სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 15/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 26/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 010240060.12.224.005018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
15/10/2001
სსმ, 114, 26/10/2001
010240060.12.224.005018
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/10/2001 - 17/02/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.12.224.005.018

საქართველოს შესყიდვების სააგენტოს

 თავმჯდომარის ბრძანება №1

2001 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დებულება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ და მისი დანართები (1-5).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ხომერიკი

 

დებულება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. დებულების მიზანი და მოქმედების სფერო

1. დებულება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

2. დებულებით დადგენილი წესები და ნორმები ვრცელდება ყველა იმ სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელზეც ვრცელდება კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

3. დებულების მიზანია კანონით დადგენილი წესებისა და ნორმების დეტალიზაცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდიკის განსაზღვრა და პროცედურების რეგლამენტირება.

    მუხლი 2. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით და ამ დებულებით.

2. კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების, სახელმწიფო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვით შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავალებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ან თანამშრომელთა სპეციალურ ჯგუფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას.

3. პასუხისმგებლობა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვაზე, სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურ განხორციელებაზე მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

    მუხლი 3. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებას შემსყიდველი ორგანიზაცია აწარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ შესაბამისი ბიუჯეტის (სახელმწიფო, ადგილობრივი) პროექტის შედგენისა და განხილვის წესს.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დამტკიცების შემდეგ არა უგვიანეს 20 დღის ვადისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმა მტკიცდება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

4. წლის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ მისი დაფინანსება ხდება ერთიანი წყაროდან.

5. მრავალწლიანი შესყიდვების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მოცემული შესყიდვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი ორგანოს ნებართვების მიღების შემდგომ უნდა შეუთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ყოველწლიურად აისახოს შესყიდვების წლიურ გეგმაში.

6. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნება;

გ) მსგავსი შესყიდვების გამოცდილება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება ან მათი წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნილებები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები;

ე) ბაზრის გამოკვლევის შედეგები პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით, რათა მოხდეს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა;

ვ) შესყიდვების განხორციელების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევის საფუძველი, შესყიდვების პროცედურების სავარაუდო ვადები;

ზ) მისაწოდებელი საქონლის, შესასრულებელი სამუშაოს, გასაწევი მომსახურების რაოდენობა ან/და მოცულობა (არსებული მარაგების გათვალისწინებით);

თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;

ი) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;

კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დასადები ხელშეკრულებების შესრულების სავარაუდო ვადები;

მ) კონკრეტულ შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.

7. სახელმწიფო შესყიდვების გეგმა უნდა შედგეს ამ დებულების 3 დანართის ფორმით და უნდა შეიცავდეს:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაფინანსების წყაროს;

ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას შესასყიდი საქონლის, მომსახურების, სამუშაოს დასახელების მიხედვით, როგორც კვარტალების, ასევე საფინანსო წლის განმავლობაში (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების კლასიფიკატორის იმ კონკრეტული მუხლების შესაბამისად, რომლებიც განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სფეროს);

გ) შესასყიდი საქონლის, მომსახურების, სამუშაოს რაოდენობას ან/და მოცულობას;

დ) შესყიდვის განხორციელების საშუალებას (მეთოდს);

ე) შესყიდვის განხორციელების ვადებს;

ვ) მრავალწლიანი ან/და წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების დაწყებისა და დამთავრების ვადებს;

ზ) მრავალწლიანი ხელშეკრულებებით ან/და წინა წლებში გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებებს მიმდინარე წლისათვის კვარტლების მიხედვით.

8. სახელმწიფო შესყიდვების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებით განსაზღვრულ აპარატებს, ხოლო სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შესყიდვები ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 4. განსახორციელებელი შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები

1. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციებით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების, მეთოდის და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.

2. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე (შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე), მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესყიდვის პროცესებში მონაწილეობის მსურველი და მონაწილე პირებისათვის (სანამ არ დადგება ამ ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებისას სავარაუდო ღირებულების წინასწარი გამჟღავნება აუცილებელია შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე.

3. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ქმნის სატენდერო კომისიას და კომისიის აპარატს. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლითა და ამ დებულებით.

4. თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 5000 ლარს სახელმწიფო შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე (ტენდერის შემთხვევაში – განცხადების გავრცელებამდე, ფასთა კოტირების შემთხვევაში – მოწვევის დაგზავნამდე, ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში – მოლაპარაკების დაწყებამდე) შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს შესყიდვის პროცედურების დაწყების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს და, შესაბამისად, საქართველოს, აფხაზეთის, აჭარის ფინანსთა სამინისტროებს ან ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების შერჩევის დასაბუთება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების მითითებით.

    მუხლი 5. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება დასაშვებია შემდეგი საშუალებებით, მეთოდითა და წესით:

ა) ღია ტენდერი;

ბ) დახურული ტენდერი;

გ) ფასთა კოტირების მეთოდი;

დ) ერთ პირთან მოლაპარაკება;

ე) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად;

ა) ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 230000 ლარს;

ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 25000 ლარს და ნაკლებია 70000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 120000 ლარს და ნაკლებია 230000 ლარზე.

3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფასთა კოტირება, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გამარტივებული მეთოდი დასაშვებია საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50000 ლარს და ნაკლებია 120000 ლარზე.

4. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის თანახმად ერთ პირთან მოლაპარაკება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 50000 ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება;

დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის (ტექნოლოგიის ან მოწყობილობის), სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.

5. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ღია ან დახურული ტენდერი შეიძლება ჩატარდეს ორ ეტაპად.

6. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს და იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს არსებითი მახასიათებლების დაზუსტების მიზნით.

7. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

8. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი განისაზღვრება ამ დებულების 21-ე მუხლით.

    მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლით და ამ დებულებით.

2. ყველა პიროვნებამ, რომელიც შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს (მისი ხელმძღვანელების, თანამშრომლებისა და კონსულტანტების ჩათვლით) თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი სიტუაცია, ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების ჩათვლით.

3. თუ ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული რომელიმე პიროვნება ინტერესთა კონფლიქტის წინაშე დადგება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესში.

4. ყოველ პირს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ ეს პირი:

ა) მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვაში;

ბ) არის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე რომელიმე ორგანიზაციის მფლობელი, აკონტროლებს მას ან არის მისი თანამშრომელი;

გ) არის შესყიდვის პროცედურაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლის ან ხელმძღვანელი აპარატის წევრის ახლო ნათესავი ან უშუალოდ მონაწილის ახლო ნათესავი, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია;

დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ,,ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები;

ე) ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

ვ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან;

ზ) შესყიდვის პროცედურის შედეგით პირადადაა დაინტერესებული (ან აქვს ფინანსური ინტერესი).

5. სახელმწიფო შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესის წარმოდგენა უნდა ეხებოდეს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ შემდეგ ღონისძიებებს:

ა) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით;

ბ) სატენდერო კომისიის წევრების ან შესყიდვის განხორციელებაზე სხვა პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის და სხვა მასალების მომზადება;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება;

ე) ტექნიკური დისკუსიებისა და მოლაპარაკებების ჩატარება, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ვ) დახურული ტენდერის ჩატარებისას და ფასთა კოტირების მეთოდით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პოტენციურ მონაწილეთა შერჩევა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.

თავი II

ტენდერი

    მუხლი 7. სატენდერო კომისია

1. ღია და დახურულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.

2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.

3. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.

4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიაში, ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სახაზინო დაწესებულებების წარმომადგენლები.

5. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით ამ ორგანიზაციის მომსახურებისაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას სატენდერო კომისიის მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს სახელმწიფო შესყიდვების სერტიფიცირებული სპეციალისტებისაგან.

7. შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დაზუსტების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას, განსაზღვრავს საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებს, შეფასების კრიტერიუმებს.

8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ (განცხადების გამოქვეყნებამდე), რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

9. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

10. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც თან უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

11. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე სატენდერო კომისიის წევრები.

    მუხლი 8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების შემუშავების, გამოქვეყნების, განცხადებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე -9 მუხლითა და ამ დებულებით.

2. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ.

ა) გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“;

ბ) თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8000000 ლარს უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, აგრეთვე აქვეყნებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ გაზეთში და უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით.

3. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადების გავრცელებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებაც. ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ. ტენდერის გამოცხადების ოფიციალურ თარიღად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული განცხადების თარიღი (იმისდა მიხედვით, პირველად რომელში გამოქვეყნდება), ხოლო დახურული ტენდერის შემთხვევაში – განცხადების დაგზავნის თარიღი.

4. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა დაეგზავნოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ არანაკლებ ხუთ პირს.

5. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს (დახურული ტენდერის შემთხვევაში – დაიგზავნოს) საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

6. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტებს;

ბ) შესასყიდი საქონლის სახეობას, რაოდენობას და ხარისხს, მიწოდების ადგილსა და ფორმას, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობას და შესრულების ან გაწევის ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვების ობიექტის აღწერის მიზნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების. სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სავალდებულო ან სასურველ ვადებს;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების კრიტერიუმებსა და წესს;

ე) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადასა და ადგილს;

ვ) მოთხოვნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;

ზ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღებს წესს, ვადას, ადგილსა და ენას, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთს;

თ) სატენდერო კომისიის აპარატის მუშაკთა სამსახურებრივ კოორდინატებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე.

7. სატენდერო კომისიას უფლება აქვს დააწესოს დამატებითი მოთხოვნები შესყიდვებში მონაწილე პირების ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების და პროფესიული კვალიფიკაციის მიმართ. ეს მოთხოვნები უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა უშვებდეს შესყიდვებში მონაწილე პირთა დისკრიმინაციას. იგი შეიძლება ეხებოდეს ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირთა პროფესიონალური და ტექნიკური კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალური შესაძლებლობების, პერსონალის შესახებ მონაცემებს.

8. სატენდერო კომისიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება ეხებოდეს აგრეთვე სუბ-კონტრაქტორებს, რომლებიც იქნებიან ჩართულნი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების პროცესში.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს მისი მოთხოვნისთანავე და უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

ბ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალს;

ბ) მოთხოვნებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების დადების, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიების) ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გარანტიების მექანიზმის გამოყენების და ამ გარანტიების ოდენობისა და ფორმის, შესყიდვის ობიექტის და ხელშეკრულების შესრულების ცალკეული ეტაპების დაზღვევის შესახებ;

გ) მითითებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დაწესებული პრეფერენციული შეღავათისა და ამ დებულებით განსაზღვრული მისი გამოყენების წესის შესახებ;

დ) მითითებას, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადების ან საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მხოლოდ ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული წინადადების წარდგენა;

ე) მითითებას, შესაძლებელია თუ არა ტენდერის შედეგად რამდენიმე გამარჯვებულის გამოვლენა, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალკეული ნაწილების (ელემენტების) შესრულების უფლება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას;

ზ) ინფორმაციას სახლმწიფო შესყიდვების პროცედურების დროს წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრების შესაძლებლობის და ზოგადი წესების შესახებ.

    მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასებისა და პრეტენდენტთა განსაზღვრის წესი

1. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად იურიდიული და ფიზიკური პირების საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდნენ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების საფუძველზე ტარდება საკვალიფიკაციო შერჩევა, რომლის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით.

2. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში უნდა წარუდგინონ სატენდერო კომისიას განცხადებაში მითითებული საკვალიფიკაციო მონაცემების პაკეტი. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღება უნდა დასრულდეს საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

3. სატენდერო კომისიის აპარატი ახორციელებს შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების პაკეტების რეგისტრაციას. რეგისტრაციისას ფიქსირდება მათი შემოსვლის თარიღი და დრო.

4. დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და უბრუნებს წარმომდგენ პირებს. სატენდერო კომისიის აპარატი აფიქსირებს დაგვიანებული საკვალიფიკაციო მონაცემების შემოსვლის თარიღსა და დროს და ასახავს ამ ინფორმაციას შესაბამის სარეგისტრაციო დოკუმენტში.

5. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასებას სატენდერო კომისია ახდენს საკვალიფიკაციო მონაცემების წარმომდგენი ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.

6. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება (საკვალიფიკაციო შერჩევა) უნდა დასრულდეს საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

7. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია ამტკიცებს პრეტენდენტთა სიას და არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას საკვალიფიკაციო მონაცემების წარმომდგენ ყველა პირს.

8. პრეტენდენტებად არ დაიშვებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები:

ა) არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან ყალბი აღმოჩნდება;

ბ) არაზუსტი არ არასრული აღმოჩნდება, ან ამ მონაცემებში მექანიკური შეცდომაა დაშვებული და მათი წარმომდგენი პირი უარს აცხადებს დაშვებული შეცდომის (უზუსტობის) გასწორებაზე ან მონაცემების საჭირო ინფორმაციით შევსებაზე ან/და არ შეუძლია მისი გასწორება.

9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოთხოვს შესყიდვაში მონაწილე პირებს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურება ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე.

    მუხლი 10. სატენდერო მოსაკრებელი

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრების, უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტებით, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებულია სატენდერო მოსაკრებელი.

2. სატენდერო მოსაკრებელი წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებულ გადასახდელს. ამ მოსაკრებლის განაკვეთებია:

ა) ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში 150 ლარი.

3. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ტენდერის საშუალებით განხორციელებისას, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრების შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების, მისი გადახდისა და დაბრუნების წესის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთები არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მეორე პუნქტში მოცემულ განაკვეთებს.

4. სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელები არიან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით პრეტენდენტთა სიაში შეტანილი საქართველოს ან უცხო სახელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, თუ მათ გააჩნიათ სურვილი განაგრძონ ტენდერში მონაწილეობა და მიიღონ სატენდერო დოკუმენტაცია.

5. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.

6. სატენდერო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურე ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები ეცნობება პრეტენდენტს სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგებთან ერთად.

7. სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შედეგად შემოსული თანხები ინახება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე ტენდერის დასრულებამდე (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე), ხოლო შემდეგ სამი დღის ვადაში დადგენილი წესით ირიცხება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელი პირებისათვის. სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით.

8. სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგების დაგზავნის დღიდან.

9. სატენდერო მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ამ დებულების 23-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე;

ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო მოსაკრებლის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა.

10. მოსაკრებლის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს სატენდერო კომისიის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

11. სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების თაობაზე აისახება კომისიის სხდომის ოქმში და ოქმიდან ამონაწერის სახით გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაეცემა შესაბამის პრეტენდენტს;

გ) სატენდერო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების (სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების თაობაზე) საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს მომსახურე ხაზინას შესაბამისი საგადასახადო დავალება, რომლის თანახმად, დადგენილი წესით, ხდება თანხის დაბრუნება მოსაკრებლის გადამხდელი პირისათვის.

12. მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს:

ა) მის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია;

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში წარუდგინოს სატენდერო კომისიას თავისი სატენდერო წინადადება;

გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან სატენდერო მოსაკრებლის გადახდასა და დაბრუნებასთან.

    მუხლი 11. სატენდერო დოკუმენტაცია

1. სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების, დამტკიცების, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის და პრეტენდენტის მიერ მისი მიღების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლითა და ამ დებულებით.

2. სატენდერო დოკუმენტაცია წარმოადგენს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე და შედგენილ უნდა იქნეს ამ დებულების 1 დანართის მიხედვით.

3. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მის უმოკლეს დროში მიღებას. პრეტენდენტების მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის და პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი უნდა დასრულდეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ვადებში. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგების გაგზავნის დღიდან.

4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ამ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად შედგენილ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების ფორმას;

ბ) პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შედგენისა და წარდგენის წესს;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას, მათ შორის შესაბამის სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს;

დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურეობის გაწევის სავალდებულო ან სასურველი ვადების და ადგილის, სახელმწიფო შესყიდვის შესრულების პროცესში დამატებითი მომსახურების გაწევის საჭიროების ან მისი აუცილებლობის წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ (ასეთი მომსახურების აღწერის ჩათვლით) და სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებასაც შემსყიდველი ორგანიზაცია ჩათვლის საჭიროდ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;

ე) მოთხოვნას წარმოსადგენ ნიმუშებზე, მათ რაოდენობასა და ტიპზე;

ვ) მოთხოვნას შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დადასტურების შესახებ, აგრეთვე იმ სპეციალური ტესტებისა და მეთოდების აღწერას, რომლებიც გამოყენებულ იქნება საქონლის ხარისხის დადგენისას, მშენებლობის შემთხვევაში – მისი ტექნიკური პარამეტრების სატენდერო დოკუმენტაციას მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისას აუცილებლობის შემთხვევაში შეფასების ძირითადი პარამეტრების მოთხოვნილ დონესთან შესაბამისობის დასადგენად გამოყენებულ მეთოდებს;

ზ) სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშების წესს, იმის მითითებით, საქონლის, სამუშაოების მომსახურების ღირებულების გარდა უნდა შეიცავდეს თუ არა იგი სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

თ) მითითებას იმ კონვერტირებადი ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ფასი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების ფასის გაანგარიშება დაშვებელია სხვადასხვა ვალუტაში – მითითებას მათი სავალუტო კურსის თაობაზე ეროვნული ვალუტის მიმართ;

ი) მითითებას იმის შესახებ, ქართული ენის გარდა, თუ რა ენაზე შეიძლება სატენდერო წინადადებების წარდგენა;

კ) სატენდერო წინადადებების წარდგენისა ვადასა და ადგილს;

ლ) მითითებას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადებების ან შესყიდვის ობიექტის მხოლოდ რომელიმე ნაწილთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა (ამ ნაწილის აღწერის ან/და მოცულობის მითითების ჩათვლით);

მ) მითითებას პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისი პროცედურების აღწერას, შემსყიდველი ორგანიზაციის იმ თანამშრომელთა ვინაობას და საკონტაქტო კოორდინატებს, რომელთაც უფლება აქვთ იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, ინფორმაციას იმის შესახებ, აპირებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე პრეტენდენტების საერთო კრების ჩატარებას ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესრულების ადგილის დათვალიერებისათვის მათ მოწვევას, კრების ჩატარების (დათვალიერების) ადგილისა და თარიღის მითითებით;

ნ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების მინიმალური ვადის თაობაზე. ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტენდერის ხანგრძლივობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები;

ო) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების, შესყიდვის ობიექტის და ხელშეკრულების შესრულების ცალკეული ეტაპების დაზღვევის თაობაზე, წარმოსადგენი გარანტიების ღირებულების ოდენობისა და ფორმის, დაზღვევის პირობების ჩათვლით;

პ) მითითებას იმ დამატებით ვალდებულებებზე, რომლებიც უნდა იკისროს მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების გარდა (მაგალითად, ტექნოლოგიის გადაცემა, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების გადაცემა, სპეციალისტების ტრენინგი და სხვა);

ჟ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ;

რ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებათა გახსნის თარიღის, ადგილისა და წესის შესახებ;

ს) სატენდერო წინადადებების შეფასებისათვის, დადგენილი კრიტერიუმების, მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების და შეფასების წესის შესახებ;

ტ) მითითებას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ტენდერის შედეგად რამდენიმე გამარჯვებულის გამოვლენა, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალკეული ნაწილების (ელემენტების) შესრულების უფლება;

უ) მითითებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დაწესებული პრეფერენციული შეღავათისა და ამ დებულებით განსაზღვრული მისი გამოყენების წესის შესახებ;

ფ) მითითებას პრეტენდენტების უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატენდერო წინადადების გატანასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, წარმოდგენილი გარანტიების და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნებასთან, წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრებასთან;

ქ) მითითებას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შემთხვევაში, შეწყვიტოს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის განხორციელება ან უარყოს ყველა სატენდერო წინადადება;

ღ) ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო წინადადებების მიმართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

5. პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დამთავრებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.

6. პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებიდან 30 კალენდარულ დღეს.

    მუხლი 12. შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები

1. განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციაში და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებში საქონლის, სამუშაოების, მომსახურების აღწერა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.

2. შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა ობიექტურად უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს).

3. სახელმწიფო შესყიდვისას დაცულ უნდა იქნეს სპეციფიკაცია გამოცხადების ნეიტრალიტეტის პრინციპი, ანუ დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში;

ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,მსგავსი“, ,,ეკვივალენტური“ და სხვა;

ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც შექმნიან დაბრკოლებას ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის.

4. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერა უნდა შეიცავდეს:

ა) მშენებლობის მასშტაბების და დანიშნულების აღწერას;

ბ) ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალს;

გ) მშენებლობის ადგილის მახასიათებლებისა და მდგომარეობის აღწერას;

დ) სამშენებლო ობიექტისა და მისი დეტალების დიზაინის აღწერას და დეტალურ ტექნიკურ ნახაზებს;

ე) უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინფორმაციას გარემოზე ზეგავლენის დასაშვები დონის შესახებ.

    მუხლი 13. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ

1. განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების დადების საკითხები განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლითა და ამ დებულებით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ გადაეცემა პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად. პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად, როგორც თანმხლები დოკუმენტი.

3. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის მოლაპარაკება განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასაშვებია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დადგენის და ამ პუნქტის პირველ ნაწილში აღნიშნული მოლაპარაკების დროს გაითვალისწინოს ტენდერის ხანგრძლივობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები.

4. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების წარმოუდგენლობის ან სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში მისი დახურვის შემთხვევაში პრეტენდენტის სატენდერო წინადადება არ განიხილება.

5. განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

ა) პრეტენდენტის ვალდებულებას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი აქვს შესყიდვის განხორციელების შეწყვეტას ან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საგარანტიო დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სატენდერო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ), თუ ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადებების უზრნველყოფის (გარანტიის) მექანიზმის გამოყენება;

დ) პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას;

ე) განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

ვ) მხარეთა პასუხისმგებლობის განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ვადას.

    მუხლი 14. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა

1. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი სატენდერო წინადადების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიები, როგორიცაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკი ან აკრედიტივი და სხვა. დაუშვებელია სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის შეტანა (ჩარიცხვა).

2. სატენდერო წინადადებების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა:

ა) როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8 000 000 ლარს;

ბ) სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, თუ შესასყიდი ობიექტი გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით და/ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ვადას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, მიუხედავად შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა.

3. გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარანტიის ღირებულებითი ოდენობის, მისი ფორმის, გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ.

4. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

5. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

6. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთ დახურულ კონვერტში შესაბამისი აღნიშვნით.

7. სატენდერო კომისიას უფლება აქვს დაიწუნოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი გააჩნია წარმოდგენილი გარანტიის მიმართ ან გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობაზე.

8. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში მონაწილე პირთათვის გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან არუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

9. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე ტენდერში მონაწილე გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდებათ მათი მოთხოვნისთანავე.

10. თუ გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე შეფასებას, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება იმ პირებისათვის, რომლებმაც უარი განაცხადეს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სატენდერო წინადადების და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან/და ვერ უზრუნველყოფს წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

11. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა სატენდერო წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდება მოთხოვნისთანავე.

12. გადაწყვეტილებას გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ იღებს სატენდერო კომისია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე (თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე);

ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

13. სატენდერო კომისიის მიერ გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ამ დებულების VII თავის და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი

1. პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლითა და ამ დებულებით.

2. პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ფიზიკური პირის) მიერ და წარედგინოს სატენდერო კომისიას დახურულ კონვერტებში.

3. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.

4. ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადების წარდგენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია დასაშვებად ჩათვლის ალტერნატიული წინადადებების წარდგენას, რის შესახებაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ და სატენდერო დოკუმენტაციაში. ალტერნატიული წინადადება წარმოადგენს წინადადებას, რომელიც გულისხმობს ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდებას, ალტერნატიული პროექტის განხორციელებას, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებათა დაკმაყოფილებას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულისაგან განსხვავებული გზით. ტენდერში მონაწილეობისათვის ალტერნატიული წინადადებების დაშვების შემთხვევაში პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ როგორც ერთი წინადადება (სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი ან ალტერნატიული), ასევე რამდენიმე, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ კონვერტში, მასზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნებით.

5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მიღებული სატენდერო წინადადებებისა და ნიმუშების უსაფრთხო შენახვა სატენდერო წინადადებების გახსნამდე. ინფორმაცია სატენდერო წინადადებებისა და ნიმუშების (მათი არსებობის შემთხვევაში) რაოდენობის, მათი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ პირთათვის, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვთ უფლება ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

6. დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირებს. სატენდერო კომისიის აპარატი აფიქსირებს დაგვიანებული სატენდერო წინადადების შემოსვლის თარიღსა და დროს და ასახავს ამ ინფორმაციას შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

7. პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას თხოვნით სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

8. სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე იმართება სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც პრეტენდენტების თანდასწრებით ერთობლივად იხსნება სატენდერო წინადადებები, ცხადდება სატენდერო წინადადებების წარმომდგენი პრეტენდენტების სახელწოდება, ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), სატენდერო წინადადებების ან ალტერნატიული წინადადებების ფასი, რაც უნდა აისახოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

9. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია გარდა ამ დებულების მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესწორებებისა.

10. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ვადებზე ნაკლები და უნდა იყოს ასახული სატენდერო წინადადებაში.

11. სატენდერო კომისიას უფლება აქვს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს მოსთხოვოს სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გაგრძელება.

12. პრეტენდენტებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ თავიანთი სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნას, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებაზე პრეტენდენტის მიერ უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტიის დაუბრუნებლობის, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.

13. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დათანხმდება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ვერ შეძლებს წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას (ან ახალი გარანტიის წარდგენას), იგი ჩაითვლება პრეტენდენტად, რომელმაც უარი განაცხადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

    მუხლი 16. სატენდერო წინადადებების შერჩევა

1. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი სატენდერო წინადადების და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება:

ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას;

ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება დ სხვა);

გ) არსებითად შეესაბამება თუ არა სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ვადებს და სხვა პარამეტრებს.

3. სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს აგრეთვე უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ ამ წინადადების წარმომდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება.

4. სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს წმინდა მექანიკური შეცდომები შემდეგი წესების გათვალისწინებით:

ა) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასსა და მთლიან ფასს შორის, რომელიც მიღებულ იქნა ერთეულის ფასისა და რაოდენობის გამრავლებით (უპირატესობა ენიჭება ერთეულის ფასს);

ბ) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ გამოსახულებას).

5. შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად:

ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს;

ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი გადახრების ან შეცდომების, ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად.

6. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;

ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს ან არ დაეთანხმება სატენდერო წინადადებაში ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად შესწორებების შეტანაზე;

დ) თუ სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

    მუხლი 17. სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების წესი

1. შეფასებისათვის დაშვებული წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს წინადადებების დეტალურ განხილვასა და შესწავლას. სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტ ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვებულია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში იმ კურსის შესაბამისად, რომელიც მითითებული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.

3. სატენდერო წინადადებების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

4. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ასევე მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს.

5. პრეტენდენტების შეფასების მიზანს წარმოადგენს მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემების და მახასიათებლების შედარება.

6. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სატენდერო წინადადების ღირებულება (პრეფერენციული შეღავათის გათვალისწინებით);

ბ) საქონლის მიწოდების, სამუშაოთა შესრულების, მომსახურების გაწევის ვადები;

გ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;

დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;

ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) სატენდერო წინადადების შესაბამისობა როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე რეგიონულ ინტერესებთან და შემსყიდველი ორგანიზაციის ძირითად მიზნებთან.

7. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 0,3-ს.

8. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას დ ადასტურებენ ხელმოწერით.

9. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

10. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

11. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები და დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირების და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

12. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ვადაში სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

    მუხლი 18. პრეფერენციული შეღავათი

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-13 მუხლის თანახმად ტენდერში საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტების მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ღირებულების მიმართ გამოყენება პრეფერენციული შეღავათი 15 პროცენტის ფარგლებში

2. პრეფერენციული შეღავათი გამოყენება მხოლოდ ფასის კრიტერიუმით შეფასებისას და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხოელი პრეტენდენტების სატენდერო წინადადების ფასს არა უმეტეს 15 პროცენტით.

3. საქონლის შესყიდვის შემთხვევაში პრეფერენციული შეღავათი ენიჭება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმეებს, თუ მათ მიერ შემოთავაზებული საქონელი წარმოებულია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასებისათვის დაშვებულ სატენდერო წინადადებათა შორის წარმოდგენილია ადგილობრივი და უცხოური პრეტენდენტების სატენდერო წინადადებები, პრეფერენციული შეღავათის გამოყენების საფუძველის არსებობის დადგენის მიზნით სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან/და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები;

ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები.

5. დაჯგუფების შემდეგ ,,ბ“ ჯგუფში გაერთიანებული სატენდერო წინადადებებიდან შეირჩევა წინადადება ყველაზე დაბალი ფასით, რომელიც უნდა შედარდეს ,,ა“ ჯგუფში შეტანილ ყოველი სატენდერო წინადადების შესაბამის ფასთან. პრეფერენციული შეღავათი გამოიყენება ,,ა“ ჯგუფის იმ სატენდერო წინადადებების მიმართ, რომელთა ფასი აღემატება ,,ბ“ ჯგუფის მინიმალური ფასის მქონე წინადადების ფასის არა უმეტეს 15 პროცენტით (სხვაობის პროცენტული სიდიდის გაანგარიშების დროს 100 პროცენტად მიჩნეული უნდა იქნეს ,,ა“ ჯგუფის სატენდერო წინადადებების ფასები).

6. იმ სატენდერო წინადადებების ფასებს, რომლების მიმართ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი, უნდა გამოაკლდეს ,,ბ“ ჯგუფის ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადების ფასის 15 პროცენტი, ხოლო შემდგომ ყველა წინადადების შეფასება ხდება ამ დებულების მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით.

7. თუ ამ დებულების მე-17 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანაბარ შეფასებას მიიღებენ ,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფების პრეტენდენტები, უპირატესობა ენიჭება ,,ა“ ჯგუფის პრეტენდენტს (პრეფერენციული შეღავათის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში).

8. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებულად მიჩნეული იქნება ,,ა“ ჯგუფის პრეტენდენტი, რომლის მიმართაც იყო გამოყენებული პრეფერენციული შეღავათი, მასთან დადებულ ხელშეკრულებაში უნდა დაფიქსირდეს მის სატენდერო წინადადებაში მითითებული ფასი.

    მუხლი 19. დახურული ტენდერის ჩატარების წესი

1. დახურული ტენდერის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შეახებ“ კანონის მე-20 მუხლითა და ამ დებულებით.

2. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება ღია ტენდერის ჩატარებისათვის დადგენილი წესი იმ განსხვავებით, რომ განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უშუალოდ ეგზავნება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ შერჩეულ პირებს.

3. სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ შერჩეული პირების რაოდენობა არ უნდა იყოს ხუთზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიწოდება შეუძლია იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შეზღუდულ წრეს, რომელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების შერჩევის მიზნით სატენდერო კომისიამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ინფორმაციის ყველა არსებული წყარო (შესაბამისი საცნობარო გამოცემები, დარგობრივი სამინისტროების, უწყებების ხელთ არსებული ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებული მიმწოდებელთა მუდმივ განახლებადი რეესტრის მონაცემები და სხვა).

5. სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს განცხადების დაგზავნის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს შერჩეულ პირთა მიერ განცხადების უმოკლეს ვადაში მიღებას.

6. ტენდერში მონაწილეობისათვის მოწვეულმა პირებმა თავისი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ წერილობით შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, წარუდგინონ სატენდერო კომისიას საკვალიფიკაციო მონაცემები განცხადებაში მითითებულ ვადებში.

7. თუ განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით ან გააგრძელოს დაწყებული ტენდერი ან შეწყვიტოს იგი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.

    მუხლი 20. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი

1. ორეტაპიანი ტენდერის (ღია ან დახურული) ჩატარების დროს შემსყიდველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს იმავე ძირითადი პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დამახასიათებელია ერთეტაპიანი ტენდერისათვის და განსაზღვრულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისი მუხლებით.

2. ორეტაპიანი ტენდერის პროცედურები, როგორც წესი, გამოიყენება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, როდესაც მომსახურების ხარისხსა და შემსრულებელი პირის კვალიფიკაციას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ამ მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებისათვის, ან სამშენებლო სამუშაოების და ტექნოლოგიურად რთული ობიექტების შესყიდვისათვის.

3. ორ ეტაპად ტენდერის ჩატარების შემთხვევაში იურიდიული და ფიზიკური პირები საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად სატენდერო კომისიას წარუდგენენ პირველად სატენდერო წინადადებებს და ზოგად მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე სატენდერო კომისია იწვევს მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებიც თავისი საკვალიფიკაციო მონაცემებითა და შემოთავაზებული წინადადებებით შეესაბამებიან პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.

4. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ წინამდებარე დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულის გარდა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მითითებას იმის შესახებ, რომ საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს პირველადი სატენდერო წინადადება ღირებულების გარეშე;

ბ) ინსტრუქციას პირველადი სატენდერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესს (წარდგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებების მხედველობაში მისაღებ მოთხოვნებს;

გ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი ორგანიზაცია.

5. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკება ამ პროცედურაში მონაწილე ყველა პირთან (ცალ-ცალკე) პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს როგორც პირველადი, ისე საბოლოო სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტების გახსნის პროცედურა ტარდება ამ დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის თანახმად.

 6. ტენდერის პირველი ეტაპის დასრულების ვადას სატენდერო კომისია განსაზღვრავს პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ. ამავე დროს, ორეტაპიანი ტენდერზე არ ვრცელდება საკვალიფიკაციო შერჩევის პროცედურებისათვის დადგენილი ვადა.

7. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს ჯერ განიხილება წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, განისაზღვრება პრეტენდენტები, ხოლო შემდეგ ხდება შერჩეული პრეტენდენტების პირველადი სატენდერო წინადადებების განხილვა.

8. პირველადი სატენდერო წინადადებების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათი შესაბამისობა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან და არ გამოიყენება მათი ქულებით შეფასების წესი.

9. ტენდერის პირველი ეტაპის შედეგები უნდა ეცნობოს პირველადი სატენდერო წინადადებების წარმომდგენ ყველა პირს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.

10. ტენდერის პირველი ეტაპის შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეიცვალოს თავისი მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ნებისმიერი ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრის მიმართ და აგრეთვე სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები.

11. ორეტაპიანი ტენდერის მეორე ეტაპი ტარდება იმავე წესით, როგორც ერთეტაპიანი ტენდერი (მოსაკრებლის გადახდის, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების დადების, სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის, სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების, სატენდერო წინადადებების შეფასების და სხვა წესების ჩათვლით).

    მუხლი 21. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი

1. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი შემუშავებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების საფუძველზე.

2. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა წარმოადგენს განსაკუთრებული სახის შესყიდვას, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება, მომსახურება განათლების სფეროში, მომსახურება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მომსახურება რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სფეროში, მმართველობითი მომსახურება, მომსახურება არქიტექტურის, საინჟინრო გამოკვლევისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დარგების სფეროში, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები, სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განთავსება და საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული საქმიანობის სახეები, რომლებიც მიეკუთვნება ინტელექტუალურ მომსახურებას.

3. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე სატენდერო კომისია განიხილავს და აფასებს საკვალიფიკაციო მონაცემებს. სატენდერო კომისიაში შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემები საექსპერტო დასკვნისათვის წარედგინება შესასყიდი მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს საექსპერტო კომისიას, რომლის დასკვნაც წარმოადგენს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის საფუძველს.

4. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა ტარდება ორეტაპიანი ტენდერის საშუალებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ფორსმაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. გადაწყვეტილების მიღებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხს უთანხმებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

5. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ორეტაპიანი ტენდერის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-20 მუხლით.

    მუხლი 22. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციას და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციით, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.

3. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 30 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“.

4. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე, ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ვერ წარმოადგენს საჭირო გარანტიას, ან მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო წინადადების, მისი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. თუ სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა და შეფასება.

6. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა სურვილი სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად ტარდება ახალი ტენდერი.

    მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა

1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც:

ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, სატენდერო მოსაკრებლის გარდა.

