დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 314 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110602004, 03/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016196 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №314
2011 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ, 29.11.07, III ნაწილი, №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს სახაზინო კოდი:
აქციზის გადასახადი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე | 2077 |
2. სახაზინო კოდი – 3288-ის (ჯართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3289 სახაზინო კოდი:
შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან | 3289 |
3. სახაზინო კოდი – 8700-ის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8800 სახაზინო კოდი:
სიმინდის თესლის რეალიზაციით მიღებული თანხები | 8800 |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები