საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი 3353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 25/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.471
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3353
17/02/2004
სსმ, 8, 25/03/2004
010.190.030.06.001.001.471
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

კარი I

ზოგადი დებულებანი

თავი I

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საფუძვლები

    მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ – პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

3. პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში;

ბ) პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარლამენტის უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას.

5. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) მრავალპარტიულობა;

ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა, მათი შესრულების კონტროლი;

ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ვ) საჯაროობა;

ზ) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა.

6. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება, ორგანული კანონი, კანონი, პარლამენტის რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.

7. პარლამენტი მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

8. პარლამენტი, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტითა (შემდგომ – რეგლამენტი) და სხვა ნორმატიული აქტებით.

9. რეგლამენტი კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა ყველა პარლამენტის წევრისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – პარლამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსა და ორგანიზაციისათვის.

10. პარლამენტის წევრის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის (შემდგომ – ფრაქცია), საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის (შემდგომ – უმრავლესობა, უმცირესობა), საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

11. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, წყვეტს პარლამენტი დადგენილებით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

თავი II

პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა

    მუხლი 2

პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა არის მხოლოდ მისი განსაკუთრებული უფლებამოსილება – საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს საქართველოს ხალხის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების სახით მისთვის მინდობილი ინტერესები, საპარლამენტო კონტროლი და უზრუნველყოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა.

    მუხლი 3

პარლამენტის პრეროგატივაა:

ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;

ბ) საკანონმდებლო საქმიანობა;

გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა;

ე) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა;

ვ) მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის ან უნდობლობის გამოცხადება;

ზ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნა, დამტკიცება, დანიშვნაზე, განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემა, განთავისუფლება, გადაყენება;

თ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების, ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლი;

ი) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება;

კ) სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;

ლ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;

1) ეროვნული უსაფრთხოების, ასევე სხვა კონცეფციის დამტკიცება;

მ) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;

ნ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;

ო) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;

პ) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის განსაზღვრა;

ჟ) პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა;

რ) რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, განთავისუფლება, გადაყენება;

ს) საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით პარლამენტის რიგგარეშე სესიების ან სხდომების ჩატარება;

ტ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით;

უ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო კონტროლი;

1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;

ფ) სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ქ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;

ღ) გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესების დადგენა, გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების გაღების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ყ) საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;

შ) საქართველოს კონსტიტუციით, კანონით (რეგლამენტით) განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლებამოსილი თანამდებობის პირების ანგარიშის მოსმენა;

ჩ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა;

ც) საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება;

ძ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 17 ივნისის რეგლამენტი №1690 - სსსმ I, №32, 30.06.2005 წ., მუხ.200

თავი III

პარლამენტის ადგილსამყოფელი, სხდომათა დარბაზი და რიტუალები

    მუხლი 4

1. პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი, 8.

2. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, რასაც მოცემული თანამიმდევრობით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი (დადგენილებით), პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის წევრთა საინიციატივო ჯგუფი წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედით.

3. პარლამენტის სასახლის თავზე აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

4. პარლამენტის სასახლის ფასადის წინ სესიის გახსნისას აღიმართება და სესიის დახურვისას ჩამოიშვება პარლამენტის დროშა. სხდომათა დარბაზში სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

5. პარლამენტის წევრების, პარლამენტის თანამდებობის პირების კაბინეტებში, სამუშაო მაგიდიდან მარჯვენა კუთხეში, მოთავსებულია სახელმწიფო დროშა, ხოლო უკანა კედელზე, ცენტრში – საქართველოს სახელმწიფო გერბი.

6. პარლამენტში მიმართვის მიღებული ფორმებია:

ა) ბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ;

გ) პატივცემულო კოლეგა.

    მუხლი 5

1. სხდომის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტის 134-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მისი ერთ-ერთი მოადგილე. სხდომის პრეზიდიუმის ცენტრში ადგილს იკავებს სხდომის თავმჯდომარე.

2. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმის უკან, კედელზე მოთავსებულია სახელმწიფო გერბი.

3. პრეზიდიუმიდან მარცხენა მხარეს დგას საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი, რომლის უკან აღმართულია სახელმწიფო დროშა.

4. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და აცხადებს მანდატურთუხუცესი.

5. პარლამენტში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის პატივსა და ღირსებას.

6. პრეზიდიუმის წინ მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

7. სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.

8. პრეზიდიუმიდან მარცხენა მხარის ლოჟები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის წევრების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის, ხოლო მარჯვენა მხარისა – პარლამენტის ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის.

9. სხდომათა დარბაზის ზედა აივნის ცენტრში ადგილებს იკავებენ პარლამენტის აპარატის მუშაკები, სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეები, პრეზიდიუმიდან მარჯვნივ – სხდომაზე მოწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხოლო მარცხნივ – მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

91. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი.

10. პარლამენტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ინახება საქართველოს კონსტიტუციის დედანი და პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნი.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 51

1. პარლამენტში დაწესებულია საქართველოს თავისუფლების ორდენი და პარლამენტის მედალი.

2. საქართველოს თავისუფლების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.

3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურე პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. საქართველოს თავისუფლების ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.

5. პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით.

6. საქართველოს თავისუფლების ორდენით და პარლამენტის მედლით პირთა დაჯილდოების წესს, სათანადო ფულადი ჯილდოს ოდენობასა და საქართველოს თავისუფლების ორდენის აღწერილობას ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6432 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 6

1. პარლამენტის მუშაობის გაცნობის, საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის და ურთიერთკონტაქტის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები. დასაშვებია ჩატარდეს მათი დაჯილდოების პროცედურაც.

2. პარლამენტის სასახლეში დასაშვებია ექსკურსიები.

კარი II

პარლამენტის სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი

თავი IV

პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრის სტატუსი

    მუხლი 7

1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.

2. პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისას ან ვადამდე შეწყვეტისას კენჭი ეყრება დადგენილებას შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ ეს დადგენილება მიღებული არ იქნა, კენჭისყრის გარეშე ფორმდება დადგენილება შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

5. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა პარლამენტმა.

6. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში.

    მუხლი 8

1. თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

2. თუ პარლამენტის წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს დოკუმენტურ მასალას, ჩამოართმევს მას ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

3. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ წარუდგენს დასკვნას პარლამენტის ბიუროს.

5. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი 15 დღის ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრს უფლება აქვს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

6. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს ცნობას პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ და ცნობის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტი აღნიშნულ ინფორმაციას მოახსენებს პარლამენტს მის უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იგი ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

7. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე პარლამენტის წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების შემთხვევაში იმავე დადგენილებაში აღინიშნება, რომ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

8. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე პარლამენტის წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე პარლამენტის წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

9. (ამოღებულია).

10. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტის 124-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს საპარლამენტო განხილვისათვის. პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლის პირველი, მე-2–მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დაუშვებელია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

    მუხლი 9

1. დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი;

გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ანდა სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში.

4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას (ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას).

5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

6. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური /საქმიანობა/ და 7 დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის /საქმიანობის/ შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 10

1. პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური ორგანიზაციების განაწესებითა და დავალებებით.

2. დაუშვებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

3. ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 11

პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე ნიშანს, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 12

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №1180 - სსმ I, №10, 22.06.2009 წ., მუხ.44

    მუხლი 13

1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში), ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიაში, ინტერფრაქციულ ჯგუფში საქმიანობით;

ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, დასმულ საკითხებზე რეაგირებით;

გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.

2. პარლამენტის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;

ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;

გ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში;

დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს;

ე) იყოს პარლამენტის 1 კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისისა;

ვ) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;

ზ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

თ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;

ი) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები;

კ) 6 თვეში ერთხელ მაინც წარდგეს ამომრჩეველთა წინაშე ინფორმაციით თავისი და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 14

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

    მუხლი 15

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი გამოსვლის ტექსტს, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება.

2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;

დ) გააცნოს პარლამენტს მოქალაქეთა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები;

ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე;

ვ) მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიერ დასმულ საკითხზე ან კითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს კითხვა;

ზ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.

3. საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საკითხები საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო;

ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;

გ) კანონით დადგენილ ფარგლებში და ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს კანონების შესრულების შემოწმებაში ან მოტივირებული უარი განაცხადოს ასეთი დავალების შესრულებაზე;

დ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების თაობაზე;

ე) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა; შეუზღუდავად შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და სხვა თანამდებობის პირებს;

ვ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.

4. პარლამენტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს პარლამენტის წევრი მისი მოთხოვნით.

5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 16

პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე (გარდა პარლამენტის აპარატის უფროსისა), პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).

    მუხლი 17

1. პარლამენტის წევრს ამ მუხლით განსაზღვრული წესით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

2. პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის კომიტეტს (მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს), დროებით საგამოძიებო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, კომისიის საქმიანობის ან კონკრეტული საკითხის შესასწავლად.

3. კომიტეტი, დროებითი საგამოძიებო კომისია მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების შესახებ წინადადებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

4. კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადება მოტივირებული უნდა იყოს და შეიცავდეს პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად კომიტეტის, კომისიის უფლებამოსილების ან კონკრეტული საკითხის შესწავლის ვადას.

5. პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას.

6. პარლამენტის წევრმა, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას უნდა წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.

7. თუ პარლამენტის წევრმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება გამოიყენა პირადი ინტერესებისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე ჩამოართვას მას აღნიშნული უფლება.

8. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე ან აუცილებლობის შემთხვევაში ეს უფლება გადასცეს პარლამენტის წევრს.

    მუხლი 18

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ – მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იგი სამუშაო ოთახით, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, მათ შორის, სამთავრობო კავშირით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე აღმოუჩინონ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ამ პუნქტის შესაბამისად აღმოჩენილი დახმარების შესახებ.

3. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილებზე იქმნება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. ფრაქციების წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი, როგორც წესი, მიემაგრება იმ საარჩევნო ოლქს, სადაც ის ცხოვრობს ან აქვს ამომრჩევლებთან მჭიდრო ურთიერთობა. პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის საქმიანობას საარჩევნო ოლქში პარლამენტი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საპარლამენტო წარმომადგენლობების მეშვეობით.

5. სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან პარლამენტის წევრს განცხადების საფუძველზე აღმოუჩინონ სხვა აუცილებელი დახმარება.

    მუხლი 19

1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

2. სესიათა შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

6. პარლამენტის წევრი სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, რომელიც მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში უნარჩუნდება პასპორტში აღნიშნული ვადის გასვლამდე.

7. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 20 აპრილის რეგლამენტი №1367 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.139

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

    მუხლი 20

1. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

2. მარეაბილიტირებელი საფუძვლებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით:

ა) თუ არ არის გასული იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მიეცემა სრული კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ან თუ დათხოვნილია ის პარლამენტი, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

    მუხლი 21

უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ პარლამენტის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 22

1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.

2. პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კავშირებში წევრობის შეწყვეტას.

3. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რაც, მისი სურვილის თანახმად, მიეცემა ზაფხულის ან ზამთრის არდადეგების დროს მთლიანად ან 2 ნაწილად გაყოფით.

31. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნულ შემთხვევაში შვებულების თაობაზე პარლამენტის წევრის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების პერიოდში პარლამენტის წევრს მიეცემა ხელფასისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების 80%.

4. ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია და მიეცემა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 23

სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. პარლამენტის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო და ნარკოლოგიური გამოკვლევა.

    მუხლი 24

1. პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც.

2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის (გარდა სპეციალური მივლინებებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.

3. ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

4. პარლამენტი თავისი ბიუჯეტის მეშვეობით, არსებული შესაძლებლობისა და პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ახორციელებს იმ პარლამენტის წევრის საბინაო პირობებით უზრუნველყოფას, რომელსაც არ გააჩნია თბილისში საცხოვრებელი ფართობი. აღნიშნულის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის განცხადების საფუძვლიანობას, განმცხადებლის ქონებრივ დეკლარაციას (ქონებრივ დეკლარაციაში ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ბინის დაფიქსირების შემთხვევაში, მიუხედავად ბინის მდგომარეობისა, ბინის ქირის თანხა არ გაიცემა) და ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. პარლამენტის წევრი ვალდებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს განცხადების საფუძვლიანობის შესწავლისათვის საჭირო ნებისმიერი დოკუმენტაცია. პარლამენტის ბიუროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს წარუდგენს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას ბინის ქირავნობის შესახებ. ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა პარლამენტის წევრს უნაზღაურდება სანოტარო წესით დამოწმებული ბინის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებიდან და ირიცხება ხელშეკრულებაში მითითებული გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე.

5. პარლამენტის წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 22 ივნისის რეგლამენტი №5036 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.223 

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის რეგლამენტი №5421 - სსმ I, №35, 05.11.2007 წ., მუხ.361 

    მუხლი 25

1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდაცვლილი და დაღუპული პარლამენტის წევრი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე.

2. პარლამენტის წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში, ეძლევა დახმარება:

ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

    მუხლი 26

1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები, მათ შორის, სამთავრობო კავშირი.

11. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში ადაპტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო, ენიშნება დამხმარე – თანაშემწე (თანმხლები).

2. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

3. საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის წევრის საპარლამენტო საქმიანობასთან, მუშავდება და იგზავნება სამთავრობო წესით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 27

უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა.

თავი V

პარლამენტის კომიტეტები

    მუხლი 28

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის კომიტეტებს.

2. პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფების საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი.

3. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში კანონით დადგენილი წესით იქმნება ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფის საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

4. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან  სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

5. საკონკურსო პირობებსა და საკონკურსო კომისიის დებულებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 28 ივნისის რეგლამენტი №6570  - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

    მუხლი 29

1. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. კომიტეტების უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 30

1. პარლამენტის კომიტეტებია:

ა) აგრარულ საკითხთა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის;

დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;

1) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა;

ვ) ევროპასთან ინტეგრაციის;

ზ) თავდაცვისა და უშიშროების;

თ) იურიდიულ საკითხთა;

ი) რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების;

კ) საგარეო ურთიერთობათა;

ლ) საპროცედურო საკითხთა და წესების;

მ) საფინანსო-საბიუჯეტო;

ნ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

ო) (ამოღებულია);

პ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

2. პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს, ფრაქციას, უმრავლესობას და უმცირესობას უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომიტეტის შექმნის საკითხი. პარლამენტი აღნიშნულ საკითხს წყვეტს ამ მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

 საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №4031- სსმ I, №69, 15.12.10.2010წ., მუხ.423

    მუხლი 31

1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე განსაზღვრავს დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

2. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური ოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრიანების საკითხს განსაზღვრავს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევებში პარლამენტის (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). კვოტების ფრაქციათა მიერ გადანაწილება ან სხვა ფრაქციიისათვის გაცვლა დაუშვებელია.

5. პარლამენტის წევრს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში, სურვილისა და კომიტეტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამის კომიტეტში ნიშნავს დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო.

6. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში.

61. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების კომიტეტის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.

7. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 1 დეკემბრის რეგლამენტი №2170 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.303

    მუხლი 32

1. კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ღიაა. თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებს 1 ან 2 კანდიდატი, კენჭისყრა ტარდება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (რიგითობით პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, რიგითობით მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა ტარდება სახელობითი ბიულეტენებით.

2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში (შემდგომში – პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი), კომიტეტის წევრთა მინიმალური ოდენობის ორი მესამედის დანიშვნიდან 7 დღის ვადაში.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში უფლებამოსილი სუბიექტები არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

7. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, მაშინ ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

8. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ყოველი კენჭისყრის წინ კანდიდატი უფლებამოსილია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 33

1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი.

2. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის თავმჯდომარეს ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 34

1. კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.

2. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

    მუხლი 35

1. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 10 დღის განმავლობაში, ამ რეგლამენტის 32-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება მომდევნო მორიგი სესიის პირველივე სხდომაზე.

2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

    მუხლი 36

1. პარლამენტის წევრი, გარდა ამ რეგლამენტის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, ვალდებულია გაერთიანდეს 1 კომიტეტში მაინც. ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაერთიანება ნებაყოფლობითია. თუ პარლამენტის წევრი არ არის გაერთიანებული კომიტეტში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და არ მიეცემა კანონით დადგენილი გასამრჯელო.

2. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ დაინიშნება მისი უფლებამონაცვლე შესაბამის კომიტეტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაბამის პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ან აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 37

1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში.

2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს.

3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

    მუხლი 38

1. კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს.

3. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.

5. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გაიყვეს პირველი ან მეორე ადგილი.

6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება ხელახალი არჩევნები. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

8. თუ კომიტეტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, მათ უფლება აქვთ წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

    მუხლი 39

1. კომიტეტის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;

1) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;

დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

ე) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

ვ) მოიწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს და წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს;

ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.

3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

    მუხლი 40

კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

    მუხლი 41

1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოებში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.

2. კომიტეტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.

    მუხლი 42

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

ე) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ვ) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტი წინასწარი გეგმით დამტკიცებული ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

4. კომიტეტი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, შემოსული წინადადებების, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების საფუძველზე შეიმუშავებს და კომიტეტის სხდომებზე იღებს მიმდინარე გეგმებს. კომიტეტის გეგმას ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც იგი დასამტკიცებლად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 43

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები კომიტეტის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

    მუხლი 44

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

    მუხლი 45

1. კომიტეტი განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის, დამტკიცების ან დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომიტეტს აწვდის კანდიდატურის წარმდგენი.

2. კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ.

3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთათვის ნდობის გამოცხადების, მათი თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.

4. კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.

5. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

    მუხლი 46

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.

2. კომიტეტები, მათ გამგებლობას მიკუთვნებული დარგების მიხედვით, შეისწავლიან და აანალიზებენ კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებენ ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებენ წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 47

კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტი ვალდებულია თავისი დასკვნა უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 48

1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა პარლამენტის სესიის პერიოდში (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტის მორიგი სხდომების ჩატარების დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ რეგლამენტის 264-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

5. კომიტეტის სხდომის მასალები ურიგდება და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ ეცნობება კომიტეტის წევრებს სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. ინფორმაცია კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

6. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

9. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

11. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.