4. სატენდერო წინადადებების გახსნამდე გადაწყვეტილებას სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტის შესახებ იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში, იგი ვალდებულია მიღებული საკვალიფიკაციო მონაცემები, გაუხსნელი სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმომდგენ პირებს, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემდეგ (თუ პროცედურები შეწყდა საკვალიფიკაციო შერჩევის პროცესში ან სატენდერო წინადადებების გახსნამდე) მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ეს შესყიდვა (თუ ის ხორციელდება იმავე წლის საბიუჯეტო ასიგნებებით) შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით ამისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს შეწყვეტილ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს წინადადებით საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის შესახებ (იმისდა მიხედვით, თუ რომელ ეტაპზე იქნა შეწყვეტილი შესყიდვის პროცედურები). თუ არც ერთმა მონაწილემ არ განაცხადა თანხმობა განახლებულ შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ახალ ტენდერს.

6. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.

7. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის აუცილებლობის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები არა უმეტეს 15 კალენდარული დღისა და შეთანხმების მიზნით წერილობით მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. წარმოდგენილი მასალებისა და სხვა ინფორმაციის განხილვისა და შესწავლის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავის დასაბუთებულ დასკვნას წერილობით აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერების ვადის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არ დაეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს შესყიდვის პროცედურები.

8. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ სატენდერო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ ( ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით), იგი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების შესახებ და დაუბრუნოს ტენდერში მონაწილე პირებს მათი სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები.

9. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემდეგ (თუ პროცედურები შეწყდა სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ) მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ იმავე წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, იგი მიმართავს შეწყვეტილ პროცედურებში მონაწილე პირებს წინადადებით ტენდერის პროცედურის განახლების შესახებ. თუ არც ერთმა მონაწილემ არ განაცხადა თანხმობა განახლებულ პროცედურებში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ახალ ტენდერს.

    მუხლი 24. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

1.ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადებები;

ბ) დახურული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე ამ დებულების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 2. ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;

გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, გარდა ამ მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხი შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

თავი III

ფასთა კოტირება და ერთ პირთან მოლაპარაკება

    მუხლი 25. ფასთა კოტირება

1. ფასთა კოტირების მეთოდით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის წესით განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 და მე-6 მუხლებით და ამ დებულებით.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად ფასთა კოტირება, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გამარტივებული მეთოდი, დასაშვებია საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება ამატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას აღემატება 50000 ლარს ნაკლებია 120000 ლარზე.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ფასთა კოტირების მეთოდით საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში ამ დებულების №2 დანართის ფორმით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

6. მოწვეულმა პირებმა თავისი გადაწყვეტილება დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა უნდა აცნობონ შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, წარუდგინონ მას განაცხადი, რომელიც შეიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადება მონაწილეობაზე;

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.

7. მონაწილეების მიერ წარმოდგენილი განაცხადები უნდა იყოს ხელმოწერილი მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ.

8. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შეფასებულ უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

9. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

10. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა კოტირების დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.

11. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება არა უგვიანეს 5 დღისა გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან.

    მუხლი 26. ერთ პირთან მოლაპარაკება

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის თანახმად ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 50000 ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა. ექსკლუზიურ უფლებად საქონლის მიწოდებაზე, სამუშაოს შესრულებაზე, მომსახურების გაწევაზე არ განიხილება შემთხვევა, როცა არსებობენ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდება, სამუშაოების შესრულება, მომსახურების გაწევა.

გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. ასეთ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფორს-მაჟორული სიტუაციით ან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადების შესაბამის ოდენობას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოებთან შეთანხმებით;

დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე, თუ მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.

2. ერთ პირთან მოლაპარაკების შესყიდვის განხორციელების შესახებ აწარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსთხოვოს მოლაპარაკებაში მონაწილე პირს მისი საკვალიფიკაციო მონაცემების დადასტურება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა და ფორს-მაჟორული სიტუაციების გარდა), ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შესახებ გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“ 30 დღის ვადაში.

თავი IV

სახელმწიფო შესყიდვებთან დისკვალიფიკაცია

    მუხლი 27. სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირების დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, კერძოდ:

ა) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე;

გ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე;

დ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ) თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

2. გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ, ან დებულების შესაბამისი მუხლებით დადგენილ ვადებში, ეცნობოს დისკვალიფიცირებულ პირს დისკვალიფიკაციის მიზეზის მითითებით.

3. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.

4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“,“ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი მიღების მიზეზები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მიზეზების გამო დისკვალიფიცირებული პირების აღრიცხვას და აცნობებს ამ პირთა სიას დაინტერესებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს.

6. დისკვალიფიცირებულ პირთა ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან ხდება იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ექნება ადგილი მათ დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვებიდან იგივე მიზეზებით, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მათი დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირი დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორედ იქნება დისკვალიფიცირებული ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მიზეზების გამო, მისი ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან მოხდება მხოლოდ დისკვალიფიკაციის შესახებ ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის შემდეგ

თავი V

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

    მუხლი 28. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

1. ამ მუხლის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს შეიმუშავებს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების დროს.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების პირობების, ფასთა კოტირების მეთოდის გამოყენების ან ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში ამ პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ხდება ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის შედგენა. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების დროს მოლაპარაკება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების პირობების დაზუსტების და არა არსებითი ცვლილებების შეტანის მიზნით.

4. სახლმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება;

გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

დ) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ე) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი;

ვ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;

ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები) და ადგილი;

თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

კ) მხარეთა პასუხიმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;

ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები;

მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;

ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ო) დავების გადაწყვეტის წესი;

პ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე – მითითება იმის შესახებ, რომ სამუშაოების შესრულებაში მონაწილე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობაში არანაკლებ 70% უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.

    მუხლი 29. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას ევალება გამოყოს კოორდინატორი ან თანამშრომელთა შემადგენლობით შექმნას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი (შემდგომში – ინსპექტირების ჯგუფი).

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი კოორდინატორის და ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა;

ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;

დ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა.

3. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემატური ინფორმაცია სახლემწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების საფუძველზე (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხის ინსპექტირება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხის და სუბ -კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.

6. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტორების ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტირების ჩატარების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი ორგანიზაცია.

7. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მიწოდებული საქონლის, შესრულებული სამუშაოების, მომსახურების საბოლოო შემოწმებას (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მოწონებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებით. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (დაწუნებული საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით).

9. საბოლოო შემოწმების შედეგები უნდა ეცნობოს მიმწოდებელს წერილობითი სახით დაწუნებული საქონლის რაოდენობის, სამუშაოების, მომსახურების ნაწილის და წუნდების მიზეზების მითითებით.

10. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ კოორდინატორსა ან ინსპექტირებას შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.

11. ტრანსპორტირების პროცესში საქონლის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებით.

12. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასის (შესყიდვის ობიექტის ღირებულების) შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელშეკრულების პირობებით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა. ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, და ახალი ფასის გაანგარიშებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო საქმიანობის ინდექსი და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა უნდა გაფორმდეს დოკუმენტურად და დაუყოვნებლივ ეცნობოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

14. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად.

15. საქონლის შესყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

16. სამუშაოების ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ანგარიშსწორების განხორციელებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შესრულებული სამუშაოს, მომსახურების შუალედური ანგარიში.

17. დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

18. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს წინასწარ ანგარიშსწორებას. წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებასთან მიმართებაში. ამავე დროს, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.

19. მიმწოდებელი და მისი სუბ - კონტაქტორები ვალდებულნი არიან გამოიყენონ წინასწარ მიღებული თანხები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად.

20. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არღვევს ხელშეკრულების პირობებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 30. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან/და დაზღვევის მოთხოვნა. გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები.

2. ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ, ხოლო დეტალური ინფორმაცია გარანტიის ან/და დაზღვევის პირობების შესახებ უნდა აისახოს სატენდერო დოკუმენტაციაში.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტიასთან ან/და დაზღვევასთან დაკავშირებულ ყველა პირობას.

4. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკის ან აკრედიტივის ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა.

5. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის დაზღვევის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში დაზღვევის საგანი შეიძლება იყოს: საქონლის დაზიანება მისი წარმოების, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში და ამ დაზიანების შედეგად მიღებული ზარალი, მიმწოდებლის ან/და სუბკონტრაქტორის პერსონალი, მიმწოდებლის ან/და სუბოკნტრაქტორის ქონება, საკუთრება (სატრანსპორტო საშუალებები, ტექნოლოგიური დანადგარები, აღჭურვილობა და წარმოების სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების პროცესში), ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტი, ხელშეკრულების შემსრულებლის ან ხელშეკრულების შესრულებაში მონაწილე პირის პროფესიული რისკი და სხვა.

7. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს ისეთ დაზღვევაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.

თავი VI

სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება და მონიტორინგი

    მუხლი 31. სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-4 და 24-ე მუხლების თანახმად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენცია განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებით“, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია:

ა) კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, მათი არასწორი გამოყენების, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განსაზღვრული სახსრების არარაციონალური გამოყენების შემთხვევაში მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის ან დადგენილი წესებისა და ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი მათი დაფინანსების დროებითი შეჩერების თაობაზე შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების, ადგილობრივი საფინანსო ორგანოების წინაშე;

ბ) კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლინების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კონტროლის პალატას და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მათი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი.

    მუხლი 32. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინაშე.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშების შედგენის, შენახვისა და წარდგენის ზოგადი წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლით, ხოლო დებულების ამ მუხლში მოცემული დეტალური წესი შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ანგარიშები უნდა შედგეს ამ დებულების №4 დანართით დამტკიცებული ფორმებით.

3. ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სტატისტიკური ანგარიში ამ დებულების №5 დანართით დამტკიცებული ფორმით.

4. ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სრულყოფილი ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, შესყიდვების საჯაროობის და შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციები ადგენენ მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების ოპერატიულ და წლიურ ანგარიშებს.

5. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით ჩატარების შემთხვევაში ტენდერის ყველა ეტაპი და სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ქმედება, გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის ოქმებში, ხოლო ურთიერთობა სატენდერო კომისიასა და ტენდერში მონაწილე პირთა შორის უნდა ხორციელდებოდეს წერილობითი ფორმით.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების ფინანსთა სამინისტროს მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს.

8. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერის ჩატარების შესახებ ოპერატიული ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადისა.

9. ოპერატიული ანგარიში უნდა შეიცავდეს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს:

ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას (შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს დადგენილი სავარაუდო ღირებულების ჩათვლით);

ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტულ დასახელების მიხედვით);

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრების, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პასუხიმგებელი პირების სიას;

დ) სატენდერო კომისიის სხდომების ოქმებს, კომისიის წევრების დასკვნებს (შეფასებებს) განხილულ სატენდერო წინადადებებზე და სატენდერო დოკუმენტაციას;

ე) ინფორმაციას ტენდერის ჩატარების თაობაზე განცხადების გავრცელებისათვის გამოყენებული საინფორმაციო საშუალებების და გამოქვეყნების თარიღის შესახებ, გამოქვეყნებული განცხადების ასლს;

ვ) საკვალიფიკაციო შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა სიას;

ზ) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა სიას და მათ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ასლებს;

თ) ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ;

ი) პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებს;

კ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს;

ლ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას.

10. სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, თუ საქონლისა და მომსახურების ღირებულება აღმატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოპერატიული ანგარიში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტული დასახელების მიხედვით);

გ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებას;

დ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას;

ე) მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ;

ვ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს.

12. თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშები, შედგენილი დაფინანსების წყაროების მიხედვით, წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველკვარტალურად არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვისა.

13. ფასთა კოტირებს მეთოდებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ანგარიში უნდა შეიცავდეს შესყიდვაში მოწვეული ყველა მონაწილის შემდეგ დოკუმენტებს:

ა) მოწვევას მონაწილეობისათვის;

ბ) განცხადებას მონაწილეობაზე;

გ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

დ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკს შესახებ;

ე) მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს;

ვ) ყველა იმ დამატებით ინფორმაციასა ან დოკუმენტაციას, რომელიც მოითხოვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

14. 10000 ლარამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების, ხოლო 50000 ლარამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმით საანგარიშო კვარტალში გათვალისწინებულ თანხას დაფინანსების წყაროების მიხედვით;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საანგარიშო კვარტალში ფაქტობრივად გამოყოფილ თანხას დაფინანსების წყაროების მიხედვით;

გ) შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების კონკრეტულ დასახელებას (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკატორის იმ კონკრეტული მუხლების შესაბამისად, რომლებიც განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სფეროს), ერთეულის ფასს, რაოდენობას და/ან მოცულობას, საერთო ღირებულებას, საანგარიშო პერიოდში შესყიდვის შედეგად წარმოქმნილ დებიტორულ და/ან კრედიტორულ დავალიანებებს;

დ) დადებული ხელშეკრულების ასლებს.

15. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრნველყოს ამ მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებში აღნიშნული ანგარიშების შენახვა 3 წლის განმავლობაში.

16. ყოველი საფინანსო წლის დამთავრების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს გასულ წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიში და წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

17. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საფინანსო წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული (მათ შორის დასრულებული) ხელშეკრულებების რაოდენობისა და საერთო ღირებულების თაობაზე, შეძენილი საქონლის, სამუშაოების, მომსახურების სახეობების, მოცულობების და ღირებულების ჩვენებით ( შესყიდვის განხორციელების საშუალებისა და/ან მეთოდის, დაფინანსების წყაროების და ხელშეკრულების მოქმედების ვადის მითითებით).

ბ) იმ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის აღწერას, რომელთა მოქმედების ვადა საანგარიშო პერიოდში არ დასრულებულა (შესყიდვის განხორციელების საშუალების (მეთოდის), დაფინანსების წყაროების და ხელშეკრულების მოქმედების ვადის მითითებით);

გ) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად მიღებული თანხების შესახებ (კვარტალების მიხედვით);

დ) მონაცემებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო წარმოქმნილი დავალიანების მოცულობის შესახებ (თითოეული ხელშეკრულების მიხედვით);

ე) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) გამო გამოყენებული საჯარიმო სანქციების ფორმისა და ოდენობის შესახებ (თითოეული ხელშეკრულების მიხედვით).

18. შემსყიდველი ორგანიზაციების წლიური ანგარიშები წარმოადგენენ სახლემწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესამუშავებელი წლიური ანგარიშის საფუძველს.

19. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ოპერატიული და წლიური ანგარიშების შენახვა 3 წლის განმავლობაში.

თავი VII

გასაჩივრების და დავის განხილვის წესი

    მუხლი 33. გასაჩივრების უფლება

1. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოსა ან სასამართლოში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესები ან/და შელახულ იქნა მათი უფლებები.

2. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველი, მონაწილე, პრეტენდენტი და მიმწოდებელი იურიდიული და ფიზიკური პირების შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება და წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და ამ დებულებით.

    მუხლი 34. შემსყიდველი ორგანიზაციის მოქმედებები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია შემოსულ საჩივარს განიხილავს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე.

2. შემოსულ საჩივრებს განიხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მისი მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჩივარი განიხილოს მისი შემოსვლიდან შვიდი დღის ვადაში.

4. საჩივრის განხილვის შედეგად შემსყიდველ ორგანიზაციას გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა იყოს მითითებული:

ა) გადაწყვეტილების მიღების მიზეზების დასაბუთება;

ბ) საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, ან საჩივრის შემტანი არ დაკმაყოფილდება გამოტანილი გადაწყვეტილებით, მას აქვს უფლება საჩივრით მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ან სასამართლოს. ასეთი საჩივრის შეტანის მომენტიდან შემსყიდველი ორგანიზაცია კარგავს მისი განხილვის უფლებას.

6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება ითვლება საბოლოოდ, თუ საჩივარი არ იქნება შეტანილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.

    მუხლი 35. საჩივრის განხილვის პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჩივრის შეტანიდან ხუთი დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის საჩივრის განმხილველ კომისიას სამი წევრის შემადგენლობით, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით. კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს სააგენტოს თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი ორი წევრი ინიშნება მოდავე მხარეთა წარდგინებით.

2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საჩივრის მიღებისთანავე ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველ ორგანიზაციას.

3. საჩივრის შემტანი და შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულნი არიან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ წარუდგინონ სააგენტოს საჩივრის განმხილველი კომისიის წევრის კანდიდატურა.

4. საჩივრის განმხილველი კომისია საჩივარს განიხილავს კომისიის სხდომაზე.

5. საჩივრის განმხილველი კომისიის სხდომის დღეს ნიშნავს მისი თავმჯდომარე და იწვევს სხვა წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოცხადნენ დანიშნულ დროსა და ადგილს. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ყველა წევრი.

6. საჩივრის განმხილველი კომისია ყველა გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის იმ წევრს, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება ჩამოაყალიბოს წერილობითი სახით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.

7.თუ საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტოს თავმჯდომარეს სააგენტოში საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში საჩივრის განმხილველი კომისიის წარდგინებით გამოაქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას;

ბ) საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

8. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუ იგი არ გასაჩივრებულა სასამართლო წესით.

    მუხლი 36. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოში ან სასამართლოში პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვების პროცედურები 10 დღის ვადით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეაჩერებს შესყიდვის პროცედურებს, გადაწყვეტილებას მათი შეჩერების შესახებ იღებს სააგენტო.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შესყიდვის პროცედურების შეჩერების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეჩერების შესახებ მიღებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სააგენტოს მიერ.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გასაჩივრების პერიოდში სააგენტოსთან შეთანხმებით არ შეაჩეროს შესყიდვების პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელების დაყოვნება შეუძლებელია ან გაუმართლებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

    მუხლი 37. გასაჩივრება სასამართლო წესით

1. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის და სააგენტოს მიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით, მათ შეუძლიათ აგრეთვე პირდაპირ მიმართონ სასამართლოს.

2. სასამართლოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დანართი 1

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

ტენდერის საშუალებით საქონლის სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოიყენება ტიპიური სატენდერო დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვისათვის.

ტენდერის საშუალებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოიყენება.

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია მომსახურების შესყიდვისათვის.

ტენდერის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების სახლემწიფო შესყიდვის დროს გამოიყენება.

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის

ნიმუშები:

ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების;

ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების.

