“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110530014, 02/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016006
  • Word
4
27/05/2011
ვებგვერდი, 110530014, 02/06/2011
320110000.17.010.016006
“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2011 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის3 დადგენილებში დამატებების   შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის 3 დადგენილებით დამტკიცებულ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტშ” (სსმ III, 23.03.2006 წ., 39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-12 პუნქტი:

„12. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისას, შესაძლებლობა მისცეს მომხმარებელს, მომსახურების პაკეტში აირჩიოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების  სახეები, შემდგომ უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ არჩეულ მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა ან/და დამატება) მომხმარებლის მოთხოვნით; მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა) ხორციელდება უფასოდ, თუ ეს არ იწვევს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევას;  მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, მაგრამ მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობით, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების პაკეტში დაამატოს მომსახურების ის ახალი სახე (სახეები), რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მომხმარებელს არ სთავაზობდა.“;

ბ) 105 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ვალდებულია მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისას, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებლობა მისცეს მას, მომსახურების პაკეტში აირჩიოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების  სახეები, შემდგომ უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ არჩეულ მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა ან/და დამატება) მომხმარებლის მოთხოვნით; მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა) ხორციელდება უფასოდ, თუ ეს არ იწვევს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევას;  მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, მაგრამ მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობით, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების პაკეტში დაამატოს მომსახურების ის ახალი სახე (სახეები), რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მომხმარებელს არ სთავაზობდა.“

გ) 105 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ როუმინგული მომსახურების მიღების ქვეყანაში მოქმედი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის  მომხმარებლისთვის მიწოდებას“;

) 21- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გაწეული მომსახურების საფასური მომხმარებელს ერიცხება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ხოლო ანგარიში წარედგინება გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო ერთი თვისა.”.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტი, გარდა „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 2011 წლის 1 სექტემბერს.

კომისიის წევრები              .ბრიტანჩუკი

                                             .კვიტაიშვილი

                                             .სიხარულიძე

                                             .მოსეშვილი