12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის რეგლამენტი №1199 - სსმ I, №12, 06.04.2005წ., მუხ.74

    მუხლი 49

1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემუშავებული და შემოსული სხვა კანონპროექტები, ინფორმაციები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, საქართველოს მთავრობის წევრთა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები, შემოწმებათა სხვა შედეგები.

2. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.

3. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

    მუხლი 50

პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 51

1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

2. კომიტეტის აპარატი:

ა) მონაწილეობს კომიტეტის სამუშაო გეგმების, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით და პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

    მუხლი 52

1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები).

2. კომიტეტის აპარატის უფროსი:

ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატსა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს;

ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, შეაქვს წინადადებები მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:

ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;

ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;

გ) ასრულებენ კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

    მუხლი 53

1. კომიტეტებთან იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე.

2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს საჭიროების მიხედვით იწვევს კომიტეტი. შეიძლება ჩატარდეს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.

3. (ამოღებულია).

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

თავი VI

დროებითი საგამოძიებო კომისია

    მუხლი 54

1. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის შესაბამისად და ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:

ა) სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;

ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;

გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    მუხლი 55

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი უფლებამოსილია სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ წინადადება მიღებულია, მაშინ კენჭისყრაზე დგება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მასში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევი საკითხების წრე, კომისიის უფლებამოსილების ვადა, წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა.

3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის ამოწურვისთანავე.

4. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

5. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

6. პარლამენტს შეუძლია დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

7. კორუფციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პარლამენტს შეუძლია შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია.

8. გადაწყვეტილებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაკვლევ საკითხთა წრის განსაზღვრის თაობაზე იღებს პარლამენტი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ოქტომბრის რეგლამენტი №472 - სსმ I, №29, 12.10.2004 წ., მუხ.139

    მუხლი 56

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისას მისი უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

11 . კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისას მისი უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა. კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და მისი შემადგენლობის შეცვლის შესახებ;

გ) კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. თუ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ვერ მოხერხდა განსახილველ საკითხზე დასკვნის მომზადება, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც ამ რეგლამენტის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.

5. დაუშვებელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. აღნიშნულ დრომდე ისინი ვალდებულნი არიან წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ოქტომბრის რეგლამენტი №472 - სსმ I, №29, 12.10.2004 წ., მუხ.139

    მუხლი 57

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის უფლებამოსილების ვადით.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ განიხილავს პარლამენტი და დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 58

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

2. დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისთანავე განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3. უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით საგამოძიებო კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში პარლამენტის წევრი, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის წევრობის კანდიდატებს.

5. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს რომელიმე ფრაქციის წევრი.

6. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადის გასვლიდან პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტს წარუდგენს კანდიდატთა სიას, რომლებსაც ერთად ეყრება კენჭი. კომისიის წევრობის იმ კანდიდატს, რომლის მიმართაც გამოითქვა აცილება, ცალკე ეყრება კენჭი. პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილებით.

7. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობაზე ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

8. თუ დროებით საგამოძიებო კომისიაში დასახელებული კანდიდატების რაოდენობა კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია, დამატებითი კანდიდატების წარდგენის უფლება ეძლევა პარლამენტის წევრებს. თუ წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა ამ შემთხვევაშიც დადგენილზე ნაკლებია, ვაკანტური ადგილები უქმდება.

9. თუ პარლამენტის წევრების მიერ კანდიდატების დასახელების შემდეგ წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობაზე მეტია, პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის იმართება კენჭისყრა. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, რომელმაც მიიღო პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები. თუ კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრთა რაოდენობა დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა, დარჩენილ კანდიდატებს შორის იმართება ხელახალი კენჭისყრა, რომელშიც არჩეულად ჩაითვლებიან უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.

10. თუ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა დადგენილი რაოდენობის ნახევარზე მეტი აღმოჩნდა, უმრავლესობის კვოტა მცირდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად.

11. ნებისმიერ პარლამენტის წევრს უფლება აქვს მოტივირებული აცილება მისცეს ფრაქციის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს ან პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ კანდიდატს. აცილების საკითხს კენჭი ეყრება დაუყოვნებლივ. აცილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

12. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, თუ პარლამენტმა უარყო მის მიერ დასახელებული კანდიდატი, უფლება აქვს იმავე ან მომდევნო პლენარულ სხდომაზე წარადგინოს ახალი კანდიდატი.

13. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა არჩევნები მთავრდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ პარლამენტის დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

    მუხლი 59

1. ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი წყვეტს კომისიაში თავის საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ კომისიიდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც კომისიის თავმჯდომარე უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

2. ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატი, თუ მის მიმართ არ გამოითქვა აცილება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად ჩაითვლება მისი ვინაობის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან, ხოლო თუ მის მიმართ გამოთქმულ აცილებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა – კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების მომენტიდან.

    მუხლი 60

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი შემადგენლობიდან შეიძლება გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებებს, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით და აცნობებს პარლამენტს.

    მუხლი 61

1. დროებით საგამოძიებო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, რომლებიც არიან კომისიის თანამდებობის პირები.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ადგენს კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას და წარუდგენს მას პარლამენტის პლენარულ სხდომას;

ბ) კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;

გ) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

დ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ე) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;

ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან კომისიის დავალებით;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების ჩატარებას;

ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;

გ) თუ კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც ვერ ახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;

დ) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.

    მუხლი 62

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით და ეს ეცნობება პარლამენტის ბიუროს.

11. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრთა სამკაციან ჯგუფს.

2. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი.

3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი არჩევნები.

4. თუ არჩევნებში 2 ან მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭს უყრიან იმ 2 კანდიდატს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

5. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გაიყვეს პირველი ან მეორე ადგილი. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

6. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა ხელახალი არჩევნები.

7. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

8. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევას კენჭი ეყრება კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

9. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის არჩევა და გადარჩევა ხორციელდება კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისა და გადარჩევისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

    მუხლი 63

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების სტადიაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით მომკვლევი, გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის საქმის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

5. დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დააყენოს საკითხი, ხოლო არასახელმწიფო სტრუქტურებთან დადოს ხელშეკრულება საკონტროლო-სარევიზიო ღონისძიებათა გატარების შესახებ.

7. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. არასრულწლოვნისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 16 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მის მიცემაზე თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

9. თუ პირი არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, მოწვეულ უნდა იქნეს თარჯიმანი. ყრუ-მუნჯისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები. თუ თარჯიმანი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ-მუნჯის სალაპარაკო ნიშნები, შეგნებულად არასწორად თარგმნის, იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად.

10. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიას ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეუძლია დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მის მიცემაზე თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით.

11. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის შესახებ დასვას საკითხი იმ სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

12. საკითხის განხილვის შედეგებისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა ეცნობოს არა უგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

    მუხლი 64

დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.

    მუხლი 65

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ჩატარების ადგილს და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას ეწყობა ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ჩაითვლება.

3. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, პლენარულ სხდომას.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი წინასწარ ეცნობება კომისიის წევრებს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე. კომისიის სხდომის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში.

5. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები.

6. კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომისიის სხდომის ტელერადიო-რეპორტაჟი.

7. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ.

8. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მასალის), მისი სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, თუ ისინი შეიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაიშვება საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (მასალის) ან სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში, ვალდებულნი არიან დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.

    მუხლი 66

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას თავისი შენიშვნები.

3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.

    მუხლი 67

1. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ დასკვნას განიხილავს საჯაროდ, სავალდებულო პირდაპირი ტელერადიო ტრანსლაციით, გარდა დასკვნაში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა შეზღუდულია კანონმდებლობით.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

4. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის დასკვნის განსახილველად შეიძლება მოეწყოს დახურული სხდომა. დახურული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებსა და დახურულ სხდომაზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს კომისიის, მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მონაცემების, სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.

41. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების) განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა 30 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით).

42. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხზე შეკითხვით მიმართონ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს ცალ-ცალკე.

43. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული აზრის მქონე წევრთა სახელით სიტყვით გამოდის კომისიის ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხზე შეკითხვით მიმართონ გამომსვლელს. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ კომისიის წევრი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს ცალ-ცალკე.

44. ამ მუხლის 43 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა პარლამენტის წევრს.

45. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლისა – 15 წუთს.

46. მომხსენებელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული მოსაზრების მქონე წევრი, ცალკეული პარლამენტის წევრი, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განლაგებული ტრიბუნიდან.

47. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

48. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე დასრულებულად მიიჩნევს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების) განხილვას.

49. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების) თაობაზე. დადგენილების პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 163-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული წესით.

5. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნასთან ერთად წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. თუ დასკვნას ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები, პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომის მოსაწყობად აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების საჯარო პლენარულ სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.

6. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას წინადადება იმპიჩმენტის წესით საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

    მუხლი 68

დროებით საგამოძიებო კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრების, კომისიის აპარატის სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

    მუხლი 69

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან აფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებებს.

2. დროებითი საგამოძიებო კომისია სარგებლობს პარლამენტის დამხმარე სტრუქტურების მომსახურებით.

3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები, რომელთა ოდენობას და გაცემის წესს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

4. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.

5. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

თავი VII

სხვა დროებითი კომისია, ინტერფრაქციული ჯგუფი

    მუხლი 70

სხვა დროებითი კომისია (შემდგომ – დროებითი კომისია) არის პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 71

1. დროებითი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს რეგლამენტი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. დროებითი კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

    მუხლი 72

1. დროებითი კომისია იქმნება:

ა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე შეეხება საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემებს;

გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმების მიზნით.

2. დროებითი კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოადგინონ კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

3. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 73

1. პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი უფლებამოსილია სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენოს დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი კენჭს უყრის აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას. თუ წინადადებას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, კენჭისყრაზე დგება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

2. გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტი იღებს დადგენილებით, რომელშიც უნდა მიეთითოს დროებითი კომისიის გამოსაკვლევი საკითხების წრე, დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა.

3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებული პარლამენტის წევრებისა და იმ პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

4. დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისთანავე განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

5. უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

6. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატებს.

7. დროებითი კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა პარლამენტს წარუდგენს დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას, რომლებსაც ერთად ეყრება კენჭი. დროებითი კომისიის წევრობის იმ კანდიდატს, რომლის მიმართაც გამოითქვა აცილება, ცალკე ეყრება კენჭი. პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილებით. დროებითი კომისიის წევრობაზე ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

8. დროებითი კომისიის წევრთა არჩევნები მთავრდება დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევიდან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ პარლამენტის დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

9. დროებითი კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი არიან დროებითი კომისიის თანამდებობის პირები.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 74

1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა, განსაზღვრავს პარლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით. დაუშვებელია დროებითი კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.

11. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევისა, შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტის დადგენილებით. უფლებამოსილების ვადის გაგრძელება განისაზღვრება ინიციატივის შესაბამისად, პარლამენტის დადგენილებით.

2. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შექმნილი დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ მაინც, ასევე კომისიის ვადის ამოწურვისას ან/და გაგრძელებისას წარუდგინოს მას გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის შესახებ.

3. დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველი საკითხის შესახებ შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოისმენს დროებითი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის მუშაობის შეფასების შესახებ.

5. თუ პარლამენტი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილების პროექტს, დასკვნას ან გაწეული საქმიანობის ანგარიშს, იგი იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

6. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებითი კომისია ვალდებულია წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 20 ნოემბრის რეგლამენტი №5459 - სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.370 

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №2470 - სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.363

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 4 მაისის რეგლამენტი №3043- სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.143

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 26ოქტომბრის რეგლამენტი №3762- სსმ I, №58, 26.10.2010წ., მუხ.374

    მუხლი 75

დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა დროებითი კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს დროებითი კომისიის თანამდებობებზე, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.

    მუხლი 76

1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადების საფუძველზე გავიდეს დროებითი კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა გაერთიანებას, რომელმაც იგი წარადგინა.

3. დროებითმა კომისიამ თავისი შემადგენლობიდან შეიძლება გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა დროებითი კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა დროებითი კომისიის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე დროებითი კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. დროებითი კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტს.

    მუხლი 77

1. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:

ა) ადგენს დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას და წარუდგენს მას პარლამენტის პლენარულ სხდომას;

ბ) დროებითი კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა იწვევს დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;

გ) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

დ) იწვევს და წარმართავს დროებითი კომისიის სხდომებს;

ე) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრების საქმიანობას;

ვ) ხელს აწერს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს;

ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 78

1. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან დროებითი კომისიის დავალებით; დროებითი კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დროებითი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

2. დროებითი კომისიის მდივანი ორგანიზებას უწევს დროებითი კომისიის სხდომების ჩატარებას, განაგებს დროებითი კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს დროებითი კომისიის სხდომების ოქმებს და ახორციელებს დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 79

1. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და დროებითი კომისიის მდივნის არჩევა და გადარჩევა ხორციელდება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევისა და გადარჩევისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 80

1. დროებითი კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს დროებითი კომისია, მაგრამ თვეში არანაკლებ 2 სხდომისა.

2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. დროებითი კომისიის სხდომა საჯაროა. დახურული სხდომა შეიძლება გაიმართოს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით. დროებითი კომისიის სხდომაზე წევრთა დასწრება სავალდებულოა. სხდომის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება.

4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები სათათბირო ხმის უფლებით, ის პირები, რომელთა მონაწილეობას თავის მუშაობაში საჭიროდ ჩათვლის დროებითი კომისია, აგრეთვე დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები. დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხდომა გადაიცეს პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით.

5. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების), ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) განხილვისას დროებითი კომისიის საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვს პარლამენტში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტს. მას დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება.

6. პრესაში ინფორმაციას დროებითი კომისიის სხდომის შესახებ, როგორც წესი, აქვეყნებს პარლამენტის პრესცენტრი.

    მუხლი 81

1. დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია დროებითი კომისიის მდივანი.

2. დროებითი კომისიის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს გაეცნოს დროებითი კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას თავისი შენიშვნები.

3. თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.

    მუხლი 82

1. დროებითი კომისია განსახილველი საკითხის შესახებ შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან/და პარლამენტის პლენარულ სხდომას.

2. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას ეწყობა ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ჩაითვლება.

    მუხლი 83

1. დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

2. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი კომისიის გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული.

3. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

4. დროებითი კომისიის დასკვნა (გადაწყვეტილება) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 67-ე მუხლის 41– 49 პუნქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

    მუხლი 84

1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან აფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას.

3. დროებით კომისიას თავისი საქმიანობისათვის შეუძლია გამოიყენოს პარლამენტის დამხმარე სტრუქტურები, რისთვისაც მიმართავს პარლამენტის აპარატის უფროსს.

4. დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობას ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 85

1. პარლამენტში კანონპროექტისა და სხვა საკითხების განხილვისას წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება – შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.

2. ინტერფრაქციულ ჯგუფს სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოეყოს საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯები.

თავი VIII

საპარლამენტო ფრაქცია

    მუხლი 86

1. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ფრაქცია არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

3. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქ-ცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 10 მარტის რეგლამენტი №1066 - სსმ I, №10, 25.03.2005 წ., მუხ.65

    მუხლი 87

1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.

2. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

3. აკრძალულია ფრაქციის შექმნა პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით.

4. პარლამენტის წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 88

1. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

2. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 6 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

3. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 89

1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას და გამოქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.

4. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 88-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

5. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 891

1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 90

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნულ ფაქტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

4. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

5. ინფორმაციას ამ რეგლამენტის 891 მუხლში და ამ მუხლის პირველ და მე-2–მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 91

1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიებისა და საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში.

2. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი პარლამენტის ორგანოებში წყვეტს საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოებიდან მისი გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.

4. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში მათი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს გადაანაწილებს პარლამენტის ბიურო. თუ ფრაქცია არ ეთანხმება პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას, საკითხი წყდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია, თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოყვანის საკითხი.

6. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შეცვლის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პარლამენტის ორგანოებში არჩევითი თანამდებობები უკავიათ.

    მუხლი 92

ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით, 89-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 90-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ფრაქცია ახორციელებს შექმნის მომენტიდან.

    მუხლი 93

ფრაქციის ამოცანებია:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის ნორმების დაცვას;

გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის – კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.

    მუხლი 94

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.

4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.

5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

ა) გადაწყვიტოს უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;

ბ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

დ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ე) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

ვ) წარადგინოს კანდიდატები პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი;

თ) შეიმუშაოს ფრაქციის ბიუჯეტის ხარჯვის წესი;

ი) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

6. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენების, გადარჩევის და გადადგომის წესები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და შესაბამისი ფრაქციის წესდებით.

    მუხლი 95

1. ფრაქციის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ;

გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;

დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებას და საჭიროების შემთხვევაში, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული წესით ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.

3. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 96

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, ფრაქციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

2. ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ ორგანოებს და საქართველოს მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ შეკითხვას.

21. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.

3. ფრაქციას უფლება აქვს კომიტეტისა და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატურების შესახებ ან იმ კანდიდატურების თაობაზე, რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

4. ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება აქვს ერთი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს ოცდაათწუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხი ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის პროცედურისას; პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 97

1. ფრაქციას უფლება აქვს თავისი თვალსაზრისი გამოაქვეყნოს „პარლამენტის უწყებანში“.

2. პარლამენტის აპარატი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნით პარლამენტის წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.

3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

    მუხლი 98

1. ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები საქართველოს კონსტიტუციის, ამ რეგლამენტისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად რეგულირდება ფრაქციის წესდებით.

2. ფრაქციის წესდებაში უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.

    მუხლი 99

1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში – სამუშაო ფართობი.

3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით.

5. ფრაქციის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობა, ფრაქციისათვის პარლამენტის შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

თავი IX

უმრავლესობა და უმცირესობა

    მუხლი 100

1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს უმრავლესობის სტატუსს.

2. უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.

3. უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობა.

4. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

5. უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

    მუხლი 101

1. უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის უმრავლესობის ლიდერი და უმცირესობის ლიდერი პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს შესაბამისად უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებისა და მათი წევრების ვინაობა. განცხადებას უნდა დაერთოს უმრავლესობისა და უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმები და დებულებები, ხელმოწერილი შესაბამისად უმრავლესობის ლიდერისა და უმცირესობის ლიდერის და უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.

2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებებისა და პოლიტიკურ პლატფორმებსა და დებულებებში შესწორებების შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს.

3. ინფორმაცია უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.

    მუხლი 102

1. უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები არიან:

ა) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;

ბ) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები;

გ) უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები.

2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში ცვლილებების შეტანის წესი, თანამდებობის პირთა არჩევისა და გადარჩევის წესი, წევრთა უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება უმრავლესობისა და უმცირესობის დებულებებით.

    მუხლი 103

უმრავლესობას და უმცირესობას უფლება აქვთ ერთი სესიის განმავლობაში ოთხჯერ ისარგებლონ ოცდაათწუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხი უმრავლესობასა და უმცირესობას შეუძლიათ დააყენონ საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის პროცედურისას; პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მათ.

    მუხლი 104

უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება ფრაქციის აპარატის შექმნისათვის დადგენილი წესით. აპარატების საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

თავი X

დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო

    მუხლი 105

1. იმ პარლამენტის წევრთა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი ფრაქციაში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში, პარლამენტში შეიძლება შეიქმნას დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო.

2. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის უფლება აქვს იმ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი ფრაქციაში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.

3. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია განახორციელოს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.

კარი III

პარლამენტის თანამდებობის პირები

თავი XI

პარლამენტის თანამდებობის პირები

    მუხლი 106

1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:

ა) პარლამენტის თავმჯდომარე;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;

ე) ფრაქციის თავმჯდომარე;

ვ) საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები;

ზ) კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეთა მოადგილეები;

თ) პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე, გარდა ფრაქციაში და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა.

3. პარლამენტის თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი არჩეული იქნება სხვა საპარლამენტო შეუთავსებელ თანამდებობაზე, პარლამენტის იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 1 დეკემბრის რეგლამენტი №2170 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.303

თავი XII

პარლამენტის თავმჯდომარე

    მუხლი 107

1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს შესაბამის კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს სიას და თანხმობას ითხოვს კანდიდატებისაგან, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.

4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.

5. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით.

6. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 108

1. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა 1 კანდიდატი და იგი არ იქნა არჩეული, ტარდება ხელახალი არჩევნები.

2. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა 2 კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

3. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა 2-ზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

4. კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ყოველი კენჭისყრის წინ შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

    მუხლი 109

პარლამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში;

ბ) პარლამენტის შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

გ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას;

დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;

ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებას;

ვ) ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის მიმართვებს;

ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 170-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ხელს აწერს კანონპროექტებს და აქვეყნებს კანონებს;

თ) ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს;

ი) საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრული ვადით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას;

კ) ამ რეგლამენტით დადგენილ შემთხვევაში პარლამენტში აყენებს საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების შექმნის საკითხს;

ლ) იღებს ზომებს პარლამენტისა და ცალკეული პარლამენტის წევრის უსაფრთხოებისა და მათი ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;

მ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას;

ნ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს;

ო) ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს;

პ) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად;

ჟ) პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისათვის ქმნის ხაზინადართა საბჭოს;

რ) ამტკიცებს ხაზინადართა საბჭოს დებულებას;

ს) პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს ხაზინადართა საბჭოს წევრებს;

ტ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრისა და საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;

უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

ქ) ამტკიცებს პარლამენტის შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს;

ღ) კანონით დადგენილი წესით თანხმობას იძლევა პარლამენტის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას და თანამდებობიდან განთავისუფლებისას;

ყ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებას რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შესახებ;

შ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას და სტრუქტურას, აპარატის საშტატო განრიგს, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობას;

ჩ) ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში წარადგენს კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს;

1) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;

ც) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას;

ძ) უფლებამოსილია დასვას საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (გარდა კანონპროექტებისა) რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;

წ) ამტკიცებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას;

ჭ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში;

ხ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს;

ჯ) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სხდომებში;

ჰ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის ჩატარებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;

1) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს;

2) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;

3) ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

4) პარლამენტის აპარატის მოსამსახურეთათვის აწესებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის და სხვა დანამატებს;

5) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

6) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 2612 მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;

7) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს წევრებს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №2314 - სსმ I, №44, 18.12.2009 წ., მუხ.319

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 110

1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან.

    მუხლი 111

1. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტმა შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დააყენოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

2. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.

3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან 15 დღის ვადაში.

5. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი განიხილება პარლამენტის მომდევნო სესიაზე.

6. აკრძალულია პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება.

7. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

8. თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია იმავე სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა.

    მუხლი 112

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება რიგგარეშე სხდომაზე ან სესიაზე.

    მუხლი 113

1. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან მისი გადაყენების ან გადადგომის გამო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი წესებით:

ა) თუ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, ამ პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს, რასაც პარლამენტი ადასტურებს დადგენილებით;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე;

გ) თუ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, თუ პარლამენტმა სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო;

დ) თუ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია, თავის მოადგილეს დაავალოს თავის უფლებამოსილებათა განხორციელება, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, აგრეთვე უმრავლესობასა და უმცირესობას.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე პარლამენტმა პირველსავე კენჭისყრისას ვერ მიიღო გადაწყვეტილება, განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილის კანდიდატურა და ჩატარდება კენჭისყრა.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე პარლამენტმა პირველსავე კენჭისყრისას ვერ მიიღო გადაწყვეტილება, განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილის კანდიდატურა და ჩატარდება კენჭისყრა.

5. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის (დადასტურების) საკითხი წყდება პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე პარლამენტის სხდომას (სხდომებს) ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

    მუხლი 114

1. პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომითი ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურებრივი მანქანა და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

4. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე არ ვრცელდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები.

თავი XIII

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები

    მუხლი 115

1. პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:

ა) თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას;

დ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში და შექმნილი აქვთ საპარლამენტო ფრაქცია.

11. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს (პარლამენტის წევრებს) უფლება აქვთ წარადგინონ ახალი კანდიდატი. თუ ვერც მან მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ორივე კანდიდატს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სუბიექტებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც აღნიშნულის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროსა და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

4. გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეული პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრები იღებენ ხმათა უმრავლესობით, რასაც ადასტურებენ პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენილ განცხადებაზე ხელის მოწერით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

    მუხლი 116

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუძლია ამ რეგლამენტის 110-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

    მუხლი 117

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არა უგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.

თავი XIV

პარლამენტის ბიურო

    მუხლი 118

პარლამენტის საქმიანობის ორგანიზების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 119

პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ორკვირიანი ციკლისა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტებს, წინადადებებს შეკითხვების განხილვისა და პოლიტიკური დებატებისათვის განკუთვნილი სხდომის დანიშვნის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი;

გ) ამტკიცებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში;

დ) ამტკიცებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს;

ე) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს;

ვ) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების ანგარიშების მოსმენას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე;

ზ) განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს;

თ) განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნის და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს;

ი) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;

1) ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიერ მიღებულ წინადადებებს (რეკომენდაციებს);

კ) ამტკიცებს საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალურ შემადგენლობას;

ლ) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში პარლამენტის წევრთა კორპუსს;

მ) განსაზღვრავს საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობას;

ნ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 120

1. პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ.

3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა საკუთარი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის ან უმცირესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. პარლამენტის ბიუროს წევრებს პარლამენტის ბიუროს სხდომის მასალები ურიგდება სხდომამდე არა უგვიანეს 2 საათისა. პლენარული სხდომების კვირაში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განსახილველი კანონპროექტები (თანდართული მასალებით) და სხვა საკითხები პარლამენტის ბიუროს წარედგინება შესაბამის სხდომამდე არა უგვიანეს 1 კვირისა.

5. პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილებისათვის) დადგენილი კვორუმის ნახევრისა.

6. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.

7. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

8. პარლამენტის ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი.

9. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ მის განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 121

1. პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტს ეცნობება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. პარლამენტს შეუძლია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებები გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს მათში პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

3. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით. პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერები ეგზავნება ფრაქციებს, კომიტეტებს, უმრავლესობას, უმცირესობას, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს, აგრეთვე პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა და საფინანსო დეპარტამენტებს.

კარი IV

პარლამენტის სესიები

თავი XV

ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება და პირველი სხდომა

    მუხლი 122

1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.

2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით.

3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

4. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს ასაკით უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომას.

5. სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და ამომრჩეველთა წარმომადგენლები.

    მუხლი 123

1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა:

ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე წყვეტს საქმიანობას და შემდგომ შეიძლება შეიქმნას ყოველი ერთი სესიის ვადით, თუ პარლამენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციების შესრულებას;

ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის არჩევისთანავე პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უწყდება უფლებამოსილება.

    მუხლი 124

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. პარლამენტის დადგენილებაში პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

5. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

6. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

7. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

8. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად აირჩიეს მეორე ტურში ან პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს კითხულობს და ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

    მუხლი 125

1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის თაობაზე.

2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.

3. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას. დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. გადაწყვეტილებას კვოტების შესახებ პარლამენტი იღებს დადგენილებით.

4. თუ ფრაქციის შექმნისას იგი იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს, მის რეგისტრაციას ახორციელებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

    მუხლი 126

1. ახალარჩეული პარლამენტი, როგორც წესი, საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

ბ) ქმნის კომიტეტებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს;

გ) ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კენჭისყრის ელექტრონული სისტემა.

თავი XVI

პარლამენტის სასესიო მუშაობის წესი

    მუხლი 127

1. პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.

2. მორიგ სესიაზე პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. პარლამენტის სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

3. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში.

4. პარლამენტის მორიგი სესია არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. რიგგარეშე სესია მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

    მუხლი 128

1. პარლამენტის სესია შედგება პლენარული და კომიტეტების სხდომებისაგან და იგეგმება ორკვირიანი ციკლით – კვირამონაცვლეობით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სასესიო კვირისა, ეთმობა კომიტეტების მუშაობას და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრას, ხოლო მეორე კვირა – პლენარულ სხდომებს.

2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, იმართება მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 11 საათიდან 19 საათამდე; 14 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე, დაწყებული საკითხის განხილვის დასრულების ან/და კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით. პლენარული სხდომების ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს 16 საათიდან 19 საათამდე, როგორც წესი, ტარდება სამთავრობო საათი.

3. მორიგი სესიის პლენარული სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. ეს დღეები არ იანგარიშება ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის დროსაც, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. საჭიროების შემთხვევაში, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, პარლამენტს ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.

5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარულ სამუშაო ციკლს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და ტარდება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. ახალი პარლამენტის არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტის მორიგი სესიები არ ტარდება, ხოლო რიგგარეშე სესია ან სხდომა იმართება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით, 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და 76-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 4 მაისის რეგლამენტი №3043- სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.143

    მუხლი 129

პარლამენტის წევრი ვალდებულია მონაწილეობდეს პარლამენტის სესიისა და პლენარული სხდომის მუშაობაში. პარლამენტის წევრი მორიგ სესიაზე ცხადდება სპეციალური მოწვევის გარეშე.

    მუხლი 130

1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ან/და პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის წერილობითი მოთხოვნით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს პარლამენტის თავმჯდომარე, 24 საათში, ან საკუთარი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში იწვევს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას.

2. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევისას – სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

3. რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათში შეუდგეს მუშაობას.

4. საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას ან სხდომას მოიწვევს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, რაც პარლამენტის წევრს პირადად უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.

5. რიგგარეშე სესიის მოწვევისას დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის XVII თავით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

6. რიგგარეშე სესიასა და სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 128-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.

7. რიგგარეშე სესია ან სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს მორიგი სესიის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.

8. პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათში. პარლამენტის წევრები ვალდებულნი არიან პერსონალური შეტყობინების გარეშე გამოცხადდნენ სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 1301

1. საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა.

2. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.

3. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.

4. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

5. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 22 მაისის რეგლამენტი №6236 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.

კარი V

პარლამენტის პლენარული სხდომა

თავი XVII

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

    მუხლი 131

1. პარლამენტის ბიურო ადგენს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხას, რომელსაც პარლამენტის აპარატი წინასწარ ურიგებს პარლამენტის ბიუროს წევრებს შემდგომი საკომიტეტო განხილვისათვის გამიზნული კანონპროექტების ჩამონათვალთან ერთად, განხილვის ვადების მითითებით.

2. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს პლენარულ სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი დრო.

3. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები.

4. პარლამენტის აპარატი პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს კანონპროექტებისა და სხვა საკითხების მითითებით პლენარული სხდომების დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს, პარლამენტის წევრებსა და საქართველოს მთავრობას.

    მუხლი 132

1. პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოხდეს საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.

2. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, ფრაქცია, უმცირესობა და უმრავლესობა უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში იმ საკითხების შეტანა, რომლებიც პარლამენტის ბიუროს არ გაუთვალისწინებია, ან მოითხოვონ ცალკეული საკითხის ამოღება, რასაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

3. პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს ეძლევათ სამწუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

4. თუ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, ფრაქცია, უმცირესობა და უმრავლესობა მოითხოვენ პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას, სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. გადაწყვეტილება დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შეტანის თაობაზე მიიღება კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

5. თუ პარლამენტის ბიუროს გვერდის ავლით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეტანილია წინადადება საკითხის განხილვის თაობაზე, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას მისი მომზადებისა და უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის პასუხისმგებელი სუბიექტის გამოყოფის შესახებ.

    მუხლი 133

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როგორც წესი, რიგგარეშე განიხილება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ შემოტანილი კანონპროექტები და მიმართვები მათივე მოთხოვნის საფუძველზე.

2. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანმიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ ანდა განხილულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის გამართვის თაობაზე.

3. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვერ მოესწრო დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა, ისინი გადაიტანება უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, პირველ რიგში განსახილველად, სხდომის შეწყვეტის მომენტისათვის არსებული თანამიმდევრობით.

თავი XVIII

პარლამენტის პლენარული სხდომის წარმართვა

    მუხლი 134

1. პარლამენტის პლენარულ სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.

2. სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;

დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;

ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს და მოწვეულ სტუმარს;

თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეწყვეტს სხდომას ან აცხადებს შესვენებას;

ი) კანონპროექტის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შემთანხმებელი კომისიის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ;

კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას;

ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით მონაწილეობა მიიღოს საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე.

4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს ამ მიზნით, შეაფასოს პარლამენტის წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ კითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პარლამენტის წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

    მუხლი 135

1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. დილის სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრების წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია.

3. რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.

4. თუ რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვთ მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.

5. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნისა და კენჭისყრის წინ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ, მანდატურთუხუცესი აღრიცხავს პარლამენტის წევრთა დასწრებას. საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, ფრაქციათა ხელმძღვანელები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, უმცირესობაში, ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით მანდატურთუხუცესს.

6. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.

7. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა ჩაეთვლება გაცდენილად, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში, ხოლო კენჭისყრების დღეებში – დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ.

8. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, პარლამენტის ის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

9. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. აღნიშნული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე (მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე (მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.

10. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის შემდეგ ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, იმავე პროცედურით რეგისტრაცია იმართება საღამოს სხდომაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის რეგლამენტი №1199 - სსმ I, №12, 06.04.2005წ., მუხ.74

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 136

1. პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, მიმდინარეობს საჯაროდ. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.

2. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით.

3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

4. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს პლენარულ სხდომებზე მოიწვიოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები, რომლებიც სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებენ.

5. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დააყენონ პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

6. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

7. დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი ჩაიკეტება.

8. პარლამენტის პლენარული სხდომის დროს პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საპარლამენტო ეთიკის ნორმები.

შეცდომის გასწორება - სსმ I, №10, 06.05.2004 წ., გვ.3

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 137

1. სხდომის თავმჯდომარე ჩაქუჩის ორი დარტყმით დამსწრეთ აცნობებს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება პარლამენტის მანდატურის სამსახური.

2. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის წევრების გარდა, სხდომათა დარბაზში მოძრაობის უფლება აქვთ მხოლოდ მანდატურს, მაცნეებსა და პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებიც განმასხვავებელ სამკერდე ნიშნებს ატარებენ. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება აქვს განსახილველ საკითხზე კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკს.

თავი XIX

პოლიტიკური დებატები

    მუხლი 138

1. ფრაქციას, უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ მოითხოვონ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, პლენარული სამუშაო ციკლის განმავლობაში ინიშნება ერთხელ. გადაწყვეტილება პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

3. პოლიტიკური დებატების ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.

თავი XIX 1

განცხადებები

    მუხლი 1381

1. პლენარული სხდომის კვირის ყოველ სამშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრებს ამ თავით დადგენილი წესით ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 30 წუთისა. ცალკეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს და მათთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

2. პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე განცხადებებისათვის პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. განმცხადებელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. განმცხადებელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს განცხადებით გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს პარლამენტის სხვა წევრს.

3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის სამდივნოს განცხადებისათვის არ მიმართავს არც ერთი პარლამენტის წევრი, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.