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

საქონლის შესყიდვა ტენდერის საშუალებით.

 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

 

მოცემული ინსტრუქცია არის ტიპური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორებების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (ს.მ.ნ).

 

1. დაფინანსების წყარო

1.1. (ს.მ.ნ).-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში – შემსყიდველი), მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას და ამისათვის ატარებს ტენდერს.

 

2. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

2.1. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა;

ა) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან იმ ქვეყნის წარმომადგენელი პირები, რომელთან კომერციული ურთიერთობები აკრძალულია საქართველოს რომელიმე კანონით ან საკანონმდებლო ნორმატიული აქტით;

ბ) ტენდერში მონაწილეობის უფლება არა აქვთ იმ ქვეყნის წარმომადგენელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა მიმართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით გამოცხადებულია ემბარგო საქონლის ექსპორტზე;

გ) ტენდერში მონაწილეები არც საქმიანი და არც ნათესაურ კავშირში არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ან მათ ფილიალებთან, რომელიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული საქონლის შესყიდვებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;

დ) ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან.

 

3. ტენდერში მონაწილეობის ღირებულება

3.1. ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი, არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც შემსყიდველი არ შეასრულებს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების პირობებს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

 

4. სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

4.1. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია (ს.მ.ნ).-ში.

4.2. სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

4.3. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.

 

5. სატენდერო დოკუმენტაცია

5.1. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შემსყიდველი მოთხოვნისთანავე გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას.

5.2. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

5.3. სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხა(ს.მ.ნ);

გ) საქონლის მიწოდების გრაფიკი;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის ფორმები;

თ) სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;

კ) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ) (ს.მ.ნ).-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.4. სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ ან ისეთი საკონკურსო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს შესყიდვების დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერი მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

6.1. პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს, ვისაც უკვე გადაეცა სატენდერო დოკუმენტაცია.

6.2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დასაშვებია სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.

 

7. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება

7.1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7.2. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება ყველა პრეტენდენტს, რომლებმაც უკვე მიიღეს სატენდერო დოკუმენტაცია.

 

8. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ

8.1. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ იდება შემსყიდველსა და ტენდერში მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს შორის და იგი წარმოადგენს მხარეთა მიერ ტენდერში მონაწილეობის პროცესში წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობისაგან თავის დაზღვევის მექანიზმს.

8.2. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ გადაეცემა პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

8.3. პრეტენდენტმა თავის მხრივ უნდა მოაწეროს ხელი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაზე და წარუდგინოს იგი შემსყიდველ სატენდერო წინადადების თანმხლები დოკუმენტის სახით (იგი არ უნდა დაიხუროს კონვერტში სატენდერო წინადადებასთან ერთად).

8.4. მოლაპარაკება განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დასაშვებია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე.

8.5. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების წარმოუდგენლობის ან სატენდერო წინადადებასთან ერთად დახურვის შემთხვევაში მისი სატენდერო წინადადება არ იქნება განხილული.

 

9. სატენდერო წინადადების ენა

9.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია, შედგენილ უნდა იყოს ქართულ და (ს.მ.ნ).-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში, მოცემული საკონკურსო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

 

10. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია

10.1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის შევსებულ ფორმას;

ბ) მისაწოდებელი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერილობას;

გ) ტექნიკური პირობების შესაბამისად მოთხოვნილი მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებსა და სხვა დოკუმენტებს;

დ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს (გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ე) ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია ს.მ.ნ.-ში

10.2. პრეტენდენტი ავსებს, სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ, სატენდერო წინადადების ფორმას და შესაბამისი ფასების ცხრილს, სადაც აღწერს მიწოდების ობიექტს, მის რაოდენობას (მოცულობას), ერთეულისა და სრულ ღირებულებას, მიწოდების პირობებსა და ვადებს.

 10.3. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება, იმისდა მიხედვით, თუ რა არის მითითებული ს.მ.ნ.-ში

 

11. მიწოდების ობიექტის აღწერილობა

11.1. სატენდერო წინადადებაში ობიექტი აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად.

11.2. მიწოდების ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს მისაწოდებელი საქონლის ობიექტურ, ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

 

12. სატენდერო წინადადებების ფასი

12.1. სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისთვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში.

12.2. სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ს.მ.ნ.-ში მითითებულ ვალუტაში.

 

13. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა

13.1. სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის განმავლობაში.

13.2. განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს გამარჯვებულ პრეტენდენტს მისი წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის (მისი გამოყენების შემთხვევაში) მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, პრეტენდენტს არ აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.

 

14. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა

14.1. პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტირების მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით, გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

14.2. პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.

14.3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

14.4. შემსყიდველი ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

14.5. გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:

ა) თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს შესყიდვის განხორციელებას;

ბ) თუ გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვას, რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე გააგრძელოს სატენდერო წინადადების, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

14.6. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა) თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ) თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

გ) თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

14.7. შესყიდვაში მონაწილე, უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

15. სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

15.1. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავად მის მიერ და სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს დახურულ კონვერტში.

15.2. სატენდერო წინადადება უნდა წარედგინოს შემსყიდველს ს.მ.ნ.-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.

15.3. სატენდერო წინადადებების მიღებისა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატის სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.

 

16. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

16.1. ყველა სატენდერო წინადადება, რომლებსაც სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.

16.2. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატის ასახვას შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

 

17. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

17.1. პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

17.2. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ, გარდა ამ ინსტრუქციის 20.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.

 

18. შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა

18.1. სატენდერო წინადადებები გაიხსნება, მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, ს.მ.ნ.-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.

18.2. წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების ვინაობა, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული სატენდერო წინადადებების (თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები, შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაცია აისახება შესაბამისი ოქმის სახით.

18.3. წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა და წინადადებებისა, რომლებსაც თან არ ექნებათ დართული პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდება მათ წარმომდგენ პირებს.

18.4. სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებების მიუხედავად.

18.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

 

19. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

19.1. სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით, შემსყიდველს შეიძლება სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და ამასთანავე, დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

 

20. სატენდერო წინადადებების შერჩევა

20.1. სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახორციელებს მათ შერჩევას, რაც გულისხმობს სატენდერო წინადადებების შესაბამისობის დადგენას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებისადმი და შედეგად, იმ სატენდერო წინადადებების გამოვლენას, რომლებიც დაიშვებიან შემდგომი შეფასებისათვის.

20.2. სატენდერო კომისიის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილ მექანიკური შეცდომების გამოსწორება მოხდება შემდეგნაირად:

ა) თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა პროდუქციის ერთეულის ფასსა და შესყიდვის მთლიანი მოცულობის ფასს შორის, რომელიც მიიღება პროდუქციის ერთეულის ფასის გამრავლებით მის ოდენობაზე, უპირატესობა მიენიჭება პროდუქციის ერთეულის ფასს და მის საფუძველზე მოხდება მთლიანი მოცულობის ფასის კორექტირება;

ბ) თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.

20.3. სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება მისაღებად და არ დიაშვება შეფასებისათვის;

ა) თუ იგი არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას მისი თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ნიმუშს;

ბ) თუ მისი წარმომდგენი პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ) თუ შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება მისი წარმომდგენი პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

 

21. ერთიან ვალუტაში გადაყვანა

21.1. შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები გადაჰყავს ლარებში, ს.მ.ნ.-ში მითითებული კურსით.

 

22. სატენდერო წინადადებების შეფასება

22.1. სატენდერო კომისია მოახდენს იმ სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის.

22.2. სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს ს.მ.ნ.-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.

22.3. შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადებების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10 (ათ) ბალიანი სისტემით.

22.4. პრიორიტეტულობის კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი შეადგენს ერთ მთელს.

22.5. სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე წერილობითი ფორმით, ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც ყოველი კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას. სატენდერო კომისიის წევრი თავის შეფასებაზე წერს დასკვნას და ამოწმებს ხელმოწერით.

22.6. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.

22.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

22.8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

23. პრეფერენციული შეღავათი

23.1. თუ ტენდერში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტები, მაშინ საქართველოში რეგისტრირებული პირების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ფასის მიმართ გამოყენებულ იქნება პრეფერენციული შეღავათი 15%-ის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რეგისტრირებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხო ქვეყნის პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ანალოგიურ მაჩვენებელს არა უმეტეს 15%-ით, მაშინ მას მიენიჭება უპირატესობა.

23.2. საქონლის შესყიდვის დროს პრეფერენციული შეღავათი გამოყენებულ იქნება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ მეწარმეთა მიმართ, რომელთა მიერ შემოთავაზებული საქონელი წარმოებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ექნება ამის დამადასტურებელი წარმოშობის სერტიფიკატი.

23.3. პრეფერენციული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო კომისია თავდაპირველად მოახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული და/ან ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები (წინადადებები, რომელთაც თან ახლავს საქონლის წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა საქართველოა);

ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები (წინადადებები, რომლებიც საქონლის იმპორტს გულისხმობენ, ან რომელთაც არ ახლავს საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატი).

ამის შემდეგ (ბ) ჯგუფიდან შეირჩევა ყვალაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება, რომელიც შედარდება (ა) ჯგუფის თითოეული სატენდერო წინადადების ფასთან, რომელთაგან არა უმეტეს 15%-ით მეტი მნიშვნელობის მქონე ფასის მიმართ გამოყენებული იქნება პრეფერენციული შეღავათის (სხვაობის პროცენტული გაანგარიშების დროს 100%-ად მიჩნეულ იქნება (ა) ჯგუფის სატენდერო წინადადებების ფასები).

23.4. სატენდერო წინადადებების შეფასების დაწყებამდე იმ სატენდერო წინადადებების ფასებს, რომელთა მიმართაც გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი, გამოაკლდება (ბ) ჯგუფის ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადების ფასის 15% და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება შეფასება ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის შესაბამისად. თუ შესფასების პროცესში (ა) და (ბ) ჯგუფის პრეტენდენტები მიიღებენ თანაბარ შეფასებებს, მაშინ უპირატესობა მიენიჭება (ა) ჯგუფის პრეტენდენტს.

 

24. პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები

24.1. თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

24.2. წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე, ტენდერის არც ერთი მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს, მის წინადადებაში არსებული გაუგებრობების, დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.

24.3. პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

25. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება, მოახდინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

25.1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა) ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე;

გ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე, ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე;

დ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

25.2. შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყოვნებლივ ან ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.

25.3. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.

25.4. დისკვალიფიცირებულ პირს მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის მიღების მიზნით შეუძლია მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

 

26. სატენდერო პროცედურების შეწყვეტა

26.1. შემსყიდველს უფლება აქვას შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ:

ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემებს ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

26.2. სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 (სამი) დღის განმავლობაში.

26.3. შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.

26.4. შემსყიდველს, სატენდერო წინადადების გახსნამდე, სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად და ასეთ შემთხვევაში დაუბრუნებს საკვალიფიკაციო მონაცემებს, გაუხსნელ სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სათანადო შემთხვევაში სატენდერო მოსაკრებლის წარმომდგენ პირებს.

26.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი დაუბრუნებს სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სატენდერო მოსაკრებელს შესაბამის პრეტენდენტებს.

26.6. თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე, იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.

 

27. პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება

27.1. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

27.2. ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.

27.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებულ პრეტენდენტის სატენდერო წინადადებების, ხელშეკრულების პირობებისა და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით.

 

28. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

28.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). დაწვრილებითი ინფორმაცია გარანტირების და/ან დაზღვევის პირობის, მისი მოქმედების ვადის, მისი დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ აღწერილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

28.2. თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

 

29. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

29.1. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

29.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებში მითითებული სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

29.3.შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

29.4. წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახლმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.

 

30. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

30.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას. გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

30.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.

30.3. ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსის და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება დოკუმენტურად.

30.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

31.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, მისაწოდებელი და/ან მიწოდებული საქონლის მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.

31.2. კონკრეტული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ საქონლის ხარისხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების ადგილის, გრაფიკის, ასევე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების და ინსპექტირების პროცესში მიმწოდებლის მოვალეობების შესახებ მოცემულია ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკურ პირობებში.

31.3. საქონლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობაში მითითებულ ადგილას და სახით, ჩაატარებს მიწოდებული საქონლის საბოლოო შემოწმებას, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მიწოდებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები.

31.4. საბოლოო შემოწმების შედეგები ეცნობება მიმწოდებელს წერილობითი სახით დაწუნებული საქონლის რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით.

31.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შესყიდული ორგანიზაციის მიერ შექმნილ ჯგუფს შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.

 

32. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

32.1. ტენდერი გამოცხადდება არაშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში ღია ტენდერის დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემი. თუ დახურული ტენდერის შემთხვევაში განსახილველ სატენდერო წინადადებათა რაოდენობა 3(სამზე) ნაკლები აღმოჩნდება, შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ან გააგრძელოს ტენდერის პროცედურები ან შეწყვიტოს დახურული ტენდერი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.

32.2. ტენდერი ჩაითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებიდან არც ერთი არ აღმოჩნდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისი;

გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ფასებიდან არც ერთი არ აღმოჩნდება შემსყიდველის ფინანსური შესაძლებლობის შესაბამისი.

 

33. გასაჩივრების წესი

33.1. ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 241–ე მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის შესაბამისად, თუ ჩათვლიან, რომ ტენდერის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესები და/ან შელახულ იქნა მათი უფლებები.

 

საბაზისო მონაცემების ნუსხა

 

საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის დანამატს, იგი გამოდის მისი შემავსებლის სახით, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის დამახასიათებელი ინფორმაცია.

საბაზისო მონაცემთა ნუსხის პირველ სვეტში მოცემულია ყოველი მონაცემის ის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასახულია ინსტრუქციაში ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);

 

ი.ტ.მ. 1.1

შემსყიდველი ორგანიზაცია:

ი.ტ.მ. 1.1

სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო:

ი.ტ.მ. 4.1.

სატენდერო კომისიის შემადგენლობაა:

ი.ტ.მ. 4.1

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა:

ი.ტ.მ. 5.3

სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი:

ი.ტ.მ. 9.1

სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპოდენცია და დოკუმენტაცია, აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილ იქნს შემდეგ ენაზე (ენებზე):

ი.ტ.მ. 10.1

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას:____

ი.ტ.მ. 10.3

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ________ სატენდერო წინადადება

ი.ტ.მ. 12.1

სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს _____________________________ გათვალისწინებით

ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა

ი.ტ.მ. 12.2

სატენდერო წინადადების სრული და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა ასევე დასაშვებია ___________ ში.

ი.ტ.მ. 14.1

ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის შემდეგი ფორმის გარანტია:

ი.ტ.მ. 14.1

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობაა:

ი.ტ.მ. 15.2

სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველს არა უგვიანეს შემდეგი დროისა:

ი.ტ.მ. 15.2

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნს შემდეგ მისამართზე:

ი.ტ.მ. 18.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ მისამართზე:

ი.ტ.მ. 18.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ დროს:

ი.ტ.მ. 21.1

სატენდერო წიადადებების შეფასებისათვის სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული წინადადებები გადაყვანილ იქნება ლარებში შემდეგი კურსით:

ი.ტ.მ. 22.2

სატენდერო წინადაებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს შემდეგი კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულრობის კოეფიციენტების საშუალებით:

 

 

1.

2.

3.

.

.

.

 

შეფასების კრიტერიუმები

პრიორიტეტულობის კოეფიციენტები

 

 

 

 

 

 

 სულ: 1.0

ი.ტ.მ. 28.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებული იქნება შემდეგი სახით: ______________________

                                                                       (გარატირება და/ან დაზღვევა)

ი.ტ.მ. 28.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი

გამოყენებული იქნება შემდეგი ფორმით: ______________________

                                                                                    (საბანკო გარანტია,

 აკრედიტივი, დამოწმებული

 ჩეკი, ქონების, პერსონალის,

 მოწყობილობა-

 დანადგარების დაზღვევა და

 სხვა

ი.ტ.მ. 28.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ოდენობით:

ი.ტ.მ. 29.4

წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდბელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ოდენობით:

 

განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-13 მუხლის თანახმად, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის თანმხლებ დოკუმენტს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში დახურვის გარეშე.

 

______________________________________________________________ სატენდერო კომისია ატარებს

                         (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

ტენდერს ________________________________________________________________ შესყიდვაზე.

 (შესასყიდი საქონლის დასახელება)

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა საკვალიფიკაციო მონაცემების განხილვის შედეგად ____________________________________________________________________________________________

 (იურიდიული პირის დასახელება, ფიზიკური პირის ვინაობა)

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია პრეტენდენტად.

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად:

ერთი მხრივ, ____________________________________________________________________________

________________________________________________________________ (შემდგომში შემსყიდველი)

                                                          (რეკვიზიტები)

 

მეორეს მხრივ, ____________________________________________________________________________

_______________________________________________________________ (შემდგომში პრეტენდენტი)

                                                           (რეკვიზიტები)

დებენ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების შემდეგზე:

 

1. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას პრეტენდენტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დადოს მასთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით. შემსყიდველის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი აქვს შესყიდვის განხორციელების შეწყვეტას ან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2. პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დადოს შემსყიდველთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

3. სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა იყოს ძალაში მინიმუმ ______ წლის __________ მდე.

4*. პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ფინანსური გარანტია _____________ ფორმით, გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

5*. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს პრეტენდენტს გარანტია ან გარანტიასთან დაკავშირებული დოკუმენტები ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ა) თუ სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

____________________________________

* წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-4 და მე-5 პუნქტები გამოიყენება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-14 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

6. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დაიდება პრეტენდენტისათვის მისი ტენდერში გამარჯვების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მაქსიმუმ 10 დღეში, გარდა ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის 36-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

7. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პრეტენდენტი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო მისი მიერ ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობით.

8. შემსყიდველის მიერ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველი ვალდებულია გადაუხადოს პრეტენდენტს პირგასამტეხლო მის მიერ სატენდერო წინადადების მომზადებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობით.

9. განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და გრძელდება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღემდე.

