"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4673-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601026, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010210050.04.001.016019
  • Word
4673-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601026, 01/06/2011
010210050.04.001.016019
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 33, 12.11.2004, მუხ. 152)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“−„ი3“ ქვეპუნქტები:

„ი1) კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე;

2) აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას;

3) ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების შექმნის საშიშროების ან მისი დადგომის შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს;“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4673-Iს