4. ცალკეულ შემთხვევებში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეებში პარლამენტის წევრებს გამოუყოს დრო განცხადებებისათვის. ასეთ შემთხვევაში განცხადებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრს უფლება აქვს განცხადებით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

თავი XX

ხმის მიცემა და დათვლა

    მუხლი 139

1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა პერსონალური, საკადრო და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი საკითხებისა, ეწყობა პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს 11 საათიდან 14 საათამდე და პარასკევს 16 საათიდან 19 საათამდე. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტის წევრთა გამოსვლები დაუშვებელია. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოწმდება კვორუმი. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით პარლამენტის წევრი, რომელსაც არ გაუვლია ბოლო რეგისტრაცია, ვალდებულია ზეპირი განცხადებით კენჭისყრამდე გაიაროს რეგისტრაცია.

3. კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დამსწრეთა უმრავლესობა გამოიანგარიშება იმ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობიდან, რომლებიც დაფიქსირდნენ კენჭისყრის დაწყებამდე, და პარლამენტის წევრებისაგან, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს კენჭისყრის დაწყებამდე. თუ პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის ჩატარების დროს.

4. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

5. კენჭისყრის პროცედურისას ერთწუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, უმცირესობას, უმრავლესობას უფლება აქვთ ოთხჯერ ისარგებლონ პროცედურულ საკითხზე ერთწუთიანი გამოსვლით, ფრაქციას – ორჯერ, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – ერთხელ.

6. პარლამენტის წევრის მოთხოვნით, შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილებს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე, რის შემდეგაც წინადადებას მთლიანად ეყრება კენჭი.

7. თუ წინადადების ყველა ნაწილი უარყვეს, იგი უარყოფილად ჩაითვლება.

8. ძირითადი წინადადების ინიციატორის თანხმობით ყველა წინადადებას (შესწორებას, დამატებას) შეიძლება კენჭი ეყაროს ძირითადი წინადადების კენჭისყრამდე. თუ ერთსა და იმავე მუხლზე წინადადების (შესწორების, დამატების) რაოდენობა 2 ან 2-ზე მეტია, პლენარული სხდომის თავმჯდომარე მათ კენჭისყრაზე აყენებს წარმოდგენილი რიგითობის მიხედვით. თუ მიღებულია ერთი ან რამდენიმე შესწორება ან დამატება, მაშინ ძირითად წინადადებას მათი გათვალისწინებით ეყრება კენჭი. შესწორების ან დამატების შესწორებას კენჭი ეყრება ძირითადი შესწორების ან დამატების კენჭისყრამდე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 140

1. პარლამენტის წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა.

2. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს ამ საკითხზე ხმა მისცეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

    მუხლი 141

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით, კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღუნიშნავად).

2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ყოველი კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას, რაც საჭიროების შემთხვევაში დასტურდება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. პარლამენტის წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

4. ფრაქციას უფლება აქვს კენჭისყრის პროცედურისას მოითხოვოს მხოლოდ ერთი შესვენება არა უმეტეს 10 წუთისა.

5. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 142

1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

2. ბიულეტენების შევსებისას პარლამენტის წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა – მისი გადახაზვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.

4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს დადასტურდება კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე. თუ დადასტურდა, რომ განცხადება კენჭისყრის შედეგების გაყალბების მიზნით არის გაკეთებული, ეს გავლენას არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. თუ შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათია გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

5. თუ ღია კენჭისყრის შედეგები ეჭვს იწვევს, პლენარული სხდომის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მოთხოვნით შეიძლება დაისვას სახელობითი კენჭისყრის ჩატარების საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

6. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის მოთხოვნით შესაძლებელია ამოკითხულ იქნეს კენჭისყრის მონაცემები.

7. სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვთ მოითხოვონ სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.

8. კენჭისყრების მიმდინარეობისას რეგისტრაციის მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მოთხოვნის საფუძველზე, რეგისტრაციის მონაცემთა ცვლილების შესახებ ინფორმაციას პარლამენტს წარუდგენს მანდატურთუხუცესი.

9. ყველა კენჭისყრის შედეგს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე და გამოქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“, ასევე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

10. პარლამენტის წევრის მიერ ხმის მისაცემი ბარათის აღებასა და ჩაბარებას აღრიცხავს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სამსახური. ხმის მისაცემი ბარათის სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია და იწვევს პასუხისმგებლობას ამ რეგლამენტის შესაბამისად. ხმის მისაცემი ბარათის დაკარვის შესახებ პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის აპარატს.

 საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

კარი VI

საკანონმდებლო პროცესი

თავი XXI

კანონპროექტის მომზადება და პარლამენტში წარდგენა

    მუხლი 143

საკანონმდებლო პროცესი არის კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ერთიანი პროცედურა, რომელიც გულისხმობს: საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებას, პარლამენტში წარდგენას, პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაცემას, პრეზიდენტის უფლებას – შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს მიღებული კანონპროექტი, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვას, მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერას და კანონის გამოქვეყნებას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 144

პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს;

ბ) პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით კანონპროექტს გადასცემს ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს დაწყებამდე არა უგვიანეს 72 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა ბიუროს მომდევნო სხდომას;

გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;

დ) წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს კომიტეტის სხდომაზე;

ე) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით, პირველი მოსმენით განხილვამდე არა უგვიანეს 1 კვირისა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

ვ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;

ზ) პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კომიტეტის სხდომაზე, მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით;

თ) კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

ი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;

კ) მეორე მოსმენით მიღებიდან 5 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტი მეორე მოსმენისას გაზიარებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

ლ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი, რომლის თავფურცელი ვიზირებულია კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ, დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;

მ) კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და კანონის გამოსაქვეყნებლად.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 1 ივლისის რეგლამენტი №5007 – ვებგვერდი, 12.07.2011წ.

    მუხლი 145

1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და პარლამენტში წარდგენით.

2. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს – მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.

3. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ.

4. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტები.

5. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ.

6. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტს შეუძლია დაუკვეთოს კანონპროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხო ქვეყნის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტებსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს).

    მუხლი 146

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა კანონპროექტი შეიძლება წარადგინოს როგორც დამოუკიდებელი კანონპროექტის სახით, ისე კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის ან კანონის გაუქმების სახით.

2. კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის ან კანონის გაუქმების შესახებ კანონპროექტის წარდგენა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მიღებულია კანონი, რომელიც მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას;

ბ) აუცილებელია შესაბამისი კანონით მოწესრიგებული სფეროს რეგულირების ახალი წესის დადგენა;

გ) კანონმდებლობით მოწესრიგებულ სფეროში წარმოიშვა ახალი ურთიერთობა, რაც მოითხოვს შესაბამის კანონში დამატებების შეტანას;

დ) 1 წლის განმავლობაში ან კანონით დადგენილ სხვა ვადაში შესაბამისმა კანონმა ვერ იმუშავა და წინააღმდეგობები შეექმნა რეგულირების სფეროში;

ე) აუცილებელია სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა.

3. კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, განხილვა და მიღება ხდება შესაბამისი კანონის წარდგენის, განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. კანონი უქმდება კანონით, რომელიც მიიღება ხმათა იმავე რაოდენობითა და იმავე წესით, რომლითაც მიღებული იყო შესაბამისი კანონი.

    მუხლი 147

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს ამზადებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. კანონპროექტით განისაზღვრება:

ა) ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში;

ბ) ახალი ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც საჭიროა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მისი მიღების ვადა და მიმღები ორგანოს სახელწოდება.

3. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) კანონპროექტის ავტორი;

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი.

31. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:

ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტებში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება, აგრეთვე პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებების შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;

ბ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარდგენილი უნდა იქნეს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით, ხოლო იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია ასევე ერთი საკანონმდებლო აქტით.

5. კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

6. საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 148

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს წარდგენილ კანონპროექტებს.

2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი.

3. პარლამენტისათვის წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი დეპარტამენტში წარდგენილია ბიუროს დაწყებამდე არა უგვიანეს 72 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა ბიუროს მომდევნო სხდომას. ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

4. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული და საორგანიზაციო დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:

ა) კანონპროექტის დასახელება;

ბ) კანონპროექტის ინიციატორი;

გ) კანონპროექტის ავტორი;

დ) კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღი;

ე) წამყვანი კომიტეტი;

ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;

ზ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;

თ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთვოდეს კანონპროექტს;

ი) (ამოღებულია).

5. პარლამენტის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საკითხების თაობაზე.

6. თუ წარდგენილ კანონპროექტს არ ერთვის ამ რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, პარლამენტის ბიურო პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად კანონპროექტი დაუბრუნოს მის ინიციატორს.

7. თუ კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი პარლამენტის ბიუროსათვის, ცალკეულ პარლამენტის წევრს, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისაგან განმარტება კანონპროექტის ბიუროსათვის წარუდგენლობის თაობაზე. თუ გამოვლინდება ერთი სუბიექტის მიერ კანონპროექტის ორჯერ ან მეტჯერ წარუდგენლობის ფაქტი, ბიუროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგეს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

8. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემს თავის შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ საქართველოს მთავრობა ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს პარლამენტში განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი ჩაითვლება მთავრობის მიერ მოწონებულად.

9. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები – მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.

10. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას, მოთხოვნის შემთხვევაში – ცალკეულ პარლამენტის წევრებს, და განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 149

1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიუროს სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის ინფორმაცია და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა.

2. იურიდიული დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;

გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს;

დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა და სავალდებულო ცვლილებების ან/და დამატებების პროექტების ნუსხა;

ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.

3. საორგანიზაციო დეპარტამენტის ინფორმაცია მოიცავს ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ საპროცედურო მოთხოვნებთან კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის მსვლელობის შესაბამისობის საკითხებს. თუ დარღვეულია კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის ვადა, ამის შესახებ ეცნობება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4. თუ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი არ არის გათვალისწინებული პარლამენტის სამუშაო გეგმაში ან შემოტანილია გეგმით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ან საქართველოს პრეზიდენტი ან მთავრობა მოითხოვს მის რიგგარეშე განხილვას, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე და გადასცემს მას წამყვან კომიტეტს.

5. თუ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისათვის მომზადება, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო.

6. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს იგი პირველი მოსმენით მიღებამდე.

7. ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები უარყოფილად ითვლება, რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 25 ოქტომბრის რეგლამენტი №5139 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 1491

1. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები შექმნიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში ადგენენ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას (წამყვანი კომიტეტების მიხედვით), რომლებზედაც მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნიათ განხილვის პროცედურის გაგრძელება, და მას განსახილველად წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ბიუროს ეს საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს მთავრობა, წამყვან კომიტეტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენისას სავალდებულოა ინიციატორის თანხმობა.

3. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო ყოფილი პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროექტის ინიციატორად ჩაითვლება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.

5. იმ კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის მიერ მიღებული იყო პირველი ან/და მეორე მოსმენით, პარლამენტი ცალკე დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

6. ის კანონპროექტები, რომლებზედაც პლენარული სხდომა არ მიიღებს განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის თაობაზე გადაწყვეტილებას, ავტომატურად გათხოვილად ჩაითვლება.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის რეგლამენტი №191 - სსმ I, №14, 21.07.2008 წ., მუხ.109

    მუხლი 150

1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტში წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების ან კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.

3. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.

4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტში საკანონმდებლო წინადადება განიხილება ამ რეგლამენტის 152-ე–153-ე მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.

5. კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

6. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.

7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.

8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.

9. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.

თავი XXII

კომიტეტში კანონპროექტის განხილვა

    მუხლი 151

1. პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილება კომიტეტებში. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის აწყობს კომიტეტის სხდომას ამ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე, მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად, მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ.

2. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრება ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვანი კომიტეტი, რომელიც უძღვება პარლამენტში მისი განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის.

3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 152-ე–153-ე მუხლების შესაბამისად.

4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტით კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვამდე კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 152

1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა სხვა კომიტეტები წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ კომიტეტი ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს, ითვლება, რომ საკითხი შეთანხმებულია მასთან.

2. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას. კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს მის გავრცელებას პარლამენტში.

3. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განიხილება მუხლობრივად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს.

4. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.

5. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა. თუ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

6. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ ამ ვადაშიც წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი. ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ინიციატორი ბიუროს წინაშე არ დასვამს კანონპროექტის შემდგომი განხილვის საკითხს, იგი ითვლება პარლამენტიდან გამოთხოვილად.

7. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.

8. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.

9. კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებულ უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

10. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, ცალკეული პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი დასკვნები, ასევე მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, რომელიც მზადდება კანონპროექტის ინიციატორთან შეთანხმებით.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 153

1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე.

2. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი ამავე ვადაში ურიგდება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განსახილველად შემოაქვს ამ კომიტეტის წარმომადგენელს. ოპონენტი შეიძლება იყოს შესაბამისი დაინტერესებული უწყების უფლებამოსილი პირი.

5. თუ კანონპროექტი შემოტანილია საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სხვა სუბიექტის მიერ, მომხსენებელი არის მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენელი.

6. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის მიერ შემოტანილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.

7. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით პარლამენტში რეგისტრირებულ ლობისტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მას შეიძლება მიეცეს სიტყვის უფლება.

8. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.

81 . საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის განხილვის დროს, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს წერილობითი შენიშვნები, რომლებსაც აცნობებს შესაბამის კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტის განხილვისას შეიძლება მოწვეულ იქნს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

9. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

10. იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზედაც წამყვანი არის 2 ან 2-ზე მეტი კომიტეტი, შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეთა შეთანხმებით ან პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს ამ კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე, როგორც წესი, კენჭისყრა არ ტარდება. კენჭისყრა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კომიტეტების მიხედვით.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 1 ივლისის რეგლამენტი №5007 – ვებგვერდი, 12.07.2011წ.

    მუხლი 154

1. ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა შეიძლება ძირითადი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, მაგრამ ძირითადი კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღისა. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ძირითადი კანონპროექტის განხილვისას წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.

2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან.

3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.

4. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა.

5. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვს კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრს.

6. ალტერნატიული წინადადება კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე წერილობითი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომამდე, ან კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. ალტერნატიული წინადადება ზეპირი ფორმით შეიძლება წარდგენილი იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განხილვისას და იგი ფორმდება კომიტეტის სხდომის ოქმით. კომიტეტის სხდომაზე ალტერნატიული წინადადებების აღრიცხვას უზრუნველყოფს ამ კომიტეტის აპარატი.

7. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

თავი XXIII

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და მიღება

    მუხლი 155

1. პარლამენტი წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა გამარტივებული წესით კანონპროექტის მიღებისა.

2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები.

3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.

4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 156

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით.

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.

3. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი მომხსენებლად (თანამომხსენებლად) გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ან მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ იქნება მომხსენებლად (თანამომხსენებლად) დანიშნული სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი. ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, პარლამენტის წევრის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე – ინიციატორი პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ შემოტანილ კანონპროექტებზე – მათ მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. 30 000 ამომრჩევლის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა 30 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით).

5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი – არა და რატომ.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით მიმართონ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ამასთან, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვის დასმისა და დაზუსტებისათვის გამოიყენება სხდომათა დარბაზში განლაგებული მიკროფონები. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, რომლის სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით მიმართონ თანამომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვის დასმისათვის გამოიყენება სხდომათა დარბაზში განლაგებული მიკროფონები. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.

9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთან, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და თავისი გამოსვლის დროისათვის ესწრება სხდომას, უფლება აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა პარლამენტის წევრს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.

10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლა – 15 წუთს.

11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განლაგებული ტრიბუნიდან.

12. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

13. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა მიღებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს პარლამენტი.

14. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე დასრულებულად მიიჩნევს კანონპროექტის განხილვას და პარლამენტის წევრებს აცნობებს მისი პირველი მოსმენით კენჭისყრის თარიღს.

15. ამ მუხლით დადგენილი გამოსვლების ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს გამომსვლელის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით. თუ პარლამენტის წევრი გამოსვლისას ვერ ჩაეტია მისთვის განკუთვნილ დროში, მისი მოთხოვნით ამ გამოსვლის ტექსტი შეიტანება სხდომის სტენოგრამაში.

16. გამომსვლელები, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან საქართველოს სახელმწიფო ენაზე. თუ პარლამენტის წევრს სახელმწიფო ენაზე გამოსვლა არ შეუძლია, მას უფლება აქვს ისაუბროს სხვა ენაზე, რის შესახებაც სხდომის დაწყებამდე უნდა გააფრთხილოს სხდომის თავმჯდომარე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი გამოსვლის ტექსტის თარგმნა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

    მუხლი 157

1. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ;

ბ) გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.

2. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას მისი ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე გამოთქმულ შენიშვნებს მოთხოვნის შემთხვევაში ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი.

3. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. პირველი მოსმენით განხილვისას უარყოფილი კანონპროექტის პარლამენტის იმავე სესიაზე განმეორებით გატანა დასაშვებია, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც დასკვნას წარადგენს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 158

1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა წამყვან კომიტეტს.

2. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი სხდომაზე განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვან კომიტეტში კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.

3. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გაზიარებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

4. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, ასევე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წარედგინა წამყვან კომიტეტს.

5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით) შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვის დასმისა და დაზუსტებისათვის გამოიყენება სხდომათა დარბაზში განლაგებული მიკროფონები. ცალკეულ შემთხვევებში კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე პარლამენტის წევრის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს შეკითხვისათვის დამატებით გამოყოს 2 წუთი, ხოლო დაზუსტებისათვის – 1 წუთი. საჭიროების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების შეწყვეტის შესახებ.

51. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით მიმართონ თანამომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვის დასმისათვის გამოიყენება სხდომათა დარბაზში განლაგებული მიკროფონები. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

7. მომხსენებლისა და თანამომხსენებლის გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ალტერნატიული წინადადების ავტორს პარლამენტის წევრებმა 1-წუთიან რეჟიმში შეიძლება დაუსვან შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს ერთჯერ ისარგებლოს 1-წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე.

8. ამ მუხლის მე-5 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.

9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში. მათი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. პარლამენტის წევრები მომხსენებლის მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და თავისი გამოსვლის დროისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა პარლამენტის წევრს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.