 

შემსყიდველი ორგანიზაციაპრეტენდენტი

  (რეკვიზიტები)                                                                                              (რეკვიზიტები)

,,___“_____ _______________ წ.                                                          ,,___“_____ _______________ წ.

 

 

საქონლის მიწოდების გრაფიკი

საქონლის მიწოდების გრაფიკს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. საქონლის მიწოდების გრაფიკი წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

საქონლის მიწოდების გრაფიკის მეშვეობით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს ეძლევათ სრული ინფორმაცია შესასყიდი საქონლის სახეობების, მოცულობების (ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში საქონლის თითოეული პარტიის მოცულობის), მიწოდების ადგილის და ვადების (პერიოდულობის) შესახებ, რომლის საფუძველზეც პრეტენდენტები ადგენენ თავის სატენდერო წინადადებებს.

საქონლის მიწოდების ვადების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემსყიდველის მოთხოვნილების დაკმაყოფილების სავალდებულო (სასურველი) ვადები, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისი მუხლები (მაგალითად, ,,საქონლის მიწოდების პირობები“), მიწოდების ადგილიდან მოხმარების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის საჭირო დრო, ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და სხვა ფაქტორები.

 

რიგითი

მისაწოდებელი საქონლის მოკლე დახასიათება

რაოდენობა

მიწოდების ადგილი

მიწოდების გრაფიკული ვადები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტექნიკური პირობები

შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის ობიექტური ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს).

დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:

ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,მსგავსი“, ,,ეკვივალენტური“ და სხვა;

ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც შექმნიან დაბრკოლებას ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის.

(საქონლის აღწერისას აუცილებელი იმ პარამეტრების გამოყენება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ და რომლის ჩადებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის შემსყიდველი. საქონლის შესყიდვისას მოცემულ განყოფილებაში ასევე მიეთითება ის სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს საქონელი და მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები თუ დოკუმენტები, რომელიც უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელმა.

დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც დაბრკოლებას შეუქმნიან ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.)

 

სატენდერო წინადადება

 

თარიღი :_______________________

 

ვის: _________________________________________________________________________________

                                                   (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

 

ვისგან: ______________________________________________________________________________

                                                    (პრეტენდენტის დასახელება და მისამართი)

 

შევისწავლეთ რა სატენდერო დოკუმენტაცია, თანახმა ვართ სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განვახორციელოთ ______________________________________________________________

                                                                                     (შესასყიდი ობიექტის აღწერა)

 

მიწოდება და გთავაზობთ ზემოაღნიშნულის შესრულებას შემდეგ ფასად: __________ (ციფრებით) _____________________________________________(სიტყვიერად) ___________________ (ვალუტა).

 

ალტერნატივა (ალტერნატიული წინადადების წარდგენის დაშვების შემთხვევაში):

________________________________________________________________________________________

                                            (ალტერნატიული წინადადების არსი და ფასი)

 

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას დავიწყოთ საქონლის მიწოდება _________ დღის განმავლობაში და დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ ,,ხელშეკრულება“) ძალაში შესვლიდან ___________ დღეში (სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად აქ შეიძლება ჩაიწეროს საქონლის მიწოდების გრაფიკი ან დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღი).

სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი სატენდერო წინადადება უზრუნველყოფილია გარანტიით (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ჩვენს მიერ წარდგენილი იქნება _______________________________________ შემდეგ თანხაზე:                                                                         (საბანკო გარანტია, დაზღვევა ან სხვა)

____________________________________________________________________ (ხელშეკრულების

(ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

წინამდებარე სატენდერო წინადადება ძალაშია _____________________ დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი თარიღიდან: ______________________________

ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილი ვართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ“ დებულებას და ტენდერის მსვლელობის დროს ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.

სატენდერო წინადადებას თან ახლავს შემდეგი დანართები (გვერდების რაოდენობის მითითებით):*

 

1. ფასების ცხრილი (დანართი 1);

2.

3.

.

_____________________________ ______________________________________

                      (ხელმოწერა)                                   (თანამდებობა)

__________________________________________________________________________________________

(პრეტენდენტის დასახელება)

 

დანართი 1

ფასების ცხრილი

პრეტენდენტის დასახელება ______________________________________

 

რიგითი N

საქონლის დასახელე-

ბა

საქონლის ძირითადი მახასია-

თებლები

წარმოშობის ქვეყანა

რაოდენობა

ერთეულის ფასი

საერთო ღირებულე-

ბა

მიწოდების ვადა

მიწოდების ადგილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრეტენდენტის ხელმოწერა ____________________________________________________

შენიშვნა: პროდუქციის ერთეულის ფასსა და საერთო ფასს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პროდუქციის ერთეულის ფასს.

__________________________________________________________________________________________

* სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, მასალები, ცნობები. აუცილებელ დანართს წარმოადგენს ფასების ცხრილი).

 

სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

 

ვითვალისწინებთ რა, რომ______________________________________________________________

 (პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

(შემდგომში – პრეტენდენტი) მზად არის წარმოადგინოს თავისი სატენდერო წინადადება __________________________________________________________________ სატენდერო კომისიის მიერ

                   (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

______________________________________________________შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში

                               (საქონლის დასახელება)

მონაწილეობის მისაღებად,

ჩვენ ________________________________________________________________ (შემდგომში – ბანკი)

                                                   (ბანკის დასახელება)

 

                                                              ვადასტურებთ, რომ

 

ვიღებთ ვალდებულებას ________________________________________ (შემდგომში – შემსყიდველი)

                                              (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად უზრუნველვყოფთ შემსყიდველისათვის

_______________________________________________________________________________ გადახდას

                                  (თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

2. თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

3. თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედებების ჩადენის გამო.

გარანტია ძალაში რჩება __________________________ მდე .*

                                                            (თარიღი)

ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, იმ პირობით, რომ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებული იქნება, რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკს გარანტიის მოქმედების ვადის დასრულებამდე.

 

__________________________________

                   (ხელმოწერა)

_________________________________

     (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

დამოწმებული ბანკის ბეჭდით ______ _______________________ 200 __ წ.

 

_______________________________________________________

* გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაზე 30 კალენდარული დღით მეტი.

 

 

 

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

 

წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ______ _________________________ 200 ___ წ.

ერთი მხრივ ___________________________________________________________________________

____________________________________________________________ (შემდგომში – შემსყიდველი)

(შემსყიდველის დასახელება და იურიდიული მისამართი)

და მეორე მხრივ ________________________________________________________________________

___________________________________________________________ (შემდგომში – მიმწოდებელი)

(მიმწოდებლის დასახელება და იურიდიული მისამართი)

შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება შემდეგზე:

შემსყიდველმა გამოაცხადა ტენდერი შესყიდვაზე, _______________________________________

_____________________________________________________________________________________

                                                                        (საქონლისა მოკლე აღწერა)

და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება საქონლის მიწოდებაზე შემდეგ თანხაზე:

_____________________________________________________________________________________

                                       (მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრებითა და სიტყვიერად)

(შემდგომში – ხელშეკრულების ფასი).

 

                       წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

 

1. მოცემულ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებენ იმავე მნიშვნელობებს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს, კერძოდ:

ა) წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და ფასების ცხრილი;

გ) საქონლის მიწოდების გრაფიკი;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (თუ ეს მექანიზმი გამოიყენება).

3. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.

ყოველივე ზემოთქმულის დასტურად მხარეებმა გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.

 

ხელის მოწერა და ბეჭედი _________________________________

 _______________________________________

(შემსყიდველის სახელი, გვარი)

 

ხელის მოწერა და ბეჭედი _________________________________

 _________________________________________

 

ხელშეკრულების საერთო პირობები

 

ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებენ ტიპურ ხასიათს და უნდა იქნენ გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას.

 

1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. ,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (შემდგომში – ხელშეკრულება) – შემსყიდველ ორგანიზაციისა და ტენდერში გამარჯვებულ პრტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.

1.2. ,,ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;

1.3. ,,შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომში – შემსყიდველი) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;

1.4. ,,მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;

1.5.,,დღე“, ,,კვირა“, ,,თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

 

2. სტანდარტები

ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს.

 

3. საპატენტო უფლებები

3.1. საქონლის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენებისას საპატენტო უფლების დარღვევასთან, ასევე სასაქონლო მარკის ან საწარმოო ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების ან მატერიალური პასუხიმგებლობის მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.

 

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

4.1. შემსყიდველს ან მისი წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და/ან გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან. ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და/ან ტექნიკურ პირობებში უნდა იყოს მითითება, თუ რა სახის შემოწმებები და გამოცდები სჭირდება შემსყიდველს და ასევე სად უნდა გაიმართოს ისინი. შემსყიდველმა წერილობითი სახით და თავისუფლად უნდა აცნობოს მიმწოდებელს, ამ მიზნებისათვის განკუთვნილი თავისი წარმომადგენლების შესახებ.

4.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლი (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.

4.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა და კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად დაზიანებული საცდელი ნიმუშების ღირებულების დაფარვა.

4.4. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების გარანტიისა ან სხვა ვალდებულებებისაგან.

 

5. შეფუთვა

5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან ფასების ცხრილში მითითებული დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. შეფუთვამ უნდა გაუძლოს ინტენსიურ ამწევ-გადასატვირთ ზემოქმედებას, გადატვირთვის დროს ექსტრემალური ტემპერატურის, მარილების და ნალექის ზემოქმედებას, ასევე ღია ცის ქვეშ შენახვას.

5.2. შეფუთვის სახეობა, თითოეული ფუთის გაბარიტები და წონა, მისი მარკირება და თანმხლები დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს.

 

6. საქონლის მიწოდების პირობები

6.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საქონლის მიწოდების გრაფიკის შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების გამიჯვნის შესახებ მოყვანილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

6.2. დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ საქონლის გადატვირთვისას, მითითებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

 

7. დაზღვევა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

7.1. მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და/ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან სუბ-კონტრაქტორის პერსონალი და სხვა) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

8. თანმდევი მომსახურება

8.1. მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებულ თანმდევი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საქონლის მიწოდებასთან და/ან შესყიდვის ობიექტის შემდგომ ექსპლუატაციასთან.

8.2. თანმდევი მომსახურების ღირებულება შედის ხელშეკრულების ფასში.

 

9. სათადარიგო ნაწილები

9.1. შემსყიდველს შეუძლია მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მის მიერ წარმოებული ან სარეალიზაციო სათადარიგო ნაწილების შესახებ შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

(ა) იმ სათადარიგო ნაწილების ნომენკლატურა და ღირებულება, რომლებიც შემსყიდველმა შეიძლება შეისყიდოს მიმწოდებლისაგან, რათა გამოიყენოს ისინი საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ;

(ბ) მიმწოდებლის მიერ სათადარიგო ნაწილების წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში:

1. წინასწარ უნდა აცნობოს შემსყიდველს, წარმოების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, რათა მისცეს მას საშუალება განახორციელოს აუცილებელი შესყიდვები, საჭირო რაოდენობით;

2. აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოების შეწყვეტის შემდგომ, უფასოდ მიაწოდოს შემსყიდველს სათადარიგო ნაწილების გეგმები, ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

1. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

10.1. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10.2. შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპები და წესი ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

10.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

10.4. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული საქონლის რაოდენობის და წუნდების მიზეზის მითითებით.

 

11. გარანტია

11.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი მისი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტებს.

11.2. ამ გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით.

11.3. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის ან მისი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

11.4. გარანტიის მომქედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები საქონლის ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხიდან.

 

12. ანგარიშსწორება

12.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

12.2. მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია.

 

13. ანგარიშსწორების ვალუტა

13.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია).

13.2. ანგარიშსწორება განხორციელება სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ საანგარიშსწორებო ვალუტაში მისი ლართან მიმართებაში დაფიქსირებული კურსით.

 

14. ფასები

14.1. შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაში მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებაში მითითებულ ფასებს.

14.2. ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

 

15. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

15.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.

15.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

15.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

16. უფლებების გადაცემა

16.1. მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები.

 

17. სუბკონტრაქტორები

17.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში.

17.2. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

17.3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.

 

18. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება

18.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით.

18.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

 

19. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

19.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველის შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისთვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

19.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

19.3. მომწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

 

20. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა

20.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებელის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

20.2. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.

 

21. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო

21.1. შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:

ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთლი საქონელი ან მისი ნაწილი;

ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება.

21.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.

21.3. შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტს შესახებ აგრეთვე:

ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ) თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

21.4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად მიღებული საქონლის ღირებულება.

 

22. ფორს-მაჟორი

22.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.

22.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიებით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

22.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხი, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

 

23. სადავო საკითხების გადაწყვეტა

23.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებულ სხვა კომპონენტის ირგვლივ.

23.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადავო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

24. გამოყენებული სამართალი

24.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

25. ხელშეკრულების ენა

25.1. ხელშეკრულება დაწერილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.

 

26. შეტყობინება

26.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.

26.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.

 

27. გადასახადები და დაბეგვრა

27.1. უცხოელი მიმწოდებელი პასუხს აგებს მისაწოდებელი საქონლის წარმოებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახადზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.

27.2. ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და მას შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო პირობები, ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის მიწოდება.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მეშვეობით ხორციელდება ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება, დაზუსტება და ცალკეული შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების დაკონკრეტება.

ხელშეკრულების სპეციფიკური და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს.

სპეციფიკური პირობების საბოლოო ვარიანტი, შესაძლებელია დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

 

[ დახრილი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი წარომოადგენს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შედგენის ინსტრუქციებს, ხოლო ჩვეულებრივი შრიფტით დაბეჭდილია მუხლების ფორმულირების ნიმუშები, რომელიც ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს და მათი გამეორება თითოეული კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სავალდებულო არ არის. მუხლის სათაურთან მითითებული ციფრები აღნიშნავენ ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამის მუხლებს.]

 

1. ხელშეკრულების დამდები მხარეები

 

[ ამ მუხლში უნდა ჩაიწეროს, როგორც შემსყიდველის ისე მიმწოდებლის სახელწოდება და რეკვიზიტები (მისამართის მითითებისას უნდა ჩაიწეროს, როგორც მხარეების ადგილმდებარეობა, ასევე საფოსტო მისამართი, რომელზეც მოხდება ოფიციალური მიმოწერა.)]

 

2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (4)

 

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, კონტროლის ფორმები, ვადები (პერიოდულობა), მისი განხორციელების ადგილი და ხელშეკრულების შესრულების შუალედურ კონტროლთან დაკავშირებული პირები (ჯგუფის შემადგენლობა) და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

 

3. შეფუთვა (5)

 

[ ამ მუხლში უნდა განისაზღვროს შემსყიდველის მოთხოვნები საქონლის შეფუთვის მიმართ. კერძოდ, შეფუთვის სახეობა, თითოეული ფუთის გაბარიტები და წონა, მოთხოვნები თითოეული ფუთის მარკირებისა და თანმხლები დოკუმენტების თაობაზე და შეფუთვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი.]

 

4. საქონლის მიწოდების პირობები (6)

 

[საქონლის მიწოდების პირობებში ძირითადად იგულისხმება საქონლის ტრანსპორტირებასთან, შესაბამისი უფლება-მოვალეობების გამიჯვნასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მუხლში უნდა აისახოს შემსყიდველის მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების სახეობის, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მარშრუტის, საქონლის მიწოდების ადგილის, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების გამიჯვნის, დაზღვევის, საქონლის თანმხლები დოკუმენტაციის და სხვა ასპექტების მიმართ. ამ მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით შემსყიდველს შეუძლია იხელმძღვანელოს საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი ნორმებით, მაგალითად, INCOTERMS-ის ტიპიური სახელშეკრულებო პირობებით. თუ კონკრეტული ტენდერისათვის შესაძლებელი იქნება, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე უცხო ქვეყნიდან, მაშინ ამ მუხლში ცალ-ცალკე უნდა აისახოს, მიწოდების პირობა თითოეული ამ შემთხვევისათვის.]

 

ნიმუში:

 

ა) უცხო ქვეყნებიდან მისაწოდებელი საქონლისათვის:

 

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირობით: CIF-ფოთი, INCOTERMS-2000

 

საქონლის გემზე დატვირთვის შემდეგ მიმწოდებელმა უნდა აცნობოს შემსყიდველსა და შესაბამის სადაზღვევო კომპანიას შემდეგი ინფორმაცია: გამოგზავნილი საქონლის აღწერილობა და რაოდენობა, გემის სახელწოდება, კონოსამენტის ნომერი და თარიღი, საქონლის ჩატვირთვის ადგილი და თარიღი, დანიშნულების პორტი და სხვა.

მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს შემსყიდველსა და შესაბამის სადაზღვევო კომპანიას შემდეგი დოკუმენტაცია:

 

(1) ანგარიშ-ფაქტურების ასლები, საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით;

(2) საბრუნავი სუფთა საბორტო კონოსამენტის ორიგინალი და ___________________ ასლი, მითითებით:

(ასლების რაოდენობა)

 

,,ფრახტი გადახდილია“

და არასაბრუნავი კონოსამენტის ___________________________ ასლი;

 (ასლების რაოდენობა)

(3) შეფუთვის დოკუმენტაციის ასლები, თითოეული ფუთის შიგთავსის მითითებით;

(4) სადაზღვევო დოკუმენტაცია;

(5) მწარმოებლის ან მიმწოდებლის საგარანტიო სერტიფიკატი;

(6) ტექნიკური კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საინსპექციო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა და ანგარიში წარმოების ადგილზე განხორციელებული ტექნიკური კონტროლის შესახებ;

 

(7) წარმოშობის სერტიფიკატი

 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიწოდება დანიშნულების პორტში საქონლის ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ხარჯებისათვის ეკისრება მიმწოდებელს.

 

ბ) საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდებული საქონლისათვის:

 

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირობით: ფრანკო-ქარხანა, INCOTERMS-2000.

მიმწოდებელმა უნდა აცნობოს შემსყიდველს სატრანსპორტო კომპანიისათვის საქონლის გადაცემის შესახებ და დროულად (საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე) მიაწოდოს შემსყიდველს შემდეგი დოკუმენტები:

(1) მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურების ასლები საქონლის აღწერით, საქონლის რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით;

(2) სატრანსპორტო ზედდებული, სარკინიგზო ან ავტოსატვირთო ქვითარი;

(3) მწარმოებლის ან მიმწოდებლის საგარანტიო სერტიფიკატი;

(4) ტექნიკური კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საინსპექციო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა და ანგარიში წარმოების ადგილზე განხორციელებული ტექნიკური კონტროლის შესახებ;

(5) წარმოშობის სერტიფიკატი.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიწოდება საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შემდეგ წარმოქმნილი ყველა ხარჯებისათვის ეკისრება მიმწოდებელს.

