„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 03/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 01.250.000.04.001.003.024
  • Word
5296
11/07/2007
სსმ, 31, 03/08/2007
01.250.000.04.001.003.024
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

     „მუხლი 181. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიული ფასის დადგენა საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის/მერიის) უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება:

ა) მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან სხვაგვარად განკარგვა;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

დ) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ადგილობრივი სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყის და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

4. 651 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები არის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების საკუთრება.“.

5. 652 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.“.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5296_რს