყობისას გადასახადით დაბეგვრის დროა ერთი სანაძლეოს ან ტოტალიზატორის ორგანიზაციის პერიოდი, რომელიც იწყება დამტკიცებული წესების მიხედვით ფსონის შეტანის პირველი დღიდან და მთავრდება მოგებების გაცემის ბოლო დღეს. სანაძლეოსა და ტოტალიზატორების მოწყობის პერიოდი იწყება და მთავრდება ერთსა და იმავე საანგარიშო წელს.

9. სიმარჯვის თამაშების, ტოტალიზატორების, სანაძლეოს და ლატარიების მომწყობნი ვალდებულნი არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული დეკლარაციის ფორმა და გადაიხადონ გადასახადი არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

10. დეკლარაცია აზარტული თამაშების გადასახადების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს დასაბეგრი შემოსავლების არარსებობის შემთხვევაშიც.

11. შემთხვევითობის აზარტული თამაშების სათამაშო მაგიდებისა და ავტომატების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორების მიერ გადასახადების გადახდა ხდება გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის გზით.

12. ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადახდის ნიშანში იგულისხმება შემთხვევითობის თამაშების მოწყობის დროს სათამაშო მაგიდებსა და სათამაშო ავტომატებზე მისამაგრებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს აზარტული თამაშების გადასახადის გადახდას და შემთხვევითობის თამაშების მომწყობის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებზე სათამაშო მაგიდებისა და ავტომატების დადგმაზე.

13. გადასახადის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა. განუმეორებელ კოდს;

ბ. გადასახადით დაბეგვრის პერიოდს;

გ. გადასახადის გადახდის ნიშნის ესკიზს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი.

14. გადასახადის გადახდის ნიშანს ადგილობრივი საგადასახადო ორგანოებიდან იძენს შემთხვევითობის თამაშების მომწყობი გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.

15. გადასახადის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციაში შემთხვევითობის თამაშების მომწყობის სახელზე.

16. შემთხვევითობის თამაშების ორგანიზატორები გადასახადის გადახდის ნიშანს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და ავტომატებზე თვალსაჩინო ადგილას, თამაშების დაწყების პირველ დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღეს.

17. გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრების და დაზიანებული ნიშნების შეცვლის წესებს ადგენს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი.”.

45. 213-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: რეკლამის გადასახადს იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახდენენ საქონლის, სამუშაოს, მომსახურების რეკლამირებას და/ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნით შეიძენენ სარეკლამო მომსახურებას”;

ბ) ამავე ნაწილის მე-2 წინადადებასა და მეორე ნაწილში სიტყვა სამეწარმეო” შეიცვალოს სიტყვებით ეკონომიკური საქმიანობის”;

გ) მე-3 ნაწილში სიტყვის ღირებულების” შემდეგ დაემატოს სიტყვები და/ან სარეკლამო საშუალებების ღირებულების”.

46. 214-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

47. 261-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა რეგულარულად” შეიცვალოს სიტყვით ყოველდღიურად”, ხოლო სიტყვის დეპარტამენტს” შემდეგ დაემატოს სიტყვები რისთვისაც იქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი”.

48.  265-ე მუხლის ე” ქვეპუნქტში სიტყვის ამოიღონ” წინ დაემატოს სიტყვები გადასახადების გადახდევინების იძულებითი მეთოდებითა და  საინკასო დავალების საფუძველზე”.

49. 268-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საგადასახადო ორგანოები და მათი ყველა მუშაკი ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და უფლება აქვთ გადასცენ ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია მხოლოდ შემდეგ პირებს:“;

ბ) ამავე ნაწილის ბ” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები მოსამართლის ბრძანების საფუძველზე”.

50. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2701 მუხლი:

     „მუხლი 2701. საგადასახადო ორგანოებში სამსახურის გავლის წესი

1. საგადასახადო ორგანოებში უფლებამოსილ თანამდებობის პირებად შეიძლება დაინიშნონ უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირები, აგრეთვე სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟის მქონე საშუალო-სპეციალური ეკონომიკური განათლების მქონე პირები.

2. საგადასახადო ორგანოებში თანამდებობებზე ინიშნებიან კონკურსისა (ტესტირების) საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.

51. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ” ქვეპუნქტში სიტყვები კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანისთანავე” შეიცვალოს სიტყვებით 1999 წლის 1 იანვრიდან”.

52. 273-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-12 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 ნაწილში სიტყვები 1998 წლის 1 ოქტომბრამდე” შეიცვალოს სიტყვებით 1999 წლის 1 აპრილამდე”;

გ) მე-13 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ” ქვეპუნქტი:

გ. იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდება გადასახადი შესაბამისად 19 და 25 თეთრის ოდენობით;”;

დ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე 1999 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებულია დღგ-საგან”;

ე) 29-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

29. 1999 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი აირის მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე მაზუთისა და ელექტროენერგიის იმპორტი თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.”.

53. კოდექსის მთელ ტექსტში სიტყვები საგადასახადო დეპარტამენტი” და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე” შეიცვალოს სიტყვებით სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი” და სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                       . შევარდნაძე

თბილისი

1998 წლის 30 ოქტომბერი.

1666I