 

5. დაზღვევა (7)

 

[ ამ მუხლში განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნები შესყიდვის ობიექტს ან/და მისი ცალკეული ნაწილების დაზღვევის მიმართ, თუ ასეთი მოთხოვნები არსებობს. კერძოდ, მითითებულ უნდა იქნეს, თუ რისი დაზღვევა უნდა განხორციელდეს, რა სახის რისკისაგან უნდა მოხდეს დაზღვევა, ვინ განახორციელებს დაზღვევას, ვის სახელზე მოხდება დაზღვევა, რა თანხაზე უნდა მოხდეს დაზღვევა, ასევე დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

 

6. თანამდევი მომსახურება (8)

 

[ ამ მუხლში დეტალურად უნდა აღიწეროს ის თანმდევი მომსახურება, მისი შესრულების ვადები, ადგილები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა საქონლის მიწოდებისას (თანმდევ მომსახურებად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად მოწოდებული მოწყობილობა-დანადგარების გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად მიმწოდებლის მიერ ექსპლუატაცია, მომსახურე პერსონალის მომზადება, ტექნიკური დანადგარების მონტაჟი და გაშვება და ა.შ.)]

 

7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი (10)

 

[ამ მუხლში უნდა აისახოს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების პირობები (ერთიანი, ეტაპობრივი თუ სხვა), დოკუმენტების ნუსხას, რომელთა წარმოდგენის საფუძველზეც მოხდება შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების მიღება-ჩაბარება, მითითებას დოკუმენტის სახეობაზე, რომლითაც გაფორმდება მიღება-ჩაბარება, ინფორმაციას საბოლოო შემოწმების ადგილისა და პირობების, საბოლოო შემოწმების და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილე მხარეთა თაობაზე, და ა.შ.]

 

8. გარანტია (11)

 

[ ამ მუხლში განისაზღვრება მიწოდებული საქონლის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.]

 

9. ანგარიშსწორება (12)

 

[ ამ მუხლში მითითებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორების ფორმა, ვადები (გრაფიკი), ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც აუცილებლად ჩათვლის შემსყიდველი.]

 

ნიმუში:

 

1. ანგარიშსწორების ფორმა იქნება: __________________________________________________________

 (გადარიცხვა, ინკასო ან სხვა)

 

2. ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი): _______________________________________________________

________________________________________________________________________________________

(მაგ., საქონლის გადატვირთვის შემდეგ, საქონლის მიღების შემდეგ)

 

________________________________________________________________________________________

წინასწარი ანგარიშსწორება გარკვეული პროცენტით, ანგარიშსწორება განვადებით, შემსყიდველის ფაქტობრივი დაფინანსების მიხედვით ან სხვა. დასაშვებია ანგარიშსწორების გრაფიკის განსაზღვრა სხვადასხვა ვარიანტების კომბინირებით)


3. ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, შემდეგი დოკუმენტები

________________________________________________________________________________________

(ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.)

 

[წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენებისას ამავე მუხლში მიეთითება წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა მიმწოდებლის სატენდერო წინადადების ღირებულებასთან მიმართებაში და მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საავანსო თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ფორმა, წარდგენის და მოქმედების ვადები]

 

ნიმუში:

1. მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში შემსყიდველი განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას მიმწოდებელთან მისი სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების ______ პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ იმავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.

2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ძალაში საქონლის მიწოდების დასრულებამდე.

 

10. ფასები (14)

[ეს მუხლი ჩაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დასაშვებად ჩათვლის ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლას. ამ მუხლში აისახება ის შემთხვევები, როდესაც დასაშვები იქნება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გადასინჯვა (მაგ. ინფლაციის მაღალი დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება, საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა). გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასის ცვლილების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში – ცვლილებების გაანგარიშების წესი].

 

11. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (19)

[ეს მუხლი იდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში და იგი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) პირობებს. კერძოდ, იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისთვის გარანტიის დაუბრუნებლობას, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესს და ა.შ.]

 

12. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (20)

[ამ მუხლით განისაზღვრება საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები, რომლებიც გამოყენებულ იქნება მიმწოდებლის მიმართ, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში.]

 

ნიმუში:

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის ________ პროცენტის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულებას _________ პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება..

 

[ამ მაგალითში ჩადებული პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე].

 

13. სადავო საკითხების გადაწყვეტა (23)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევს სადავო საკითხების გადაწყვეტას საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოში განხილვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის სასამართლო, რომელსაც მხარეები მიმართავენ მათ შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით.]

 

ნიმუში:

თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა განხორციელდება საარბიტრაჟო გარჩევის გზით, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის შესახებ გაეროს საარბიტრაჟო კომისიის წესების შესაბამისად.

 

14. გადასახადები და დაბეგვრა (27)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ თავად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი გადასახადის (მოსაკრებლის, ბაჟის) გადახდა. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში დაწვრილებით უნდა ჩამოითვალოს და დაკონკრეტდეს საქართვლოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ის გადასახადი, ბაჟი ან მოსაკრებელი, რომლის გადახდასაც იღებს თავის თავზე შემსყიდველი.]

 

ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტია)

 

ვის---------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                             (შემსყიდველის დასახელება)

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ--------------------------------------------------------------------------------

                                                                                          (მიმწოდებლის დასახელება)

 

შემდგომში,,მიმწოდებელმა“----------------------------ტენდერში წარდგენილი თავისი

 (ტენდერის დასახელება)

 

სატენდერო წინადადებების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.

 ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე

 ----------------------------------- -------------------------------------------------------------------------------

           (თანხა ციფრებით)                                                          (თანხა სიტყვებით)

და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.

წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე.

 

 

 გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი

 

-----------------------------------------------------------

------------------------------------------------------------

____________________________________________________________

(თარიღი)

____________________________________________________________

(მისამართი)

 

 

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით

 

 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

 

მოცემული ინსტრუქცია არის ტიპიური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (ს.მ.ნ.)

 

1. დაფინანსების წყარო

1.1. ს.მ.ნ.-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში – შემსყიდველი) მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას და ამისათვის ატარებს ტენდერს.

 

2. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

2.1. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა:

ა) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან იმ ქვეყნის წარმომადგენელი პირები, რომელთან კომერციული ურთიერთობები აკრძალულია საქართველოს რომელიმე კანონით ან საკანონმდებლო ნორმატიული აქტით;

ბ) ტენდერში მონაწილეები არც საქმიანობით და არც ნათესაური კავშირით არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ან მათ ფილიალებთან, რომლებიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული მომსახურების შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;

გ) ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან.

 

3. ტენდერში მონაწილეობის ღირებულება

3.1. ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადებების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი, არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც შემსყიდველი არ შეასრულებს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების პირობებს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

 

4. სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

4.1. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია ს.მ.ნ.-ში.

4.2. სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია;

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება სახლემწიფო შესყიდვის შესახებ.

4.3. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.

 

5. სატენდერო დოკუმენტაცია

5.1. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შემსყიდველი მოთხოვნისთანავე გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას.

5.2. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

5.3. სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის(ი.ტ.მ.)

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხა (ს.მ.ნ.);

გ) გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი;

დ) ტექნიკური დავალება;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) სატენდერო წინადადების ფორმა;

თ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფორმა (საჭიროების შემთხვევაში);

ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;

კ) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (საჭიროების შემთხვევაში);

ლ)ს.მ.ნ.-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.4. სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ ან ისეთი საკონკურსო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს შესყიდვების დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

6.1. პრეტედენტის წერილობითი თხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს, ვისაც უკვე გადაეცა სატენდერო დოკუმენტაცია.

6.2 სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დასაშვებია სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.

 

7. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება

7.1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7.2. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება ყველა პრეტენდენტს, რეომლებმაც უკვე მიიღეს სატენდერო დოკუმენტაცია.

 

8. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ

8.1. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ იდება შემსყიდველსა და ტენდერში მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს შორის და იგი მიზნად ისახავს მხარეთა მიერ ტენდერში მონაწილეობის პროცესში წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობისაგან თავის დაზღვევის მექანიზმს.

8.2. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ გადაეცემა პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

8.3. პრეტენდენტმა თავის მხრივ უნდა მოაწეროს ხელი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაზე და წარუდგინოს იგი შემსყიდველს სატენდერო წინადადებების თანმხლები დოკუმენტის სახით (იგი არ უნდა დაიხუროს კონვერტში სატენდერო წინადადებასთან ერთად).

8.4. მოლაპარაკება განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით დასაშვებია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე.

8.5. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების წარმოუდგენლობის ან სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში დალუქვის შემთხვევაში მისი სატენდერო წინადადება არ იქნება განხილული.

 

9. სატენდერო წინადადების ენა

9.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია, შედგენილ უნდა იყოს ქართულ და ს.მ.ნ.-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანმდევი დოკუმენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული საკონკურსო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

 

10. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია

 

101. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) სატენდერო წინადადების ფორმას;

ბ) მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკს;

გ) გასაწევი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერილობას და საჭიროების შემთხვევაში – სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან (სტანდარტებთან) შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

დ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ე) ასევე სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომელიც მითითებული იქნება ს.მ.ნ.-ში.

10.2. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება, იმისდა მიხედვით, თუ რა არის მითითებული ს.მ.ნ.-ში.

 

11. გასაწევი მომსახურების აღწერილობა

11.1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მომსახურების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და წარმოსადგენი დოკუმენტების მიმართ არსებულ ნორმებს.

11.2. ზემოაღნიშნული შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და ასახავდეს გასაწევი მომსახურების ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

 

12. სატენდერო წინადადების ფასი

12.1. სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისათვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადების თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში.

12.2. სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულება და შესყიდვის ობიექტის თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ს.მ.ნ.-ში მითითებულ ვალუტაში.

 

13. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა

13.1. სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის განმავლობაში.

13.2. განსაკუთრებულ შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს გამარჯვებულ პრეტენდენტს მისი წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის (მისი გამოყენების შემთხვევაში) მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში პრეტენდენტს არა აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.

 

14. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფა

14.1. პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტიების მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით, გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

14.2. პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.

14.3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

 14.4. შემსყიდველ ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5(ხუთი) დღის განმავლობაში.

14.5. გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:

ა) თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს სატენდერო პროცედურებს;

ბ) თუ გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვას; რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე გააგრძელოს სატენდერო წინადადების, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

14.6. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა) თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ) თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

გ) თუ მოხდება მისი დისვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

14.7. შესყიდვებში მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

15. სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

15.1. სატენდერო წინადადება ხელმოუწერლ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავად მის მიერ და სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს დახურულ კონვერტში.

15.2. სატენდერო წინადადება უნდა წარედგინოს შემსყიდველს ს.მ.ნ.-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.

15.3. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ საათებში, ვადებსა და მისამართზე.

 

16. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

16.1. ყველა სატენდერო წინადადება, რომლებსაც სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.

16.2. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატი ასახავს შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

 

17. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

17.1. პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

17.2. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ გარდა ამ ინსტრუქციის 20.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.

 

18. შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა

18.1. სატენდერო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, ს.მ.ნ.-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.

18.2. წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების ვინაობა, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული სატენდერო წინადადებების (თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები, შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაცია აისახება შესაბამისი ოქმის სახით.

18.3. წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა და წინადადებებისა, რომლებსაც თან არ ექნებათ დართული პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდებათ მათ წარმომდგენ პირებს.

18.4. სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებების მიუხედავად.

18.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

 

19. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

19.1. სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით შემსყიდველს შეუძლია სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და ამასთანავე დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

 

20. სატენდერო წინადადებების შერჩევა

20.1. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახორციელებს მათ შერჩევას, რაც გულისხმობს სატენდერო წინადადებების შესაბამისობის დადგენას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებისადმი და შედეგად იმ სატენდერო წინადადებების გამოვლენას, რომლებიც დაიშვებიან შემდგომი შეფასებისათვის.

20.2. სატენდერო კომისიის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილ მექანიკური შეცდომების გამოსწორება მოხდება შემდეგნაირად:

ა) თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა შესასყიდი მომსახურების ერთეულის ფასსა და წინადადების სრულ ღირებულებას შორის, რომელიც მიიღება ერთეულის ფასის გამრავლებით მის მოცულობაზე, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების ერთეულის ფასს და მის საფუძველზე მოხდება მთლიანი მოცულობის ფასის კორექტირება;

ბ) თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.

20.3. სატენდერო წინადადება არ ჩაირთვება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის:

ა) თუ იგი არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას მისი თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ნიმუშს;

ბ) თუ მისი წარმომდგენი პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მისი სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ) თუ შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება მისი წარმომდგენი პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

 

21. ერთიან ვალუტაში გადაყვანა

21.1. შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები, გადაყავს ლარებში, ს.მ.ნ.-ში მითითებული კურსით.

 

22. სატენდერო წინადადებების შეფასება

22.1. სატენდერო კომისია მოახდენს იმ სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის.

22.2. სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს ს.მ.ნ.-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.

22.3. შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10(ათ)-ბალიანი სისტემით.

22.4. პრიორიტეტების კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტის ჯამი შეადგენს ერთ მთელს.

22.5. სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე, წერილობითი ფორმით, ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადებების შეფასება, სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას. სატენდერო კომისიის წევრი თავის შეფასებაზე წერს დასკვნას და ამოწმებს ხელმოწერით.

22.6. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.

22.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

22.8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

23. პრეფერენციული შეღავათი

23.1. თუ ტენდერში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტები, მაშინ საქართველოში რეგისტრირებული პირების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ფასის მიმართ გამოყენებულ იქნება პრეფერენციული შეღავათი 15%-ის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რეგისტრირებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხო ქვეყნის პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ანალოგიურ მაჩვენებელს არა უმეტეს 15%-ით, მაშინ მას მიენიჭება უპირატესობა.

23.2. პრეფერენციული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო კომისია თავდაპირველად მოახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები;

ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები.

 ამის შემდეგ (ბ) ჯგუფიდან შეირჩევა ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება, რომელიც შედარდება (ა) ჯგუფის თითოეული სატენდერო წინადადების ფასთან, რომელთაგან არა უმეტეს 15%-ით მეტი მნიშვნელობის მქონე ფასის მიმართ გამოყენებულ იქნება პრეფერენციული შეღავათი (სხვაობის პროცენტული გაანგარიშების დროს 100%-ად მიჩნეულ იქნება (ა) ჯგუფის სატენდერო წინადადებების ფასები).

23.4. სატენდერო წინადადებების შეფასების დაწყებამდე იმ სატენდერო წინადადებების ფასებს, რომელთა მიმართაც გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი, გამოაკლდება (ბ) ჯგუფის ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადების ფასის 15% და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება შეფასება ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის შესაბამისად. თუ შეფასების პროცესში (ა) და (ბ) ჯგუფის პრეტენდენტები მიიღებენ თანაბარ შეფასებებს, მაშინ უპირატესობა მიენიჭება (ა) ჯგუფის პრეტენდენტს.

 

24. პრეტენდენტებისა და შემსყიდველის ურთიერთობები

24.1. თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

24.2. წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე, ტენდერის არც ერთ მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადებების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შემსყიდველის მონაწილეს მის წინადადებაში არსებული გაუგებრობების დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.

24.3. პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

25. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება მოახდინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

25.1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება, აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა) ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახლა დადასტურებაზე;

გ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე, ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე;

დ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

25.2. შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყოვნებლივ ან ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.

25.3. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი)კალენდარული დღის განმავლობაში, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.

25.4. დისკვალიფიცირებულ პირს მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის მიღების მიზნით შეუძლია მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

 

26. სატენდერო პროცედურების შეწყვეტა

26.1. შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ:

ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

26.2. სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 (სამი) დღის განმავლობაში.

26.3. შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.

26.4. შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების გახსნამდე, სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად და ასეთ შემთხვევაში დაუბრუნდეს საკვალიფიკაციო მონაცემებს, გაუხსნელ სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებსა და სათანადო შემთხვევაში სატენდერო მოსაკრებელს მათ წარმომდგენ პირებს.

26.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი დაუბრუნებს სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სატენდერო მოსაკრებელს პრეტენდენტებს.

26.6. თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე, იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.

 

27. პრეტენდენტებისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება

27.1. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

27.2. ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.

27.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების, ხელშეკრულების პირობების და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით.

 

28. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

28.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შეახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით. (გარანტიების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). დაწვრილებითი ინფორმაცია გარანტიების და/ან დაზღვევის ყველა პირობის, მისი მოქმედების ვადის, მისი დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ აღწერილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

28.2. თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მომწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

 

29. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

29.1. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციას და მიმწოდებელს შორის განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

29.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისები) და ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

29.3. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

29.4. წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.

 

30. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

30.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

30.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.

30.3. ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსი და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება დოკუმენტურად.

30.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

31.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესასრულებელი და/ან გაწეული მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.

31.2. კონკრეტული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ მომსახურების ხარისხსა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების ადგილის, გრაფიკის, ასევე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების და ინსპექტირების პროცესში მიმწოდებლის მოვალეობების შესახებ მოცემულია ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკურ პირობებში;

31.3. მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობაში მითითებულ ადგილას და სახით, ჩაატარებს შესრულებული მომსახურების საბოლოო შემოწმებას, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები.

31.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს და შემსყიდველის ორგანიზაციის მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.

 

32. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

32.1. ტენდერი გამოცხადდება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში ღია ტენდერის დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემი. თუ დახურული ტენდერის შემთხვევაში განსახილველ სატენდერო წინადადებათა რაოდენობა 3 (სამზე) ნაკლები აღმოჩნდება, შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ან გააგრძელოს ტენდერის პროცედურები, ან შეწყვიტოს დახურული ტენდერი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.