10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლა – 15 წუთს.

11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ მდებარე ტრიბუნიდან.

12. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

13. მეორე მოსმენისას კანონპროექტს კენჭი ეყრება ერთიანად. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.

14. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;

ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ.

15. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

16. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.

17. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც ერთი სესიის განმავლობაში მეორე მოსმენით კენჭისყრების შედეგად 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. აღნიშნულის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ ეცნობება პარლამენტს და ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

    მუხლი 159

1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი სხდომაზე განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებულ უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

11. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდება კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გაზიარებული შენიშვნები. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

2. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის საფუძველზე გაზიარებული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, ასევე წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები.

3. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით გამოდის მომხსენებელი. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე დასრულებულად მიიჩნევს კანონპროექტის განხილვას და პარლამენტის წევრებს აცნობებს მისი მესამე მოსმენით კენჭისყრის თარიღს.

5. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი კანონპროექტის პრინციპულ დებულებებს არ წარმოადგენს და თუ ისინი, მათი შემდგომი გადაწყვეტის მიზნით, გარდამავალ დებულებებში აისახება.

6. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგება მესამე მოსმენისას გამოთქმული, გათვალისწინებული შენიშვნების ასახვით. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, ასევე პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.

7. მესამე მოსმენის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.

71. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

72. თუ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრის შედეგად ერთი სესიის განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. აღნიშნულის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ ეცნობება პარლამენტს და ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.

8. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

    მუხლი 1591

1. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილებით გადაწყვეტილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ.

2. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი იხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 1592

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება პლენარული სხდომის იმ კვირის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 160

1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით.

2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პარლამენტის სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პარლამენტის სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა.

31. პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

4. დაუშვებელია დაჩქარებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება.

5. დაჩქარებული წესით კანონპროექტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ ცვლილების ან/და დამატების შეტანას კანონში.

6. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

7. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა შესაძლებელია ჩატარდეს მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს. ამასთანავე, პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მისი საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, ასევე პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 161. (ამოღებულია)

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

    მუხლი 162

უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება აქვს ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევის დღის პირველ ნახევარში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს კანონის ან დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტში მითითებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 163

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და კომიტეტებში განიხილება კანონპროექტის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. პარლამენტის დადგენილების პროექტი, როგორც წესი, განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. ნორმატიული ხასიათის მქონე დადგენილების პროექტი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წარმოდგენილი პროექტის საფუძვლად მიღებისა და მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის წამყვანი კომიტეტისათვის მოსამზადებლად გადაცემის შესახებ;

ბ) წარმოდგენილი პროექტის უარყოფის შესახებ.

3. დადგენილების პროექტთან დაკავშირებული ყოველი წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, პარლამენტი მას, ინიციატორის მოთხოვნით, დადგენილების პროექტთან ერთად განიხილავს. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

4. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების შესახებ;

ბ) შესაბამისი ორგანოსათვის ახალი პროექტის შემუშავების დავალების შესახებ.

5. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და მიმართვა განიხილება და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

6. პარლამენტის დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და მიმართვა, ასევე კანონი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 164

1. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

2. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კანონის, პარლამენტის რეგლამენტის ან დადგენილების პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება, მიმართვა ან რეკომენდაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

6. პარლამენტის თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.

7. კანონის ან დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

    მუხლი 165

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დგება სხდომის ოქმი და სტენოგრამა. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი, საიდუმლო საკითხების გამოკლებით, შეიძლება გამოქვეყნდეს „პარლამენტის უწყებანში“ და განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

2. პარლამენტის დახურული პლენარული სხდომის ოქმისა და სტენოგრამის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.

    მუხლი 166

1. პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტების აღრიცხვას, აკონტროლებს მათი განხილვის მდგომარეობას საკანონმდებლო პროცესის განხორციელების სტადიების მიხედვით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყოველკვარტალურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას. იგი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში პარლამენტის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები. კომიტეტი განხილვის შედეგებს სისტემატურად მოახსენებს პარლამენტს.

თავი XXIV

საქართველოს კანონისა და პარლამენტის სხვა აქტების გამოქვეყნება და ამოქმედება

    მუხლი 167

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში (ამ ვადაში არ ითვლება დასვენების (უქმე) დღე), კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ვიზირებისა და პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

    მუხლი 168

1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, 10 დღის ვადაში ხელს აწერს კანონპროექტს და აქვეყნებს კანონს.

2. კანონი ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 169

1. თუ ამ რეგლამენტში მითითებული ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე.

2. პარლამენტის წევრებს შორის სათანადო მასალების გავრცელების დღე შესაბამისი ვადების გამოანგარიშებისას არ გაითვალისწინება.

თავი XXV

საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვა

    მუხლი 170

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.

2. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს 15 დღის ვადაში. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩამოყალიბებული უნდა იყოს კანონპროექტის სახით.

3. თუ პარლამენტი მთლიანად მიიღებს შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს აქვეყნებს 7 დღეში.

4. თუ პარლამენტი მთლიანად არ მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ორგანული კანონის ან კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

5. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

6. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონპროექტი კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება და პარლამენტს შეუძლია მომდევნო მორიგ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს დადგენილი წესით მის განხილვას.

    მუხლი 171

1. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გასულია ამ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, შენიშვნებს განიხილავს ახალი მოწვევის პარლამენტი.

2. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები ან საპარლამენტო არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.

თავი XXVI

საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა

    მუხლი 172

სათანადო ხელმოწერით (ხელმოწერებით) დადასტურებული საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს, არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

    მუხლი 173

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესის შესაბამისად.

    მუხლი 174

პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობას 1 კვირის ვადაში ამოწმებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

    მუხლი 175

1. ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.

2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. ამ მასალებს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

4. რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს პარლამენტს, რომელიც პლენარული სხდომების უახლოეს კვირაში განიხილავს მიმართვას და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება გამოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე.

6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.

7. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ისინი პირადად აღნიშნავენ შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, მისამართს და ხელმოწერის თარიღს. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოში.

8. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 3 დღეში გადასცემს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

9. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე.

10. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული და დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.

11. ხელმოწერების გაყალბებისათვის პასუხს აგებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

13. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს 5 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა, 200000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი და ამომრჩეველთა ხელმოწერები წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც ამ მასალებს წარუდგენს პარლამენტს პლენარული სხდომების უახლოეს კვირაში განსახილველად.

15. პარლამენტი ცნობად იღებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ და 15 დღის ვადაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის აქვეყნებს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 13 მაისის რეგლამენტი №1433- სსმ I, №23, 25.05.2005 წ., მუხ.159

    მუხლი 176

1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.

21. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ იმ ფრაქციის (ფრაქციების) წარმომადგენლები, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და ის პარლამენტის წევრები, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

22. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა არ არის სავალდებულო, თუ მისი დაკომპლექტება შეუძლებელია ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში განიხილავს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებს.

4. პარლამენტი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტს აცნობს საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს.

5. პარლამენტი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 12 სექტემბრის რეგლამენტი №262 - სსმ I, №18, 16.09.2008 წ., მუხ.144

თავი XXVI1

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვა და მიღება

    მუხლი 1761

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“) პროექტების მომზადების, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის რეგლამენტი №616 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.167

    მუხლი 1762

1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტებს განხილვამდე აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.

2. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.

4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს ამ პროექტებთან დაკავშირებულ მასალებს.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის რეგლამენტი №616 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.167

    მუხლი 1763

1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ორგანული კანონების პროექტების განხილვის დაწყებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტს აცნობს საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს.

3. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის რეგლამენტი №616 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.167

თავი XXVI2

ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

    მუხლი 1764

1. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორცილების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.

2. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. განცხადებას უნდა დაერთოს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი; დაბადების წელი, თვე და რიცხვი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი; მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. ეს მასალები ბიუროს უახლოესი სხდომიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ბიუროს მიერ მასალების გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე ეუბნება მოტივირებულ უარს. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება.

5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.

6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს; დაბადების წელს, თვესა და რიცხვს; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს; მისამართსა და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოში.

7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 2 დღის ვადაში გადასცემს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

8. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა 30 000-ზე ნაკლები, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

9. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.

10. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს სისტემაში არსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს.

11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი კანონპროექტი და ამომრჩეველთა ხელმოწერები წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

12. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტზე პარლამენტში მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი. ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის ან მთავრობის წევრი, ასევე მთავრობის ან პრეზიდენტის წარმომადგენელი.

13. კანონპროექტი განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 13 მაისის რეგლამენტი №1433- სსმ I, №23, 25.05.2005 წ., მუხ.159

შეცდომის გასწორება - სსმ I, №25, 02.06.2005წ., გვ.18

თავი XXVI3

კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 176 5

1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე იმ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება საქართველოს კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია გამარტივებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება.

3. კანონპროექტის (გარდა საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტისა) გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა.

4. პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

თავი XXVII

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და მიღება

    მუხლი 177

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მომზადებულ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტს წარუდგენს 1 ივნისამდე.

3. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.

4. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არა უგვიანეს 18 ივნისისა ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 20 ივნისისა .

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

    მუხლი 178

1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს .

2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

    მუხლი 179

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის გრაფიკის შედგენას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი.

21 . საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

3. დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, საქართველოს მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია პარლამენტის კომიტეტებმა მოამზადონ ერთობლივი დასკვნა.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კვირაში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვისა და შეთანხმების მიმდინარეობის შესახებ.

5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა.

8. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შესაბამის დასკვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას.

9. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით .

91 . გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი პარლამენტისათვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

10. წინადადებები (შენიშვნები), რომელთა გათვალისწინებაზედაც მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 180

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.

2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით .

21 . პარლამენტის პლენარულ სხდომამდე 1 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით არა უმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ;

ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;

გ) საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის თაობაზე .

5. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

6. კამათის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში აცხადებს შესვენებას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 1801  

პარლამენტი ამ რეგლამენტის 180-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტი მოხსენებასთან დაკავშირებით ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 181

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 14 ნოემბრისა, ცალკეული პარლამენტის წევრები, კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა თავიანთ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად იმავე დღეს უგზავნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიღებულ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) 1 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას .

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

    მუხლი 182

1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა პარლამენტს გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს ამ რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გადაცემიდან არა უადრეს 5 დღისა. პროექტის განხილვა გრძელდება მთავრობის წევრის მოხსენებით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.

3. კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებს, ცალკეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შეკითხვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.

4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის მთავრობის წევრი. მას უფლება აქვს შესთავაზოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიღება.

5. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა .

51. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებები ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი .

6. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა .

7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ქვეყნდება დადგენილი წესით. ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

8. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

9. პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის დადგენილ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს დეკრეტით ამტკიცებს პრეზიდენტი.

10. (ამოღებულია).

11. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოოდ დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას .

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

თავი XXVII1

(ამოღებულია)

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1821. (ამოღებულია)

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

თავი XXVII2

კონცეფციის დამტკიცება

    მუხლი 1822

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს). პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კონცეფციას განსახილველად გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობასა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, რომლებიც არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ მოტივირებულ დასკვნას.

2. პარლამენტის ბიურო განიხილავს კონცეფციასთან დაკავშირებულ დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონცეფცია განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კონცეფციას.

5. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არა უგვიანეს 48 საათისა იხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების, ფრაქციების ხელმძღვანელების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც საკითხი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

6. თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით არ დაამტკიცებს კონცეფციას, კონცეფციის ინიციატორი არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კონცეფციის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 17 ივნისის რეგლამენტი №1690 - სსსმ I, №32, 30.06.2005 წ., მუხ.200

თავი XXVII3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 182 3

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ კანონპროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას.

3. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) წარუდგენენ თავიანთ შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

4. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განსახილველად. კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

5. წამყვანი კომიტეტი უფლებამოსილია დასკვნასთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების პროექტი შემუშავდება საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1824

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, მიიღება დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1825

1. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.

2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად არ გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას შემთანხმებელ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარის) კანდიდატურის წარდგენის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ერთი კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილების პროექტს შემთანხმებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იქნება 14 წევრი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე) და საქართველოს პარლამენტის 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე). პარლამენტის ბიურო დადგენილების პროექტს ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში. დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1826

1. შემთანხმებელი კომისია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. შეთანხმებული ტექსტის შემუშავების დროს შემთანხმებელი კომისია ცალ-ცალკე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილებაში მოცემულ თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით. შემთანხმებელი კომისია არ არის შეზღუდული დადგენილებაში მოცემული შენიშვნებით, ამასთანავე, შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძირითად პრინციპებს.

2. შემთანხმებელი კომისია საქმიანობს, როგორც კოლეგიური ორგანო. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობენ თანათავმჯდომარეები. მათ მიერ სხდომის წარმართვის რიგითობის საკითხს წყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანათავმჯდომარეების მიერ სხდომების ერთობლივად წარმართვა.

3. შემთანხმებელი კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს.

4. შემთანხმებელი კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის მიხედვით მის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატები.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1827

1. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტის 1826 მუხლის შესაბამისად შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას, რომლებიც ბიუროს ერთი კვირის ვადაში წარუდგენენ დასკვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინების შესახებ.

2. საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით განიხილავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს და იღებს დადგენილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტების საფუძვლად მიღების და მათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. დადგენილებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს გადაეცემა შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი დადგენილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

4. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1828

1. ამ თავით გათვალისწინებული წესით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს ორგანულ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმათა იგივე რაოდენობა, რაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტისთვის არის დადგენილი. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

4. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად გაიზიარებს, პარლამენტი 5 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნათა გათვალისწინებით 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის ორი მესამედით. თუ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად იქნება გაზიარებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 5 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საბოლოო რედაქციებს. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ. პარლამენტის მიერ მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი 5 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს ორგანულ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“.

5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად არ გაიზიარებს, ამ თავით დადგენილი წესით იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის 1826–1827 მუხლებით.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 1829

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების ან/და დამატებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილება და მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ძალადაკარგულად გამოცხადდება მისი მიღებისათვის გათვალისწინებული წესით. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილება და მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

თავი XXVII4

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა და მიღება

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

    მუხლი 18210 

1. საქართველოს მთავრობიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო ადგენს პროექტის განხილვის გრაფიკს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ასევე ამ პროექტის განხილვის გრაფიკი ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

3. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია კომიტეტების მიერ ერთობლივი დასკვნის მომზადება.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის დადგენილი წესით განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას პროექტის განხილვისა და შეთანხმების მიმდინარეობის თაობაზე.

5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო ფრაქციებში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის და უმცირესობის დასკვნებს, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

8. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის დასკვნებს უგზავნის საქართველოს მთავრობას.

9. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის გადამუშავებულ პროექტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით .

10. წინადადებები (შენიშვნები), რომელთა გათვალისწინებაზედაც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტში.

11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის გადამუშავებული პროექტი პარლამენტისათვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 18211 

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. პროექტის განხილვა იწყება საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით. მისი მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თაობაზე სიტყვით არა უმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადამუშავებული კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე;

ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ გადამუშავებული კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;

გ) კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.

3. კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებს, ცალკეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.

4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის საქართველოს მთავრობის წევრი. მას უფლება აქვს შესთავაზოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღება.

5. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

6. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი .

7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

კარი VII

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება. თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნა, დამტკიცება, დანიშვნაზე, განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემა, განთავისუფლება, გადაყენება

თავი XXVIII

პარლამენტის ურთიერთობა მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან

    მუხლი 183

1. პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას.

2. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში, ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში შეარჩევს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტი ნიშნავს ფრაქციებთან კონსულტაციების თარიღს და ხვდება ფრაქციათა თავმჯდომარეებს ან ფრაქციების მიერ საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირებს. ამ პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

3. კომიტეტები და ფრაქციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 4 დღის ვადაში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ მას, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.

4. პარლამენტის ბიურო კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება პრეზიდენტსა და პარლამენტს.

5. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

6. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

7. პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას ცალკეული მთავრობის წევრის აცილების საკითხი.

8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცალკეული მთავრობის წევრის აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის განთავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

9. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარადგენს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. ამ შემთხვევაში პარლამენტი ახორციელებს ამ მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.

10. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, 5 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრებს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

11. თუ მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან სხდომა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 184

1. პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

2. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას უცხადებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 185

1. საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო კანდიდატურის პარლამენტისათვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.

2. კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო განიხილავს საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

3. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს დადგენილებით აძლევს თანხმობას საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე.

4. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებს თანხმობას საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 12 სექტემბრის რეგლამენტი №265 - სსმ I, №18, 16.09.2008 წ., მუხ.145

    მუხლი 186

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს – საბჭოს წევრებს.

    მუხლი 187

პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 188

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

2. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველად არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.

4. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.

5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები.

6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 189

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა ხდება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსხვავებული წესები არ არის დადგენილი.

    მუხლი 1891

1. პარლამენტი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში ირჩევს 2 წევრს.

2. თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.

3. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. თუ საჭირო ხმების რაოდენობა ორზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი. თუ ორმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

5. თუ კანდიდატი ვერ აირჩა, ხელახალი არჩევნები ან არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

6. პარლამენტის მიერ არჩეული კომისიის წევრები როტაციის წესით შეცვლას ექვემდებარებიან კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ივლისის რეგლამენტი №1537 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.102

    მუხლი 190

1. საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციით ან/და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის, დამტკიცების ან დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, გათავისუფლების, გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის, გადადგომის საკითხების პარლამენტის მიერ განხილვამდე მათ კანდიდატურებს, წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, განიხილავს შესაბამისი პროფილის კომიტეტი. კანდიდატების განხილვა პარლამენტის ბიურომ შეიძლება დაავალოს ასევე სხვა კომიტეტსაც (კომიტეტებსაც). შესაბამისი პროფილის კომიტეტი (კომიტეტები) განხილვის შედეგად ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც მის საფუძველზე იღებს დასკვნას და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

2. თუ კანდიდატებმა საპარლამენტო განხილვის შემდეგ, კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღეს ხმების საჭირო რაოდენობა, შესაბამის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე ასარჩევად და დასანიშნად პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურები, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის მიერ არჩეულ, დანიშნულ, დამტკიცებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირს, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, პარლამენტის შენობაში გადასაადგილებლად ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 191

1. პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს.

2. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 10 წლის ვადით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს.

3. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

    მუხლი 192

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების, აგრეთვე გენერალური პროკურორის კანდიდატურების წარდგენისა და შესაბამისი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს.

2. შესაბამისი კომიტეტი დასკვნას ამზადებს სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის ამ რეგლამენტის 45-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატებმა ვერ მიიღეს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურები.

4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

    მუხლი 193

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

2. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედისა.

5. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ.

6. თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ ვადებში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.

7. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3-ზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.

8. ამ თანამდებობის პირთა გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი ცნობად იღებს მათ გადადგომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება განცხადების პარლამენტში წარდგენის დღიდან.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

თავი XXIX

პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ურთიერთობანი

    მუხლი 194

პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.

    მუხლი 195

1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტები მიმართავენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პლენარული სხდომების უახლოესი კვირის დღის წესრიგში. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, კენჭი ეყრება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, უნდობლობის საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

3. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ გაიზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადებიდან არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ამ გარემოებების აღმოფხვრიდან 15 დღის ვადაში.

4. პარლამენტი უფლებამოსილია დადგენილებით აღძრას მთავრობისათვის უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას.

5. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, უნდობლობის საკითხის დასმა შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის გადაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს მთავრობის მომდევნო შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრად დანიშნოს იგივე პირი ან წარადგინოს პრემიერ-მინისტრის იგივე კანდიდატურა.

7. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას მთავრობისადმი ნდობის საკითხი პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახადო კოდექსისა და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტებზე. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

8. პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმის შესახებ მოტივირებული წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

9. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) და დაუყოვნებლივ უგზავნის პრემიერ-მინისტრის მოტივირებულ წინადადებას განსახილველად წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას.

10. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ საკითხის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა განიხილავენ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ მთავრობისადმი ნდობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს).

11. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების), სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარმოდგენილი დასკვნების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მთავრობისადმი ნდობის საკითხის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხზე მომხსენებლად გამოდის პრემიერ-მინისტრი.

13. მთავრობისადმი ნდობის საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის დადგენილი წესით.

14. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით კენჭისყრაზე დგება დადგენილება მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების თაობაზე. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადაში კენჭისყრის ჩაუტარებლობა ნიშნავს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას.

15. პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისას შესაბამისი კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

16. თუ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან სხდომა.

17. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 196

1. პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

2. პარლამენტს უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის რიგგარეშე წარდგენა. პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

3. პრემიერ-მინისტრი შესაბამის ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.

    მუხლი 197

1. პარლამენტი უფლებამოსილია, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, მიიღოს გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის წევრის მოწვევის, განსახილველი საკითხისა და პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის თარიღის შესახებ, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2. მთავრობის წევრის მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება სამთავრობო საათისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. მოხსენება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

3. მთავრობის წევრის მოხსენებისა და ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება ან რეზოლუცია.

    მუხლი 198

1. საქართველოს მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას, პასუხი გასცეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წერილობით წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

2. მოთხოვნა, წერილობითი ფორმით, შესაბამის სხდომამდე 10 დღით ადრე წარედგინება მთავრობის წევრს. კომიტეტი, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისია მოთხოვნის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. მთავრობის წევრს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი, კომიტეტი ან კომისია.

4. მთავრობის წევრი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას აქვს პარლამენტისადმი მიმართვის სურვილი. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს მთავრობის წევრის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის დაუყოვნებლივ დაგზავნას ფრაქციებისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის.

5. მთავრობის წევრის მიმართვა პლენარულ სხდომაზე არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

6. მთავრობის წევრის მიმართვის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ მთავრობის წევრს დაუსვან შეკითხვები მხოლოდ მის მიერ წინასწარ წარდგენილ საკითხებზე. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ მთავრობის წევრი პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ერთობლივად პასუხობს.

7. შეკითხვებზე პასუხის გაცემის დასრულების შემდეგ ამ რეგლამენტის 138-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

    მუხლი 199

კომიტეტები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებენ და მთავრობას, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებს უგზავნიან რეკომენდაციებს, რომელთა განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არა უგვიანეს 1 თვისა ან წინასწარ დადგენილ ვადაში ეცნობება შესაბამის კომიტეტს, კომისიას.

თავი XXX

პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 26 აპრილის რეგლამენტი №6089 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 200

1. საარჩევნო ოლქის ან ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შექმნილი პარლამენტის წევრთა ჯგუფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან. ამ ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობას, მოითხოვონ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო, სამეურნეო, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და კანონიერების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლება-თავისუფლებათა დაცვის სფეროებში საქმიანობის შესახებ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტის წევრთა ჯგუფს წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგება მოხსენება შესაბამისი წინადადებებით, რომელიც შეიძლება პარლამენტის განხილვის საგანიც გახდეს.

    მუხლი 201

1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან მათი დათხოვნის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს დადგენილებას.

    მუხლი 2011

1. საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.

2. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში შედის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ-სამი წევრი.

3. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება 3 თვეში ერთხელ მაინც.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 26 აპრილის რეგლამენტი №6089 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

კარი VIII

პარლამენტის საკონტროლო ფუნქციები

თავი XXXI

პარლამენტის საკონტროლო საქმიანობის წესი

    მუხლი 202

1. პარლამენტი უშუალოდ და მის მიერ შექმნილი ორგანოების მეშვეობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პარლამენტის სხვა აქტების შესრულებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილი წესით ნდობას უცხადებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და კონტროლს უწევს მთავრობის, მთავრობის წევრთა საქმიანობას, საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, თავისუფლებებისა და მოვალეობების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

11. პარლამენტი კონტროლს უწევს მთავრობის, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობას, ეფექტიანობას, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელის შემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს. პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, ნორმატიულ აქტში სათანადო შესწორებების შეტანის რეკომენდაციით (დავალებით).

2. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევებში გამოიყენება კონსტიტუციითა და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იმპიჩმენტის წესი.

3. პარლამენტის პლენარული სხდომა, ბიურო, კომიტეტი უფლებამოსილნი არიან ცალკეული აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის შემუშავების მიზნით, პარლამენტის წევრთაგან დანიშნონ მომხსენებელი ან მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მომხსენებელი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მასში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია მის დამუშავებაზე და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე. პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ დანიშნულ მომხსენებელს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და ნებისმიერ საკითხზე ახსნა-განმარტება. მომხსენებელი გადაწყვეტილების პროექტს განსახილველად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტის სხდომას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 203

1. პეტიცია არის პირთა ჯგუფის წერილობითი მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივ და საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებს.

2. პეტიციები იწერება და შეიტანება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში. პეტიციის ჩაბარებისა და რეგისტრაციის ნომრის შესახებ ეცნობება მის ავტორს.

3. პეტიცია შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. კომიტეტი ან კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას უშუალოდ ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო არდადეგებზე – უახლოეს სამუშაო კვირაში;

ბ) პეტიციას გადაუგზავნის შესაბამის სამინისტროს, უწყებას;

გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.

4. გადაწყვეტილება 1 კვირის განმავლობაში ეცნობება პეტიციის ავტორს.

    მუხლი 204

1. სამინისტრო, უწყება 1 თვის განმავლობაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამისად კომიტეტს ან დროებით კომისიას. შესაბამისი კომიტეტის ან კომისიის თანხმობით ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით. თუ სამინისტრო ან უწყება დაწესებულ ვადაში პასუხს არ აცნობებს ავტორს, პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვისათვის საჭიროა პარლამენტის ბიუროს წარედგინოს შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი კომისიის დასკვნა, რომელსაც ერთვის პეტიციის სრული ტექსტი.

3. საკითხის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას.

    მუხლი 205

საქართველოს მოქალაქეები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან განცხადებით მიმართონ პარლამენტის წევრებს, ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.

    მუხლი 206

1. პარლამენტის მუშაობის მოქალაქეთათვის უკეთ გაცნობის, მათ საჩივრებსა და განცხადებებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით პარლამენტის აპარატში ფუნქციონირებს მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები.

2. მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 207

1. დაუშვებელია სათანადო შესწავლის (შესწავლის გეგმის, ვადის დადგენის, პასუხისმგებელი პირების გამოყოფის) გარეშე პარლამენტში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების გადაგზავნა ქვემდებარეობის მიხედვით.

2. პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან განიხილონ განცხადება-საჩივრები და მათზე მოახდინონ სათანადო რეაგირება. პასუხი 1 თვის განმავლობაში ეცნობება ავტორებს.

    მუხლი 208

პლენარული სხდომების კვირის გარდა, პარლამენტის აპარატში, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატებში, თანამდებობის პირთა სამდივნოებში, პარლამენტის წევრებთან ორშაბათობით (თუ ეს არ არის პარლამენტის წევრთა ამომრჩევლებთან ადგილზე შეხვედრების დღე), 14 საათიდან 19 საათამდე წარმოებს მოქალაქეთა მიღება. კომიტეტი, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისია, თანამდებობის პირი, პარლამენტის წევრი პასუხისმგებელია მიღებული განცხადება-საჩივრის შესწავლა-განხილვაზე და სათანადო რეაგირებაზე.

    მუხლი 209

საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებს, როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს, თუ:

ა) განცხადება-საჩივრებში დასმული საკითხები მნიშვნელოვანია და არსებობს პარლამენტის თავმჯდომარესთან მათი შეხვედრის დასაბუთებული მოთხოვნა;

ბ) მათ მიერ შეტანილ განცხადება-საჩივრებზე არ არის გაცემული სათანადო პასუხი;

გ) პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიებს შემოსულ განცხადება-საჩივრებზე პასუხი საერთოდ არ გაუციათ.

    მუხლი 210

კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის მიერ საკითხის შესწავლისა და მოსმენის შედეგად მიღებული დასკვნა ან რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან მის ბიუროს, ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. შესაბამისი ორგანო 1 თვის განმავლობაში აცნობებს კომიტეტს, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიას რეაგირების შედეგს, რის შესახებაც შეიძლება ეცნობოს პარლამენტს ან ბიუროს. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი მოსმენილ საკითხებზე იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას. ასეთივე წესით მიიღება გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც კომიტეტს შესწავლის შედეგებზე დასკვნა ან რეკომენდაცია გადაუგზავნელად შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

თავი XXXII

პარლამენტის წევრის კითხვა, პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფისა და ფრაქციის შეკითხვა, სამთავრობო საათი

    მუხლი 211

1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.

2. პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან დასმულ შეკითხვას უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეკითხვებზე პასუხობენ ყოველი თვის პლენარული სხდომის ბოლო ხუთშაბათს სამთავრობო საათის დროს. შეკითხვა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას.

3. პასუხს ხელს აწერენ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტები ან შესაბამის ორგანოთა ხელმძღვანელი პირები.

4. თანამდებობის პირს უფლება აქვს კითხვასა და შეკითხვას პასუხი არ გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს.

5. პარლამენტის წევრს, პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს საკუთარი კითხვა ან შეკითხვა.

    მუხლი 212

1. ზეპირი შეკითხვა შეიძლება დაისვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ სამთავრობო საათამდე არა უგვიანეს 14 დღისა. წერილობითი შეკითხვა შეიძლება წარდგენილ იქნეს სამთავრობო საათის დღემდე არა უგვიანეს 11 დღისა.

2. წერილობითი შეკითხვის ტექსტი ბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც მას სპეციალურ დავთარში აღრიცხავს და გასცემს წერილობითი შეკითხვის მიღების დამადასტურებელ ცნობას.

3. ზეპირ შეკითხვას 4 დღის ვადაში წერილობით აფორმებს პარლამენტის აპარატი და ხელმოწერით ადასტურებს შეკითხვის ავტორი, რის შემდეგაც აპარატი შეკითხვას სპეციალურ დავთარში აღრიცხავს და გასცემს მისი მიღების დამადასტურებელ ცნობას.

4. წერილობით შეკითხვას და წერილობით გაფორმებულ ზეპირ შეკითხვას პარლამენტის აპარატი ადრესატს გადასცემს არა უგვიანეს 1 დღისა.

5. შეკითხვის ავტორისა და შეკითხვის ადრესატის შეთანხმებით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადამ შეიძლება გადაიწიოს მომდევნო სამთავრობო საათამდე.

6. ის შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცემა ამ მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, ავტომატურად დაისმება უახლოეს სამთავრობო საათზე.

    მუხლი 213

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკითხვაზე პასუხისათვის დროს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე შესაბამის თანამდებობის პირთან შეთანხმებით.

2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ცალკეული საკითხის დაზუსტებისათვის მომხსენებელს მიმართოს ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთისა. მომხსენებლის საბოლოო პასუხის გაცემის შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოსვლები მთავრდება.

    მუხლი 214

სამთავრობო საათზე მოსმენილი საკითხები შეიძლება გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი, რისთვისაც გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის საკითხების ინიციატორთა არანაკლებ თითო წარმომადგენელი.

    მუხლი 215

1. პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას ცალკეული მთავრობის წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

2. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს. პარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი მაშინვე დგება კენჭისყრაზე.

3. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მთავრობის იმავე წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

4. თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში იგი 2 კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

თავი XXXIII

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა, თანამდებობიდან გადაყენება, გადადგომა და განთავისუფლება

    მუხლი 216

1. პარლამენტი საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, დადგენილი წესით კონტროლს უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარუდგენს პარლამენტს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, – თავისი საქმიანობის ანგარიშს. პარლამენტი ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების წინადადებებს.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და დროებით საგამოძიებო კომისიებს გადასცეს რევიზიისა და შემოწმების მასალები.

5. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ რევიზიასა და შემოწმებას.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია. აღნიშნულ კომისიას პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის არა უგვიანეს 1 დეკემბრისა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 2161

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვას მისივე წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 217

1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლს უწევს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.

2. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს .

21. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი, განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო ან/და ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.

22. საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

23. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს .

3. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 4 თვისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. პარლამენტი ამ ანგარიშს ამტკიცებს დადგენილებით .

4. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს ან აყენებს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს.

5. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე პარლამენტის დადგენილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ეროვნული ბანკი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

    მუხლი 218

1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 6 თვეში ერთხელ, კალენდარული წლის მარტსა და ოქტომბერში, აგრეთვე წელიწადში ერთხელ სპეციალურ მოხსენებას, რომლის განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 219

პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული სხვა პირი და ის თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც თანხმობა მისცა პარლამენტმა, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის, უმრავლესობის, უმცირესობის სხდომებს, დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები, სხვა მასალები და განმარტება მისცეს განსახილველ საკითხზე. ამ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი, კომიტეტი ან კომისია.

თავი XXXIII 1

პარლამენტის მიერ სხვა დამოუკიდებელ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა

    მუხლი 2191

1. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ანგარიშს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

2. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს.

3. ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას.

4. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს ანგარიშთან დაკავშირებით.

5. წამყვანი კომიტეტი (კომიტეტები) ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას, წარმოდგენილ ანგარიშთან ერთად განიხილავს კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის შენიშვნებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს განსახილველად.

6. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა.

7. თუ კანონით გათვალისწინებული არ არის დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა, დამოუკიდებელი ორგანოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების) ან ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

8. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების) დასკვნაში.

9. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.

10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების) მიერ დანიშნული მომხსენებელი.

11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

თავი XXXIV

პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი

    მუხლი 220

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მის სფეროში მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას.

2. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რეგულარულად ისმენს შესაბამისი კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან ინფორმაციას მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

3. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია სესიის სამუშაო გეგმის საფუძველზე, პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც პარლამენტმა უნდა მოისმინოს ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტს წარუდგენს ის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადებაზე.

4. კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების მოხსენება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო საკანონმდებლო შესწორებების შესახებ, ასევე ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელის შემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ანალიზს.

5. კომიტეტის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ შეიძლება მოხსენებით გამოვიდნენ ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.

6. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო მოსმენის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, ნორმატიულ აქტში შესწორებების შეტანის დავალება შესაბამისი კომიტეტისათვის ან დაისვას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

    მუხლი 221

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს თავის სფეროში მოქმედი სამინისტროს, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ აქტების გამოყენების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. რეკომენდაციების განხილვის ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოს კომიტეტს არა უგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

2. კომიტეტი კონტროლს უწევს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით კომიტეტის სფეროში შემავალი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებას დადგენილ ვადაში.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ვადას შესაბამის უწყებას კომიტეტი უდგენს. ვადა შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტისა და შესაბამისი უწყების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ვადის ნახევარს.

თავი XXXIV 1

კომიტეტების ანგარიშები

    მუხლი 2211

1. კომიტეტების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენენ პარლამენტს გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.

2. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის მას პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციასა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს.

3. პარლამენტის ბიუროს ანგარიშების განხილვის საკითხი შეაქვს საშემოდგომო სესიის პირველსავე პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით 30 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს).

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ ანგარიშის თაობაზე შეკითხვით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთისა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. მომხსენებელი დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ცალ-ცალკე.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარდგენილი ანგარიშის თაობაზე. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოსა და ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლისა – 15 წუთს.

7. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

8. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

კარი IX

პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება

თავი XXXV

პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 222

1. საგარეო ურთიერთობებში საქართველოს პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე.

2. პარლამენტის თავმჯდომარე სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. საჭიროების შემთხვევაში ეს ანგარიში შეიძლება წარედგინოს პლენარულ სხდომასაც.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 2221

1. პარლამენტი უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.

