დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4676-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110601008, 01/06/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.016318 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) Curriculum Vitae (CV);“.
3. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით, ხოლო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში − სურვილისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი კი − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით და შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი, მიუხედავად მისი ფორმისა.
2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) სამუშაოს აღწერილობა;
გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
დ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ე) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
მუხლი 32. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას უნდა ერთოდეს Curriculum Vitae (CV) და კონკურსის შესახებ შეტყობინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 17 მაისი.
№4676-Iს
დოკუმენტის კომენტარები