32.2. ტენდერი ჩაითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებებიდან არც ერთი არ აღმოჩნდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ფასებიდან არც ერთი არ აღმოჩნდება შემსყიდველის ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისი.

 

33. გასაჩივრების წესი

33.1. ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს 241 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულების VII თავის შესაბამისად, თუ ჩათვლიან, რომ ტენდერის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონით და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულებით დადგენილი წესები და/ან შელახულ იქნა მათი უფლებები.

 

საბაზისო მონაცემების ნუსხა

 

საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის დანამატს, იგი გამოდის მისი შემავსებლის სახით, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის დამახასიათებელი ინფორმაცია.

საბაზისო მონაცემთა ნუსხის პირველ სვეტში მოცემულია ყოველი მონაცემის ის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასახულია ინსტრუქციაში ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);

 

ი.ტ.მ. 1.1

შემსყიდველი ორგანიზაცია:

ი.ტ.მ. 1.1

სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო:

ი.ტ.მ. 4.1.

სატენდერო კომისიის შემადგენლობაა:

ი.ტ.მ. 4.1

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა:

ი.ტ.მ. 5.3

სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი:

ი.ტ.მ. 9.1

სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპოდენცია და დოკუმენტაცია, აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილ იქნს შემდეგ ენაზე (ენებზე):

ი.ტ.მ. 10.1

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას:____

ი.ტ.მ. 10.3

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ________ სატენდერო წინადადება

ი.ტ.მ. 12.1

სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს _______________________________ გათვალისწინებით

ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა

ი.ტ.მ. 12.2

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა ასევე დასაშვებია ___________ -ში.

ი.ტ.მ. 14.1

ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების გარანტიების ფორმა:---------------------------------------------------------------------------------

 (საბანკო გარანტია, აკრედიტივი დამოწმებული ჩეკი და სხვა)

ი.ტ.მ. 14.1

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობაა:

ი.ტ.მ. 15.2

სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველს არა უგვიანეს შემდეგი დროისა:

ი.ტ.მ. 15.2

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნს შემდეგ მისამართზე:

ი.ტ.მ. 18.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ მისამართზე:

ი.ტ.მ. 18.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ დროს:

ი.ტ.მ. 21.1

სატენდერო წიადადებების შეფასებისათვის სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული წინადადებები გადაყვანილ იქნება ლარებში შემდეგი კურსით:

ი.ტ.მ. 22.2

სატენდერო წინადაებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს შემდეგი კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით:

 

 

1.

2.

3.

.

.

.

 

შეფასების კრიტერიუმები

პრიორიტეტულობის კოეფიციენტები

 

 

 

 

 

 

 სულ: 1.0

ი.ტ.მ. 28.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი სახით: ______________________

 (გარანტირება და/ან დაზღვევა)

ი.ტ.მ. 28.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი

გამოყენებულ იქნება შემდეგი ფორმით: ______________________

 (საბანკო გარანტია,

 აკრედიტივი, დამოწმებული

 ჩეკი, ქონების, პერსონალის,

 მოწყობილობა-

 დანადგარების დაზღვევა და

 სხვა

ი.ტ.მ. 28.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ოდენობით:

ი.ტ.მ. 29.4

წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდბელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ფორმითა და ოდენობით:

 

განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონს მე-14 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულების მე-13 მუხლის თანახმად, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის თანმხლებ დოკუმენტს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში დახურვის გარეშე.

 

----------------------------------------------------------------------------------- სატენდერო კომისია ატარებს

               (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

 

ტენდერს-------------------------------------------------------------------------------------------- შესყიდვაზე.

                                                        (შესასყიდი მომსახურების დასახელება)

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა საკვალიფიკაციო მონაცემების განხილვის შედეგად---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                    (იურიდიული პირის დასახელება, ფიზიკური პირის ვინაობა)

 

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია პრეტენდენტად.

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად:

 

ერთი მხრივ, -----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – შემსყიდველი)

                                                     (რეკვიზიტები)

 

 

მეორეს მხრივ, -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში– პრეტენდენტი)

                                                          (რეკვიზიტები)

 

დებენ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

1. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას პრეტენდენტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დადოს მასთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით. შემსყიდველის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი აქვს შესყიდვის განხორციელების შეწყვეტას ან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2. პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დადოს შემსყიდველთა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

3. სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა იყოს ძალაში მინიმუმ---------წლის------------მდე.

4.* პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ფინანსური გარანტია ---------------------- ფორმით, გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

5.* შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, დაუბრუნოს პრეტენდენტს გარანტია ან გარანტიასთან დაკავშირებული დოკუმენტები ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ა) თუ სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

6. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დაიდება პრეტენდენტისათვის მისი ტენდერში გამარჯვების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მაქსიმუმ 10 დღეში, გარდა ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის 36-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

7. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პრეტენდენტი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო მის მიერ ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობით.

8. შემსყიდველის მიერ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს პრეტენდენტს პირგასამტეხლო მის მიერ სატენდერო წინადადების მომზადებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობით.

9. განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და გრძელდება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღემდე.

 

შემსყიდველი ორგანიზაცია                                                                   პრეტენდენტი

 (რეკვიზიტები)                                                                                        (რეკვიზიტები)

,,_____“ _____________ წ.                                                                      ,,_____“ ____________ წ.

 

 

 

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი

 

მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული ტექნიკურ დავალებაში, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის ამ ნაწილში ფიქსირდება გასაწევი მომსახურების ზოგადი ჩამონათვალი და მისი დაწყების და დასრულების სავალდებულო ან სასურველი ვადები, ან, თუ შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად (შესაძლებლად) – მომსახურების ცალკეული ეტაპების შესრულების ვადები. მომსახურების შესრულების კონკრეტულ გრაფიკს ადგენენ თვით პრეტენდენტები თავიანთ სატენდერო წინადადებებში.

ვინაიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის (მიმწოდებლის) სატენდერო წინადადება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელი ხელმძღვანელობს მისივე სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკით განსაზღვრული ვადებით და მომსახურების ეტაპების განხორციელების თანმიმდევრობით.

 

 

______________________

* წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-4 და მე-5 პუნქტები გამოიყენება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-14 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

ტექნიკური დავალება

ინსტრუქცია ტექნიკური დავალების შედგენისათვის

 

 მკაფიოდ და ზუსტად ჩამოყალიბებული ტექნიკური პირობები წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები წარმოადგენენ კვალიფიციურად და ხარისხიანად შედგენილ სატენდერო წინადადებებს.

ტექნიკური დავალება იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ უზრუნველყოს პრეტენდტებისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ მაჩვენებლებზე, ხარისხზე, სტანდარტებზე, ძირითად საექსპლუატაციო მახასიათებლებზე, გამოსაყენებელ ნედლეულზე და სხვა სავალდებულო პარამეტრებზე.

ტექნიკური დავალება არ უნდა შეიცავდეს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც გამოიწვევენ კონკურენციის შეზღუდვას.

ტექნიკური დავალების შემადგენელი ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს მომსახურების ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და/ან საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთი არსებობს). დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მითითებულ იქნეს კონკრეტული საფირმო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთი შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,მსგავსი’’, ,,ეკვივალენტური’’ და სხვა.

 

სატენდერო წინადადებები

 

თარიღი:--------------------

ვის:------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

 

ვისგან:--------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (პრეტენდენტის დასახელება და მისამართი)

 

შევისწავლეთ რა სატენდერო დოკუმენტაცია ყველა დანართის ჩათვლით (---------------მიუთითეთ დანართების რაოდენობა), თანახმა ვართ სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განვახორციელოთ-----------------------------------------------------------------------------------------------

                                                                          (მომსახურების აღწერა)

გაეწვა და გთავაზობთ ზემოაღნიშნულის შესრულებას შემდეგ ფასად:----------------(ციფრებით)-------------------------(სიტყვიერად)-----------------(ვალუტა).

ალტერნატივა (ალტერნატიული წინადადების წარდგენის დაშვების შემთხვევაში):-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ალტერნატიული წინადადების არსი და ფასი)

 

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას დავიწყოთ მომსახურების გაწევა--------------------------- დღის განმავლობაში და დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – ხელშეკრულება’) ძალაში შესვლიდან----------------------დღის განმავლობაში (სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად აქ შეიძლება ჩაიწეროს მომსახურების გაწევის გრაფიკი ან დაწყება დასრულების კონკრეტული თარიღი).

სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი სატენდერო წინადადება უზრუნველყოფილია გარანტიით (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

ჩვენი სატენდერო წინადადებების გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება-------------------------------------------------------------------------- შემდეგ თანხაზე

 (საბანკო გარანტია, დაზღვევა ან სხვა)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------*

 (ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

წინამდებარე სატენდერო წინადადება ძალაშია--------------- დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი თარიღიდან:-------------------------------------------------------------------------------------------

 

ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილნი ვართ ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და ,,სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ’’ დებულებას და ტენდერის მსვლელობის დროს ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.

 

სატენდერო წინადადებას თან ახლავს შემდეგი დანართები (გვერდების რაოდენობის მითითებით):**

1

2

3

.

.

.

---------------------------------- ---------------------------------------------------------------------

         (ხელმოწერა)                                                         (თანამდებობა)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                           (პრეტენდენტის დასახელება)

 

 

სატენდერო წინადადებების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

 

ვითვალისწინებთ რა, რომ ----------------------------------------------------------------------------------

(პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

(შემდგომში – პრეტენდენტი’)მზად არის წარმოადგინოს თავისი სატენდერო წინადადება-----------------------------------------------------------------------------------------------------სატენდერო კომისიის მიერ

                    (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

 

---------------------------------------------------------------შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში                     

           (შესასყიდი მომსახურება დასახელება)                  მონაწილეობის მისაღებად,

 

ჩვენ--------------------------------------------------------------------------------------(შემდგომში – ბანკი)

                                                           (ბანკის დასახელება)

 

 

___________________________________________

*ეს აბზაცი ჩაიდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში

**სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, მასალები, ცნობები, მომსახურების გაწევის მეთოდები, გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა (საჭიროებისამებრ ნახაზები, სქემები და ა.შ.).

 

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ თ, რ ო მ

 

ვიღებთ ვალდებულებას----------------------------------------------(შემდგომში – შემსყიდველი)

 (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

 

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად უზრუნველვყოფთ შემსყიდველისათვის----------------------------------------------------------------------------------------------------------------- გადახდას

 (თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

 

შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

2. თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

3. თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

 გარანტია ძალაში რჩება---------------------------------- მდე*.

(თარიღი)

 

ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებების წარმოდგენის გარეშე, იმ პირობით, რომ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებულ იქნება რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკის გარანტიის მოქმედების ვადის დასრულებამდე.

 

----------------------------------------------------

(ხელმოწერა)

 

---------------------------------------------------------------

 (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

დამოწმებულია ბანკის ბეჭდით----------------------------------------200-----------წ.

 

 

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

 

წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია ,,----------,,----------------------200--------წ.

ერთი მხრივ------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------(შემდგომში – შემსყიდველი)

                      (შემსყიდველის დასახელება და რეკვიზიტები)

 

და მეორე მხრივ----------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------(შემდგომში – მიმწოდებელი)

 (მიმწოდებლის დასახელება და რეკვიზიტები)

______________________________________________

*გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადაზე 30 კალენდარული დღით მეტი

 

შორის.

იმის გათვალისწინებით, რომ

შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------                  

                                                                   (მომსახურების მოკლე აღწერა)

 

შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეული იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება შემდეგ თანხაზე:-------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად და ვალუტის ჩვენებით)

 

(შემდგომში – ხელშეკრულების ღირებულება)

 

წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

1. ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და ითვლებიან მის განუყოფელ ნაწილად კერძოდ:

ა) წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, მომსახურების ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო წინადადებაზე თანდართული ყველა სხვა დოკუმენტი;

გ) გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი

დ) ტექნიკური დავალება;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები.*

2. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ყველა მონაცემი, პარამეტრი, ვადები, ტექნიკური და სხვა პირობები, მხარეთა პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა წარმოადგენენ ხელშეკრულების პირობებს.

3. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ზემოთ მითითებული თარიღიდან 200---წ.

,,---------,,--------------------მდე (ან მიუთითეთ მოქმედების ხანგრძლივობა).

 

ხელის მოწერა და ბეჭედი-------------------------------------------------------------------------------------

                                                            (შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

ხელის მოწერა და ბეჭედი-------------------------------------------------------------------------------------

                                                        (მომწოდებლის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი,  თანამდებობა)

 

 

 

__________________________________________________

*ეს ქვეპუნქტი ჩაიდება მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში.

 

ხელშეკრულების საერთო პირობები

 

ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენენ სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებენ ტიპიურ ხასიათს და უნდა იქნენ გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას. ნებისმიერი განსხვავებული პირობები და დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი მხოლოდ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

 

1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები

 

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

1.1. ,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ (შემდგომში – ხელშეკრულება) – შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.

1.2. „ხელშეკრულების ღირებულება’’ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;

1.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია’’ (შემდგომში – შემსყიდველი) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;

1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აფორმებს (გააფორმა) შემსყიდველთან ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

1.5 „დღე’’, კვირა’’, „თვე’’ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

 

2. სტანდარტები

ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებს.

 

3. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.

 

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

4.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და /ან ტექნიკურ დავალებაში ასახული შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მათ შორის მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება.

4.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.

4.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

 

5. მომსახურების გაწევის პირობები

5.1. მომსახურების გაწევა ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში დაფიქსირებული პერიოდულობით (ვადებში) შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივად განიხილავენ გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები.

5.2. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

 

6. დაზღვევა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

6.1. მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და /ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან სუბკონტრაქტორის პერსონალი და სხვა) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

7.1. შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.2. შესყიდვის ობიექტის მიღების და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპი და წესი ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

7.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.4. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით.

7.5. შემსყიდველს შეუძლია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ შუალედური კონტროლის შედეგები იყო დადებითი.

 

8. გარანტია

8.1. მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას.

8.2. ამ გარანტიის კონკრეტული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით.

8.3. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

8.4. მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხიდან.

 

9. ანგარიშსწორება

9.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

9.2. მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია.

 

10. ანგარიშსწორების ვალუტა

10.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია).

10.2. ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ საანგარიშსწორებო ვალუტაში მის ლართან მიმართებაში დაფიქსირებული კურსით.

 

11. ფასები

11.1. მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული გასაწევი მომსახურების ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულებით პარამეტრებს.

11.2. ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, ან ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით, მხოლოდ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებულ შემთხვევებში და ზომით.

 

12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

12.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.

12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.

12.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

13. უფლებების გადაცემა

13.1. მიმწოდებელს არა აქვე უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.

 

14. სუბკონტაქტორები

14.1. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დასადები ყველა სუბკონტრაქტი უნდა გაფორმდეს მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მითითებული მონაცემების მიხედვით.

14.2. იმ შემთხვევაში, თუ სუბკონტრაქტის დადების ან სუბკონტრაქტორის შეცვლის აუცილებლობა წარმოიშობა ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ზემო აღნიშნულის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა.

14.3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

14.4. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

 

15. ხელშეკრულების შემსრულებლის შეფერხება

15.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შემსრულებლის შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

 

16. ხელშეკრულების შესრულების გარანტია

16.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ან არასრული შესრულების გამო. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). იმ გარემოებების ჩამონათვალი რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისთვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

16.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და/ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

16.3. მომწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

 

17. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა

17.1. ფორს მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

17.2. საჯარო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

18. ხელშეკრულების შეწყვეტა

18.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

18.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

18.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.

18.4. ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

18.5. შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:

ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

18.6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება.

 

19. ფორს-მაჟორი

19.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.

19.2. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი’’ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით,საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

19.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზის შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოკიდებულნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

 

20. სადავო საკითხების გადაწყვეტა

20.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

20.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შესმყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადავო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

21. გამოყენებული სამართალი

21.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

22. ხელშეკრულების ენა

22.1. ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისთვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.

 

23. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის

23.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.

23.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.

 

24. გადასახადები და ბაჟები

24.1. უცხოელი მიმწოდებელ პასუხს აგებს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, დაბეგვრის თანხის, მოსაკრებლების და სხვა გადსახადელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში.

24.2. ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ბეგარის, მოსაკრებლების და სხვა გასახდელების გადახდაზე თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები

 

ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მათი შედგენის საფუძველს წარმოადგენენ ხელშეკრულების საერთო პირობები, წინამდებარე ინსტრუქცია და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიზანია ყოველი შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების კონკრეტიზაცია, ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება და დაზუსტება.

ხელშეკრულების სპეციფიკურ და საერთო პირობებს შორის ურთიერთსშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს.

 

[ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შედგენის ინსტრუქციები დაბეჭდილია დახრილი შრიფტით, ხოლო ცალკეული მუხლების ფორმულების ნიმუშები – ჩვეულებრივი შრიფტით. აქ მოყვანილი მაგალითები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს და მათი ზუსტი გამეორება კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სავალდებულო არ არის. ყოველი მუხლის სათაურის შემდეგ მითითებული ციფრები აღნიშნავენ ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამის მუხლებს.]

 

1. ხელშეკრულების დამდები მხარეები

 

[ამ მუხლში უნდა იყოს მითითებული შემსყიდველის და მიმწოდებლის სახელწოდება და რეკვიზიტები (მისამართის მითითებისას მოცემული უნდა იყოს, როგორც მხარეების ადგილმდებარეობა, ასევე საფოსტო მისამართი ოფიციალური მიმოწერისათვის)]

 

2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (4)

 

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, ფორმები, ვადები (პერიოდულობა), მისი განხორციელების ადგილი და ხელშეკრულების შესრულების შუალედურ კონტროლთან დაკავშირებული პირები (ჯგუფის შემადგენლობა) და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

 

3. მომსახურების გაწევის პირობები (5)

 

[მომსახურების გაწევა ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების ამ მუხლში განისაზღვრება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის ერთობლივი განხილვის პერიოდულობა (ვადები).]

 

4. დაზღვევა (6)

 

[ამ მუხლში მიეთითება შემსყიდველის მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების (ცალკეული ელემენტების) დაზღვევის მიმართ. კერძოდ: დაზღვევის ობიექტი, დამზღვევი, დაზღვევის მოსარგებლე, სადაზღვევო რისკის ჩამონათვალი, სადაზღვევო თანხა, დაზღვევის ვადა და დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.]