2. პარლამენტი უფლებამოსილია ყოველ წელს დაამტკიცოს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც შეიმუშავებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების წინადადებათა გათვალისწინებით. პარლამენტი შეიმუშავებს და ამტკიცებს საპარლამენტო დელეგაციების (საპარლამენტო და სამუშაო ჯგუფების) მუშაობის წესს.

3. პარლამენტს ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობისა და გამგზავრების შესახებ უნდა ეცნობოს არა უგვიანეს 1 კვირისა.

4. ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი. თუ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე, აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილეები.

5. სესიების პერიოდში, პარლამენტის წევრის ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სხვა სახელმწიფოში ვიზიტისას, პარლამენტის წევრი ვალდებულია არა უგვიანეს 3 დღისა გაეთავისუფლოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე დასწრებისაგან.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 223

დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 224

1. სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ პარლამენტს ეცნობება დელეგაციის მიღებამდე 3 დღით ადრე მაინც.

2. პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს უზრუნველყოფს ინფორმაციით სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ჩამოსვლისა და პარლამენტში მისი ვიზიტის მიზნების შესახებ.

3. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს რეზოლუცია სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4. პარლამენტში სხვა სახელმწიფოთა პარლამენტების ხელმძღვანელების, სახელმწიფოთა მეთაურების, საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელების ვიზიტისას მათ სასაუბროდ იღებს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე. პარლამენტში მათი ვიზიტისას პარლამენტის სასახლის ფასადის წინ აღმართული (გამოფენილი) უნდა იყოს იმ სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა, რომლის საპარლამენტო დელეგაციაც სტუმრად იმყოფება პარლამენტში.

5. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტების ხელმძღვანელთა, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა, საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელთა სურვილით, პარლამენტში შეიძლება განხორციელდეს მათი შეხვედრები კომიტეტების წევრებთან, ფრაქციებთან და პარლამენტის წევრთა ცალკეულ ჯგუფებთან.

    მუხლი 225

1. სხდომათა დარბაზში სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის შემოსვლას და მის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – პარლამენტის მანდატური.

2. პარლამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (პარლამენტის წევრი) წარმოთქვამს მისასალმებელ სიტყვას, რომელშიც აღნიშნავს სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის მიზნებს და ამოცანებს, საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების მდგომარეობას, წარმოაჩენს პარლამენტის პოზიციას.

3. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტების ხელმძღვანელთა, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა, საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელთა სურვილით შესაძლებელია ისინი სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4. პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მიერ დასმული საკითხების საპარლამენტო განხილვის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით პარლამენტი უფლებამოსილია ნება დართოს სხვა სახელმწიფოს ოფიციალურ დელეგაციას ან მის ცალკეულ წევრს, დაესწროს საპარლამენტო განხილვას.

5. პარლამენტი განიხილავს საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი რეალიზაციის შესახებ. აღნიშნულ რეკომენდაციებს წინასწარ განიხილავს შესაბამისი კომიტეტი და სათანადო დასკვნებს რეკომენდაციებთან ერთად განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კანონპროექტების მომზადებისას.

    მუხლი 226

პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის ინიციატივით უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

თავი XXXVI

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები. მეგობრობის ჯგუფები

    მუხლი 227

1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობის დამყარების მიზნით, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით განისაზღვრება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა.

2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის მოსმენის დროს თანამომხსენებელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებელია დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება შევიდეს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 228

1. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დამყარების მიზნით პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.

2. მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობას, როგორც წესი, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

4. ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.

შეცდომის გასწორება - სსმ I, №10, 06.05.2004 წ., გვ.3

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

თავი XXXVII

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება

    მუხლი 229

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმებისათვის პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი.

2. რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას (შეთანხმებას) უნდა ერთვოდეს ოფიციალური ტექსტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს:

ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის დასაბუთებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის განსაზღვრას;

გ) შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას.

3. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მოსამზადებლად და აღნიშნულ კომიტეტს დასკვნისათვის გადაუგზავნის თანდართულ მასალებს.

4. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მომზადებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვა კომიტეტებმაც.

5. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ წარმოადგენს წამყვან კომიტეტს.

6. წამყვანმა კომიტეტმა ან/და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მომზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება), რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება საფინანსო-საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან.

7. საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებით პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) რატიფიცირებას.

8. საქართველოს სახელმწიფო საგარეო კრედიტებთან დაკავშირებით საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საგარეო კრედიტებზე საგარანტიო ხელშეკრულებების ის პროექტები, რომლებშიც განსაზღვრულია რატიფიცირების ვადები და ამ ვადების დაცვის პირობები, რეკომენდაციების მიცემის მიზნით, დადგენილი წესით წარედგინება პარლამენტს.

9. წამყვანმა კომიტეტმა ან/და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

10. კომიტეტებში საერთაშორისო ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოებს საქართველოს პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი მონაწილეობით, რომელსაც საკომიტეტო განხილვის თაობაზე ეცნობება არა უგვიანეს 48 საათისა. მისი არმონაწილეობა ხელს ვერ შეუშლის საკითხის განხილვას, თუ კომიტეტი აუცილებლად არ მიიჩნევს საკითხის განხილვას მხოლოდ მისი მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება კომიტეტის მომდევნო სხდომამდე.

11. წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას რატიფიცირების ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ, წინადადებას – აუცილებლად მოხდეს რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება ან დათქმა, ასევე მასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მისაღებ რეკომენდაციებს.

12. თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება აუცილებლად უნდა მოხდეს დათქმით, იგი უნდა შეუთანხმდეს საქართველოს პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მოხდება შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი წინააღმდეგი იქნება, საკითხს კვლავ განიხილავს წამყვანი კომიტეტი თავის უახლოეს სხდომაზე. თუ პრეზიდენტი კვლავ აუცილებლად მიიჩნევს დათქმას, საკითხის განხილვა მოხდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დათქმით.

13. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგება საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. თანამომხსენებლად შეიძლება გამოვიდნენ პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.

14. რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას (შეთანხმებას) პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

15. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული არ იქნა გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ ითვლება, რომ მან ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა და იგი ხელახლა განსახილველად უბრუნდება წამყვან კომიტეტს.

16. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის განხილვის გადადების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) დაკავშირებული შესაბამისი საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, დასაბუთებული და მიღებულ იქნეს დადგენილებით.

17. თუ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) კონსტიტუციურობის შესახებ, მაშინ მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა გადაიდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

შეცდომის გასწორება - სსმ I, №10, 06.05.2004 წ., გვ.3

    მუხლი 230

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მიხედვით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დენონსირებას, რომლებიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ ან რომლებთან შეერთებაც მოხდა პარლამენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ახდენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ განიხილავს დენონსირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას (შეთანხმებას) და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომლებიც დადებული და ხელმოწერილია საქართველოს მთავრობის სახელით, ასევე არასარატიფიკაციო ხელშეკრულებებს, რომლებთან შეერთებაც მოხდა მთავრობის სახელით, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ხორციელდება დათქმით.

5. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.

    მუხლი 231

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულნი არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების შესახებ, რომლებიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, პარლამენტს აცნობონ მათი დადებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს (ცნობად მიღება გულისხმობს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომისათვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღო) ან იგი შეიძლება პარლამენტის განხილვის საგანი გახდეს.

    მუხლი 232

საერთაშორისო ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) საქართველოს შეერთების შესახებ პარლამენტში საკითხის შემოტანის შემთხვევაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად ამზადებს დასკვნას ამ თავით დადგენილი წესით და საკითხს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

კარი X

განსაკუთრებული პროცედურები

თავი XXXVIII

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება. პარლამენტის კონტროლი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე

    მუხლი 233

1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ შესაბამისი სფეროების მიხედვით.

2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით .

3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას ყოველკვარტალურად განიხილავენ კომიტეტები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აუცილებლობის შემთხვევაში შედეგები მოხსენდება პარლამენტს და შეიძლება პარლამენტის განხილვის საგანიც გახდეს.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

    მუხლი 234

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ:

) კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით;

) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და პარლამენტის წევრები.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე.

5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი წარმოდგენიდან 3 დღის განმავლობაში გადასცემს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკს და უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს ეროვნულ ბანკს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სხვა კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.

6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. საქართველოს მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს და ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

7. თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 17 ივნისის რეგლამენტი №1711 - სსმ I, №32, 30.06.2005 წ., მუხ.201

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 235

პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება. კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის, მომხსენებლის მიერ მთავრობის, სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არაკანონიერი ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ გადაწყვეტილების პროექტს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 236

1. პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი ვალდებულია პარლამენტს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა წარუდგინოს თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მისი განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას. ეს ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების შესახებ დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ ანგარიშების წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამოდის თანამომხსენებლად და წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 17 ივნისის რეგლამენტი №1711 - სსმ I, №32, 30.06.2005 წ., მუხ.201

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 14 ივლისის რეგლამენტი №3450 - სსმ I, №28, 24.07.2006 წ., მუხ.229 

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

თავი XXXIX

პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება

    მუხლი 237

1. საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას პარლამენტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს 15 ივნისისა .

2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი ფორმირდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოსა და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე და დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მეორე თანრიგის კოდით (0101) წარდგენილი პარამეტრის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.

3. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში სხვა ხარჯებთან ერთად მითითებული უნდა იყოს თითოეული კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობისათვის გამოყოფილი ასიგნებანი.

4. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე. თუ სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში – პარლამენტი დადგენილებით.

41. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5007).

6. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი კომიტეტის, აგრეთვე ამ მიზნით შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით. ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. პარლამენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს წევრთა რაოდენობას და პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით პარლამენტის წევრთაგან ნიშნავს მათ. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის ბიუროს.

8. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირებას უზრუნველყოფს და მათ საქართველოს მთავრობას გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

9. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები პარლამენტში 1 მარტამდე წარადგენენ მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

10. წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განიხილავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში და სათანადო გადაწყვეტილებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს შესაბამისი გადაწყვეტილებით უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 აპრილისა.

11. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი.

12. გენერალური აუდიტორი საქართველოს პარლამენტს 1 აპრილამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

13. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში იხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც განსახილველად გადაეცემა პარლამენტს არა უგვიანეს 1 მაისისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.

14. პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ იგი 15 ივნისამდე წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.

15. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ოქტომბრის რეგლამენტი №455 - სსმ I, №29, 12.10.2004 წ., მუხ.138

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის რეგლამენტი №1199 - სსმ I, №12, 06.04.2005წ., მუხ.74

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 7 დეკემბრის რეგლამენტი №5583 - სსმ I, №44, 18.12.2007 წ., მუხ.393

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 1 ივლისის რეგლამენტი №5007 – ვებგვერდი, 12.07.2011წ.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

თავი X

საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ომისა და ზავის, სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების საკითხთა განხილვა

    მუხლი 238

1. საქართველოს პრეზიდენტი 48 საათის განმავლობაში პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მათ დაუყოვნებლივ ეყრება კენჭი წინასწარი საკომიტეტო განხილვისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე.

2. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მოტივირებული ინფორმაცია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, ასევე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

4. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განიხილება პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით:

ა) ძირითად მომხსენებლად გამოდის საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;

ბ) თანამომხსენებლად გამოდიან კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები;

გ) კამათი არ მიმდინარეობს;

დ) დასკვნითი სიტყვით გამოდის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი.

5. თანხმობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს პარლამენტის დადგენილებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

6. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საკითხი არა უგვიანეს 24 საათისა იხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების, პარლამენტის წევრთა ჯგუფებისა და საქართველოს პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თანხმობის მისაღებად საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანის თაობაზე. თუ თანხმობა კვლავ არ იქნება მიღებული, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი გადაწყვეტილად არ ჩაითვლება და საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს აღნიშნულის თაობაზე კვლავ მიმართოს პარლამენტს თანხმობაზე უარის თქმიდან 48 საათის განმავლობაში.

    მუხლი 239

1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ პარლამენტი ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. თუ ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ემთხვევა საარჩევნო პერიოდს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 240

1. პარლამენტის დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხს წყვეტს პარლამენტი (დათხოვნილი) ამ რეგლამენტის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 – მე-5 პუნქტებითა და 239-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (არ გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტი შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს ამ მდგომარეობის ვადა, რომლის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი ამ მუხლითა და 238-ე – 239-ე მუხლებით დადგენილი წესით.

    მუხლი 241

1. პარლამენტი თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუ მას პარლამენტი დაეთანხმება. პარლამენტი თანხმობის მიცემის ან მასზე უარის თქმის საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების შემოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წინასწარი განხილვის შემდეგ, რომლის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა კომიტეტის წარმომადგენლებმაც, ან შეთანხმებით შეიძლება გაიმართოს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საკითხი არა უგვიანეს 24 საათისა იხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების და საქართველოს პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თანხმობის მისაღებად საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ გატანის თაობაზე. თუ თანხმობა კვლავ არ იქნება მიღებული, საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენების საკითხი გადაწყვეტილად არ ჩაითვლება და საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს აღნიშნულის თაობაზე კვლავ მიმართოს პარლამენტს თანხმობაზე უარის თქმიდან 48 საათის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი წინადადებით პარლამენტს მიმართოს არა უმეტეს ორჯერ.

2. საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუ მას პარლამენტი დაეთანხმება. პარლამენტი თანხმობის მიცემის ან მასზე უარის თქმის საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების შემოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წინასწარი განხილვის შემდეგ, რომლის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა კომიტეტის წარმომადგენლებმაც, ან შეთანხმებით შეიძლება გაიმართოს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად, თანხმობაზე უარის თქმიდან 48 საათის შემდეგ. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი წინადადებით პარლამენტს მიმართოს არა უმეტეს ორჯერ.

    მუხლი 242

1. საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება ომის გამოცხადების ან სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების შესახებ პარლამენტში დასამტკიცებლად შეაქვს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

2. პარლამენტი არა უგვიანეს 24 საათისა, წინასწარი საკომიტეტო მოსმენის გარეშე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ომის გამოცხადების ან ზავის დადების შესახებ და იმავე სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი არა უგვიანეს 24 საათისა იხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების და საქართველოს პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ გატანის თაობაზე. თუ დადებითი გადაწყვეტილება კვლავ არ იქნება მიღებული, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს აღნიშნულის თაობაზე კვლავ მიმართოს პარლამენტს თანხმობაზე უარის თქმიდან 48 საათის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი წინადადებით პარლამენტს მიმართოს არა უმეტეს ორჯერ.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 243

1. ეროვნული უშიშროების საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამხედრო ძალთა რაოდენობას. საკითხი განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტს წარუდგენს მოტივირებულ დასკვნას.

2. პარლამენტი კომიტეტის დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას.

3. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას, შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი.

4. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

თავი XLI

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური წარდგინების შეტანა

    მუხლი 244

პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

    მუხლი 245

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრთა მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანის შემდეგ მასზე ხელმომწერ პარლამენტის წევრთა მიერ უარის თქმა კონსტიტუციურ სარჩელზე ან წარდგინებაზე არ იწვევს მის განხილვაზე უარის თქმას და საქმის წარმოების შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმის არსებით განხილვამდე მასზე უარს არ იტყვის კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შემტანი ყველა პარლამენტის წევრი.

    მუხლი 246

კონსტიტუციურ წარდგინებაზე ხელმოწერათა დამოწმება ხდება სანოტარო წესით ან შემდეგნაირად: თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის წარდგინების შედგენის შემდეგ პარლამენტის წევრი, ფრაქცია აკეთებს განცხადებას ხელმოწერათა შესრულების ადგილთან დაკავშირებით და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას.

    მუხლი 247

1. პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონების, ამ რეგლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.

11. პარლამენტს დადგენილების საფუძველზე შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის, რეფერენდუმის ან არჩევნების ჩატარების ან მათზე უარის თქმის (არდანიშვნის), პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ.

3. პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის კონსტიტუციური სარჩელის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლების დარღვევა.

4. კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერათა დამოწმება ხდება ამ რეგლამენტის 246-ე მუხლის შესაბამისად.

41. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის დადგენილება მიიღება საერთო წესით, ხოლო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს ეგზავნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერით.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 22 დეკემბრის რეგლამენტი №691 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.2

თავი XLII

იმპიჩმენტი

    მუხლი 248

1. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

2. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს.

3. თუ თავისი დასკვნით უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან საკონსტიტუციო სასამართლომ – საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი ამ დასკვნას პლენარულ სხდომაზე განიხილავს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.

4. დასკვნის განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც არის აღძრული, ხოლო დასკვნის განხილვაზე ამ პირის დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი.

    მუხლი 249

1. საქართველოს უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

3. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყების დღიდან 30 დღის განმავლობაში.

4. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება.

5. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს.

6. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდების პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

    მუხლი 250

თუ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ამ გადაწყვეტილებიდან 45 დღის განმავლობაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ტარდება ვადამდელი არჩევნები, რომელთა ჩატარებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი.

    მუხლი 251

1. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ბრალდების გამო იმპიჩმენტის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. წარდგინება დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2. თუ საკონსტიტუციო ან უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები.

3. თანამდებობის პირი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყების დღიდან 30 დღის განმავლობაში.

5. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება.

6. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის თანამდებობის პირს.

7. ამ რეგლამენტის 195-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

თავი XLIII

რეფერენდუმი

    მუხლი 252

1. პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მეხუთედს, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით შეუძლია პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

2. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს მიმართვას რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა აღარ შედგება.

    მუხლი 253

თუ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე გაიტანს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.

კარი XI

პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

თავი XLIV

პარლამენტის აპარატი

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 254

1. პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება პარლამენტის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით.

2. პარლამენტის აპარატის ფუნქციაა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.

    მუხლი 255

პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს:

ა) ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დადასტურებიდან 3 თვის განმავლობაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისა და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანებების წინასაარჩევნო პლატფორმების კრებულის გამოცემას;

ბ) პარლამენტის პლენარული სხდომების მომზადებას;

გ) პარლამენტის წევრებს ორკვირიანი ციკლის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტებით შესაბამისი სხდომის კვირის დადგომამდე;

დ) პარლამენტის, მისი ბიუროს, კომიტეტების, ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, საფინანსო და სხვა საკითხების გადაწყვეტას;

ე) პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას;

ვ) პარლამენტის წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას;

ზ) პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დავალებების შესრულებას;

თ) პარლამენტის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის წევრებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას, პარლამენტის მიერ მიღებული აქტების კრებულის მომზადებას;

ი) სესიებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადებასა და პარლამენტის წევრებისათვის მიწოდებას;

კ) პარლამენტისა და მისი ბიუროს სხდომების ოქმებისა და სტენოგრამების წარმოებას, „პარლამენტის უწყებანის“ გამოცემას;

ლ) პრესაში, ტელევიზიითა და რადიოთი პარლამენტის, კომიტეტების, ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დოკუმენტების გამოქვეყნებასა და გაშუქებას;

მ) პარლამენტში სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს.

    მუხლი 256

1. პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

4. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის რეგლამენტი №191 - სსმ I, №14, 21.07.2008 წ., მუხ.109

    მუხლი 257

1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახურები და კომიტეტების აპარატები, რომელთა შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი დეპარტამენტისა თუ სამსახურის უფროსის და კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. პარლამენტის აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, შესაბამისი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3. პარლამენტის აპარატისა და მისი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების დებულებებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს შესაბამისი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

6. პარლამენტის აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტის აპარატის უფროსი კომიტეტების მოსაზრებების გათვალისწინებით განსაზღვრავს აპარატის სტრუქტურას, შტატებს, მუშაკთა შრომის ანაზღაურებას, სამუშაო პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 258

კომიტეტებთან, საჭიროების შემთხვევაში, იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, სადაც საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ შესაბამისი დარგის ექსპერტ-კონსულტანტები. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით საბჭოს წევრ ექსპერტ-კონსულტანტებს კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად კანონით დადგენილი წესით გაუფორმოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.

    მუხლი 259

1. პარლამენტის შენობაში პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების მიმდინარეობისას დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით პარლამენტის აპარატში იქმნება მანდატურის სამსახური, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

2. მანდატურის სამსახურს ხელმძღვანელობს მანდატურთუხუცესი, რომელსაც პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის მანდატურის სამსახურის დებულებას აპარატის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. პარლამენტის მანდატური არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი. მისი ასაკი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

     მუხლი 2591

1. პარლამენტის, კომიტეტების, ფრაქციების, ცალკეული პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

4. საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 2592

1. ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ამომრჩევლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან პარლამენტის ურთიერთობის და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის კოორდინირების მიზნით შეიძლება შეიქმნას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა (შემდგომში – პარლამენტის წარმომადგენლობა).

2. გადაწყვეტილებას პარლამენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის წარმომადგენლობის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების პირობებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პარლამენტის წარმომადგენლობის თანამშრომლებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსის წარდგინებით.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

თავი XLIV 1

პარლამენტთან არსებული დაწესებულებები

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 260

1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა არის პარლამენტის ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა რეგულირდება „ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა კანონებითა და შესაბამისი დებულებით.

2. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 261

1. აუდიტორული საქმიანობის რეგულირების სისტემაში სახელმწიფოს ფუნქციათა განხორციელების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს აუდიტორული საქმიანობის საბჭო.

2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს უფლებამოსილებანი და სტრუქტურა, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის კომპეტენცია და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. აუდიტორული საბჭოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 2611

1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებანი და სტრუქტურა, აგრეთვე საბჭოს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისი დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო განრიგს და მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 7 დეკემბრის რეგლამენტი №5583 - სსმ I, №44, 18.12.2007 წ., მუხ.393 

    მუხლი 2612 

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამდივნო.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №2314 - სსმ I, №44, 18.12.2009 წ., მუხ.319

    მუხლი 262. (ამოღებულია)

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 2621

1. სავალდებულოა პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.

2. პარლამენტის აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა, ასევე პარლამენტთან არსებული დაწესებულებების მოსამსახურეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებზე გადაწყვეტილებას, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

კარი XII

პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვის

თავი XLV

რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა

    მუხლი 263

რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები:

ა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სხდომათა დარბაზის დატოვება;

ე) ხელფასის დაკავება.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის რეგლამენტი №1199 - სსმ I, №12, 06.04.2005წ., მუხ.74

    მუხლი 264

1. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;

გ) სიტყვა მიეცა პროცედურულ ან პირად საკითხებზე და თავის გამოსვლაში შეეხო სხვა საკითხებს;

დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;

ბ) სიტყვით გამოდის უმიკროფონოდ;

გ) ჩაიდენს მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.

3. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება, თუ პარლამენტის წევრი:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილების შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;

ბ) არღვევს პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრის ფორმას;

გ) უკვე გააფრთხილეს იმავე სხდომაზე და კიდევ საჭიროებს გაფრთხილებას.

4. სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ:

ა) რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და იგი კვლავ არღვევს წესრიგს;

ბ) რომელიც სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) რომელიც სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს პარლამენტის წევრებს.

5. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური მიმართავს პარლამენტის წევრს სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნით.

6. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება.

7. თუ კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, აღნიშნულ პირს დაუკავდება თანხა 1 თვის ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

8. პარლამენტის წევრის მიერ ხმის მიცემის მოწმობის განმეორებით გადაცემის შემთხვევაში მას ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით დაუკავდება თანხა 3 თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო ყოველი მორიგი გადაცემის შემთხვევაში – 6 თვის ხელფასის ოდენობით.

81. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელი), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტზე, სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერი, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასის დასაკავებლად.

9. თუ პარლამენტის წევრი, რომელიც გაწევრიანებულია ორ კომიტეტში, კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომას, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. პარლამენტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ აღირიცხება და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

91. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და კალენდარული თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მანდატურის სამსახური საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

10. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება თანხა 2 თვის ხელფასის ოდენობით. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის არჩატარების მიზეზს და იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

101. ამ მუხლის მე-7, მე-8, მე-9 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრისათვის დაკავებული ხელფასის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს.

11. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას „პარლამენტის უწყებანში“ და განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე. გამცდენი პარლამენტის წევრების სია ქვეყნდება პრესაში.

12. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის მანდატურის სამსახური ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის აღნიშვნით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას „პარლამენტის უწყებანში“ და განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე. პლენარული სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სია ქვეყნდება პრესაში.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის რეგლამენტი №1199 - სსმ I, №12, 06.04.2005წ., მუხ.74

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

    მუხლი 265

1. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც გამოიყენეს ამ რეგლამენტის 264-ე მუხლის მე-3-მე-4, მე-7–მე-10 პუნქტებით დაწესებული ზემოქმედების ფორმები, უფლება აქვს წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი პარლამენტის მომდევნო პლენარული სხდომის დაწყებამდე. პროტესტის განხილვას კენჭი ეყრება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. განხილვის შემდეგ პროტესტი დაკმაყოფილებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. პარლამენტის წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ კამათის საგნად აქციონ წესრიგისაკენ მოწოდების საკითხი.

    მუხლი 266

პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტის სისტემატური და უხეში დარღვევისათვის შეიძლება კენჭისყრაზე დადგეს საკითხი მისთვის ოქმში შეტანით შენიშვნის გამოცხადების შესახებ. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

    მუხლი 267

დაუშვებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების პროექტის, სხვა სამართლებრივი აქტის, ოქმის და პარლამენტის სხვა დოკუმენტების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. აღნიშნული ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

თავი XLVI

რეგლამენტის დარღვევისათვის სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა

    მუხლი 268

1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის მიერ არჩეულ, დანიშნულ ან დამტკიცებულ, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს პარლამენტის წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) არ ცხადდება საპარლამენტო მოსმენაზე;

დ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ე) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;

ვ) დაბრკოლებებს უქმნის პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტითა და კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

3. ყოველ ასეთ შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წინაშე აყენებს საკითხს სათანადო რეაგირებისათვის.

    მუხლი 269

1. ამ რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტი მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს:

ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სათანადო რეაგირების ზომების გასატარებლად;

ბ) წარდგინებით მიმართავს სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელებს მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ.

2. პარლამენტის პლენარული სხდომის სტუმარი ვალდებულია წესრიგი დაიცვას სხდომის დროს. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის პარლამენტს ან პარლამენტის წევრს სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.

თავი XLVII

პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფა

    მუხლი 270

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტისა და პარლამენტის წევრთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

2. შესაბამისი კომიტეტი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს პარლამენტის შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შესაბამისი კომიტეტი შეისწავლის და განიხილავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში.

4. პარლამენტის სასახლ ეში დაუშვებელია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და პარლამენტის შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.

კარი XIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XLVIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 271

ამ რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ“ და მის შესაბამისად მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“.

     მუხლი 2711

ამ რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა მოქმედება გავრცელდეს, თუ:

ა) კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების გეგმის“ ნაწილს;

ბ) კანონპროექტით რეგულირდება საქართველო-ევროკავშირის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ 43-ე მუხლით განსაზღვრულ სფეროთაგან თუნდაც ერთ-ერთი.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

    მუხლი 2712

იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც ბინის ქირის ასანაზღაურებლად პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა 2007 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე, ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა აუნაზღაურდება შესაბამისი განცხადების წარდგენის დღიდან.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის რეგლამენტი №5421 - სსმ I, №35, 05.11.2007 წ., მუხ.361 

    მუხლი 2713

1. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი, უფლება აქვთ 2010 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. განცხადება განსახილველად 3 დღის ვადაში გადაეცემა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომელიც ერთი კვირის ვადაში განიხილავს მას და სათანადო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც არლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი №1718 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.186

    მუხლი 2714

1. 2012 წლის 1 მაისიდან საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

2. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 26 აპრილის რეგლამენტი №6089 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 272

1. ეს რეგლამენტი, გარდა 122-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2004 წლის 5 აპრილიდან.

2. ამ რეგლამენტის 122-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №2470 - სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.363

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 25 ოქტომბრის რეგლამენტი №5139 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 17 თებერვალი.

№3353_რს

შეტანილი ცვლილებები:

შეცდომის გასწორება - სსმ I, №10, 06.05.2004 წ., გვ.3

1. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ოქტომბრის რეგლამენტი №455 - სსმ I, №29, 12.10.2004 წ., მუხ.138

2. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ოქტომბრის რეგლამენტი №472 - სსმ I, №29, 12.10.2004 წ., მუხ.139

3. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის რეგლამენტი №616 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.167

4. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 22 დეკემბრის რეგლამენტი №691 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.2

5. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №721 - სსმ I, №1, 05.01.2005 წ., მუხ.3

6. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 10 მარტის რეგლამენტი №1066 - სსმ I, №10, 25.03.2005 წ., მუხ.65

7. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 3 მარტის რეგლამენტი №1199 - სსმ I, №12, 06.04.2005 წ., მუხ.74

8. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 20 აპრილის რეგლამენტი №1367 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.139

9. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 13 მაისის რეგლამენტი №1433- სსმ I, №23, 25.05.2005 წ., მუხ.159

შეცდომის გასწორება - სსმ I, №25, 02.06.2005წ., გვ.18

10. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 17 ივნისის რეგლამენტი №1690 - სსსმ I, №32, 30.06.2005 წ., მუხ.200

11. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 17 ივნისის რეგლამენტი №1711 - სსმ I, №32, 30.06.2005 წ., მუხ.201

12. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 ნოემბრის რეგლამენტი №2150 - სსმ I, №52, 07.12.2005 წ., მუხ.344

13. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის რეგლამენტი №2957 - სსმ I, №12, 08.05.2006 წ., მუხ.85

14. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 14 ივლისის რეგლამენტი №3450 - სსმ I, №28, 24.07.2006 წ., მუხ.229 

15. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 25 ივლისის რეგლამენტი №3512 - სსმ I, №34, 02.08.2006 წ., მუხ.250

16. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 30 მარტის რეგლამენტი №4577 - სსმ I, №10, 05.04.2007 წ., მუხ.95 

17. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 22 ივნისის რეგლამენტი №5036 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.223 

18. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის რეგლამენტი №5421 - სსმ I, №35, 05.11.2007 წ., მუხ.361 

19. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 20 ნოემბრის რეგლამენტი №5459 - სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.370 

20. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 7 დეკემბრის რეგლამენტი №5583 - სსმ I, №44, 18.12.2007 წ., მუხ.393 

21. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №43 - სსმ I, №10, 20.06.2008 წ., მუხ.78

22. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის რეგლამენტი №191 - სსმ I, №14, 21.07.2008 წ., მუხ.109

23. საქართველოს 2008 წლის 12 სექტემბრის რეგლამენტი №262 - სსმ I, №18, 16.09.2008 წ., მუხ.144

24. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 12 სექტემბრის რეგლამენტი №265 - სსმ I, №18, 16.09.2008 წ., მუხ.145

25. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის რეგლამენტი №400 - სსმ I, №26, 24.10.2008 წ., მუხ.166

26. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №1180 - სსმ I, №10, 22.06.2009 წ., მუხ.44

27. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ივლისის რეგლამენტი №1537 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.102

28. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი №1718 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.186

29. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის რეგლამენტი №1879 - სსმ I, №30, 02.11.2009 წ., მუხ.189

30. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 1 დეკემბრის რეგლამენტი №2170 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.303

31. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №2314 - სსმ I, №44, 18.12.2009 წ., მუხ.319

32. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №2470 - სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.363

33. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 მარტის რეგლამენტი №2730 - სსმ I, №11, 18.03.2010 წ., მუხ.40

34. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 4 მაისის რეგლამენტი №3043- სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.143

35.საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 26 ოქტომბრის რეგლამენტი №3762- სსმ I, №58, 26.10.2010წ., მუხ.374

36. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №4031- სსმ I, №69, 15.12.10.2010წ., მუხ.423

37. საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 1 ივლისის რეგლამენტი №5007 – ვებგვერდი, 12.07.2011წ.

38. საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 25 ოქტომბრის რეგლამენტი №5139 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

39. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 26 აპრილის რეგლამენტი №6089 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

40. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 22 მაისის რეგლამენტი №6236 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.

41. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6432 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

42. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის რეგლამენტი №6480 - ვებგვერდი, 21.06.2012წ.

43. ძალადაკარგულია ( ამოქმედდ 2012 წლის 19 ოქტომბრიდან) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 22 ივნისის რეგლამენტი №6533 - ვებგვერდი, 03.07.2012წ.

44. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 28 ივნისის რეგლამენტი №6570 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

44. 28/06/2012 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 6570-რს - ვებგვერდი, 09/07/2012 43. 22/06/2012 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 6533-Iს - ვებგვერდი, 03/07/2012 42. 12/06/2012 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 6480-რს - ვებგვერდი, 21/06/2012 41. 12/06/2012 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 6432-რს - ვებგვერდი, 21/06/2012 40. 22/05/2012 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 6236-Iს - ვებგვერდი, 22/05/2012 39. 26/04/2012 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 6089-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 38. 25/10/2011 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 5139-IIს - ვებგვერდი, 111031033, 31/10/2011 37. 01/07/2011 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 5007-რს - ვებგვერდი, 110712019, 12/07/2011 36. 15/12/2010 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 4031-რს - სსმ, 69, 15/12/2010 35. 26/10/2010 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3762 - სსმ, 58, 26/10/2010 34. 04/05/2010 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3043 - სსმ, 23, 04/05/2010 33. 09/03/2010 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 2730 - სსმ, 11, 18/03/2010 32. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2470 - სსმ, 48, 29/12/2009 31. 11/12/2009 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 2314 - სსმ, 44, 18/12/2009 30. 01/12/2009 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 2170 - სსმ, 41, 08/12/2009 29. 20/10/2009 - საქართველოს კანონი - 1879 - სსმ, 30, 02/11/2009 28. 06/10/2009 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 1718 - სსმ, 29, 12/10/2009 27. 17/07/2009 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 1537 - სსმ, 20, 28/07/2009 26. 12/06/2009 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 1180 - სსმ, 10, 22/06/2009 25. 23/10/2008 - საქართველოს კანონი - 400 - სსმ, 26, 24/10/2008 24. 12/09/2008 - საქართველოს კანონი - 265 - სსმ, 18, 16/09/2008 23. 12/09/2008 - საქართველოს კანონი - 262 - სსმ, 18, 16/09/2008 22. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 191 - სსმ, 14, 21/07/2008 21. 20/06/2008 - საქართველოს კანონი - 43 - სსმ, 10, 20/06/2008 20. 07/12/2007 - საქართველოს კანონი - 5583 - სსმ, 44, 18/12/2007 19. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5459 - სსმ, 39, 22/11/2007 18. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5421 - სსმ, 35, 05/11/2007 17. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5036 - სსმ, 24, 02/07/2007 16. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4577 - სსმ, 10, 05/04/2007 15. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3512 - სსმ, 34, 02/08/2006 14. 14/07/2006 - საქართველოს კანონი - 3450 - სსმ, 28, 24/07/2006 13. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2957 - სსმ, 12, 08/05/2006 12. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2150 - სსმ, 52, 07/12/2005 11. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1711 - სსმ, 32, 30/06/2005 10. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1690 - სსმ, 32, 30/06/2005 9. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1433 - სსმ, 23, 25/05/2005 8. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1367 - სსმ, 19, 28/04/2005 7. 25/03/2005 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 1199 - სსმ, 12, 06/04/2005 6. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1066 - სსმ, 10, 25/03/2005 5. 23/12/2004 - საქართველოს კანონი - 721 - სსმ, 1, 05/01/2005 4. 22/12/2004 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 1, 05/01/2005 3. 26/11/2004 - საქართველოს კანონი - 616 - სსმ, 36, 08/12/2004 2. 01/10/2004 - საქართველოს კანონი - 472 - სსმ, 29, 12/10/2004 1. 01/10/2004 - საქართველოს კანონი - 455 - სსმ, 29, 12/10/2004