 

5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი (7)

 

[ ეს უნდა მუხლი შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიღების თაობაზე. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარების პირობებს (მაგალითად, შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მიღების შემთხვევაში ინფორმაციის თითოეული ეტაპის შესახებ), დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც მოხდება შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების მიღება ჩაბარება, მითითებას დოკუმენტის სახეობაზე, რომლითაც გაფორმდება მიღება-ჩაბარება, ინფორმაციას საბოლოო შემოწმების ადგილასა და პირობების, საბოლოო შემოწმების და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილე მხარეთა თაობაზე და ა.შ.].

 

6. გარანტია (8)

 

[ამ მუხლში განისაზღვრება გაწეული მომსახურების საერთაშორისო ან რაიმე აქვე მითითებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიის კონკრეტული პირობები, რომლებიც კონკრეტულად უნდა განისაზღვროს ამ მუხლში.]

 

7. ანგარიშსწორება (9)

 

[ამ მუხლში მიეთითება ანგარიშსწორების ფორმა, ვადები (გრაფიკი) ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც აუცილებლად ჩათვლის შემსყიდველი.]

 

ნიმუშები:

 

1. ანგარიშსწორების ფორმა იქნება:-------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                      (გადარიცხვა, ინკასო ან სხვა)

 

3. ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი):---------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

4. ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, შემდეგი დოკუმენტები---------------------------------------------------------------------------------------------------

 

[წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენებისას ამავე მუხლში მიეთითება წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა მიმწოდებლის სატენდერო წინადადების ღირებულებასთან მიმართებაში და მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საავანსო თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ფორმა, წარდგენის და მოქმედების ვადები.]

 

ნიმუში:

 

1. მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი თანახმაა წინასწარ გადაუხადოს მიმწოდებელს მისი სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების---------------- პროცენტის ოდენობის თანხა, მიმწოდებლის მიერ იმავე თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენისთანავე.

2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ძალაში მისი გაფორმებიდან---------------- თვის განმავლობაში.

3. თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ გარანტიას ხელშეკრულების დადებიდან-------------- დღის განმავლობაში, შემსყიდველს უფლებას აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

8. ფასები (11)

 

ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების საერთო პირობების მე-11 მუხლის მეორე პუნქტში დაფიქსირებული იქნება, რომ ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დასაშვებია. ამ მუხლში უნდა აისახოს ის გარემოებები, რომელთა დადგომისას დასაშვები იქნება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების გადასინჯვა. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასი (საერთო ღირებულების) ცვლილების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში – ცვლილებების გაანგარიშების წესი. მაგალითად, ასეთ გარემოებებად შეიძლება მიჩნეული იქნას: ინფლაციის მაღალო დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება, საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა. ხელშეკრულების ფასის შეცვლის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის და ცვლილებების გაანგარიშების წესის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ მუხლში დაფიქსირებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტივობის ინდექსი და სხვა.]

 

9. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (16)

 

[ეს მუხლი იდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში და იგი უნდა შეიცავდესს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) პირობებს. კერძოდ, იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისთვის გარანტიის დაუბრუნებლობას, აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესს და ა. შ.]

 

10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (17)

 

 [ამ მუხლით განისაზღვრება საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები, რომლებიც გამოყენებულ იქნება მიმწოდებლის მიმართ, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში.]

 

ნიმუში:

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება----------------------------------------------------------

 თანახა ციფრებით, სიტყვიერად და ვალუტის მითითებით

 

ოდენობის პირგასამტეხლო, რომლის გადახდა მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით ან მის მიერ ამ თანხის გადახდის გზით (შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან --------------- დღის განმავლობაში).

 

 და/ან

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულება------------- პროცენტის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების ---------- პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

[ამ მუხლში ჩადებული პირგასამტეხლოს ოდენობა და პროცენტული განაკვეთი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების ღირებულებისა და სპეციფიკიდან გამომდინარე.]

 

11. სადავო საკითხების გადაწყვეტა (20)

 

[ ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი და შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევს სადავო საკითხების გადაწყვეტას საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოში განხილვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის სასამართლო, რომელსაც მხარეები მიმართავენ მათ შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით.]

 

12. გადასახედები და ბაჟები (24)

 

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი გადასახადის, მოსაკრებლის, ბეგარის და სხვა გადახდა უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური რესურსებით. მაგალითად, თუ ხელშეკრულება დადებულია საქართველოს ფარგლებს გარედან საქონლის მიწოდებაზე CIF-ის პირობებით, ეკონომიკური მიზანშეწონილად გამომდინარე, შემსყიდველს შეუძლია თავის თავზე აიღოს საქონლის განბაჟების პროცესში გადასახდელი გადასახადების, მოსაკრებლების და ბაჟის გადახდის ვალდებულება.]

 

 

 

ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტია)

 

 ვის:------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                        (შემსყიდველის დასახელება)

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ----------------------------------------------------------------------------

                                                                                       (მიმწოდებლის დასახელება)

 

შემდგომში – მიმწოდებელმა ---------------------------------------------------------------------------------

                                                                                                (ტენდერის დასახელება)

 

ტენდერში წარდგენილი თავისი სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.

 ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებელი თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე

------------------------------------------                       -----------------------------------------------------------

             (თანხა ციფრებით)                                                               (თანხა სიტყვებით)

 

და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.

წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე.

 

გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი

__________________________________

__________________________________

_________________________________

(თარიღი)

_________________________________

(მისამართი)

 

 

 

 

 

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

სამუშაოების შესყიდვა ტენდერის საშუალებით

 

ინსტრუქცია ტენდერში

მონაწილეთათვის

 

მოცემული ინსტრუქცია არის ტიპიური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (ს.მ.ნ.).

 

1. დაფინანსების წყარო

1.1. ს.მ.ნ.-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის (შემდგომში – შემსყიდველი) მითითებულ დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას და ამისთვის ატარებს ტენდერს.

 

2. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

2.1. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა:

ა) ტენდერში მონაწილეები არც საქმიანობით და არც ნათესაური კავშირით არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან, ან მათი ფილიალებთან, რომლებიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული სამუშაოს შესყიდვებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;

 ბ) ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან;

გ) ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქვეყნის წარმომადგენელ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემთხვევების გარდა.

 

3. ტენდერში მონაწილეობის ღირებულება

3.1. ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი, არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც შემსყიდველი არ შეასრულებს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების პირობებს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

 

4. სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

4.1. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიის და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია ს.მ.ნ.-ში

4.2. სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

4.3. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.

 

5. სატენდერო დოკუმენტაცია

5.1. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შემსყიდველი მოთხოვნისთანავე გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას.

5.2. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

5.3. სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.)

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხა (ს.მ.ნ.);

გ) სამუშაოების შესრულების ვადები;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) სატენდერო წინადადების ფორმა და ხარჯთაღრიცხვა;

თ) სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;

კ) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ) ნახაზები და სპეციფიკაციები;

მ) ს.მ.ნ.-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.4. იგულისხმება, რომ პრეტენდენტი შეისწავლის სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ ყველა ინსტრუქციას, ფორმას და პირობას. სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ, ან ისეთი საკონკურსო წინადადებების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს შესყიდვის დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

6.1. პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს, ვისაც უკვე გადაეცა სატენდერო დოკუმენტაცია.

6.2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების და დამატებების შეტანა დასაშვებია სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.

 

7. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება

7.1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ რაიმე განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7.2. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება ყველა პრეტენდენტს, რომლებმაც უკვე მიიღეს სატენდერო დოკუმენტაცია.

 

8. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ

8.1. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ იდება შემსყიდველსა და ტენდერში მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს შორის და იგი მიზნად ისახავს მხარეთა მიერ ტენდერში მონაწილეობის პროცესში წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობისაგან თავის დაზღვევის მექანიზმს.

8.2. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ გადაეცემა პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

8.3. პრეტენდენტმა თავის მხრივ უნდა მოაწეროს ხელი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაზე და წარუდგინოს იგი შემსყიდველს სატენდერო წინადადების თანმხლები დოკუმენტის სახით ( იგი არ უნდა დაილუქოს კონვერტში სატენდერო წინადადებასთან ერთად).

8.4. მოლაპარაკება განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დასაშვებია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე.

8.5. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების წარმოუდგენლობის ან სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში დალუქვის შემთხვევაში მისი სატენდერო წინადადება არ იქნება განხილული.

 

9. სატენდერო წინადადების ენა

9.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია, შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ს.მ.ნ.-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანმდევი დოკუმენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული საკონკურსო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

 

10. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია

10.1 პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) სატენდერო წინადადების და ხარჯთაღრიცხვის შევსებულ ფორმას;

ბ) მისაწოდებელი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერილობას;

გ) სამუშაოების შესრულების მეთოდებს, გრაფიკებს, ნახაზებისა და სპეციფიკაციებს;

დ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ მოწმობას (გარანტიის გამოყენების შემთხვევაში);

ე) ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია ს.მ.ნ.-ში;

10.2. პრეტენდენტი ავსებს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ სატენდერო წინადადების ფორმას, სადაც აღწერს მიწოდების ობიექტს, მის მოცულობას, ერთეულისა და ჯამურ ფასს, შესრულების პირობასა და ვადებს.

10.3. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები ხარჯთაღრიცხვის ჩამონათვალში მოცემულ სამუშაოთა ყველა სახეობაზე. ხარჯთაღრიცხვაში გაუფასებელი სამუშაოები დამკვეთის მიერ არ ანაზღაურდება მასი შესრულების შემთხვევაში და ჩაითვლება, რომ ეს სამუშაოები დაიფარება სხვა სამუშაოების ხარჯზე.

10.4. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება ს.მ.ნ.-ში მითითებული პირობების შესაბამისად.

 

11. მიწოდების ობიექტის აღწერილობა

11.1. სატენდერო წინადადებაში სამუშაოები აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად.

11.2. მიწოდების ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, და სხვა უნდა ასახავდეს შესასრულებელ სამუშაოს ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

 

12. სატენდერო წინადადების ფასი

12.1. სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისთვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადების თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში

12.2. სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და გასაწევი სამუშაოს თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ს.მ.ნ-ში მითითებულ ვალუტაში.

 

13. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა

13.1. სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის განმავლობაში.

13.2. განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს გამარჯვებულ პრეტენდენტს მისი წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადაც (მისი გამოყენების შემთხვევაში) შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში პრეტენდენტს არ აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.

 

14. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფა

14.1. პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტიების მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.

14.2. სატენდერო წინადადების გარანტიების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა:

ა) თუ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება – 8 000 000 ლარს, ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით;

ბ) ტექნიკურად რთული სამუშაოების შესყიდვის დროს, მიუხედავად შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა და როდესაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ვადას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.

14.3. პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.

14.4. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

14.5. შემსყიდველი ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

14.6. გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:

ა) თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს სატენდერო პროცედურებს;

ბ) თუ გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადების ხელმეორე განხილვას, რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე, გააგრძელოს სატენდერო წინადადების, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას;

14.7. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა) თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ) თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

გ) თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

14.8. შესყიდვებში მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

15. სატენდერო წინადადებების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

 

15.1. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავად მის მიერ და სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს დახურულ კონვერტში.

15.2. სატენდერო წინადადება უნდა წარედგინოს შემსყიდველს ს.მ.ნ.-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.

15.3. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ საათებში, ვადებსა და მისამართზე.

 

16. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

 

16.1. ყველა სატენდერო წინადადება, რომლის სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.

16.2. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატი ასახავს შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

 

17. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

 

17.1. პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე.

17.2. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ, გარდა ამ ინსტრუქციის 20.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.

 

18. შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა

 

18.1. სატენდერო წინადადებები გაიხსნება, მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, ს.მ.ნ.-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.

18.2. წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების დასახელებები, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული წინადადებების ( თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები, შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაციები აისახება შესაბამისი ოქმის სახით.

18.3. წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა და წინადადებებისა, რომლებსაც თან არ ექნებათ დართული პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდებათ მათ წარმომდგენ პირებს.

18.4. სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებების და მიუხედავად.

18.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

 

19. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

19.1. სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით შემსყიდველს შეუძლია სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და ამასთანავე დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

 

20. სატენდერო წინადადებების შერჩევა

20.1. სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ შემსყიდველი ახორციელებს მათ შერჩევას, რაც გულისხმობს სატენდერო წინადადებების შესაბამისობის დადგენის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებისადმი და შედეგად იმ სატენდერო წინადადებების გამოვლენას, რომლებიც დაიშვებიან შემდგომი შეფასებისათვის.

20.2. შემსყიდველის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გამოსწორებისას, თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.

20.3. სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის:

ა) თუ იგი არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას მისი თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ნიმუშს;

ბ) თუ მისი წარმომდგენი პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება შემსყიდველის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ) თუ შესყიდვის მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება მისი წარმომდგენი პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

 

21. ერთიან ვალუტაში გადაყვანა

21.1. შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები, გადაყავს ლარებში, ს.მ.ნ.-ში მითითებული კურსით.

 

22. სატენდერო წინადადებების შეფასება

22.1. სატენდერო კომისია მოახდენს იმ სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის;

22.2. სატენდერო წინადადებების შეფასების სატენდერო კომისია განახორციელებს ს.მ.ნ.-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.

22.3. შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10 (ათ) ბალიანი სისტემით.

22.4. პრიორიტეტების კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი შეადგენს ერთ მთელს.

22.5. სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე წერილობითი ფორმით, ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას.

22.6. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.

22.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა, თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, მაშინ შეჯამდება სატენდერო კომისიის წევრების მიერ პრეტენდენტებისათვის მიცემული შეფასებები და გამარჯვებულად გამოცხადდება ყველაზე მაღალი ჯამური შეფასების მქონე პრეტენდენტი.

22.8. თუ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად არ გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული, მაშინ გაიმარჯვებს უფრო დაბალი ღირებულების მქონე სატენდერო წინადადება.

22.9. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

23. პრეფერენციული შეღავათი

23.1. თუ ტენდერში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტები, მაშინ საქართველოში რეგისტრირებული პირების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ფასის მიმართ გამოყენებულ იქნება პრეფერენციული შეღავათი 15%-ის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რეგისტრირებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხო ქვეყნის პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ანალოგიურ მაჩვენებელს არა უმეტეს 15%-ით, მაშინ მას მიენიჭება უპირატესობა.

23.2. პრეფერენციული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო კომისია თავდაპირველად მოახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული და/ან ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები;

ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები.

 მის შემდეგ (ბ) ჯგუფიდან შეირჩევა ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება, რომელიც შედარდება (ა) ჯგუფის თითოეული სატენდერო წინადადების ფასთან, რომელთაგან არა უმეტეს 15%-ით მეტი მნიშვნელობის მქონე ფასის მიმართ გამოყენებული იქნება პრეფერენციული შეღავათი (სხვაობის პროცენტული გაანგარიშების დროს 100%-ად მიჩნეულ იქნება (ა) ჯგუფის სატენდერო წინადადებების ფასები).

23.3. სატენდერო წინადადებების შეფასების დაწყებამდე იმ სატენდერო წინადადებების ფასებს, რომელთა მიმართაც გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი გამოაკლდება (ბ) ჯგუფის ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადების ფასის 15% და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება შეფასება ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის შესაბამისად. თუ შეფასების პროცესში (ა) და (ბ) ჯგუფის პრეტენდენტები მიიღებენ თანაბარ შეფასებებს, მაშინ უპირატესობა მიენიჭება (ა) ჯგუფის პრეტენდენტს.

 

24. პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები

24.1. თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

24.2. წინადადებების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე ტენდერის არც ერთ მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადებების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს მის წინადადებაში არსებული გაუგებრობის დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.

24.3. პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებისას და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

25. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება, მოახდინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

25.1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა) ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველის ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახლ დადასტურებაზე;

გ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე, ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე;

დ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

25.2. შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყოვნებლივ ან ,,სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესის შესახებ’’ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.

25.3. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოში ან სასამართლოში.

25.4. დისკვალიფიცირებულ პირს მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის მიღების მიზნით შეუძლია მიმართოს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს.

 

26. სატენდერო პროცედურების შეწყვეტა

26.1. შემსყიდველს უფლება აქვს სატენდერო პროცედურები, თუ:

ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

26.2. სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 (სამი) დღის განმავლობაში.

26.3. შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.

26.4. შემსყიდველს, სატენდერო წინადადების გახსნამდე, სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად და ასეთ შემთხვევაში დაუბრუნებს საკვალიფიკაციო მონაცემებს, გაუხსნელ სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სატენდერო შემთხვევაში სატენდერო მოსაკრებელს პრეტენდენტებს.

26.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი დაუბრუნებს სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სატენდერო მოსაკრებლებს მათ წარმომდგენ პირებს.

26.6. თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე, იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.

 

27. პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება

27.1. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

27.2. ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.

27.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების, ხელშეკრულების პირობებისა და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით.

 

28. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

 

28.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 8 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). მისი ყველა პირობის, მოქმედების ვადის, დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

28.2. თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მომწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

 

29. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

 

29.1. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

29.2. ანგარიშსწორების განხორციელებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შესრულებული სამუშაოს შუალედური ანგარიში, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული სხვა დოკუმენტაცია.

29.3. თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში, მიმწოდებელთან შეიძლება განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის სატენდერო ფასის გარკვეული პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ იგივე ოდენობის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. ინფორმაცია საავანსო თანხის პროცენტული ოდენობისა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისად წარმოსადგენი გარანტიის ფორმის შესახებ ასახული იქნება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

29.4. წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელების შემთხვევაში მიმწოდებელი და მისი სუბკონტრაქტორები ვალდებულნი არიან შემსყიდველს წარუდგინონ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია ს.მ.ნ.-ში მითითებული წესით და გამოიყენონ წინასწარ მიღებული თანხები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად.

29.5. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

30. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

 

30.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა